სოციალური მედიის 5 ტიპი: დადებითი და უარყოფითი მხარეები

მარკეტოლოგები აქტიურად იყენებენ სოციალურ მედიას ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად, ლიდების გენერირებისთვის და ტრაფიკის გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ იწყებთ სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავებას, პირველ რიგში, ალბათ გაინტერესებთ რომელი სოციალური პლატფორმები უნდა გამოიყენოთ. პლატფორმის არჩევა თქვენი აუდიტორიის მიხედვით ხდება.
რისთვის გამოიყენება სოციალური მედია?
ინდივიდები სოციალურ მედიას საკუთარი თავის წარმოსაჩენად, ინტერესების გამოსახატად, მეგობრებთან კავშირის დასამყარებლად და კარიერული ზრდისთვის იყენებენ. სხვადასხვა სოციალური მედია სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენება. კრეატიულობის გამოსახატად TikTok ან Instagram; კარიერული ზრდისთვის LinkedIn და ა.შ.
სოციალური მედიების რაოდენობა მუდმივად იზრდება და ყველაზე ცნობილი პლატფორმა - Facebook უწყვეტ რეჟიმში ვითარდება. სოციალურად აქტიურობის მზარდი სურვილი და პლატფორმების უდიდესი არჩევანი ართულებს საქმეს თუ რომელი სოციალური არხი უნდა გამოიყენოს ბიზნესმა.
თქვენ შესაძლოა, ვერ ახერხებდეთ ყველა სოციალური მედიის მართვას, ან ამის საჭიროება არც გქონდეთ, მაგრამ, ამავდროულად არ გსურდეთ ბრენდის ცნობადობის გაზრდის შესაძლებლობების გამოტოვება.
იმისთვის, რომ არჩევანი გაგიმარტივოთ, მოგაწვდით ინფორმაციას წამყვანი სოციალური მედიების ზოგიერთ ძირითად ტიპებზე და მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე.
სოციალური მედიის ტიპები
- სოციალური ნეთვორქინგი
- ფოტოს გაზიარება
- ვიდეოს გაზიარება
- ინტერაქციული მედია
- ბლოგი
სოციალური ნეთვორქინგის დიდი პლატფორმების მაგალითები
Facebook: 2.6 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ყოველთვიურად
Twitter: 166 მილიონი აქტიური მომხმარებელი ყოველდღიურად
LinkedIn: 160 მილიონი აქტიური მომხმარებელი მხოლოდ ამერიკაში
სოციალური ნეთვორქინგი სოციალური მედიის ყველაზე ტრადიციულ ფორმად შეიძლება ჩაითვალოს.
პლატფორმებს, როგორებიცაა Facebook, Twitter, და LinkedIn ხშირად მოიხსენიებენ, როგორც “networking” პლათფორმებს, რადგან ისინი ინტერაქციისა და ერთმანეთთან განსხვავებული გზით კომუნიკაციის საშუალებას აძლევენ მომხმარებლებს.
პროფესიონალური გამოყენებისთვის
თუ ფლობთ პატარა ბიზნესს, მაგალითად რესტორანს, Facebook კარგი ადგილია სოციალური სტრატეგიის დასაწყებად. ამ პლატფორმის დახმარებით შეგიძლიათ, შექმნათ ბიზნეს პროფილი, რომლშიც შეიტანთ ლინკებს საიტზე ტრაფიკის გასაზრდელად, მიაწვდით მომხმარებლებს მენიუს შესახებ ინფორმაციას და ა.შ.
პროფილის შექმნის შემდეგ, მუდმივად შეგიძლიათ, დაპოსტოთ სიახლეების შესახებ, მოიწონოთ სხვა გვერდები და უპასუხოთ მომხმარებლებს. ბიზნეს პროფილის საშუალებით მომხმარებლების შეფასებების მიღებაც შეგიძლიათ.
კომპანიებისთვის, რომლებიც B2B მიმართულებით მუშაობენ, LinkedIn შესაძლოა აღმოჩნდეს მიმდევრების გაზრდის შესაძლებლობა.
