როგორ მოვიზიდოთ ინსტაგრამის გამომწერები უფასოდ

სექტემბერი 08, 2022

როგორ მოვიზიდოთ ინსტაგრამის გამომწერები უფასოდ

ინსტაგრამზე ბრენდის წარმოჩენასა და გარეკლამებას, მაღალი ჩართულობის მქონე აუდიტორიის შემოკრება სჭირდება — რაც მარტივი დავალება ნამდვილად არ არის.

ინსტაგრამზე ბრენდის წარმოჩენასა და გარეკლამებას, მაღალი ჩართულობის მქონე აუდიტორიის შემოკრება სჭირდება, რაც მარტივი დავალება ნამდვილად არ არის.

თუ ჯერ მხოლოდ ახლა იწყებთ და ფიქრობთ, როგორ შეგიძლიათ ინსტაგრამზე გამომწერების მოზიდვა, მაშინ პირველ რიგში, გაიაზრეთ ის, თუ ვისთან ცდილობთ დაკავშირებას. აღწერეთ საკუთარი სამიზნე აუდიტორია და ჩამოწერეთ ის გზები, რომლებითაც მათ მოზიდვას შეძლებდით.

გახსოვდეთ, რომ გამომწერების ყიდვა ინსტაგრამის ზრდის მეთოდი არ არის. არც „სატყუარა“ კონტენტის შექმნაა ეფექტური. აუდიტორიის საფუძვლიანი კვლევა და მაღალხარისხიანი კონტენტის წარმოება არის ის, რაც გრძელვადიანი წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

 

როგორ გავზარდოთ გამომწერთა რიცხვი ინსტაგრამზე

  1. განსაზღვრეთ ბრენდის ტონი და მახასიათებლები

ეს შესაძლოა აშკარაც იყოს, თუმცა თქვენს ბრენდს აუცილებლად სჭირდება გამოკვეთილი სტილი და დამოკიდებულება, რომლითაც ის მომხმარებელზე შთაბეჭდილებას მოახდენს. თქვენ უნდა ეცადოთ, რომ ბრენდის პიროვნული მახასიათებლები ხალხს იზიდავდეს და მათ თქვენთან ურთიერთობას უადვილებდეს.

ისეთი კონტენტის შექმნა, სადაც თქვენი თანამშრომელი ან მომხმარებელი თქვენი კომპანიის პროდუქტის ან მომსახურების შესახებ საუბრობს, ბრენდს უფრო სანდოს გახდის. მიუხედავად საბოლოო მიზნისა, თქვენი პოსტები თანმიმდევრული ბრენდინგითა და ხასიათით უნდა გამოირჩეოდნენ, რათა მომხმარებელმა თქვენი ამოცნობა მარტივად შეძლონ.

  1. შექმენით სოციალური მედიის სტრატეგია

კარგი სოციალური მედიის სტრატეგია თქვენი ბიზნესის მიზნებსა და ამოცანებს უნდა ემთხვეოდეს. ბრენდის ცნობადობის გაზრდა გსურთ? თუ საიტზე ტრაფიკის მატება გაქვთ მიზნად დასახული?

იმის ცონდა, თუ რა გსურთ და საით მიდიხართ, არის პირველი ნაბიჯი მიზნამდე მისასვლელად.

  1. იცნობდეთ თქვენს იდეალურ მომხმარებლებს

თუ ზუსტად არ გეცონიდებათ, ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია, მაშინ თქვენს შრომას უბრალოდ წყალს გაატანთ. სამიზნე აუდიტორია შესაძლებელია დაიყოს ასაკის, ლოკაციის, თანამდებობებისა და ინტერესების მიხედვით. მათ ძირითადად ერთნაირი ცხოვრების სტილი ან პრობლემები უნდა აერთიანებდეთ. თქვენი სამიზნე აუდიტორიის უკეთ გაცნობის შემდეგ, მათზე მორგებული კონტენტის შექმნასაც მარტივად შეძლებთ. ამით კი მათ დააინტერესებთ და შესაბამისად, უფრო მეტადაც მოუნდებათ თქვენგან სიღრმისეული ინფორმაციის მიღება.

