ფეისბუქის წარმატებული სარეკლამო კამპანიის მაგალითები

შესაძლოა, ხშირად მოგისმენიათ თქვენი მეგობრებისგან, რომ მათ ფეისბუქის გამოყენება შეწყვიტეს, ან სულაც გააუქმეს ის. შესაძლოა, ამის შემდეგ კითხვაც გაგიჩნდეთ, რელევანტურია თუ არა კვლავ ფეისბუქის რეკლამების გამოყენება. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ხშირად გესმით ეს ფრაზა, ფეისბუქი 2022 წელს, კვლავ ყველაზე გამოყენებად სოციალურ მედია პლატფორმად რჩება და რეალურად, მისი რეკლამებიც ინტერნეტ მომხმარებლების 42.8%-ს აღწევენ.
გამოყენების სტატისტიკის გარდა, ფეისბუქი კვლავ აგრძელებს მარკეტერებისთვის საკმაოდ დახვეწილი ფუნქციებისა და პარამეტრების შეთავაზებას Ads Manager-ის საშუალებით. იქნება ეს პერსონალიზებული აუდიტორიების შექმნა, A/B ტესტირება, თუ ალგორითმული თარგეთირება, მარკეტერები სრულ კონტროლს ფლობენ ფეისბუქის სარეკლამო კამპანიების უმცირეს დეტალებზეც კი.
თუ თქვენ უკვე გამოცდილი ხართ ფეისბუქ რეკლამირებაში და იცნობთ მის კატეგორიებს, მაშინ ეს სტატია დამატებით, სამომავლო კამპანიების შექმნასა და შთაგონების მიღებაში დაგეხმარებათ.
ფეისბუქის სარეკლამო მაგალითები — ფოტო
1. Ad World კონფერენცია
რისი სწავლა შეიძლება ამ რეკლამიდან?
- Ad World გარდაქმნის მუსიკალური ფესტივალის შაბლონს და სპიკერებს line-up-ის ფორმატში წარმოაჩენს.
- რეკლამა განსხვავებულ ფონტებსა და სტილს იყენებს კონფერენციის სპიკერების გამოსარჩევად. ეს კი ინდივიდუალურ სახელებს უფრო გამოკვეთილს ხდის.
- რეკლამის ტექსტი აჩენს მოლოდინს, სასწრაფოდ დარეგისტრირების შეგრძნებას და მომხმარებელს აფიქრებინებს, რომ ამ ღონისძიების გამოტოვება დაუშვებელია.
2. Amstel Bier
რისი სწავლა შეიძლება ამ რეკლამიდან?
- ამ რეკლამას ბუნებრივი ვიზუალი აქვს — ის გამოიყურება, როგორც ფეისბუქის ერთი ჩვეულებრივი პოსტი მეგობრებთან ერთად (ასეთი ეფექტის მისაღებად, შეგიძლიათ მომხმარებლის მიერ წარმოებული კონტენტი გამოიყენოთ).
- რეკლამა მარტივია. დიზაინში არ არის ტექსტი — ის ფაქტი, რომ ადამიანები კარგ დროს ატარებენ, უკვე თავადვე ყიდის პროდუქტს.
- რეკლამის ტექსტიც ისევე ბუნებრივად არის დაწერილი, როგორიც თავად სურათია.
3. Tropicfeel
რისი სწავლა შეიძლება ამ რეკლამიდან?
- ეს რეკლამა დაჩქარების შეგრძნებას გადმოსცემს — "last chance" მომხმარებელს ეუბნება, რომ შეთავაზების მისაღებად მეტი შანსი აღარ ექნება.
- ქმედებისკენ მოწოდება — სოციალურ მტკიცებულებასაც შეიცავს (+2,000 ხუთვარსკვლავიანი შეფასება), რაც ნდობას ამაღლებს მომხმარებლისთვის.
- რეკლამის ტექსტი ბრენდის შეთავაზებაზეა ორიენტირებული.
4. Toptal
რისი სწავლა შეიძლება ამ რეკლამიდან?
- სარეკლამო ტექსტი მარტივ მარკეტინგულ შაბლონს შეიცავს: „ჩვენ ვაგვარებთ პრობლემა X-ს, რათა თქვენ შეძლოთ Y მიზნის შესრულება.
- ქმედებისკენ მოწოდება კონკრეტული და თანმიმდევრულია მთელს დიზაინსა და ტექსტში.
