როგორ მოვიზიდოთ პირველი ან შემდეგი 1,000 მიმდევარი ინსტაგრამზე?

თებერვალი 26, 2021

როგორ მოვიზიდოთ პირველი ან შემდეგი 1,000 მიმდევარი ინსტაგრამზე?

საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ ბიზნეს შესაძლებლობები ინსტაგრამზე სწრაფად იზრდება.

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ბიზნეს შესაძლებლობები ინსტაგრამზე სწრაფად იზრდება.

ინსტაგრამის ყოველთვიური 1 მილიარდი მომხმარებლის 90% ბიზნეს ანგარიშის მიმდევარია. მიუხედავად იმისა, რომ ინსტაგრამს არ გამოუქვეყნებია ბიზნეს ანგარიშების სრული რაოდენობა, 2017 წელს ის 25 მილიონ ბიზნეს ანგარიშს მოიცავდა.

პლატფორმა, თავის მხრივ, მუდმივად ავითარებს ინტერაქციულ ფუნქციებს, როგორიცაა ინსტაგრამ სთორი, ინსტაგრამ ლაივი, instagram reels და ა.შ. კომპანიები ინსტაგრამის დახმარებით ცდილობენ, თავიანთი ბრენდები უფრო ადამიანური გახადონ, აიყვანონ ახალი თანამშრომლები, აჩვენონ მიმდევრებს პროდუქტები, გააცნონ კომპანიის კულტურა და ა.შ.

თუმცა, არსებობს პრობლემა: თუ არ ხართ პოპულარული დიდი რაოდენობით გამომწერების შეგროვებას ვერ შეძლებთ შრომის გარეშე.

ადამიანისთვის თუ ბიზნესისთვის, მიმდევრების გასაზრდელად ყურადღების მიქცევა საჭიროა ყოველდღიურ რეჟიმში.

საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლის საშუალებითაც 1,000 ხარისხიანი მიმდევრის დამატება შეგიძლიათ თქვენი პირადი და ბიზნეს ანგარიშისთვის.

უბრალოდ უნდა იცოდეთ, როდის და სად უნდა ჩადოთ ინვესტიცია თუ ძალისხმევა.

ამ სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე სტრატეგიას, რაც მიმდევრების მოპოვებაში დაგეხმარებათ.

როგორ მოვიპოვოთ 1,000 მიმდევარი ინსტაგრამზე?

  • შექმენით და ოპტიმიზაცია გაუკეთეთ თქვენს პროფილს;
  • აიყვანეთ კონტენტის შემქმნელი;
  • მიყევით ფოტოგრაფიისა და რედაქტირების საუკეთესო პრაქტიკებს;
  • შეადგინეთ რეგულარული დაპოსტვის გეგმა;
  • ზედამხედველობა გაუწიეთ კონტენტს;
  • გამოიყენეთ თანმიმდევრული, პლატფორმისთვის შესაბამისი ბრენდის ხმა;
  • დაწერეთ ჩართულობის გამომწვევი და გაზიარებადი სათაურები;
  • ოპტიმიზაცია გაუკეთეთ პოსტებს რელევანტური ჰეშთეგებით.

 

  1. შექმენით და ოპტიმიზაცია გაუკეთეთ თქვენს პროფილს.

პირველ რიგში, თქვენი ინსტაგრამ პროფილი კარგად უნდა გამოიყურებოდეს. მოუყევით გამომწერებს თუ ვინ ხართ და მიეცით მიზეზი რომ გამოგყვნენ.

დარწმუნდით რომ თქვენი username ამოცნობადი და მარტივად მოსაძებნია - მაგალითად, გამოიყენეთ თქვენი ბიზნესის სახელი. თუ თქვენი ბიზნესის სახელი უკვე დაკავებულია, მაშინ გამოიყენეთ ის, როგორც თქვენი სახელი (first name).