  1. იფიქრეთ ბრენდის თანმიმდევრულ სტილზე

მომხმარებელს პირველი შთაბეჭდილება თქვენი ინსტაგრამის გვერდიდან უჩნდება. თქვენი პოსტების სტილითა და ხასიათით შეგიძლიათ, შექმნათ თანმიმდევრული ბრენდი, რომელსაც მომხმარებელი დანახვისთანავე იცნობს.

თითოეული პოსტი თქვენს ინსტაგრამზე უნდა იწვევდეს ჩართულობას და არწმუნებდეს მომხმარებელს, რომ თქვენი გვერდის გამოწერა ნამდვილად ღირს. რაც მთავარია, თქვენი პოსტები საერთო ესთეტიკასაც უნდა ქმნიდეს.

  1. გამოიყენეთ სწორი ქივორდები (Keyword)

იმისათვის, რომ გამომწერები მოიზიდოთ, თქვენი ბრენდი მარტივადაც უნდა იძებნებოდეს. თქვენი სახელი და Username მნიშვნელოვან როლს თამაშობენ თქვენი გვერდის საძიებო შედეგებში მოხვედრაში. სახელის ველში რელევანტური ქივორდის გამოყენებისას, ბევრად მეტი შანსი გაქვთ, სასურველ შედეგებზე გახვიდეთ. სახელისთვის თქვენ 30 სიმბოლო გაქვთ, ამიტომ ეცადეთ, რომ შესაბამისი ქივორდიც გამოიყენოთ.

მაგალითად, პერსონალური სტილისტი, მიშელ ედისონი, საკუთარ სახელში რელევანტურ ქივორდსაც ამატებს — @michelleaddisonstyle. ამ შემთხვევაში, ეს ქივორდი არის „style”-ი, რაც მოდასთან დაკავშირებულ საძიებო შედეგებში მისი გამოჩენის შანსებს ზრდის.

 

  1. გამოიყენეთ რელევანტური ჰეშთეგები

როგორც იცით, ინამის მომხმარებლებს ჰეშთეგის გამოწერაც შეუძლიათ, ისევე როგორც ბრენდების. შესაბამისად, უნდა დაადგინოთ, თუ რომელ ჰეშთეგებს მიჰყვება თქვენი აუდიტორია და შემდეგ ისინი საკუთარ პოსტებში გამოიყენოთ.

ეცადეთ, რომ მხოლოდ რელევანტური ჰეშთეგები შეარჩიოთ და ისინი უბრალოდ რაოდენობის გამო არ დაამატოთ. თარგეთირებული ჰეშთეგებით მეტად დაინტერესებულ აუდიტორიას მოიზიდავთ.

  1. მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენეთ პროფილის აღწერა (bio)

ინსტაგრამის ბიზნეს გვერდზე სამიდან ორი ვიზიტი არაგამომწერებს ეკუთვნით. კარგ შესაძლებლობად ჟღერს, ხომ? თუმცა, ამ შესაძლებლობის გამოსაყენებლად საჭიროა, მიმზიდველი პროფილი გქონდეთ. გამოიყენეთ ის 150 სიმბოლო, რომლითაც საკუთარი გვერდის, ბრენის აღწერა შეგიძლიათ. შეუქმენით წარმოდგენა პოტენციურ გამომწერებს, თუ რას უნდა მოელოდნენ თქვენგან და რატომ უნდა გამოიწერონ თქვენი არხი.

თუ კრეატორის ან ბიზნესის ანგარიში გაქვთ, მაშინ აღწერას შეგიძლიათ დამატებითი დეტალებიც დაურთოთ, მაგალითად: საკონტაქტო ინფორმაცია, ბიზნესის ტიპი, ლოკაცია. გამოიყენეთ ყველა შესაძლო გრაფა, სადაც ინფორმაციის გავრცელება შეგიძლიათ.

