media-4

ტიკტოკის შემოსავლების კალკულატორი

  • 27 თებ 2021
  • სოციალური მედია
ტიკტოკის შემოსავლების კალკულატორი

ტიკტოკის კალკულატორის საშუალებით შეგიძლიათ, გამოითვალოთ ის სავარაუდო თანხა, რომელსაც თქვენი ტიკტოკ პროფილიდან გამოიმუშავებთ. ეს იმ შემთხვევაში, თუ თვლით რომ ინფლუენსერი ხართ და ამის საშუალებას თქვენი ჩართულობა და გამომწერთა რაოდენობაც გაძლევთ. თუმცა, ეს მხოლოდ ტიკტოკის დასავლური ვერსიისთვის და არა ჩინურისთვის.

 

ტიკტოკის ინფლუენსერთა ჩართულობა და შემოსავლების კალკულატორი

საყურადღებოა, რომ ეს ხელსაწყოები არანაირად არ ასოცირდება ოფიციალურ ტიკოტკთან და არ არის მათ მიერ მოწოდებული. ეს ხელსაწყო შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს ინფლუენსერებს მათი პოტენციური შემოსავლების განსაზღვრაში. არსებითად, პირდაპირ ბრენდი და ინფლუენსერი თანხმდებიან, თუ როგორი იქნება ანაზღაურება ამა თუ იმ პროდუქტის დარეკლამებისთვის. ეს თანხები შესაძლოა საკმაოდ განსხვავდებოდეს ქვეყნის, ნიშისა და აუდიტორიის მიხედვით.


შენიშვნა:

Youtube-ისგან განსხვავებით, სადაც სარეკლამო განაკვეთებს Google განსაზღვრავს, ტიკტოკს მსგავსი შუამავალი არ ჰყავს, ამიტომაც ბრენდებსა და ინფლუენსერებს თავად  უწევთ ამ განაკვეთების შეთანხმება. მათ პირდაპირი კავშირი აქვთ და გარდა ამისა, ის განაკვეთები რაზეც ბრენდები და ინფლუენსერები თანხმდებიან, შესაძლოა გარკვეული გარემოებების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. თუმცა, ერთი რამ ყოველი შემთხვევისთვის განსაზრვღულია - ინფლუენსერთა შემოსავალი მათი ჩართულობის მაჩვენებელსა და გამომწერების რაოდენობაზეა დამოკიდებული. რაც უფრო მეტია ის, მით მეტია შემოსავალიც.

ამჟამად ტიკტოკი განსხვავებული სარეკლამო პოლიტიკის შექმნაზე მუშაობს. ეს დაახლოებით იგივენაირი იქნება, როგორიც Google-ისა და Youtube-ის. აქაც ინფლუენსერებს მოუწევთ საკუთარი ანაზღაურების შეთავაზება ამა თუ იმ რეკლამასა და გამოხმაურებაზე, შედეგად კი ინფლუენსერებს შორის გარკვეული კონკურენციაც შეიქმნება. შესაძლებელია, რომ ტიკტოკმა სარეკლამო შემოსავლების გაზიარების პროგრამაც შეიმუშავოს, ისევე როგორც ეს Youtube-ის პლატფორმაზეა.

აშკარაა, რომ რაც უფრო მაღალი ჩართულობა აქვს ინფლუენსერს, მით უფრო მეტ წარმატებულ ბრენდს სურს მასთან მუშაობა და მით უფრო მეტის გადასახდელადაა მზად. მართალია, საკმაოდ რთულია ტიკტოკისთვის ჩართულობის საშუალო მაჩვენებელის მოძებნა, რადგან მოწოდებული ინფორმაცია ხშირად არ არის ზუსტი, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მისი გამოთვლა უნივერსალური ფორმულითაც არის შესაძლებელი:

[[ გულების რაოდენობა + კომენტარების რაოდენობა]/გამომწერთა რაოდენობა] x 100

ფორმულის გამოყენება შესაძლებელია როგორც ცალკეული პოსტისთვის, ისე საშუალო მაჩვენებლის გასაგებად. რეკომენდებულია, რომ მისი გამოთვლისას მინიმუმ 20 პოსტის მონაცემები მაინც გამოიყენოთ.

