სოციალური მედია მარკეტინგი რითეილ ბრენდებისთვის

მაისი 10, 2022

სოციალური მედია მარკეტინგი რითეილ ბრენდებისთვის

საცალოდ მოვაჭრე ბრენდებისთვის სოციალური კომერცია სრულიად ახალ შესაძლებლობებს აჩენს პროდუქტის შესაძენად. თუმცა, ეს სოციალური მედიის ერთადერთი გავლენა და უპირატესობა არ არის. სოციალური მედია მარკეტინგით სარგებლობა ბრენდებს, გაყიდვების ძაბრის თითოეულ ეტაპზე შეუძლიათ.

პირველ რიგში, დავიწყოთ იმის გააზრებით, თუ რატომ არის სოციალური მედია მარკეტინგი მნიშვნელოვანი საცალო ვაჭრობის ბრენდებისთვის.

მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 74.8%, რომელიც 12 წელს არის გადაცილებული, იყენებს სოციალურ მედიას. ეს კი 4.6 მილიარდ ადამიანს უტოლდება. აღსანიშნავია ზრდის ტემპიც, რადგან ათწლეულის წინათ, ეს რიცხვი მხოლოდ 1.5 მილიარდს შეადგენდა.

ეს ადამიანები სწორედ სოციალურ ქსელებში უკავშირდებიან ბრენდებს. სოციალური მედიის მომხმარებელთა მეოთხედს გამოწერილი აქვს იმ ბრენდისა თუ კომპანიის გვერდი, რომლის პროდუქტიც ერთხელ უკვე შეუძენია. გარდა ამისა, 21.5%-ს გამოწერილი აქვს იმ ბრენდის გვერდი, რომლის პროდუქტის შეძენაზეც ფიქრობს.

სოციალური კომერცია საცალოდ მოვაჭრე ბრენდებისთვის, სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის პროდუქტის შესაძენად. თუმცა, ეს სოციალური მედიის ერთადერთი გავლენა და უპირატესობა არ არის. ბრენდებს სოციალური მედია მარკეტინგით სარგებლობა, გაყიდვების ძაბრის თითოეულ ეტაპზე შეუძლიათ.

 

როგორ გამოვიყენოთ სოციალური მედია მარკეტინგი გაყიდვების გასაზრდელად

  1. აქციეთ სოციალური მედია გაყიდვების ძაბრის ნაწილად

სოციალური მედია არის ადგილი, სადაც მომხმარებლები სხვადასხვა ბრენდებს, მათი პროდუქციის შეძენამდე იკვლევენ. მათი მომხმარებელთა მეოთხედი, სოციალურ პლატფორმებს შთაგონების მისაღებადაც იყენებს — იმის შესახებ, თუ რა შეიძლება შეიძინონ. დამატებით 26.3% კი სოციალურ მედიას პროდუქტების მოსაძებნად ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ სივრცედ მიიჩნევს.

კიდევ უფრო დიდი ნაწილი კი პლატფორმებს ბრენდების გამოსაკვლევად მიმართავს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალბატონები, რომლებიც 16-24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ექცევიან.

 

  1. გამოიყენეთ სოციალური მედია მომხმარებელთა მომსახურებისთვის

სოციალურ მედიაში მომხმარებელთა მომსახურება ბრენდებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან ის ორგანიზაციის ღირებულებას საგრძნობლად ზრდის.

სოციალურ ქსელებში გაგზავნილმა მესიჯებმა, მარტივად ჩაანაცვლა ბიზნესთან განხორციელებული სატელეფონო ზარები. მომხმარებელთა 64% სწორედ შეტყობინების გაგზავნას ამჯობინებს. გარდა ამისა, ეს შესაძლებლობა ბრენდის მიმართ როგორც სიმპათიას, ასევე ნდობასაც ზრდის.