ბრენდებს, რომლებსაც კონკრეტული ინდუსტრიის პროფესიონალების აუდიტორიაზე სურთ გასვლა, ამ პლატფორმაზე ბიზნეს პროფილის შექმნა ნამდვილად დაეხმარებათ.
Twitter კარგი საშუალებაა ფართო სპექტრის მქონე ინდუსტრიებისთვის, დაწყებული გართობის ინდუსტრიით, დამთავრებული ელექტრონული კომერციით.
Twitter-ის გამოყენება შესაძლებელია კომპანიის შესახებ სიახლეების გასავრცელებლად. შეგიძლიათ სხვა კომპანიების დათაგვა პოსტებში და ისევე, როგორც სხვა პლატფორმებზე, მომხმარებლების კომენტარებზე მყისიერი პასუხი.
სამივე არხზე მომხმარებლებს მარტივად შეუძლიათ ერთმანეთთან კომუნიკაცია თეგების, ჰეშთეგების, კომენტარების, მესიჯების, რეაქციების გამოხატვის და გაზიარებების საშუალებით.
პლატფორმებზე შეგიძლიათ გამოიყენოთ მულტიმედიური კონტენტი, მაგალითად, ტექსტი და ვიზუალი ერთად. ეს საშუალებას გაძლევთ, დატესტოთ სხვადასხვა კონტენტი თქვენს სოციალურ გვერდზე და შემდეგ შეარჩიოთ, თუ რომელი მუშაობს ყველაზე კარგად.
ვიდეო მარკეტინგის ზრდასთან ერთად პლატფორმებმა განავითარეს ისეთი ფუნქციები როგორიცაა მაგალითად Facebook Stories და Twitter’s live streams.
დადებითი და უარყოფით მხარეები
დადებითი მხარეები
- Facebook, Instagram და LinkedIn არის სოციალური მედიის ყველაზე გამოყენებადი პლატფორმები.
- სოციალური მედიები დაგეგმვის ინსტრუმენტებთან მარტივად ინტეგრირდებიან, რაც კიდევ უფრო ამარტივებს მათ სწორად მართვას.
უარყოფითი მხარეები
- ვისაც უბრალოდ ბმულების გაზიარება სურთ, შესაძლოა ვერ მიიღონ ისეთი დონის ჩართულობა, როგორიც ფოტოს ან ვიდეოს ატვირთვისას.
- Facebook ინდივიდუალურ პოსტებს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე ბიზნეს პოსტებს.
ფოტოს გაზიარება
დიდი პლატფორმების მაგალითები
Instagram: 1 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ყოველთვიურად
Pinterest: 367 მილიონი აქტიური მომხმარებელი ყოველთვიურად
ორი ყველაზე დიდი პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია ფოტოების გაზიარებაზე არის Instagram და Pinterest.
Instagram გთავაზობთ ფოტოებსა და მოკლე ვიდეოებს პატარა აღწერებით. მომხმარებლები ასევე აქტიურად იყენებენ ლაივ ვიდეოებს, Instagram reels - ს და Instagram Stories, რომლებიც 24 საათში ქრება.
პროფესიონალური გამოყენებისთვის
Instagram გამოსადეგი იქნება რესტორნებისა და ისეთი ბიზნესებისთვის, რომელთაც სურთ თავიანთი პროდუქტის კარგი ვიზუალიზაცია.
ინსტარგამი გახდა ინფლუენსერ მარკეტინგის სახლი. 2018 წელს ინფლუენსერების 93% ინსტაგრამის პლატფორმას იყენებდა. მაღალი ვიზუალური ეფექტიდან გამომდინარე ეს ადგილი ასევე შესაძლებლობებს სთავაზობს ელექტრონულ კომერციის ბიზნესებს.
სხვა სოციალური პლატფორმებისგან განსხვავებით, Instagram ხაზს უსვამს ვიზუალურ მხარეს და არ იძლევა ლინკების გაზიარების საშუალებას. ლინკის გაზიარება მხოლოდ Instagram bio-ში შეგიძლიათ. ვერიფიცირებულ მომხმარებლებს ან 10 ათასზე მეტი მიმდევარის მყოლე ექაუნთებს ლინკების გაზიარება თავიანთ სთორებშიც შეუძლიათ.