ანგარიშის რეგისტრაცია

ნაბიჯი 1. დარწმუნდით, რომ თქვენს ბიზნეს სახელს უთითებთ "Options" >> "Name" ველში. თქვენი ბიზნეს სახელი გამოჩნდება თქვენი პროფილის ფოტოს ქვემოთ.

ნაბიჯი 2. თქვენი პროფილი აუცილებლად დააყენეთ public-ზე. ამისთვის Private Account ფუნქცია გამორთული უნდა გქონდეთ.

ნაბიჯი 3. პროფილის ფოტოდ  გამოიყენეთ თქვენი ბრენდის ლოგო.

ნაბიჯი 4. შეავსეთ თქვენი ბიო მშვენიერი, მოქმედი და საინტერესო ინფორმაციით. მოყევით თქვენ შესახებ და არ დაგავიწყდეთ, რომ იყოთ უშუალოები.

გთავაზობთ ბრენდების ბიოების რამდენიმე მაგალითს ინსპირაციისთვის:

@WeWork: "Make a life, not just a living."

@Oreo: "Playful moments from your favorite cookie."

@CalifiaFarms: "Something different, something better. Let us show you what plants can do."

@Staples: "We help teams find fulfillment in Worklife by connecting people, ideas and solutions."

ნაბიჯი 5. დაამატეთ ლინკი თქვენს ბიოში, რომ მიმდევრებმა შეძლონ თქვენს საიტზე გადასვლა. ბმულებისთვის გამოყოფილი სივრცე ინსტაგრამზე ძვირფასი ადგილია. 10,000 მიმდევარზე ზემოთ, თქვენ ლინკების გაზიარება სთორიშიც შეგეძლებათ. მანამდე ბიო არის ერთადერთი ადგილი, სადაც შეგიძლიათ ლინკის გაზიარება და გამოიყენეთ ის ჭკვიანურად. რეკომენდაციაა, გამოიყენოთ მოკლე ლინკი, რათა ის უფრო დაკლიკებადი იყოს.  

ნაბიჯი 6. ბოლოს ჩართეთ შეტყობინებები იმისთვის, რომ მყისიერი რეაქცია გქონდეთ კომენტარებზე. დარწმუნდით, რომ შეტყობინებების მიღება შეგიძლიათ ყველასგან ("From Everyone").

რეკომენდებული არ არის, რომ ინსტაგრამ პოსტები გადააზიაროთ ფეისბუქზე, რადგან ამ ორ პლატფორმას განსხვავებული კონტენტის წარმოება სჭირდება.

  1. აიყვანეთ კონტენტის შემქმნელი

ინსტაგრამის სამართავად საუკეთესო შემთხვევაში გჭირდებათ ორი ადამიანი. უკეთესია, თუ ისეთი ადამიანი გეყოლებათ, ვინც თავის ინსტაგრამ გვერდს აქტიურად იყენებს. დარწმუნდით, რომ ასეთ ადამიანს „ესმის“ ინსტაგრამი და იცის ყველა მისი ფუნქციონალის შესახებ.

თუ დიდ ორგანიზაციაში მუშაობთ, აღმოაჩენთ, რომ ბევრ ადამიანს აინტერესებს თუ რა პოსტები იდება და რატომ. ასევე ყველას თავისი მოთხოვნები ექნება. სწორედ ამიტომ, ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და გაწერილი უნდა გქონდეთ.

  1. მიყევით ფოტოგრაფიისა და რედაქტირების საუკეთესო პრაქტიკებს

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რას დაპოსტავთ ინსტაგრამზე. თვითერმა შესაძლოა გაპატიოთ რამდენიმე უხარისხო თვითი, მაგრამ ცუდი და უხარისხო ფოტო ინსტაგრამმა? არავითარ შემთხვევაში.

საბედნიეროდ, არ გჭირდებათ ფოტოგრაფიის კურსის გავლა, რომ ინსტაგრამისთვის კარგი ფოტოები გადაიღოთ და არც პრაქტიკების გავლა გჭირდებათ, თუ რა ვიზუალის კონტენტი უნდა ატვირთოთ ინსტაგრამზე. საჭიროა საბაზისო ფოტოგრაფიის ცოდნა და ფოტოს დამუშავებისთვის კარგი აპლიკაციების გამოყენება.

