ვიდეო მარკეტინგის წარმატების 5 საიდუმლო

ივნისი 03, 2021

ვიდეო მარკეტინგის წარმატების 5 საიდუმლო

გაგაცნობთ საუკეთესო სტრატეგიებს, რათა უზრუნველყოთ თქვენი ვიდეო მარკეტინგული კამპანია ინტერნეტ სივრცის დასაპყრობად

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსული გავრცელება არ უნდა იყოს თქვენი ვიდეო მარკეტინგული კამპანიის ერთადერთი მიზანი, ეს ტერმინი, როგორც ჩანს, ბოლო წლებში ძალიან აქტუალური გახდა.

მარკეტერები უამრავ სტატისტიკურ მონაცემს ადევნებენ თვალს: YouTube-ზე ყოველდღიურად 5 მილიარდი ვიდეოს ნახვა ფიქსირდება, 1200%-ით მეტი გაზიარება აქვს ვიდეოებს ტექსტებთან და ფოტოებთან შედარებით, ლენდინგ გვერდზე ვიდეოების დახმარებით კონვერტაციის მაჩვენებელი 80%-ით გაიზარდა და მომხმარებელთა 80%-ს ახსოვს ის ვიდეო რეკლამა, რომელიც მათ ერთი თვის წინ ნახეს ინტერნეტში.

ამ მაგალითების საფუძველზე გაგაცნობთ საუკეთესო სტრატეგიებს, რათა უზრუნველყოთ თქვენი ვიდეო მარკეტინგული კამპანია ინტერნეტ სივრცის დასაპყრობად და თქვენი მიზნების მისაღწევად. ჩვენ მიერ შერჩეული ქვემოთ მოცემული რამდენიმე რჩევა დაგეხმარებათ, შექმნათ კონკურენტუნარიანი, ინსპირაციული და აქტუალური ვიდეოები.

  1. კონცენტრირდით ღირებულებებზე და არა გაყიდვაზე

ინეტრნეტ სივრცეში ხშირად გვხვდება ისეთი ვიდეო რეკლამები, რომლებიც აღიზიანებს მომხმარებელს და უჩენს უარყოფით დამოკიდებულებას ბრენდის მიმართ. არ დაუშვათ, რომ თქვენი ბრენდის რეკლამამაც მსგავსად იმუშაოს. ამის ნაცვლად, თქვენი ვიდეო უნდა იყოს ორიენტირებული სიუჟეტზე და არა გაყიდვაზე. გახსოვდეთ, რომ იგივე წესი ვრცელდება წერილობით კონტენტზეც. კონცენტრირდით იმ ღირებულებებზე, რასაც თქვენი ბრენდი სთავაზობს მომხმარებელს.

მაქსიმალურად გამოიყენეთ ემოციური კავშირი, რომელიც ეხმიანება მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებს. ვიდეოს ბოლოს ყოველთვის შეგიძლიათ, გამოიყენოთ სტრატეგიული და რელევანტური call to action ღილაკი.

Warby Parker- ის ვიდეო სათვალეების დამზადების შესახებ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ის ყურადღებას ამახვილებს ბრენდის წარმოშობაზე,  კულტურაზე ეთნოსზე და სათვალეების სადემონსტრაციოდ იყენებს ადამიანებს.

  1. ვიდეო ყველაზე საინტერესო პირვლი 10 წამის განმავლობაში უნდა იყოს

მაყურებელთა ერთი მეხუთედი ნაწილი ვიდეოს ყურებას დააცლოებით 10 წამში წყვეტს. ამიტომაც ვიდეო ექსპერტების რჩევაა მოკლე და გასაგები ვიდეოს შექმნა. ჩვენი კი გირჩევთ, რომ მაყურებლის მოლოდინები ვიდეოს დასაწყისშივე გაამართლოთ. შეეცადეთ, გამოიწვიოთ აუდიტორიის ცნობისმოყვარეობა კითხვების დასმით და ვიდეოს კონკრეტული მონაკვეთების გამოყენებით. თქვენი ვიდეო დაუყოვნებლივ უნდა გამოხატავდეს ღირებულებებს  და სცემდეს პასუხს კითხვაზე: „რატომ უნდა ვუყურო მას?“. ვიდეოს შინაარსიდან გამომდინარე კი ამ კითხვაზე პასუხები განსხვავებული შეიძლება იყოს.

  1. გამოიყენეთ იუმორი, ნუ იქნებით მოსაწყენი!