მიუხედავად იმისა, რომ ლინკების გაზიარება მინიმუმამდეა დაყვანილი, Instagram თავის პლათფორმას ელექტრონული კომერციის ხელშესაყწობად იყენებს დამატებით Shoppable კონტენტის დახმარებით. ფოტოზე დატანილ პროდუქტზე დაკლიკების შემთხვევაში თქვენ მისი მარტივად შეძენა შეგიძლიათ.
Pinterest ელექტრონული კომერციის კომპანიებისთვის შესანიშნავი პლატფორმაა.
ეს პლატფორმაც ფოტოებზე დაფუძნებულ კონტენტს გთავაზობთ თავისი მოკლე აღწერებით. ინსტაგრამისგან განსხვავებით, აქ მომხმარებლებს პირდაპირ შეუძლიათ პროდუქტის ლენდინგ გვერდზე მოხვედრა.
დამატებითი საინტერესო ფუნქცია, რაც ამ პლატფორმას აქვს არის შესაძლებლობა, რომ მომხმარებლებს სხვა მომხმარებლების პოსტების მოწონება შეუძლიათ და ამ პოსტების თავიანთ „Board”-ებში შენახვა.
Board-ის შექმნის შემდეგ სხვა მომხმარებლებს მისი გამოწერა შეუძლიათ. ბიზნესს შეუძლია შექმნას საკუთარი Board, რომელშიც განათავსებს თავისი პროდუქტის ფოტოებს, რაც მომხმარებლებისთვის პროდუქტის ჩვენების შესანიშნავი გზაა.
Instagram და Pinterest პროდუქტის დემონსტრირებისთვის და ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად შესანიშნავი პლატფორმებია, თუმცა Instagram-ს გაცილებით დიდი აუდიტორიები ყავს და დაახლოებით 25 მილიონ ბიზნეს პროფილს აერთიანებს.
დადებითი და უარყოფითი მხარეები
დადებითი მხარეები
- Instagram გეხმარებათ ბრენდის ცნობადობის გაზრდაში. ადამიანების დაახლოებით 60% ამბობს, რომ პროდუქტის თუ სერვისის შესახებ Instagram-იდან შეიტყვეს.
- Pinterest და Instagram ვიზუალური კონტენტის აუთლეტს წარმოადგენს.
უარყოფითი მხარეები
- ამ პლატფორმების შესანარჩუნებლად და განსავითარებლად გჭირდებათ მაღალი ხარისხის კონტენტის წარმოება, რაც საჭიროებს შესაბამის ბიუჯეტსა და წარმოების დროს.
- Instagram-ზე კონტენტის ატვირთვა აუცილებელია მობილურიდან.
ვიდეოს გაზიარება
დიდი პლატფორმების მაგალითები
Youtube: 2 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ყოველთვიურად
Vimeo: 240 მილიონი მნახველი ყოველთვიურად
პროფესიონალური გამოყენებისთვის
მარკეტოლოგების დაახლოებით 88% ამბობს, რომ ვიდეოების შედეგად ყველაზე დიდი ROI-ს (უკუგება ჩადებულ ინვესტიციაზე) მიღება შეიძლება. მარკეტინგულ სტრატეგიაში ვიდეო კონტენტის პლატფორმის დამატება ბრენდის გაძლიერებაში დაგეხმარებათ და კონკურენტებზე ერთი ნაბიჯით წინ იქნებით.
ვიდეოს წარმოება სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიებისთვის არის შესაძლებელი. მაგალითად, რესტორნებს შეუძლიათ საჭმლის მომზადების ვიდეოები აწარმოონ, ტექნოლოგიურ კომპანიებს კი ახალი პროდუქტის დემოები.
როდესაც საქმე ხანგრძლივ ვიდეოებს ეხება, Youtube და Vimeo წამყვანი პლატფორმები არიან. Youtube-ს ჰყავს მეტი აუდიტორიის ბაზა SEO-ს უკეთესი შესაძლებლობებით.