 

ტიკტოკის პროფაილის ზრდა

ტიკტოკი გარკვეულწილად ისევ ახალი ფენომენია. შესაბამისად, ხალხი ჯერ კიდევ ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის ეტაპზეა. თუმცა, ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი წარმატების მისაღწევად, ტიკტოკთან ერთად სხვა პლატფორმებზე მუშაობაც არის. არა ერთი იუთუბერია ჩართული აქტიურად ტიკტოკ პლატფორმაზეც, რომელსაც შემდეგ ისევ საკუთარი ვიდეოებისთვის იყნებს და ამგვარად, კონკურენტებთან შედარებით გარკვეული უპირატესობის მოპოვებასაც ცდილობს.

 

გაიცანით თქვენი აუდიტორია

პირველ რიგში, საჭიროა საკუთარ თავს რამდენიმე შეკითხვა დაუსვათ, რომ გაიგოთ რატომ შეიძლება გამოიწეროს ვინმემ თქვენი არხი. რაიმე ისეთს სთავაზობთ მათ, რაც სხვა ათასობით მომხმარებლისგან იქნება განსხვავებული? ეს მათ გართობას ემსახურება? კარგი მომღერალი, მოცეკვავე ან კომიკოსი ბრძანდებით? ან იქნებ  რაიმეს კეთება ისე ცუდად გამოგდით, რომ ამით ხალხის გამხიარულება გსურთ? ან სულაც ხალხის მოტივირება და გამოსადეგი რჩევების მიცემაა თქვენი მიზანი?

ამგვარ კითხვებზე პასუხის შემდეგ არა მარტო თქვენს შესაძლებლობებში გაერკვევით, არამედ საკუთარ აუდიტორიასაც გაიცნობთ. ვიდეოებს მხოლოდ თქვენი თავისთვის არ იღებთ, ამიტომაც ისეთი რამის შექმნაა საჭირო, რაც ძალიან ფართო აუდიტორიას მოეწონება და შეიყვარებს. ამ პროცესში კი მეტად სახარბიელო და ეფექტურია, თუ თქვენს ყურადღებას ადამიანთა კონკრეტულ და სპეციფიკურ ჯგუფზე გაამახვილებთ.

 

გახადეთ თქვენი პროფილი იდეალური

ტიკტოკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი თქვენი პროფილია. ის თქვენი გვერდია, რომელიც თქვენს იდენტობას, თქვენს სახეს წარმოაჩენს. ამიტომაც, საჭიროა რომ ის მიმზიდველი იყოს, თუ, რა თქმა უნდა, ამით ხალხის მოზიდვას და დაინტერესებას აპირებთ.

ის აუცილებლად უნდა მოიცავდეს იმ აუდიტორიას, რომელიც გსურთ რომ თქვენს გამომწერთა რიგებს შეუერთდეს.  თქვენი პროფილი იქნება ის საშუალება, რომელიც პირველ ემოციებსა და გამოხმაურებას ბადებს, ამიტომაც ეცადეთ ის გამორჩეული და დახვეწილი იყოს.

თუ პროფილის შექმნას იწყებთ, მაშინ შესაძლებლობა გაქვთ რომ შესანიშნავი სახელიც შეარჩიოთ. ის აუცილებლად ადვილად დასამახსოვრებელი და გამოთქმადი უნდა იყოს და ასევე, რელევანტური თქვენი აუდიტორიისა ან ნიშისთვის. სასურველია, რომ ყველა სოციალურ პროფაილზე ერთი და იგივე სახელს იყენებდეთ. ამგვარად, მომხმარებელს ეცოდინება, როდესაც თქვენს არხს ინსტაგრამზე ან იუთუბზე წააწყდება.

იმ ვიდეოების სახეობა, რომელთა გაზიარებასაც მომხმარებლებისთვის აპირებთ, საჭიროა ყველასათვის აშკარა და გასაგები იყოს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, პლატფორმის გამოყენებისას სიფრთხილეც გმართებთ, განსაკუთრებით, თუ ახალგაზრდა ტიპური ტიკტოკერი ხართ. ზოგიერთი ადამიანი ვერ აფასებს სათანადოდ ამ პლატფორმას. თქვენ მაქსიმალურად უნდა შეიკავოთ თავი ზედმეტი პერსონალური ინფორმაციის გავრცელებისგან, ან ისეთი დეტალებისგან, რომლის გამოყენებასაც ვინმე თქვენს საწინააღმდეგოდ შეძლებს. ამიტომაც დარწმუნდით, რომ თქვენი ვიდეოები და გამოსახულებები, ამგვარ დეტალებს არ შეიცავს.