Cisco– ს სოციალური მედია მენეჯერის, ტიმ ვაშერის თქმით: "ხშირად კორპორაციულ სამყაროში ადამიანები კომედიას უადგილოდ აღიქვამენ. მაგრამ თუ ის ეფექტურად მუშაობს, რატომ არ უნდა სცადოთ მისი გამოყენება?“

აუდიტორია ყოველთვის უპირატესობას ანიჭებს მხიარულ განწყობას. მათ სურთ, ცოტახნით მოსწყდნენ ყოველდღიურ მოსაწყენ და დატვირთულ რუტინას, და ცოტახნით დაივიწყონ უინტერესო რეალობა. ვიდეო კონტენტში იუმორის გამოყენებას უპირობოდ შეუძლია სარგებლის მოტანა თქვენი ბრენდისთვის. რაც უფრო მეტად შეინარჩუნებთ მხიარულ და მოდუნებულ განწყობას, მეტად კრეატიული გახდებით და დაგებადებათ უამრავი ნაყოფიერი იდეა ნებისმიერ სფეროსთან დაკავშირებით.

მთავარი მესიჯი აქ არის ის, რომ არ შეიზღუდოთ ინდუსტრიაში მომხდარი წარსული მოვლენების გამო და არ მიბაძოთ თქვენი კონკურენტების მკაცრ და სერიოზულ ტონს. შეინარჩუნეთ მხიარული განწყობა და იყავით გამორჩეულები.

  1. დააოპტიმიზეთ ვიდეო საძიებო სისტემისთვის

მრავალი ტაქტიკის გამოყენებაა შესაძლებელი, რათა თქვენი ვიდეო გახდეს სისტემაში მარტივად მოსაძებნი. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ ატვირთოთ ვიდეო საკუთარ დომეინზე, რათა იგი SEO-სთვის მაქსიმალურად ღირებული იყოს.

ასევე მნიშვნელოვანია, გააქტიუროთ თქვენი ვიდეოს ჩამატების შესაძლებლობა სხვა ვებ-გვერდებსა და აპებში. ეს დაგეხმარებათ Inbound მარკეტინგის ბმულების მიღების ალბათობის გაზრდაში. ასევე არ დაგავიწყდეთ ვიდეოს sitemap-ის შექმნა, სადაც მოცემული იქნება  დამატებითი ინფორმაცია თქვენს გვერდებზე განთავსებული ვიდეოს შესახებ.

SEO-ს შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ვიდეოს აღწერილობაა. ის საშუალებას აძლევს Google-ის საძიებო ქსელს, აღიქვას ვიდეო და გაიგოს მისი კონტენტი.

დარწმუნდით, რომ ვიდეოს აქვს საკვანძო სიტყვების შემცველი ტეგები, რელევანტური აღწერილობა და უნიკალური სათაურები. ეს დაგეხმარებათ, მოაქციოთ თქვენი ვიდეო რეიტინგული სიის სათავეში.

  1. გაანათლეთ მომხმარებლები თქვენი ვიდეოს დახმარებით

იცოდით, რომ თქვენი აუდიტორიის 65% ვიზუალზე დაყრდნობით უკეთესად ეცნობა სიახლეებს? ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეთოდი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიდეო მარკეტინგში, არის აუდიტორიისთვის გარკვეული ცოდმის მიცემა. მთავარი კი ისაა, რომ ცოდნით უზრუნველყოფა მრავალი ფორმითაა შესაძლებელი. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ, მისცეთ სასარგებლო რჩევები, თუ როგორ უნდა გამოიყენონ თქვენი პროდუქტი ან მომსახურება. შექმენით ვებინარი, სადაც ისაუბრებთ ზოგადად ინდუსტრიის შესახებ, წარმოაჩენთ თქვენი ბრენდის ღირებულებებს და სხვადასხვა მახასიათებელს.

ვიდეოს საშუალებით შეგიძლიათ, განამტკიცოთ მომხმარებლების ნდობა თქვენი ბრენდის მიმართ. მაგალითად, შექმენით ვიდეო, რომელიც ასახავს თქვენი პროდუქტით კმაყოფილი მომხმარებელის ისტორიას. 

ასევე დაგაინტერესებთ:

ვიდეო მარკეტინგის როლი

მარკეტინგული ვიდეოს 12 სახეობა

2021 წლის 10 საუკეთესო ონლაინ ვიდეოს შემქმნელი

 

ეფილიეიტ მარკეტინგი