Youtube-ს მეტი სარეკლამო და მონეტიზაციის შესაძლებლობები აქვს, Vimeo კი მომხმარებლებს სთავაზობს პრე-როლის გარეშე ვიდეოებს.
დადებითი და უარყოფითი მხარეები
დადებითი მხარეები
- ვიდეოები უფრო გრძელი შეიძლება იყოს, ვიდრე სხვა სოციალურ პლატფორმებზე.
- ორივე პლათფორმას აქვს ლინკების გაზიარების საშუალება.
- პლატფორმებს აქვთ ანალიტიკის ინსტრუმენტები.
- ორივე პლატფორმას აქვს საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის ფუნქციები.
უარყოფითი მხარეები
- კონტენტის შექმნას სჭირდება მეტი დრო და ფინანსები.
- ამ პლათმორმებისთვის საჭიროა SEO-სთან დაკავშირებით სამუშაოების ჩატარება.
ინტერაქციული მედია
დიდი პლატფორმების მაგალითები
Snapchat: 229 მილიონი ყოველდღიური აქტიური მომხმარებელი
TikTok: 100 მილიონი აქტიური მომხმარებელი ყოველთვიურად, მხოლოდ ამერიკაში
აპლიკაციები, როგორებიცაა Snapchat და TikTok მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გააზიარონ ფოტოები და ვიდეოები და დამატებით აქვს ისეთი ფუნქციონალი, რომელიც კონტენტს უფრო ინტერაქციულს და ექსპერიმენტულს ხდის. ეს ორი აპლიკაცია მოიცავს AR/VR ფილტრებს, მუსიკალურ ფონს/გაფორმებას, ინტერაქციულ თამაშებს და ა.შ. აუდიტორია ძირითადად წარმოადენს პოსტმილენიალებს.
პროფესიონალური გამოყენებისთვის
დიდი კომპანიები ახლა იწყებენ ამ ორი აპლიკაციის, როგორც დამატებითი მარკეტინგული არხის, გამოყენებას. აქედან გამომდინარე, ბევრი კომპანიისთვის ჯერ კიდევ პრიორიტეტს არ წარმოადგენს მათი მარკეტინგულ სტრატეგიაში შეყვანა სხვა სოციალური პლატფორმებისგან განსხვავებით.
დიდი კომპანიები, რომლებიც უკვე იყენებენ ამ პლატფორმებს, მაღალი ხარისხის კონტენტს აწარმოებენ. ბრენდები, რომლებსაც ბევრი მიმდევარი ყავთ იყენებენ Snapchat Stories ან ვიდეოებს, რომლებიც მათი ფანების მიერ შეიძლება იყოს შექმნილი.
ბრენდები და ინფლუენსერები ახალგაზრდა აუდიტორიაზე მორგებულ კონტენტს აწარმოებენ.
თუ თქვენ გსურთ, რომ გამოიყენოთ ეს პლატფორმები, დარწმუნდით, რომ თქვენი პროდუქტი საინტერესოა ახალგაზრდა თაობისთვის. ასეთი სოციალური მედიის მართვისას მუდმივად უნდა იღებდეთ ინფორმაციას ტრენდებზე, სიახლეებზე და იყოთ მოვლენების ეპიცენტრში.
დადებითი და უარყოფითი მხარეები
დადებითი მხარეები
- ეს პლატფორმები კრეატიული და ექსპერიმენტულია.
- თუ თქვენ გყავთ ახალგაზრდა აუდიტორია, ეს სოციალური მედიები თქვენთვის იდეალურია.
უარყოფითი მხარეები
- რეგულარული კონტენტის წარმოება მოითხოვს დიდ დროს და ფინანსებს.
- ბიზნეს ანგარიშები არ წარმოადგენენ Snapchat-ის პრიორიტეტს. ამ არხის პრომოცია თქვენს ვებ-გვერდზე შესაძლოა დაგჭირდეთ (და არა პირიქით), იმისთვის, რომ მომხმარებლებმა შეძლონ თქვენი Snapchat გვერდის ნახვა.
- Snapchat და TikTok მხოლოდ მობილურით გამოიყენება და სამართავად არც ისე მარტივია.
