ინსტაგრამის 5 ანალიტიკური ხელსაწყო მარტივი მონიტორინგისთვის

თუ ინსტაგრამ აუდიტორიის ზრდა თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაშინ მისი ანალიტიკური მონაცემები რეგულარუად უნდა შეამოწმოთ.
ინსტაგრამზე შედეგიანობის მონიტორინგისთვის არაერთი საშუალება და ხელსაწყო არსებობს. ინსტაგრამის ანალიტიკური ხელსაწყო — Insights, გაწვდით ყველა საბაზისო ინფორმაციას თქვენი ინსტაგრამ კონტენტისა და პროფილის შედეგიანობის შესახებ.
თუმცა, თუ უფრო სიღრმისეული ანალიტიკის გაცნობა გსურთ, მაშინ საჭიროა, სპეციალურად ამისათვის შექმნილი ხელსაწყოებით ისარგებლოთ. მსგავსი ხელსაწყოები საშუალებას გაძლევთ, რომ ყველა საჭირო საზომისა და KPI-ის შესახებ მიიღოთ ინფორმაცია, შეაფასოთ პოტენციური კონტენტი და მიიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები მარკეტინგული სტრატეგიის განსავითარებლად.
ინსტაგრამის ანალიტიკური ხელსაწყოები
- Instagram Insights
თუ ინსტაგრამზე კრეატორის ან ბიზნესის გვერდს ფლობთ, მაშინ ინსტაგრამის Insights-ზე და მის უფასო ანალიტიკურ მონაცემებზე წვდომა უკვე გექნებათ.
ინსტაგრამის ანალიტიკური ხელსაწყო თქვენი გვერდის შესახებ საბაზისო ინფორმაციას გაწვდით. ეს მოიცავს ინფორმაციას გამომწერების, რიჩის, ჩართულობის მაჩვენებლისა და ინსტაგრამის სარეკლამო სტატისტიკების შესახებ. მისი დახმარებით გაიგებთ იმასაც, თუ რამდენად ეფექტურად იმუშავა რილსმა, სტანდარტულმა პოსტმა თუ სთორიმ.
მართალია, ინსტაგრამის Insights-ი შესანიშნავი უფასო ხელსაწყოა, თუმცა ანალიტიკურ მონაცემებზე დასაკვირვებლად, საუკეთესო ნამდვილად არ არის. განსაკუთრებით მაშინ, თუ სიღრმისეული ინფორმაცია გესაჭიროებათ ROI-სა და ჩართულობის მაჩვენებლების შესახებ.
Hootsuite Analytics-ი ინსტაგრამის გაცილებით სიღრმისეულ ანალიტიკაზე გაძლევთ წვდომას.
ინსაგრამის ინსაითსისგან განსხვავებით, Hootsuite-ს ხელსაწყოს შეუძლია:
- გიჩვენოთ საკმაოდ ძველი მონაცემები (ინსტაგრამს მხოლოდ 90 დღის მონაცემების ჩვენება შეუძლია);
- შემოგთავაზოთ თქვენზე მორგებული საუკეთესო დროები პოსტის გამოსაქვეყნებლად, რაც არსებული პოსტების რიჩს, ჩართულობასა და კლიკებს ეფუძნება;
- შეამოწმოს ცალკეული პოსტების შედეგიანობა თქვენს მიერ შერჩეული საზომების მიხედვით;
- შეადაროს ყველაზე მნიშვნელოვანი საზომები გარკვეული დროის პერიოდებში;
- დააგენერიროს პერსონალიზებული რეპორტები;
- დაახარისხოს ინსტაგრამის კომენტარები ნეგატიურობისა და პოზიტიურობის მიხედვით;
- დააკვირდეს, თუ რამდენად სწრაფად ეხმაურებით მომხმარებლებს.
Hootsuite Impact-ს მონაცემთა თრექინგი და ანალიტიკა შემდგომ საფეხურებზე გადაჰყავს და კონტენტის შედეგიანობას, ფასიანი და ორგანული პოსტების მიხედვით ჰყოფს. გარდა ამისა, ის ROI-ის (უკუგება ინვესტიციიდან) შესახებაც უფრო დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის. ასეთი ტიპის მონაცემები მარკეტერებს ეხმარება გაიგონ, რამდენად ეფექტურად აბანდებენ ფულს ამა თუ იმ კამპანიებში.