ფოტოგრაფიის საუკეთესო პრაქტიკები

ინსტაგრამი მობილურის აპლიკაციაა, ამიტომ ფოტოები, რომლებსაც ტვირთავთ დიდი ალბათობით მობილურით გადაღებულია. ასეც უნდა იყოს, ამაში ცუდი არაფერია. მართალია, ზოგიერთი ბრენდი იყენებს პროფესიონალურ ფოტოაპარატს, მაგრამ უმეტესობა ამას მობილურით აკეთებს, ეს კომფორტულია და რაც მთავარია, ინსტაგრამის სტილია.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

  • ორიენტირდით ერთ საგანზე;
  • მოაშორეთ ნეგატიური სივრცეები;
  • იპოვეთ საინტერესო კადრი;
  • დააკვირდით სიმეტრიებს;
  • ყურადღება მიაქციეთ პატარა დეტალებს;
  • დაარედაქტირეთ ფოტოები სანამ დაპოსტავთ

Instagram-ს აქვს საბაზისო დასარედაქტირებელი ფუნქციონალები, რომლებიც ფოტოებს კიდევ უფრო უკეთესს ხდის. თქვენი ფოტოების უმეტესობა ერთ ან ორ აპლიკაციაში უნდა დაარედაქტიროთ, სანამ ინსტაგრამზე ატვრითვას დაიწყებთ.  

გარდა ამისა, გაითვალისწინეთ ინსტაგრამის საერთო ვიზუალი, რათა ვიზიტორის სტუმრობისას მათ გაუჩნდეთ შეგრძნება, რომ ნამდვილად ბრენდის გვერდზე არიან.

  1. შეადგინეთ რეგულარული დაპოსტვის გეგმა

მას შემდეგ, რაც შექმნით ანგარიშს და ოპტიმიზაციას გაუკეთებთ თქვენს პროფილს, უკეთესი იქნება თუ მინიმუმ 15 სოლიდური პოსტი გექნებათ გამოქვეყნებული სანამ, მიმდევრების მოზიდვას დაიწყებთ. როდესაც ვიზიტორები თქვენს პროფილზე გადმოვლენ, მათ ეცოდინებათ, რომ საინტერესო და მაღალი ხარისხის კონტენტს აწარმოებთ და თქვენი გვერდის გამოწერის შანსებიც გაიზრდება.

როდესაც დაპოსტვას დაიწყებთ, გონებაში ყოველთვის გყავდეთ თქვენი სამიზნე აუდიტორია - ეს დაგეხმარებათ დაპოსტვის გეგმის შედგენაში.

იმისთვის, რომ გაიგოთ, როდის სჯობს პოსტების გამოქვეყნება, შესაძლოა დრო და ექსპერიმენტირებიც დაგჭირდეთ.

მანამდე კი გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

  • საუკეთესო დრო ინსტაგრამზე დაპოსტვისთვის არის ორშაბათი ან ხუთშაბათი. ნებისმიერი დრო გარდა შუადღის 3-4 საათებისა.
  • სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილის 7-8 საათზე დაპოსტვას ყველაზე დიდი ჩართულობის მაჩვენებელი (engagement) აქვს, რადგან ადამიანები თავიანთ ტელეფონებს გაღვიძებისთანავე ამოწმებენ.
  • თუ პოსტავთ დასვენების დღეებში, სასურველი დრო დილის 11 საათია.
  • გამომდინარე იქიდან, რომ ინსტაგრამი მობილურის აპლიკაციაა, ადამიანები მას მუდმივ რეჟიმში იყენებენ. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სამუშაო საათების შემდეგ უფრო შეიმჩნევა აქტიურობა.
  • ყოველ შემთხვევაში, თქვენ აუცილებლად უნდა ჩაატაროთ ექსპერიმენტები იმისთვის, რომ თქვენთვის საუკეთესო დრო შეარჩიოთ.
  1. ზედამხედველობა გაუწიეთ კონტენტს

