TikTok Pulse — სიახლე რეკლამის შემქმნელებისთვის

მაისი 17, 2022

TikTok Pulse — სიახლე რეკლამის შემქმნელებისთვის

TikTok საკუთარ პლატფორმაზე დამატებით რეკლამის შემქმნელების მოზიდვას ცდილობს და ამისათვის — TikTok Pulse-ს ქმნის.

TikTok-ი საკუთარ პლატფორმაზე დამატებით რეკლამის შემქმნელების მოზიდვას ცდილობს და ამისათვის — TikTok Pulse-ს ქმნის. „ტიკტოკ პულს“-ის იდეაა, დაეხმაროს ბრენდებს TikTok-ის კულტურისა და ტრენდების აყოლაში.

პლატფორმის დახმარებით, რეკლამის შემქმნელები საკუთარი ხილვადობის გაზრდას შეძლებენ — ისინი TikTok-ს გარკვეულ თანხას გადაუხდიან, რათა მათი ვიდეოები ტოპ კონტენტის შემდეგ გამოჩნდეს, კონკრეტულად კი TikTok-ის ვიდეოების ტოპ 4%-ში.

TikTok-ი რეკლამის შემქმნელებს 12 სხვადასხვა კატეგორიას შესთავაზებს, რაც სწორ აუდიტორიებთან დაკავშირებას უზრუნველჰყოფს. ეს კატეგორიები მოიცავს: სილამაზის, მოდის, კვებისა და სათამაშო ინდუსტრიებსაც.

როგორც TikTok-ში აღნიშნავენ, ბრენდირებული კონტენტი გარკვეული საზომების გათვალისწინებით, ტრენდულ კონტენტს დაემთხვევა. ამისათვის კომპანია სპეციალურ ფილტრებს გამოიყენებს. გარდა ამისა, დამატებით ანალიტიკური ხელსაწყოები, როგორიცაა ხილვადობის ვერიფიკაცია, რეკლამის განმთავსებლებს უკეთესი ანალიზისა და კამპანიის შეფასების საშუალებას მისცემს.

TikTok-მა ასევე განაცხადა, რომ კრეატორებისთვის, ცნობილი ადამიანებისა და მედიებისთვის, ისინი სარეკლამო შემოსავლების წილის პროგრამის ჩაშვებასაც განიხილავენ. კრეატორები და გამომცემლები, რომლებსაც სულ მცირე 100,000 გამომწერი ეყოლებათ, შეძლებენ ამ პროგრამის საწყისს, საცდელ ეტაპზეც გაწევრიანდნენ.

„ჩვენ ორიენტირებული ვართ მონეტიზაციის შესაძლებლობების გაზრდაზე თითოეული ბაზრისათვის და გვსურს, რომ კრეატორები თავს დაფასებულად და ღირებულად გრძნობდნენ“ — ვკითხულობთ TikTok-ის ბლოგში.

„დასაწყისიდანვე, ჩვენ აქტიურად ვზრუნავდით აუდიტორიისთვის ახალი ფუნქციონალების შეთავაზებასა და მათი გამოცდილების გამდიდრებაზე, ამ მოგზაურობას კი TikTok Pulse-ის საშუალებით, კვლავ ვაგრძელებთ“.

TikTok-ი, ისევე როგორც სხვა სოციალური მედია პლატფორმები, აქტიურად დებენ ინვესტიციებს კრეატორებში, რათა როგორც აუდიტორიის, ისე რეკლამის შემქმნელების კმაყოფილების კოეფიციენტი შეინარჩუნონ. 2021 წლის დეკემბერში, TikTok-მა კრეატორებისთვის — Creator Next-ი შექმნა, რაც მათთვის მონეტიზაციის დამატებით საშუალებებს ქმნიდა. TikTok Pulse-ი კი ამ მიმართულებით კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ინიციატივაა.

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

TikTok მარკეტინგული რჩევები

TikTok-ის განახლებული ალგორითმი და "For You"

რა შესაძლებლობებს გვთავაზობს TikTok-ისა და Contra-ს პარტნიორობა