პროგნოზის თანახმად, 2023 წლისთვის მომხმარებელთა მომსახურების პრობლემების 60% ციფრული არხების საშუალებით გადაიჭრება. ასევე აღსანიშნავია, რომ ონლაინ შესყიდვაზე მომხმარებელთა უხარისხო მომსახურება უდიდეს გავლენას ახდენს. ამას კი, განსაკუთრებით მცირე ბიზნესები, შესაძლებლობად უნდა იყენებდნენ. შესანიშნავი სერვისი შეძენის ბარიერებსაც ამცირებს, ამიტომ, ეცადეთ ამ უმნიშვნელოვანეს ნიუანსს საკმარისი დრო და ბიუჯეტი დაუთმოთ. შექმენით ჩატბოტები, ხელოვნური ინტელექტი და გამოიყენეთ ხელსაწყოები, რომლებიც სერვისის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

 

  1. ითანამშრომლეთ კრეატორებთან

ერთი-ერთი იდეალური გზა ონლაინ აუდიტორიასთან დასაკავშირებლად, იმ რელევანტური და შესაფერისი ჯგუფების, სოციუმების პოვნაა, რომლებიც თქვენს ბრენდთანაც არიან დაკავშირებულნი. ამ ჯგუფებში შესაღწევად კი კრეატორების გამოყენება, ყველაზე ეფექტური მეთოდია.

კრეატორებს ამ აუდიტორიებთან მყარი კავშირი აქვთ და მათი ნდობითაც სარგებლობენ. შესაბამისად, მათ შეუძლიათ თქვენი ბრენდის ცნობადობა გაზარდონ და მეტ ადამიანთან დაგაკავშიროთ. მომხმარებელთა 84% აღნიშნავს, რომ ისინი პროდუქტს უფრო მეტად შეიძინენ ან ურჩევენ მეგობრებს მაშინ, როცა ის რელევანტური ინფლუენსერის მიერ იქნება რეკომენდებული.

Meta-ს კვლევებიც აჩვენებს, რომ ინფლუენსერ მარკეტინგისა და რეგულარული სოციალური მედია მარკეტინგის კომბინირებით, მომხმარებლის მიერ პროდუქტის კალათაში დამატების რიცხვი 85%-ით იზრდება.

 

  1. გაარეკლამეთ პროდუქცია

კიდევ ერთი გზა თქვენი სოციალური მედია ძალისხმევის გასაზრდელად — რეკლამების შექმნაა. ეს სოციალური მედიის ერთ-ერთი უმთავრესი სარგებელია რითეილ ბრენდებისთვის. ტრადიციული და ბეჭდური რეკლამირება თქვენს პროდუქტს ბევრი ადამიანის წინაშე წარმოაჩენს, თუმცა ამ ადამიანების უმრავლესობას ის შესაძლოა, სულაც არ აინტერესებდეს. 

სოციალურ მედიაში შეგიძლიათ, საკუთარი რეკლამები სხვადასხვა დემოგრაფიულ მახასიათებლებს, ინტერესებს, ონლაინ ქცევებს, ლოკაციებს, ენებს და ბრენდთან კავშირსაც მოარგოთ. თუმცა, პირველ რიგში, საკუთარ აუდიტორიას კარგად უნდა იცნობდეთ. სოციალური მედია კი, საკუთარი აუდიტორიის გასაცნობად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.

მას შემდეგ, რაც განსაზღვრავთ, თუ ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია, შეგეძლებათ შესაბამის სტრატეგიაზეც დაიწყოთ მუშაობა. თუ კონკრეტულად გაყიდვების გაზრდაზე ხართ ორიენტირებული, შესაძლოა რეკლამები კონვერსიების დანიშნულებას მოარგოთ.

 

სოციალური მედია საცალოდ მოვაჭრე ბრენდებისთვის: საუკეთესო გამოცდილებები

  1. ნუ იქნებით ზედმეტად ორიენტირებული გაყიდვებზე

ზემოთ ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორ იყენებენ საცალოდ მოვაჭრე ბრენდები სოციალურ მედიას. თუმცა, გაყიდვების გაზრდაზე ზრუნვა არ გულისხმობს იმას, რომ მასზე ზედმეტად ორიენტირებული უნდა იყოთ.

ახალი გამომწერების მოზიდვა მნიშვნელოვანია სოციალურ ქსელებში ხილვადობის და ინვესტიციაზე უკუგების გასაზრდელად. თუმცა, ამ მოპოვებულ გამომწერებს მალევე დაკარგავთ, თუ მხოლოდ სარეკლამო შინაარსის პოსტებს გამოაქვეყნებთ.

ნაცვლად ამისა, ორიენტირდით მომხმარებლებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და გაღრმავებაზე, რაც დროთა განმავლობაში თქვენს გაყიდვებსაც გაზრდის. იდეალურ შემთხვევაში, მიჰყევით 80-20 წესს, სადაც კონტენტის 80% საინფორმაციო და სახალისო უნდა იყოს, ხოლო 20% გაყიდვაზე ორიენტირებული.