Hootsuite Impact ასევე გვთავაზობს რეკომენდაციებს ინსტაგრამის კონტენტ სტრატეგიის გასაუმჯობესებლად.
Creator Studios-ს ერთ-ერთი დიდებული ფუნქციონალი — მისი კალენდარია, რომელიც გამოქვეყნებულ პოსტებსა და მათი გამოქვეყნების თარიღებსაც გვაჩვენებს. თუ ბრენდების კოლაბორაციის ხელსაწყოსაც იყენებთ (Brands Collabs Manager), მაშინ კრეატორ სტუდიოს დახმარებით ბრენდის კოლაბორაციის საზომებსაც გაეცნობით.
- Facebook Ads Manager
თუ ინსტაგრამზე ფასიან რეკლამებს აქვეყნებთ, მაშინ მათ შესახებ ანალიტიკურ მონაცემებს ფეისბუქის ედს მენეჯერშიც გაეცნობით. ამ ხელსაწყოში ნახავთ, თუ როგორი შედეგებით გამოირჩევიან თქვენი რეკლამები და მათ ღირებულებასა და სარგებელსაც შეაფასებთ. ედს მენეჯერის გამოყენება ინსტაგრამის ინსაითთან ერთად, განსაკუთრებით გამოსადეგია.
როგორ გავეცნოთ ინსტაგრამის ანალიტიკას?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინსტაგრამის ანალიტიკურ ხელსაწყოებზე წვდომის მისაღებად, აუცილებლად დაგჭირდებათ მისი ბიზნეს ან კრეატორის ანგარიში. ამ პარამეტრის შეცვლა მარტივად შეიძლიათ მთავარი მენიუდან.
- ინსტაგრამის გვერდის ანალიტიკა
- აპლიკაციის გახსნისას, გადადით თქვენს პროფილზე;
- დააწექით მენიუს ღილაკს ზედა მარჯვენა კუთხეში;
- შემდეგ კი Insights-ს.
აქ ნახავთ თქვენი კონტენტის მიმოხილვას, ჩართულობის მაჩვენებელსა და გამომწერთა რიცხვს. მენიუდან შეგიძლიათ დროის ის პერიოდიც აირჩიოთ, რომლის მონაცემთა გაგებაც გსურთ.
- ინსტაგრამის პოსტის ანალიტიკა
- მიმოხილვის გვერდიდან ჩამოსქროლეთ ქვევით;
- მოძებნეთ თქვენ მიერ გაზიარებული კონტენტი;
- დააწექით პოსტების რაოდენობის გვერდით მოთავსებულ ისარს.
ამის შემდეგ, თქვენს თითოეულ პოსტს, მათი საზომების მიხედვით გაეცნობით. საბაზისო საზომი ამ შემთხვევაში არის რიჩი, თუმცა თქვენ ნებისმიერი სხვა პარამეტრის არჩევაც შეგიძლიათ. მათ შორის: კომენტარები, გაზიარება, გამომწერები და სხვა. თქვენ ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ დროის მონაკვეთი 7 დღიდან, ორ წლამდე და განსაზღვროთ პოსტის კატეგორიაც ( სურათი, ვიდეო, კარუსელი). ცალკეული პოსტის მონაცემების სანახავად, შეგიძლიათ პოსტის ქვეშ მდებარე ღილაკს — „View Insights” დააწვეთ. ამ ღილაკზე დაკლიკების შემდეგ, გამოგიჩნდებათ ფანჯარა, სადაც თქვენს საერთო მოწონებებს, კომენტარებს, შენახვებს, გაზიარებებსა და პროფილის ვიზიტებს ნახავთ.
- ინსტაგრამის გამომწერთა ანალიტიკა
საერთო ანალიტიკის გვერდიდან, შეგიძლიათ გადახვიდეთ „Your Audience“ გვერდზეც და გაეცნოთ თქვენი გამომწერების ზრდის მაჩვენებელს. აქ ასევე შეხვდებით ისეთ მონაცემებს, როგორიცაა აუდიტორიის დემოგრაფია. სექციაში მიღებული ინფორმაცია იმის განსაზღვრაშიც დაგეხმარებათ, თუ როდის სჯობს თქვენი პოსტების გამოქვეყნება.
