Meta მომხმარებლებს უფრო მეტ რეკომენდებულ კონტენტს შესთავაზებს

აგვისტო 10, 2022

Meta მომხმარებლებს უფრო მეტ რეკომენდებულ კონტენტს შესთავაზებს

თუ თქვენც იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, რომლებიც თვლიან, რომ მათი ინსტაგრამისა და ფეისბუქის ფიდები გაუარესდა, მაშინ მინდა გითხრათ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

თუ თქვენც იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, რომლებიც თვლიან, რომ მათი ინსტაგრამისა და ფეისბუქის ფიდები გაუარესდა, მაშინ გვინდა გითხრათ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. უამრავი მომხმარებელი გამოთქვამდა უკმაყოფილებას ისეთი პოსტების ნახვისთვის, რომლებიც მათ არ აინტერესებთ. შეიძლება ითქვას, რომ ეს მეტას ალგორითმის დამსახურებაა. ამდენი უკმაყოფილებიდან გამომდინარე შეიძლება იფიქროთ, რომ კომპანია ამას გამოასწორებს, თუმცა ძალიან ცდებით.

პირიქით, მეტა ამ ყველაფერს აორმაგებს. მეორე კვარტალურ შეხვედრაზე მარკ ზაკერბერგმა აღნიშნა, რომ ეს სიტუაცია კარგად ესმის და ხვდება, რომ ადამიანები ისეთი კონტენტს ხედავენ, რომლებიც არც გამოუწერიათ. კომპანიის გეგმაც სწორედ ეს არის. მან ასევე აღნიშნა, რომ ასეთი კონტენტის რიცხვი გაორმაგდება კიდეც.

ამ დროისათვის, ფეისბუქის კონტენტის დაახლოებით 15% მომხმარებლის ფიდზე რეკომენდებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ, რაც ჯგუფებზე, ადამიანებზე და იმ გვერდებზე მოდის, რომლებიც გამოწერილი არ გვყავს. ინსტაგრამზე ეს მაჩვენებელი შედარებით მაღალია. 2023 წლის ბოლოსათვის კი, ეს მაჩვენებლები უნდა გაორმაგდეს.

ცხადია, სასიხარულო იქნებოდა, თუ მეტა ხალხის უკმაყოფილებას გაითვალისწინებდა. თუმცა, სამწუხაროდ, მათ ეს გეგმაში საერთოდაც არ აქვთ და ცვლილების გატარებას უპირობოდ აპირებენ. კვირის დასაწყისში ინსტაგრამის მმართველმა, ადამ მოსერიმ ხაზი გაუსვა ამ ცვლილებების შესახებ გამოთქმულ უკმაყოფილებას და ისიც აღნიშნა, რომ ეს გარდაუვალია.

„თუ ახლა ისეთ კონტენტს ხედავთ საკუთარ ფიდზე, რომელიც რეკომენდებულია, მაგრამ არ მოგწონთ - ეს ნიშნავს, რომ ჩვენ რეიტინგებს არასწორად განვსაზღვრავთ და ამის დახვეწა გვჭირდება“ - განაცხადა მოსერიმ. "თუმცა, ჩვენ განვაგრძობთ განვითარებას და ვეცდებით, ეს სისტემა რაც შეიძლება ეფექტური გავხადოთ. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც ადამიანებს კრეატორებისა და ბრენდების აღმოჩენაში დაეხმარება".

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

Meta-ს მონეტიზაციის ახალი საშუალებები Reels-ებისთვის

TikTok Pulse — სიახლე რეკლამის შემქმნელებისთვის

Meta-ს შესაძლო ახალი ვალუტა — Zuck Bucks