მიუხედავად იმისა, რომ ერთი ან ორი ადამიანი საკმარისია ინსტაგრამის სამართავად, თქვენც აუცილებლად თვალყურს უნდა ადევნებდეთ ამ პროცესს. შესაძლოა, დაგჭირდეთ კონკრეტული პოსტების გამოქვეყნება და უნდა იცოდეთ, რამდენად რელევანტური იქნება თქვენი პოსტები ინსტაგრამზე არსებული კონტენტისა. ასევე შესაძლოა, გარკვეული დროით ვერ შეძლოს პასუხისმგებელმა პირმა ინსტაგრამის მართვა, თქვენ უნდა იცოდეთ, როგორ შეძლოთ მის გარეშე ამ პროცესის გაგრძელება. ინსტაგრამის გვერდს არ უნდა ეტყობოდეს მის მიღმა მიმდინარე ცვლილებები.

გარდა ამისა, შესაძლოა, მითითებების გაცემაც დაგჭირდეთ, თუ რა ფოტო უნდა გამოქვეყნდეს და რა არა.

  1. გამოიყენეთ თანმიმდევრული, პლათფორმისთვის შესაბამისი ბრენდის ტონი

ფოტოები და ვიდეოები ინსტაგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ყურადღების მიღმა არ დატოვოთ სათაურები, კომენტარები და სხვა ტექსტები, რომლებსაც იყენებთ ინსტაგრამზე. აუცილებლად უნდა გქონდეთ თანმიმდევრული ტონი იმისთვის, რომ ბრენდის უშუალობა შეინარჩუნოთ.

ეს აჩვენებს მიმდევრებს, რომ თქვენ სანდო მოსაუბრე ხართ და არა ფორმალური ან ოფიციალური.

როდესაც თქვენს ტონს ავითარებთ, მუდმივად უნდა ფიქრობდეთ თქვენს პლატფორმასა და მიმდევრებზე. მაგალითად, ბევრი ბრენდი თუ ინდივიდი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ სასაუბრო ენას იყენებს, მაშინ როდესაც მათი პროფილი ძალიან ოფიციალურია. როდესაც შეარჩევთ სასაუბრო ტონს, დარწმუნდით, რომ ის თქვენს კონტენტს და ბრენდს შეესაბამება და კომენტარებში, ბიოში, სათაურებში თუ პირად მესიჯებში ერთი და იგივე ტონით ისაუბრეთ.

  1. დაწერეთ ჩართულობის გამომწვევი და გაზიარებადი სათაურები

პოსტის სათაურები ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. კარგი სათაურები ბრენდს უშუალობას, ხოლო პოსტებს აზრს მატებს.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორი უნდა იყოს სათაურები:

  • ჭკვიანი ან მახვილგონივრული კომენტარები;
  • Calls to Action;
  • რელევანტური Emoji-ები;
  • ჰეშთეგები.

ჭკვიანი ან მახვილგონივრული კომენტარები

ზოგიერთი ბრენდი და ინფლუენსერი უშუალობისთვის იყენებს ჭკვიანურ სათაურებს, ან აუდიტორიისთვის შესაბამის ხუმრობებს. 

Calls to Action

მიმდევრების ჩართულობის გამოსაწვევად კიდევ ერთი გზა არის კითხვების დასმა ან ქმედებაზე ორიენტირებული სათაურები. მაგალითად, შეგიძლიათ დაწეროთ: "დააჭირეთ ორჯერ, თუ ფიქრობთ, რომ სასაცილოა", ან "გაგვიზიარეთ თქვენი ისტორია კომენტარებში".

რელევანტური Emoji-ები

კვლევის მიხედვით, რელევანტურმა ემოჯიმ შეიძლება დიდი ჩართულობა გამოიწვიოს: მოწონებები, კომენტარები და ა.შ.