ბლოგი
დიდი პლატფორმის მაგალითები
Tumblr და Reddit ორივე იძლევა საშუალებას, დაპოსტოთ საინტერესო ნიშური თემების შესახებ. როდესაც მომხმარებელი აქვეყნებს პოსტს, სხვა მომხმარებლებს ამ პოსტის გაზიარების საშუალება აქვთ და შეუძლიათ, გამართონ დისკუსია ამ თემის გარშემო.
პროფესიონალური გამოყენებისთვის
ბიზნესებისთვის, რომლებსაც სურთ საუბრის წამოწყება ნიშურ საკითხებზე, ეს პლატფორმები შესანიშნავი ადგილია.
ბლოგების საშუალებით შეგიძლიათ ისეთ საკითხზე ისაუბროთ, რომელიც დაკავშირებულია თქვენს კომპანიასთან და შედეგად გადაამისამართოთ მკითხველები თქვენს საიტზე. სანამ ბევრ ადამიანს ბლოგი საკუთარ საიტზე აქვს, ზოგიერთი იყენებს Tumblr-ს იმისთვის, რომ თვალყური ადევნოს მათი ინდუსტრიის სხვა კომპანიების ბლოგებს.
Reddit-ზე შეგიძლიათ, გააზიაროთ ლინკი ან დაპოსტოთ კონკრეტულ საკითზე ინფორმაცია თქვენი ინდუსტრიის თუ პროდუქტის შესახებ და ნახოთ, თუ რა გამოხმაურება მოყვება.
ორივე პლატფორმაზე შეგიძლიათ, გყავდეთ გამომწერები, რომლებიც მუდმივად წაიკითხავენ თქვენს კონტენტს.
Reddit-ზე შეგიძლიათ პოსტებს გაუკეთოთ up-vote ან down-vote it, რაც პოსტის უფრო მეტი ადამიანისთვის ჩვენებას (up-vote-ს შემთხვევაში) გამოიწვევს ან პირიქით (down-vote-ს შემთხვევაში).
Tumblr-ზე ფიდი ორგანიზებულია დროის მიხედვით. ამიტომ, თქვენი პოსტი უფრო ხშირად შეიძლება გამოჩნდეს თუ მას მომხმარებლები გადააზიარებენ. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ „note“ გაუკეთონ თქვენს პოსტს:
დადებითი და უარყოფით მხარეები
დადებითი მხარეები
- ორივე პლატფორმაზე შეგიძლიათ დაპოსტოთ, გააზიაროთ ფოტოები და ვიდეოები თქვენი ბიზნესის შესახებ.
- ეს პლატფორმები გაძლევთ საშუალებას, წამოიწყოთ დისკუსია კონკრეტული თემების გარშემო.
- ორივე პლატფორმა გაძლევთ ლინკების გაზიარების საშუალებას.
უარყოფითი მხარეები
- გრძელი ბლოგების დაწერას სჭირდება დრო და ხარისხიანი კონტენტი.
- ორივე პლატფრომაზე თქვენი პოსტები შეიძლება უნახავი დარჩეს.
შეჯამება: რამდენიმე ფაქტორი, რაც უნდა გაითვალისწინოთ
სანამ გადაწყვეტთ, თუ რომელი სოციალური პლატფორმები გამოიყენოთ, გაითვალისწინეთ რამდენიმე ფაქტორი:
რამდენი დრო გაქვთ იმისთვის, რომ სოციალური პლატფორმა განავითაროთ?
გაქვთ კონტენტის წარმოების შესაბამისი რესურსი?
შედის თქვენს მიზნებში ბრენდის ცნობადობის გაზრდა, ტრაფიკის მოზიდვა ან შემოსავლების გაზრდა?
გჭირდებათ დამატებითი თანამშრომელი იმისთვის, რომ სოციალური მედია მართოს?
ასევე დაგაინტერესებთ:
როგორ მოვიზიდოთ პირველი ან შემდეგი 1,000 მიმდევარი ინსტაგრამზე?
სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხური
რა ღირს ფეისბუქ რეკლამა 2021 წელს და რამდენი უნდა დავხარჯოთ ფეისბუქ რეკლამაში