- რეკლამა ეფექტურად აერთიანებს ტექსტსა და სურათის დიზაინს — „ჩვენ იმაზე მეტ პროექტს ვასრულებთ, ვიდრე ამ სურათში ეტევა".
ფეისბუქის კარუსელის რეკლამის მაგალითები
5. WATT
რისი სწავლა შეიძლება ამ რეკლამიდან?
- საერთო სურათის რამდენიმე ნაწილად დაყოფა მომხმარებელს ანდომებს, რომ კარუსელი გადასქროლოს და დაათვალიეროს. ასეთი დიზაინი შესაძლოა, ნებისმიერი პროდუქტისთვის იყოს ეფექტური.
- კომპანია მინიმალურად იყენებს ტექსტს და თითოეულ სლაიდზე მხოლოდ ერთ ძირითად მახასიათებელს ან ბენეფიტს გამოყოფს.
- აღწერა მოკლე და თბილია — ის აუდიტორიის საჭიროებებზეა მორგებული.
6. Best Kept Secret Festival
რისი სწავლა შეიძლება ამ რეკლამიდან?
- ქმედებისკენ მოწოდება აუდიტორიას კარუსელის დათვალიერებისა და აღმოჩენისკენ უბიძგებს.
- კარუსელის გამოყენება რამდენიმედღიანი ივენთისთვის და თითოეული მათგანისთვის ცალკეული სლაიდის გაკეთება, შესანიშნავი გზაა გადატვირთულობის თავიდან ასაცილებლად.
- მარტივი დიზაინი ფერებით, ტექსტითა და ლოგოთი — არანაირი პომპეზურობა!
7. Moco Museum
რისი სწავლა შეიძლება ამ რეკლამიდან?
- თითოეული სლაიდი განსხვავებულ პროდუქტს/მომსახურებას ყიდის.
- სხვა მაგალითებისგან განსხვავებით, ეს რეკლამა სრულიად კონტრასტულ სურათებს იყენებს თითოეული სლაიდისთვის, რაც მას ფიდისგან და სხვა რეკლამებისგანაც გამოარჩევს.
- ნაცვლად იმისა, რომ სხვადასხვა ხელოვნების ნიმუში წარმოადგინოს, ბრენდი რეკლამაში მუზემში მყოფ ადამიანებს აჩენს, რაც მომხმარებელს მათ ადგილას წარმოადგენინებს თავს. ეს ტექნიკა შეგიძლიათ ფიზიკურ პროდუქტებსაც მოარგოთ.
ფეისბუქის ვიდეო რეკლამის მაგალითები
8. Superside
რას ვისწავლით რეკლამიდან?
- რეკლამის დიზაინში მფრინავი ძაღლის შემოტანა 3D გამოსახულების იმიტაციას ქმნის — ეს კი ნამდვილად კრეატიული გზა აუდიტორიის ყურადღების მისაქცევად.
- კრეატიული დიზაინი ეფექტურად ესადაგება რეკლამის ტექსტსაც.
9. MR MARVIS
რას ვისწავლით რეკლამიდან?
- სრული ვიდეოს განმავლობაში მკაფიოდ არის გამოკვეთილი მარვის-ის ბრენდინგი, თუმცა ეს იმდენად რბილად არის შესრულებული, რომ რეკლამას ხელს არ უშლის.
- ვიდეო პროდუქტებს ახლო კადრებიდან გვიჩვენებს და აქცენტს მათ მახასიათებლებზე აკეთებს.
- ნაცვლად იმისა, რომ ვიზუალურად მიმზიდველი, მაგრამ ნაკლებად ინფორმაციული კადრები გვიჩვენოს, ვიდეო პროდუქტის პრაქტიკულობას უსვამს ხაზს.
- შეიძინეთ ახლავე — მოწოდების ღილაკი კონკრეტული პროდუქციის კოლექციასთან არის დაკავშირებული, რაც ყიდვის პროცესს საგრძნობლად ამარტივებს და ზრდის იმის ალბათობას, რომ მომხმარებელი პროდუქტს ვიდეოს ნახვისთანავე შეიძენს.
10. Renault
რას ვისწავლით რეკლამიდან?
- ზოგჯერ სიმარტივე საუკეთესო გამოსავალია. ეს რეკლამა იყენებს ორ სურათს და მარტივ გადასვლას, ყოველგვარი საუცხოო ანიმაციებითა და მაღალხარისხიანი გადაღებით.
