როდის დავპოსტოთ TikTok-ზე

მაისი 23, 2022

როდის დავპოსტოთ TikTok-ზე

გიფიქრიათ იმაზე, თუ როდის არის საუკეთესო დრო ტიკტოკზე დასაპოსტად? აჩენს თუ არა კონკრეტულ დროს ან დღეს დაპოსტვა ჩვენს ვიდეოებს უფრო მეტი მომხმარებლის კედელზე? დაგვეხმარება იდეალური განრიგის შენარჩუნება ჩართულობის გაზრდაში?

გიფიქრიათ იმაზე, თუ როდის არის საუკეთესო დრო ტიკტოკზე დასაპოსტად? აჩენს თუ არა კონკრეტულ დროს ან დღეს დაპოსტვა ჩვენს ვიდეოებს უფრო მეტი მომხმარებლის For You სექციაში? დაგვეხმარება იდეალური განრიგის შენარჩუნება ჩართულობის გაზრდაში?

სტატიაში სწორედ იმ საკითხებს განვიხილავთ, რომლებიც ზემო აღნიშნულ კითხვებს პასუხებს დაწვრილებით გასცემენ. 

 

არსებობს თუ არა საუკეთესო დრო TikTok-ზე დასაპოსტად?

დიახ და არა. ტიკტოკი იდალურად ართმევს თავს და ანაწილებს სხვადასხვა მომხმარებლის კონტენტს აპლიკაციაში ისე, რომ ჩვენი გამოცდილება რაც შეიძლება მრავალფეროვანი იყოს. თუმცა, იმავდროულად ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ For You სექციაში მოხვედრილი ვიდეოები მხოლოდ სამი ან ოთხი დღის წინანდელია.

რა თქმა უნდა, ტიკტოკზე დაპოსტვას უნდა ეცადოთ მაშინ, როდესაც თქვენი აუდიტორია ყველაზე აქტიურია და დიდია იმის ალბათობაც, რომ ისინი ამ დროს პლატფორმაზე იმყოფებიან და სქროლავენ. ამიტომ, საუკეთესო დროის დასადგენად, თქვენი აუდიტორიის შესწავლა და ანალიზი დაგჭირდებათ.

აღსანიშნავია, რომ ფართო აუდიტორიაზე გასვლისას, მხოლოდ ის არ არის მნიშვნელოვანი, თუ როდის დაპოსტავთ, არამედ რა სიხშირით დაპოსტავთ. ტიკტოკის რეკომენდაციით, დღეში 1-4 ვიდეოს შექმნაა საჭირო. იმისათვის, რომ ტიკტოკის ალგორითმისა და თქვენი კალენდარისთვის იდეალური დროები შეარჩიოთ, საჭიროა ვიდეოების შედეგიანობასა და ანალიტიკურ მონაცემებზე დაკვირვება.

 

რჩევები საუკეთესო დროის საპოვნელად

გააანალიზეთ საუკეთესო შედეგიანობის მქონე ვიდეოები

როგორც სხვა სოციალური ქსელების შემთხვევაში, ასევე ტიკტოკზე მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად მნიშვნელოვანია არსებული შედეგების გააანალიზება და იმის გაგება, თუ რა მუშაობს აუდიტორიისთვის ყველაზე კარგად.

თქვენი TikTok ანალიტიკა კი ამ ინფორმაციის საუკეთესო წყაროა. აქ თქვენთვის ოპტიმალურ დროებსაც იპოვით. გააანალიზეთ არსებული ვიდეოების შედეგები, მათი ნახვები, ჩართულობა და დაპოსტვის დროები. თუ თქვენ რაიმე კანონზომიერებას აღმოაჩენთ, ბინგო! — განაგრძეთ ამის კეთება.

ვიდეო ნახვების სექცია ტიკტოკის ანალიტიკაში, შესანიშნავი ადგილია თქვენი ანალიზის დასაწყებად. აქ დეტალურად გაეცნობით, თუ რომელ დღეებში იღებდა თქვენი კონტენტი ყველაზე მეტ ნახვას.

შენიშვნა: აუდიტორიისა და შედეგიანობის დეტალური ანალიზისთვის, TikTok Pro ანგარიშზე გადართვა დაგჭირდებათ. უფრო მეტი ინფორმაციისა და დახვეწილი ანალიტიკისთვის უმჯობესია, თუ მას პერსონალური კომპიუტერიდან ან ლეპტოპიდან შეამოწმებთ.

შეისწავლეთ კონკურენტებიც

სხვების წარმატებისა და მიღწევებისგან, საკმაოდ ბევრი რამის სწავლა შეიძლება. მოიძიეთ ის გვერდები, რომლებიც თქვენი აუდიტორიის მსგავს ადამიანებს უკავშირდებიან და გააანალიზეთ მათი პოსტების განრიგი. მოინიშნეთ პოპულარული ვიდეოები და დააკვირდით კანონზომიერებებს. თუ შეამჩნევთ, რომ კონკრეტულ დღეებსა თუ საათებში დაპოსტილი ვიდეოები უფრო დიდი წარმატებით სარგებლობენ, მაშინ თქვენც ამ დროებში სცადეთ კონტენტის გამოქვეყნება.

ტიკტოკი საგრძნობლად ამარტივებს კონკურენტული ანალიზის პროცესს. უბრალოდ გადადით თქვენთვის საინტერესო ანგარიშის პროფილზე და გახსენით ნებისმიერი ვიდეო. თქვენ მარტივად შეძლებთ ნახოთ, თუ როდის დაიპოსტა კონტენტი და რამდენი მოწონება, კომენტარი ან გაზიარება აქვს მას.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ როდის არის თქვენი აუდიტორია აქტიური

რასაკვირველია, თქვენი აუდიტორია მოიცავს იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენს კონტენტში ყველაზე მეტად ჩაერთვებიან და იაქტიურებენ. იმის გათვალისწინებით კი, რომ For You სექცია ძირითადად ახალი ვიდეოებით იტვირთება, აუცილებლად უნდა ეცადოთ, რომ კონტენტ კალენდარი თქვენი აუდიტორიის აქტივობას მოარგოთ.

იმისათვის, რომ ნახოთ, თუ როდის არის თქვენი აუდიტორია ყველაზე აქტიური აპლიკაციაში, შეამოწმეთ ბიზნესის ან კრეატორის ანგარიშის ანალიტიკა. პროფილის გვერდიდან გადადით მენიუს გრაფაზე და აირჩიეთ Creator Tools, შემდეგ კი Analytics.

 

შეიტანეთ ცვლილებები საჭიროების შემთხვევაში

სოციალური მედია სტრატეგია უცვლელად არასდროს უნდა დარჩეს. განსაკუთრებით ტიკტოკი, რადგან ის ახალი სოციალური ქსელია და მუდმივად ვითარდება. პლატფორმაზე ყოველდღიურად ახალი მომხმარებლები ჩნდებიან და თავად კომპანიაც ახალ ფუნქციონალებს სთავაზობს საკუთარ მომხმარებლებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დროთა განმავლობაში თქვენი სტრატეგიაც უნდა შეიცვალოს.

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

TikTok Pulse — სიახლე რეკლამის შემქმნელებისთვის

Meta-ს მონეტიზაციის ახალი საშუალებები Reels-ებისთვის

TikTok მარკეტინგული რჩევები