  1. გამოიყენეთ სხვა სოციალური მედია გვერდებიც

თქვენი ფეისბუქის, ტვიტერისა და სხვა სოციალური მედია არხების გამომწერები შეგიძლიათ, მარტივად აქციოთ ინსტაგრამის გამომწერებადაც. გააზიარეთ თქვენი ინსტაგრამ გვერდის ბმული სხვადასხვა სოციალურ ქსელებში და დაურთეთ ის პროფილის აღწერებს. შესაძლოა, ინსტაგრამზე გამომწერები გათამაშებებითაც მოიზიდოთ ან სხვადასხვა ხერხებს მიმართოთ. ნუ შეჩერდებით მხოლოდ სოციალურ მედია არხებზე, საკუთარი ინსტაგრამის ბმულები საიტის საშუალებითაც გაავრცელეთ.

  1. ჩასვით ინსტაგრამის პოსტები თქვენს ბლოგებში

თუ ფლობთ ბლოგს ან ვებ-გვერდს, სადაც სხვადასხვა ვიზუალური ტიპის კონტენტის გავრცელება შეგიძლიათ, მაგალითად: ფოტოების, გრაფიკების, ინფოგრაფიკების, მაშინ გამოიყენეთ ეს სივრცე ინსტაგრამის პოსტების ჩასასმელად. ეს დამატებითი ტრაფიკის გენერირებასა და გამომწერების მოზიდვაში დაგეხმარებათ.

  1. შექმენით ინსტაგრამის რილსები

ინსტაგრამის ალგორითმი საკმაო უპირატესობას ანიჭებს რილსებს და მათ გავრცელებაზეც ზრუნავს. შესაბამისად, მომხმარებლების მოსაზიდად ის ძალიან ეფექტური საშუალებაა. ამიტომ, მათ შექმნაზე აქტიურად უნდა იზრუნოთ.

  1. დაპოსტეთ გადაზიარებადი კონტენტი

ინსტაგრამის კონტენტის დაგეგმვისას გაითვალისწინეთ, რომ ადამიანებმა შეიძლება ის გადააზიარონ. ასეთი ტიპის კონტენტი შეიძლება იყოს ინსპირაციული ციტატები ან ინფორმაციული ინფოგრაფიკები.

როდესაც მომხმარებელი თქვენს პოსტს საკუთარ სთორიზე აზიარებს, ბუნებრივია, რომ მისი ნახვა მის გამომწერებსაც შეუძლიათ. ეს კი თქვენთვის პოტენციურ აუდიტორიას ნიშნავს.

  1. ეცადეთ მოხვდეთ Explore გვერდზე

ინსტაგრამის ერთ-ერთი გამორჩეული სექცია Explore გვერდია, სადაც მომხმარებელი ახალი კონტენტის, ფოტოების, ვიდეოებისა და ბრენდების აღმოსაჩენად გადადის. სტატისტიკურად, ინსტაგრამის მომხმარებელთა ნახევარი ყოველდღიურად სტუმრობს ამ სექციას. აქ მომხმარებლებს კონტენტის აღმოჩენა სხვადასხვა სექციებისა და კატეგორიების მიხედვითაც შეუძლიათ.

  1. გამოიწერეთ რელევანტური გვერდები

როდესაც ისეთ გვერდს მიჰყვებით, რომელიც მსგავს კონტენტს აქვეყნებს, შესაძლოა თქვენი პოსტის გამოქვეყნებისას მანაც გამოიწეროს თქვენი არხი. ინსტაგრამი ზოგიერთი გვერდის გამოწერას თავადაც გირჩევთ. რეკომენდებული გვერდების სიას თქვენს ფიდზე, პოსტებს შორის შეხვდებით. კიდევ ერთი გზა ახალი და რელევანტური გვერდების აღმოსაჩენად, მთავარი მენიუდან — Discover People სექციაზე გადასვლაა.

