Meta-ს მონეტიზაციის ახალი საშუალებები Reels-ებისთვის

მაისი 17, 2022

Meta-ს მონეტიზაციის ახალი საშუალებები Reels-ებისთვის

ინსტაგრამისა და ფეისბუქის კრეატორებს, ახლა უკვე მონეტიზაციის ახალი საშუალებებით სარგებლობა შეუძლიათ. კრეატორების მოსაზიდად გამუდმებული კონკურენციის გათვალისწინებით, სოციალური მედია პლატფორმები ცდილობენ, რომ მათ მონეტიზაციის რაც შეიძლება მეტი საშუალება შესთავაზონ.

ინსტაგრამისა და ფეისბუქის კრეატორებს, ახლა უკვე მონეტიზაციის ახალი საშუალებებით სარგებლობა შეუძლიათ. კრეატორების მოსაზიდად გამუდმებული კონკურენციის გათვალისწინებით, სოციალური მედია პლატფორმები ცდილობენ, რომ მათ მონეტიზაციის რაც შეიძლება მეტი საშუალება შესთავაზონ.

გასულ კვირას, ტიკტოკმა განაცხადა, რომ ისინი კრეატორების ჩართვას სარეკლამო შემოსავლების პროგრამაში აპირებენ. ახლა კი Meta-ს წარმომადგენლები, Reels Play ბონუს პროგრამის განახლებას და ახალი „ჩელენჯების“ პროგრამის დანერგვას იწყებენ.

„ჩვენ გვჯერა, რომ ის კრეატორები, რომლებიც აქტიურად შრომობენ ორიგინალური და საინტერესო კონტენტის შექმნისთვის, ჩართულები უნდა იყვნენ მონეტიზაციის განვითარების პროცესშიც“ — წერს მეტა მის ახალ ბლოგში.

„ამ პროცესის ფარგლებში, ჩვენ ჩავუშვით სარეიტინგო ცვლილებები, რომლებიც უნიკალური კონტენტის გავრცელებას, მის მთავარ პრიორიტეტად ისახავს. ასეთი კონტენტი რეკომენდაციების სახით წარმოდგენილი იქნება რილსების სექციაში, ასევე ინსტაგრამის კედელზე და ფეისბუქის Watch სექციაში. პროგრამის ფარგლებში, ჩვენ ასევე ვანახლებთ სტიმულირების/წახალისების პროგრამას, რომელიც კრეატორებს ახალ გამომწერებთან დაკავშირებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის საშუალებას აძლევს“.

რილსების Play ბონუს პროგრამის ფარგლებში, მეტა გადახდების დაანგარიშების მეთოდს ცვლის. ამ ყველაფრის მიზანი, განსხვავებული მოცულობის აუდიტორიების მქონე კრეატორების სათანადო დაჯილდოებაა. სიახლის დაანონსებისას, მეტას არ გაუკეთებია განცხადება იმის შესახებ, თუ როგორი იქნებოდა ეს კონკრეტული ცვლილებები. აღსანიშნავია, რომ რილსმა საკუთარი ვიდეოების ხანგრძლივობა 60-დან, 90 წამამდე გაზარდა, რაც შემოსავლების გენერირების დამატებით შესაძლებლობებთან შეიძლება ასოცირდებოდეს.

რაც შეეხება „ჩელენჯებს“, ეს მეტას ახალი წამახალისებელი საშუალება იქნება, რომელიც კრეატორებს Reels Play ბონუს პროგრამაში დამატებითი შემოსავლების მიღებაში დაეხმარება.

  • კრეატორებს შეეძლებათ, ჩაერთონ განგრძობით ჩელენჯებში, რომლებიც სერიებად იქნება დაყოფილი და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ჩელენჯს შესაძლოა შემდეგნაირი სახე ჰქონდეს: მიიღე $20, როდესაც შენი 5 რილსი, 100 ნახვას დააგროვებს.
  • ჩელენჯის დასრულების შემდეგ, კრეატორს ახალი გამოწვევის მიღება შეეძლება. თუ მაგალითად, მათ პირველი ჩელენჯი წარმატებით დაასრულეს, შემდეგი ეტაპისთვის ახალ დავალებას მიიღებენ: მიიღე $100, როდესაც შენი 20 რილსიდან, თითოეული 500 ნახვას დააგროვებს.
  • თითოეული ჩელენჯის პროგრესი მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ხელახლა აითვლება.

რილსების შედეგიანობის შესაფასებლად, მეტა საკუთარ კრეატორებს დამატებით ანალიტიკურ ხელსაწყოებს სთავაზობს. კრეატორებს შეეძლებათ ნახონ, რამდენჯერ ჩაირთო მათი რილსი კონკრეტული პერიოდის განმავლობაში.

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

Meta-ს შესაძლო ახალი ვალუტა — Zuck Bucks

21 იდეა სოციალური მედია პოსტებისთვის

TikTok მარკეტინგული რჩევები