რამდენიმე შესაბამისი ემოჯის დამატებით ასევე უშუალობას მატებთ თქვენს ბრენდს. ამან შესაძლოა კიდევ უფრო ყურადღება მისაქცევი გახადოს თქვენი პოსტი მიმდევრების Feed-ში.

ჰეშთეგები

  1. ოპტიმიზაცია გაუკეთეთ პოსტებს რელევანტური ჰეშთეგებით

ინსტაგრამზე ჰეშთეგები აკავშირებს განსხვავებულ მომხმარებლებს. რელევანტური ჰეშთეგების გამოყენებისას თქვენი პოსტები უფრო მეტ ადამიანს მიწვდება, ვიდრე მხოლოდ თქვენს მიმდევრებს. 

ჰეშთეგები უნდა გამოიყენოთ ჭკვიანურად და ზომიერად. თითო სათაურში ეცადეთ დაწეროთ 3-4 ჰეშთეგი. ნურასდროს გამოიყენებთ მსგავსი ჰეშთეგები: #like4like ან #like4likes. ეს არის მოწონებების დაგროვების წარუმატებელი მცდელობა, რომელიც თქვენი ინსტაგრამ გვერდის იმიჯს დააზიანებს.

თქვენი აუდიტორიისთვის რელევანტური ჰეშთეგების საპოვნელად ჩაატარეთ კვლევა თქვენს ნიშასა და ინდუსტრიაზე. ამის გაკეთება ინსტაგრამზევე შეგიძლიათ "explore" ტაბში.

როდესაც ეძებთ კონკრეტულ ჰეშთეგს, იღებთ მსგავსი ჰეშთეგების შეთავაზებებს. მაგალითად, თუ ეძებთ #digitalmarketingstrategy ინსტაგრამი გთავაზობთ მსგავს ჰეშთეგებს , როგორიცაა #digitalmarketingexpert, #digitalmarketing და ა.შ.

მას შემდეგ რაც, გაზრდით მიმდევრების რაოდენობას, შეგიძლიათ საკუთარი ჰეშთეგებიც შექმნათ, მაგალითად თქვენი ბრენდის სახელი ან სლოგანი. ეს შესანიშნავი გზაა თქვენი ბრენდის პლატფორმაზე დასამკვიდრებლად.

როგორ გავზარდოთ გამომწერების რაოდენობა

  • დაუკავშირდით გამომწერებს მოწონებებისა და კომენტარების საშუალებით;
  • ჯვარედინი პრომოცია მოახდინეთ მომხმარებლებთან, რომლებსაც თქვენი მსგავსი აუდიტორია ჰყავთ;
  • ჩაატარეთ კონკურსები ჩართულობისთვის;
  • გამოიყენეთ ინსტაგრამ სთორები და მისი ინტერაქციული ფუნქციები;
  • გამოიყენეთ ლაივ ვიდეოს ფუნქცია;
  • გააზიარეთ თქვენი პროფილის ლინკი საიტზე და სხვა სოციალურ მედიებში;
  • დაპოსტეთ მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტი;
  • მოახდინეთ თქვენი აუდიტორიის დივერსიფიკაცია;
  • მოითხოვეთ ვერიფიკაციის ნიშანი.

 

  1. დაუკავშირდით მიმდევრებს მოწონებებისა და კომენტარების საშუალებით.

ინსტაგრამი არის საზოგადოების გაერთიანება და იმისთვის, რომ თქვენ ამ გაერთიანების წევრი გახდეთ, უნდა ჩაერთოთ კომუნიკაციის პროცესში. მოძებნეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანები, რომლებიც თქვენთვის რელევანტურ კონტენტს აწარმოებენ და გახდით მათი მიმდევრები, შედით მათთან კომუნიკაციაში მოწონებებისა და კომენტარების საშუალებით. ეს ყველაზე ბუნებრივი გზაა, რომ ყურადღება მიიქციოთ. 

