პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში უყრის თავს ციფრული მარკეტინგის სფეროს რჩევებს, რეკომენდაციებს, ტექნიკებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც საქართველოში მოქმედ ნებისმიერ კომპანიას დაეხმარება ციფრული მარკეტინგული კამპანიების საწარმოებლად.

იმეილ მარკეტინგი

სმს მარკეტინგი

ციფრული მარკეტინგი

რეფერალ მარკეტინგი

Affiliate მარკეტინგი

Influencer მარკეტინგი

ვიდეო მარკეტინგი

PPC მარკეტინგი

ინსტრუმენტები

SEO

კონტენტ მარკეტინგი

Holiday მარკეტინგი

 პოზიტიური ბრენდის რეპუტაცია თქვენი ბრენდის მიმართ აღვივებს ნდობას. მნიშვნელოვანია, რომ ბრენდმა არასდროს დაიმკვიდროს ნეგატიური იმიჯი იმ სამყაროში, რომელშიც ადამიანები ინფორმაციას წამებში აწოდებენ სხვებს და ასევე თავად იგებენ. 

ბრენდინგი = საკუთარი თავის გაგებას

მაგალითისთვის, ვინ ვართ ჩვენ? რას ვემსახურებით, რითი განვსხვავდებით? რა პრობლემას ვაგვარებთ? ბრენდის სტრატეგია, ლოგო, ფერები, მესიჯები , ეს ყველაფერი არის ბრენდის მშენებლობის ნაწილი.

მარკეტინგი = საკუთარი მომხმარებლის გაგებას

მარკეტინგული კვლევა, პროდუქტის განვითარება, ფასწარმოქმნა, მომხმარებელთა დახმარება, ვებსაიტი, ბროშურები, სოციალური მედია, SEO, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ივენთების დაგეგვმა - ეს ყველაფერი მარკეტინგის ნაწილია.

დღესდღეობით, თითქმის ყველა ბიზნესი წარმოდგენილია ონლაინ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მომხმარებელიც ონლაინაა და იმისთვის რომ მივწვდეთ მათ, საჭიროა ჩვენც ვიყოთ ონლაინ სივრცეში. ონლაინ საზოგადოებასთან ურთიერთობა ეხმარება ბიზნესს მისწვდეს მომხმარებელს და მეწილეს იქ, სადაც ყველაზე მეტად არიან წარმოდგენილნი. დღესდღეობით, ადამიანს ნამდვილად ექნება 5-6 განსხვავებული აპლიკაცია მის ტელეფონში. ციფრული პიარის საშუალებით გამოიყენება ციფრული, სოციალური ტექნოლოგიები, რათა ვმართოთ და გავზარდოთ ცნობადობა და კომპანიის რეპუტაცია მიზანმიმართული გავლენის გამოხატვით ციფრულ მედიაში.