 

  1. მოძებნეთ ბრენდის შესაფერისი ინფლუენსერები

მომხმარებელთა 60% გამოიწერს ბრენდის გვერდს, თუ ამას მათ სანდო ინფლუესერი ურჩევს. შესაბამისად, თქვენი ბრენდის შესაფერისი ინფლუენსერის (რომელთანაც საერთო აუდიტორია გაკავშირებთ) პოვნა და მასთან თანამშრომლობა, ახალი გამომწერების მოზიდვასა და გვერდის გაზრდაში დაგეხმარებათ.

თუ თქვენი კომპანია ფიტნეს ინდუსტრიაში ოპერირებს, მაშინ კარგი იქნება, თუ ფიტნეს ინფლუენსერს მოძებნით ან ისეთ ადამიანს, ვინც ჯანსაღი ცხოვრების სტილით არის დაინტერესებული და საკუთარ აუდიტორიასაც ამისაკენ მოუწოდებს.

 

  1. ითანამშრომლეთ სხვა ბრენდებთანაც

ინფლუენსერებთან ერთად, აუცილებლად უნდა იფიქროთ ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობაზეც, რომლებთანაც საერთო აუდიტორია გაკავშირებთ (მაგრამ არა კონკურენტები).

შეგიძლიათ, რაიმე გათამაშება შექმნათ, სადაც ორივე ბიზნესი სხვადასხვა პროდუქტს ან მომსახურებას შესთავაზებდით გამარჯვებულს. ჯვარედინად გაარეკლამეთ გათამაშება ყველა ბრენდის სოციალურ გვერდზე და აუცილებლად მოუწოდეთ მომხმარებლებს თქვენი გვერდების გამოწერისკენ. ამგვარად, ორივე ბრენდი ერთმანეთის აუდიტორიასა და პოტენციურ მომხმარებლებზე მიიღებთ წვდომას.

 

  1. დაპოსტეთ ოპტიმალურ დროებში

კი მაგრამ, როდის არის ოპტიმალური დრო დასაპოსტად? თქვენი სამიზნე აუდიტორია ყველაზე აქტიური შესაძლოა, თქვენი სამუშაო საათების შემდეგ იყოს. ასეთი ინფორმაციის მისაღებად სხვადასხვა ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენებაა საჭირო. მაგალითად, შეგიძლიათ მიმართოთ ინსტაგრამის ჩაშენებულ ფუნქციას — Insights-ს. მათი გამოყენებით დაადგენთ, თუ როდის არის თქვენი აუდიტორია ყველაზე აქტიური. ოპტიმალური დროების შერჩევის შემდეგ კი წინასწარ დაგეგმეთ თქვენი კონტენტი და სწორედ ამ დროებში გამოაქვეყნეთ ისინი.

 

  1. ჩაატარეთ კონკურსი ან გაეცით პრიზი საჩუქრად

ადამიანისთვის იმის თხოვნა, რომ მან გვერდი გამოიწეროს, შესაძლოა ზედმეტად პირდაპირი იყოს. მაგრამ ეს სრულიად მისაღები იქნება, თუ მას სანაცვლოდაც შესთავაზებთ რაიმეს.

კონკურსები და საჩუქრები კი ახალი გამომწერების მოსაზიდად იდეალური ხერხია. შეგიძლიათ, მარტივი წესები შექმნათ და მომხმარებელს კონკურსში ჩასართავად მხოლოდ თქვენი გვერდის გამოწერა სთხოვოთ. ასევე შესაძლებელია, რომ მათ მეგობრის მონიშვნისკენაც მოუწოდოთ. ამგვარად, მონაწილეები თქვენ შესახებ საკუთარ მეგობრებსაც აცნობებენ.

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

21 იდეა სოციალური მედია პოსტებისთვის

ინსტაგრამის ხელსაწყოები 2022 წლისთვის

რჩევები UGC კონტენტის შესაქმნელად