ეს ორ საქმეს გაგიკეთებთ: პირველი, როდესაც მიიღებენ შეტყობინებას, რომ თქვენ ისინი დააფოლოვეთ, აუცილებლად გადმოვლენ თქვენს გვერდზე და დაინტერესების შემთხვევაში იგივეს გააკეთებენ; მეორე, თქვენ მათ შემდგომ პოსტებსაც ნახავთ და ყოველთვის გექნებათ ინტერაქციის საშუალება. 

აჩვენეთ თქვენს მიმდევრებს, რომ მათ აფასებთ, უპასუხეთ მათ კომენტარებს და თქვენც დაუწერეთ კომენტარები მათ პოსტებზე.

  1. ჯვარედინი პრომოცია მოახდინეთ მომხმარებლებთან, რომლებსაც თქვენი მსგავსი აუდიტორია ჰყავთ

მას შემდეგ, რაც მჭირდრო კავშირს დაამყარებთ თქვენთვის რელევანტურ ადამიანებთან, შეგიძლიათ, შესთავაზოთ თქვენი პროდუქტების ჯვარედინი პრომოცია.

მაქსიმალურად ბუნებრივი უნდა იყოს ეს პროცესი და ნუ გააკეთებთ ასეთ ჯვარედინ პრომოციებს ხშირად.

  1. ჩაატარეთ კონკურსები ჩართულობისთვის

ჩართულობის გამოწვევის ერთ-ერთი წარმატებული გზა კონკურსების ჩატარებაა. კონკურსის ფარგლებში შეგიძლიათ, მოუწოდოთ ადამიანებს, რომ გამოიწერონ თქვენი გვერდი, მოიწონონ პოსტები და დაწერონ კომენტარები. ასევე გამართლებული პრაქტიკაა მეგობრების კომენტარებში დათაგვა.

შეგიძლიათ, გამოიყენოთ UGC (user generated content), რა დროსაც ადაიანები თავიანთ ანგარიშზე პოსტავენ ფოტოებს შესაბამისი ჰეშთეგების გამოყენებით და თქვენ ამ კონტენტს იყენებთ თქვენს ანგარიშზე პოსტებისა თუ სთორების საშუალებით. 

  1. გამოიყენეთ ინსტაგრამ სთორები და მისი ინტერაქციული ფუნქციები

ინსტაგრამი ყოველთვის გვაძლევდა ლამაზი ფოტოების დაპოსტვის საშუალებას. ინსტაგრამ სთორები კი გვეხმარება, ბრენდების უშუალობა კიდევ უფრო პოზიტიურად წარმოვაჩინოთ.

გარდა ვიდეოებისა და ფოტოების სთორებში გამოქვეყნებისა, მომხმარებლებს შეუძლიათ, გამოიყენონ ინტერაქციული ფუნქციები მაგალითად გამოკითხვები (polls), იმისათვის რომ მეტი ჩართულობა გამოიწვიონ.

როგორ შეუძლიათ ბრენდებს ინსტაგრამ სთორის გამოყენება?

ინსტაგრამ სთორები ქრება 24 საათის შემდეგ. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ სთორის „Highlight”-ები, რომლებიც გამოჩნდება პროფილის ბიოსა და ფოტოებს შორის. გახსოვდეთ, ერთ „Highlight“-ში რამდენიმე სთორის გაერთიანება შეგიძლიათ და სასურველია, ეს სთორები ერთი თემატიკის იყოს. “Highlight”-ის ვიზუალი ინსტაგრამ გვერდის მთლიან ვიზუალშიც უნდა ჯდებოდეს.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორი უნდა იყოს სთორი:

მხიარულია, სევდიანია თუ უნიკალურია, ის ავთენტური უნდა იყოს: თქვენი ფოტოების გალერეა ის ადგილია, რომელიც იდეალურად უნდა გამოიყურებოდეს. ინსტაგრამ სთორი კი დაურედაქტირებელი, გულწრფელი და კულისებს მიღმა ისტორიის გამომხატველი სივრცეა. გამოიყენეთ სთორები იმისთვის, რომ თქვენი ბრენდის სხვა მხარეები დაანახოთ ადამიანებს. მაგალითად, ცხოველებისთვის მეგობრული ოფისი გაქვთ? აჩვენეთ ეს სთორიში. თქვენი გუნდი Mannequin Challenge-ს თამაშობს? გადაიღეთ და გამოაქვეყნეთ ეს სთორიში.  