- რჩევა: გამოიყენეთ swipe ეფექტი, რათა მომხმარებელს before-after შედეგები აჩვენოთ. რეკლამის ტექსტი შეიძლება შეიცავდეს ისეთ დეტალს, რომელიც ვიდეოს მეორე ნაწილში იმალება.
11. Coca-Cola
რას ვისწავლით რეკლამიდან?
- ფერების შეხამება რეკლამაში საკმაოდ მიმზიდველია, რასაც "ახალზე" მიმანიშნებელი სტიკერი ამშვენებს.
- „ახალი“-ს სტიკერი ხსნის რეკლამის მიზანს — მისი მიზანი არა ბრენდის ცნობადობის გაზრდა, არამედ ახალი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა.
ფეისბუქის სთორის სარეკლამო მაგალითები
12. Datadog
რას ვისწავლით რეკლამიდან?
- რეკლამის დიზაინი ზუსტად არის მორგებული სთორის ზომებს (9x16).
- ლიდების გენერაციისთვის განკუთვნილი ვიზუალი, რომელიც ელექტრონულ წიგნს თავად წარმოაჩენს და მხოლოდ სათაურს არ აჩვენებს, შეთავაზებას უფრო ღირებულს ხდის.
- რეკლამა იყენებს ზუსტ და რელევანტურ მოწოდებას — „ჩამოტვირთე“.
13. Faire
რას ვისწავლით ამ რეკლამიდან?
- ეს რეკლამა ეფექტურად იყენებს იმ პრინციპს, რომლითაც ადამიანები სთორის ათვალიერებენ (შემდეგზე გადასვლით). სხვადასხვა სთორიზე გადასვლისას, ინფორმაცია ტრანსპორტირების შესახებ ქვეყნების მიხედვით იცვლება.
- რეკლამის დიზაინი მარტივია — არანაირი ვიდეო, ანიმაცია ან გრაფიკა — უბრალოდ ტექსტი და ლოგო.
- თქვენ მარტივად შეძლებთ ამ დიზაინის საკუთარი ბრენდისთვის მორგებას, მხოლოდ ფონტებისა და ლოგოს ცვლილებით.
14. Lumen
რისი სწავლა შეიძლება ამ რეკლამიდან?
- სრულ ეკრანზე გაშლილი ვიდეო რეკლამა იყენებს სთორების 9x16 ფორმატს პროდუქტების ბენეფიტების ასახსნელად.
- სადა, დაბლარული ფონი პროდუქტს უფრო მეტად წარმოაჩენს.
- ბრენდინგი და მთავარი მესიჯი პირველ წამებშივეა წარმოჩენილი, შესაბამისად, მომხმარებელი მას აუცილებლად ნახულობს და სთორის გამოტოვებასაც კი ვერ ასწრებს.
ფეისბუქის ლიდების რეკლამის მაგალითები
15. Gtmhub
რისი სწავლა შეიძლება ამ რეკლამიდან?
- რეკლამის ტექსტი იწყება კითხვით, რომელიც აუდიტორიის საერთო პრობლემასთანაა დაკავშირებული (ორგანიზებული და გუნდური მუშაობა).
- X და V სიმბოლოები მომენტალურად ასახავენ იმედგაცრუებასა და სარგებელს.
- ტექსტი თითო წინადადებებად არის დაყოფილი, რაც პოსტს ადვილად აღსაქმელს ხდის.
- ლიდების ფორმა საკონტაქტო ინფორმაციამდე აუდიტორიას საკვალიფიკაციო ინფორმაციას სთხოვს, რაც აუმჯობესებს ლიდების ხარისხსაც და ზრდის კითხვარის შევსების რიცხვსაც, რადგან ის თავიდანვე პერსონალური შეკითხვით არ იწყებს კომუნიკაციას.
16. Sendinblue
რისი სწავლა შეიძლება ამ რეკლამიდან?
- უფასო ელექტრონული წიგნის შესახებ შეთავაზება აშკარა და გამოკვეთილია — რაც ფერთა კონტრასტით არის მიღწეული.
- სარეკლამო ტექსტი მოკლე და ლაკონურია.
- დიზაინში გამოყენებული ყველა ტექსტი მიზნობრივია: ლოგო, „სატყუარა“ (გაზარდე შენი იმეილ მარკეტინგის შედეგიანობა) და შეთავაზება (უფასო წიგნი).
რა აქცევს ფეისბუქ რეკლამას დიდებულად?