 

ვიდეოების ატვირთვისას დაიცავით ძირითადი წესები და გაითვალისწინეთ შეზღუდვები

პლატფორმაზე ვიდეოების ატვირთვისას გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს, რომლებსაც დასაწყისისთვის დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდოთ, რათა პლატფორმის წესები არ დაარღვიოთ. დაუშვებელია რაიმე ისეთი ვიდეოების ატვირთვა, რომელიც რასისტულ ან რაიმე არაშესაფერისი შინაარსის ხასიათს ატარებს. ხშირად, ბევრი ახალგზარდა ტიკტოკს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს, ამიტომაც ზედმიწევნით დაფიქრდით თქვენი ვიდეოების კონტენტზე.

სნაპჩათისა და ინსტაგრამის ტელევიზიის მსგავსად, ტიკტოკშიც აუცილებელია ვერტიკალური ვიდეოების ატვირთვა, რომელთა იდეალური მოცულობაც 1080x1920-ია. დაწერეთ ვიდეოსთვის შესაფერისი აღწერა და დაურთეთ რელევანტური ჰეშთეგები, შეარჩიეთ სასურველი იკონური გამოსაუხლება თქვენი ვიდეოსთვის და შეუდექით საქმეს.

 

მუდმივად აწარმოეთ კონტენტი

ასევე სასურველია, რომ ტიკტოკის პროფილისთვის გაწერილი განრიგი გქონდეთ შემუშავებული და კონტნეტსაც მუდმივად აწვდიდეთ თქვენს აუდიტორიას. მაგალითად, თუ მათ ეცოდინებათ, რომ თქვენგან ყოველ ხუთშაბათს ან პარასკევს ახალ ვიდეოებს უნდა ელოდნენ, მაშინ დიდი შანსია, რომ პლატფორმაზე სწორედ ამ დროს დაბრუნდნენ და თქვენი ვიდეოები ნახოთ. გარდა ამისა, შეიძლება, მათ თავიანთ მეგობრებსაც მოუყვნენ თქვენ შესახებ და შესაბამისად, გაზარდონ თქვენი აუდიტორიაც.

საკმაოდ ეფექტურია ძირითად ვიდეოებს შორის რაიმე პერსონალური ვიდეოების გადაღებაც. ეს ყველაფერი მომხმარებელს ეხმარება, რომ თქვენც უკეთესად გაგიცნოთ. ასევე შესაძლებელია ვლოგების წერა თქვენი სპეციპიკური ნიშისათვის.

იდეალურ შემთხვევაში, სასურველია, რომ თქვენს ყველა ვიდეოს ერთი და იგივე თემა და ვიზუალი აერთიანებდეს, რაც თქვენს სტილსა და იდენტობას გაუსვამს ხაზს. ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს ერთი და იმავე მუსიკას, ან შინაარს, თუმცა ის სპეციფიკური გზა - თუ როგორ იყენებენ ამას და როგორ იღებენ ვიდეოებს, წარმოაჩენს მათ უნიკალურ და გამორჩეულ სტილს.

იმ შემთხვევაში, თუ მუსიკის გარეშე ვიდეოებს იყენებთ, მაშინ სავარაუდოდ მომხმარებელს რაიმე ისტორიას ან ამბავს უყვებით, რაც თქვენი ხმითა და განსხვავებული სტილით უნდა მოხდეს. შესაძლებელია, ვიდეოებისთვის ერთი და იგივე აუდიტორია გყავდეთ, ან ერთი და იმავე სტილით გადაიღოთ ვიდეოები.

 

გამოეხმაურეთ თქვენს აუდიტორიას

არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენს აუდიტორიას გამოეხმაუროთ. უპასუხეთ მათ კომენტარებს ვიდეოებზე და გაეცით პასუხი მათ კითხვებს. შესაძლოა, ეს რთულადაც მოგეჩვენოთ, თუმცა თქვენს მომხმარებელს ნამდვილად არწმუნებს იმაში, რომ მათზე ზრუნავთ და რეალურად მნიშვნელოვნები არიან თქვენთვის.

არც ლაივ ვიდეოების ჩაწერა მოგერიდოთ. ეკონტაქტეთ მათ ამგვარი ჩაწერების დროს. რაც უფრო მეტად გიცნობთ ხალხი, თქვენი ვიდეოების ყურებაც მათთვის უფრო სასიამოვნო ხდება. თუ მუსიკოსი ან მომღერალი ხართ, მაშინ ლაივ მუსიკალური ვიდეოების ჩაწერა შესანიშნავი იქნებოდა. სხვა შემთხვევაში კი უბრალოდ ისაუბრეთ რაიმე აქტუალურ და საინტერესო თემაზე, გაარჩიეთ სხვადასხვა საკითხი თქვენს მსმენელთან ერთად და გაუზიარეთ ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები.