გადაიღეთ კულისებს მიღმა: აჩვენებთ მიმდევრებს თუ რა ხდება ივენთის მომზადების პროცესში, გადაიღეთ პროდუქტის შეფუთვის პროცესი, აჩვენეთ ყველაფერი, რასაც კულისებს მიღმა აკეთებთ, აჩვენეთ თუნდაც ის, თუ როგორ ქმნით მათთვის კონტენტს. მიმდევრებს სურთ, რომ თავი იმ პროცესის მონაწილეებად იგრძნონ, რაც მოსწონთ და რის გამოც თქვენი მიმდევრები ხდებიან.

გაზარდეთ ჩართულობა: როგორც უკვე ვახსენეთ, ინსტაგრამ სთორის ფუნქციები ინტერაქციულობის შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, შეგიძლიათ, სთორების საშუალებით მოაწყოთ გამოკითხვა, დასვათ კითხვები, დაასმევინოთ კითხვები მიმდევრებს და შემდეგ უპასუხოთ. ეს ყველაფერი თქვენი აუდიტორიის გაცნობაში დაგეხმარებათ.  

  1. გამოიყენეთ ლაივ ვიდეოს ფუნქცია

ინსტაგრამი ლაივ ვიდეოს გაზიარების საშუალებას გაძლევთ, რაც სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარულია. ინსტაგრამ ლაივ ვიდეოს უნიკალურობა ისაა, რომ ის გადაღების დასრულების თანავე ქრება.

ეს ავთენტური გამოცდილება ბრენდებს საშუალებას აძლევს, უფრო უშუალოები იყვნენ, გაუზიარონ სხვებს თავიანთი ბუნებრივი მხარე და კონტენტი, რომელიც წინასწარ დაგეგმილი და დარედაქტირებული არ არის.

ლაივ ვიდეოს ფუნქციის შექმნის შემდეგ ინსტაგრამმა კიდევ უფრო მეტი ჩართულობის გამომწვევი ელემენტები დაამატა და მომხმარებლებს შეუძლიათ, ლაივ ვიდეოს პარალელურად ფონად მუსიკაც გაუშვან, მიიღონ კომენტარები თუ შეკითხვები და ლაივ რეჟიმში უპასუხონ მათ.

  1. გააზიარეთ თქვენი პროფილის ლინკი საიტზე და სხვა სოციალურ მედიებში

განათავსეთ „follow“ ღილაკი თქვენი საიტის მთავარ გვერდზე, "About Us" გვერდზე და საიტის სხვადასხვა ადგილებში. გამოიყენეთ ინსტაგრამის ლოგო საიტზე იმისთვის, რომ პირდაპირ შეძლონ ვიზიტორებმა თქვენს ინტაგრამზე გადმოსვლა.

თუ გაქვთ მაღაზია, დარწმუნდით, რომ თქვენს მომხმარებლებს მიაწვდით ინფორმაციას ისნტაგრამ გვერდის შესახებ, მაგალითად, მაღაზიის სხვადასხვა ლოკაციაზე ამობეჭდეთ ინსტაგრამის ლოგო და თქვენი ბიზნეს გვერდის სახელი.

ასევე, პრომოცია გაუკეთეთ თქვენს ინსტაგრამს სხვა სოციალურ მედიებში. ადამიანები, რომლებიც თქვენი მიმდევრები არიან ფეისბუქზე დიდი შანსია, რომ ინსტაგრამზეც გამოგყვნენ.