აუდიტორიასთან დაკავშირებით კიდევ არაერთ რელევანტურ ინფორმაციას მიიღებთ, მათ შორის:
- სქესი;
- ასაკობრივი ჯგუფი;
- ტოპ ხუთი ლოკაცია (ქალაქი ან ქვეყანა);
- ყველაზე აქტიური დროები (დღე და საათი).
- ინსტაგრამის სთორების ანალიტიკა
- გადადით თქვენ მიერ გაზიარებულ კონტენტზე;
- დააჭირეთ სთორების რაოდენობის გვერდით მოთავსებულ ისარს.
ისევე, როგორც პოსტების ანალიტიკის შემთხვევაში, აქაც შეგიძლიათ გაეცნოთ სთორების რიჩს, ნახვებს და სხვა ინფორმაციას. ასევე შეგიძლიათ შეამოწმოთ ისიც, თუ რამდენი ადამიანი გადავიდა თქვენს შემდეგ სთორიზე და რამდენმა გათიშა ის. სთორების შესახებ ანალიტიკის გაცნობას, გასული 30 დღის განმავლობაში შეძლებთ.
- ინსტაგრამ ლაივის ანალიტიკა
2021 წლის მაისში, ინსტაგრამმა საკუთარ მომხმარებელს ახალი ფუნქციონალი — ინსტაგრამის ლაივ ანალიტიკა შესთავაზა. ჩამოსქროლეთ ლაივ სექციამდე და დააკლიკეთ შესაბამის ღილაკზე.
ამ სექციაში შეხვდებით ყველა მონაცემს, რომელიც ლაივ სტრიმებთანაა დაკავშირებული.
- ინსტაგრამის რილსების ანალიტიკა
2021 წლის მაისში, ლაივ ანალიტიკასთან ერთად, ინსტაგრამზე რილსების ანალიტიკაც გამოჩნდა. მის სანახავად, შეგიძლიათ „Accounts Reached”-ის გვერდით მოთავასებულ ისარს დააწვეთ.
აქ გაეცნობით ინფორმაციას რილსების შედეგიანობის შესახებ. ასევე შეძლებთ, რომ ის კონტენტის სხვა ფორმატებსაც შეადაროთ, მაგალითად ფოტოს, ვიდეოსა და კარუსელს. გარდა ამისა, თქვენი რილსები რეიტინგის მიხედვითაც იქნება დალაგებული.
კონკრეტულად რილსებთან დაკავშირებული ანალიტიკის სანახავად, შეგიძლიათ ჩამოსქროლოთ და რილსების კატეგორიაში გადახვიდეთ. აქ თითოეული რილსის შესახებ მოიძიებთ ინფორმაციას (დეტალური მონაცემების სანახავად, გადადით Insights-ში).
როგორ მივიღოთ წვდომა ინსტაგრამის ანალიტიკაზე დესკტოპიდან
თუ გსურთ, რომ ინსტაგრამის ანალიტიკას სწრაფად და მარტივად გაეცნოთ, შეგიძლიათ მობილურ აპლიკაციებსაც მიმართოთ. თუმცა, თუ სოციალური მედია რეპორტის შექმნას ფიქრობთ, მაშინ დესკტოპის ანალიტიკა საქმეს საგრძნობლად გაგიმარტივებთ. ამისათვის, შეგიძლიათ ჩამოთვლილი ხელსაწყოები გამოიყენოთ. დააკავშირეთ თქვენი ინსტაგრამის გვერდი პლატფორმებთან, აირჩიეთ სასურველი დროის მონაკვეთი და გააანალიზეთ თქვენი კონტენტის შედეგიანობა.
ასევე დაგაინტერესებთ:
ინსტაგრამის ხელსაწყოები 2022 წლისთვის
მნიშვნელოვანი სტატისტიკები ინსტაგრამისთვის
21 იდეა სოციალური მედია პოსტებისთვის