ზემოთ განხილული მაგალითების მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოკვეთილი ქოფირაითინგის ტაქტიკები და დიზაინის ელემენტები უდაოდ გამოარჩევს ფეისბუქის რეკლამას. ჩვენ ისინი შევაჯამეთ და საუკეთესო პრაქტიკების სახით გაგიზიარებთ:
მიმზიდველი ვიზუალები
ყველასათვის ცნობილია, რომ სოციალური მედიის მომხმარებლის ყურადღება უსწრაფესად გადადის ერთი საკითხიდან მეორეზე. შესაბამისად, კრეატიულმა მასალებმა მათი ყურადღება მომენტალურად უნდა მიიქციონ და სქროლვა შეაწყვეტინონ.
როგორ შეგიძლიათ გაზარდოთ საკუთარი სარეკლამო დიზაინების ხარისხი:
- მინიმუმამდე დაიყვანეთ ტექსტის მოცულობა სურათზე. მიუხედავად იმისა, რომ ლიმიტი არ არსებობს, ფეისბუქიც გვირჩევს, რომ ტექსტი სურათის 20%-ზე მეტს არ ფარავდეს;
- დაამატეთ დინამიური კადრები (ძირითადად, ეს ვიდეოთია შესაძლებელი);
- ეცადეთ, ვიდეო მოკლე და კონკრეტული იყოს (15 წამი ან ნაკლები);
- ორიენტირდით ამბის გადმოცემაზე.
მობილურზე მორგებული დიზაინი
ფეისბუქის მომხმარებელთა 98.5% პლატფორმას მობილურის საშუალებით იყენებს. შესაბამისად, თქვენი დიზაინები ყოველთვის უნდა იყოს მორგებული მობილურ ფორმატზე. გამოიყენეთ ვერტიკალური ვიდეობი ან სურათები; ვიდეოს შემთხვევაში ეცადეთ, მათი ყურადღება პირველ 3 წამში მიიქციოთ; გამოიყენეთ ტიტრები ვიდეოსთვის და აუცილებლად წარმოაჩინეთ ბრენდი ან პროდუქტი ვიდეოს დასაწყისში.
ლაკონური და ეფექტური ტექსტი
ძალიან ბევრ პოსტში სარეკლამო ტექსტი არ ჯდება თვალსაჩინო სივრცის ფარგლებში და მომხმარებელს უწევს, რომ ტექსტი ჩამოშალოს და მას სრულად გაეცნოს. სწორედ ამიტომ, საჭიროა, ყურადღებას პირველი წინადადება იქცევდეს და მომხმარებელს პოსტზე აყოვნებდეს.
ამისათვის შექმენით მოკლე, ლაკონური, მიზნობრივი ტექსტი და გაითვალისწინეთ, რომ ეს ტექსტი მობილურისთვის კიდევ უფრო მოკლე უნდა იყოს.
მკაფიო მოწოდება ქმედებისკენ
სარეკლამო მოწოდება ქმედებისკენ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ის აკონკრეტებს, თუ რა უნდა მოიმოქმედოს მნახველმა/მომხმარებელმა თქვენი რეკლამის ნახვის შემდეგ:
- დარწმუნდით, რომ მოწოდება ქმედებისკენ, შეესაბამება იმ შედეგს, რომლის მიხედვითაც რეკლამის ეფექტურობას ამოწმებთ (გაყიდვების გაზრდა გსურთ, მეილების შეგროვება, თუ რეგისტრაციები?);
- რაც უფრო კონკრეტულია მოწოდება, მით უფრო ეფექტურია ის;
- მიმართეთ A/B ტესტირებას და მოსინჯეთ სხვადასხვა ვარიანტები თქვენი აუდიტორიებისთვის.
აუდიტორიის შესწავლა და თარგეთირება
რაც უფრო რელევანტურია თქვენი მესიჯი ადამიანისთვის, მით უფრო მეტია ალბათობა იმისა, რომ მის ყურადღებას მიიქცევთ. საჭიროა, თქვენი რეკლამის მესიჯები მიმართული იყოს კონკრეტული ტიპის აუდიტორიისა და ინტერესების მიმართ. გარდა ამისა, შეგიძლიათ, გამოიყენოთ სხვადასხვა ვიზუალები და რეკლამები თითოეული აუდიტორიის კატეგორიისათვის.
ასევე დაგაინტერესებთ:
სოციალური მედია მარკეტინგი რითეილ ბრენდებისთვის
21 იდეა სოციალური მედია პოსტებისთვის
ფეისბუქის ტოპ ტრენდები 2022 წლისთვის