  1. დაპოსტეთ მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტი

ჯვარედინი პრომოციის მსგავსად, მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტის გამოყენება ბრენდის მხრიდან კიდევ ერთი გზაა მიმდევრების დაფასებისთვის.

ადამიანებში უფრო დიდ ნდობას იწვევს ის ფაქტი, რომ პროდუქტს ჩვეულებრივი ადამიანი არეკლამებს ან ურჩევს თავის ახლობლებს. ამიტომ user-generated კონტენტი ბრენდის ცნობადობისა და პროდუქტის გაყიდვების გასაზრდელად შესანიშნავი ხერხია.

  1. მოახდინეთ თქვენი აუდიტორიის დივერსიფიკაცია

მიმდევრების ზრდასთან ერთად ჩნდება პრობლემა, რომ ყველასთვის ერთნაირი კონტენტი შეიძლება საინტერესო არ იყოს. ამიტომ, დაყავით მიმდევრები ჯგუფებად და შექმენით მათზე მორგებული კონტენტი.

მაგალითად, თუ თქვენ გყავთ 50K მიმდევარი, დიდი ალბათობით ისინი განსხვავებული ინტერესების მქონე აუდიტორიაა, განსხვავებულ რეგიონებში ცხოვრობენ, განსხვავებული კარიერა აქვთ და ა.შ. ამიტომ, შესაძლოა, ვერ შექმნათ ისეთი კონტენტი, რომლითაც ყველას ერთნაირად აკმაყოფილებთ.

ყოველთვის ყველასთვის სასიამოვნო კონტენტის დაპოსტვა არ არის საჭირო. პირიქით, უნდა აჩვენოთ, რომ ბრენდს აქვს იმის უნარი და საშუალება, რომ კონკრეტულ ჯგუფებზე ორიენტირებული კონტენტი აწარმოოს.

  1. მოითხოვეთ ვერიფიკაციის ნიშანი

როდესაც ინსტაგრამი ვერიფიცირებულია, მას აქვს ლურჯი ნიშანი მომხმარებლის სახელის გასწვრივ. როდესაც მომხმარებელი ხედავს ამ ლურჯ ნიშანს, ის ხვდება, რომ ბიზნესი თუ ინდივიდი ცნობილია და ნამდვილად მისი ოფიციალური გვერდია. 

ინსტაგრამს აქვს მოთხოვნების სია, თუ როგორ შეგიძლიათ ამ ნიშნის მიღება. მოთხოვნის გაგზავნა კი ყველას შეუძლია.

ხარისხი ჯერ კიდევ რაოდენობაზე მნიშვნელოვანია 

ნაკლებად ორიენტირდით მიმდევრების რაოდენობაზე, უფრო დიდი ყურადღება ხარისხიანი კონტენტის შექმნას დაუთმეთ. თქვენი აუდიტორია ბუნებრივად გაიზრდება თუ მათ მაღალი ხარისხის, საინტერესო, ინსპირაციულ კონტენტს შესთავაზებთ.

გარდა ამისა, მიმდევრები არ მოგემატებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი მიმდევარი გყავთ, ისინი თქვენს კონტენტს მიაქცევენ ყურადღებას და ამის მიხედვით გადაწყვეტენ, გახდნენ თუ არა თქვენი გამომწერები.

უინტერესო კონტენტის წარმოებით პირიქით დაკარგავთ კიდეც მათ.

გსურთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში, სტაბილურად ინარჩუნებდეთ ძლიერ ინსტაგრამს? მაშინ ორიენტირდით იმაზე რისი კონტროლიც შეგიძლიათ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ინსტაგრამის დასპონსორებული პოსტები: ყველაზე რაც ამის შესახებ უნდა იცოდეთ

როგორ შევქმნათ სოციალური მედია მარკეტინგის სტრატეგია

სოციალური მედიის 5 ტიპი: დადებითი და უარყოფითი მხარეები

ეფილიეიტ მარკეტინგი