 

ტიკტოკ ვიდეოები სხვა სოციალურ არხებზეც გაავრცელეთ

გამოიყენეთ თქვენი სოციალური ქსელები ტიკტოკ ვიდეობის გასავრცელებლადაც. ასევე მათი განთავსება თქვენს ბლოგზეც შეგიძლიათ, თუ კი მართავთ მას, რა თქმა უნდა. რაც უფრო მეტ ადამიანს ეცოდინება თქვენი კონტენტის შესახებ, მით უფრო მეტი მნახველი ეყოლება თქვენს ვიდეოებსაც და რაც უფრო მეტად დაარეკლამებთ თქვენს არხებს, მით უფრო მეტი გამომწერიც გეყოლებათ. ამგვარად, ინფლუენსერობისკენ მიმავალ შემდეგ საფეხურებზეც გადაინაცვლებთ.

 

პერიოდულად გაზარდეთ თქვენი გადაღებების ხარისხიც

მომხმარებლების უმრავლესობა ტიკტოკზე შეზღუდული ბიუჯეტით, ინვენტარითა და უნარებით იწყეს. თუმცა, დრო და დრო თქვენი უნარები ვითარდება და ხშირ შემთხვევებში, უფრო მეტ ფულსაც გამოიმუშავებთ. ბიუჯეტის ზრდასთან ერთად კი, შეგიძლიათ თქვენი ეკიპირების გაუმჯობესებაც და შესაბამისად, უფრო ხარისხიანი ვიდეოების წარმოებაც.

ამისათვის შესაძლოა, ბევრი სწავლაც დაგჭირდეთ, რაც გარკვეულ დროს წაიღებს, თუმცა ეს თქვენი სამომავლო ინვესტიცია იქნება, რომელიც უკეთეს შედეგებზე გაგიყვანთ.

 

გამომუშავება ტიკტოკის პლატფორმაზე

მანამ, სანამ ტიკტოკის პლატფორმა თავად განვითარდება და დაიხვეწება, ყველაზე იოლი გზა ფულის გამოსამუშავებლად, პირდაპირ ბრენდებთან დაკავშირება და მათთან მოლაპარაკებაა. სულ მალე, პლატფორმაც არა ერთი ბიზნესისათვის იქნება მიმზიდველი და თქვენც, როდესაც უკვე გამომწერთა რაოდენობის თვლას ათასებში დაიწყებთ, შეგეძლებათ, რომ თქვენი პროფილით გარკვეული თანხებიც გამოიმუშავოთ. ინფლუენსერის გავლენიდან გამომდინარე, ცნობილია, რომ ბრენდები თითო დარეკლამებული ვიდეოსათვის 200 - 20,000 დოლარამდეც კი იხდიან.

ინფლუენსერებისთვის ფულის გამომუშავების არა ერთი გზა არსებობს. ის მოიცავს:

  1. ბრენდების დარეკლამება (როგორც ინფლუენსერ მარკეტინგის სხვა ფორმებში) ვიდეოების საშუალებით, იქნება ეს პირდაპირი თუ არა პირდაპირი გზებით (შეფუთვების გახსნა ან ბრენდის სამოსის ტარება).
  2. სხვადასხვა პლატფორმებზე კონტენტის ჯვარედინი გავრცელება. თუ რამდენიმე პლატფორმას იყენებთ, მაგალითად, თუ იუთუბზე საკმაოდ დიდ შემოსავალს იღებთ, მაშინ შეგიძლიათ ტიკტოკის საშუალებით უფრო მეტი მომხმარებელი მიიზიდოთ თქვენს იუთუბ არხზე.
  3. ტიკტოკის გამოყენება ისეთი პროდუქტების რეკლამირებისთვის, რომელსაც სხვა ადგილას ყიდით.
  4. ლაივ ვიდეოების ჩაწერა და მნახველებისგან საკომისიოების მიღება.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

რას ეწოდება სოციალური მედია მარკეტინგი

როგორ მოვიზიდოთ პირველი ან შემდეგი 1,000 მიმდევარი ინსტაგრამზე?