  1. დაუკავშირდით აუდიტორიას

სოციალური მედია უბრალოდ ბილბორდი არ არის — თქვენ აუდიტორიასთან კავშირი უნდა დაამყაროთ, რათა ჭეშმარიტი, სოციალური, დადებითი გამოცდილება შექმნათ. მომხმარებელთა კომენტარებზე გამოხმაურებას უამრავი სარგებელი აქვს — ბრენდის ლოიალობის გაზრდიდან დაწყებული, სოციალური მედია ალგორითმისთვის დადებითი სიგნალების გაგზავნით დამთავრებული. გარდა ამისა, ასეთი ჩართულობა მათ უკეთ გაცნობაშიც გეხმარებათ.

 

6 სოციალური მედია მარკეტინგის ხელსაწყო რითეილ კომპანიებისთვის

  1. Heyday

Heyday — მესენჯერ პლატფორმაა, რომელიც სპეციალურად საცალო მოვაჭრეებზეა მორგებული. ის მოიცავს ვირტუალურ ასისტენტსაც, რომელსაც მომხმარებელთა პრობლემების გადაჭრა შეუძლია მაგალითად, პროდუქტის შერჩევასთან ან შეკვეთასთან დაკავშირებით. ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, ის ხვდება რა სჭირდება მომხმარებელს და მას საჭირო დახმარებას უწევს.

გარდა ამისა, ის უფრო დახვეწილ და მრავალფეროვან გამოცდილებასაც ქმნის ვიდეო ჩატებითა და ვიზიტის დაჯავშნის შესაძლებლობით. საჭიროების შემთხვევაში, ის ხვდება როდის გადააბაროს დიალოგი ადამიანს.

  1. Hootsuite

Hootsuite-ის პლატფორმა რამდენიმე ხელსაწყოს მოიცავს, რომლებსაც სოციალური მედია მარკეტინგის გაუმჯობესება შეუძლიათ. მისი სამართავი პანელი საშუალებას გაძლევთ, ყველა სოციალური არხი ერთი სივრციდან მართოთ და გაიმარტივოთ კამპანიების წარმართვის პროცესიც. ასევე შეგიძლიათ კონტენტის გამოქვეყნება წინასწარ დაგეგმოთ და უამრავი დროც დაზოგოთ.

  1. Sparkcentral

Sparkcentral — შესანიშნავი ხელსაწყოა მომხმარებელზე ზრუნვის ხარისხის ასამაღლებლად. ყველა სოციალური მედია პლატფორმის დიალოგების ცენტრალიზებით, ის საშუალებას გაძლევთ მოახდინოთ ინტეგრაცია CRM-თან.

სოციალური მედიისა და CRM-ის ინტეგრაციით თქვენ შეძლებთ, მომხმარებლების შესახებ საერთო სურათს შეხედოთ და გაანალიზოთ, თუ რას მოელიან ისინი თქვენი ბრენდისგან. ეს შეიძლება მოიცავდეს რითეილის სტრატეგიას, ისევე როგორც ახალი პროდუქტის განვითარებას.

  1. Shopview

Shopview — საცალოდ მოვაჭრე ბრენდებისთვის ამარტივებს სოციალური მედია მარკეტინგის მართვას. ის საშუალებას გაძლევთ, გააზიაროთ თქვენი პროდუქტები Shopify, Magento, BigCommerce, WooCommerce-ის მაღაზიებში და დააკვირდეთ შეკვეთებს.

  1. Springbot

პლატფორმის გამოყენება ბრენდებს სოციალური კონტენტისთვის რეკომენდაციის მისაღებად შეუძლიათ. ხელსაწყო რეკომენდაციებს, თქვენი ონლაინ მაღაზიის მონაცემებზე დაყრდნობით გასცემს. შეგიძლიათ შექმნათ პროდუქტის ბმულები და მათი მონიტორინგის მეშვეობით გააანალიზოთ, თუ რომელი პლატფორმა გაძლევთ ყველაზე მეტ შემოსავალს.

  1. StoreYa

StoreYa-ს დახმარებით, შეგიძლიათ თქვენი ონლაინ მაღაზია ავტომატურად Facebook-ზე გადმოიტანოთ. შეგიძლიათ პრდუქტების გაზიარება, ანალიტიკის გაცნობა და რჩეული პროდუქტების მართვა.

 

3 შთამაგონებელი სოციალური მედია კამპანია

  1. Petco: ლაივ შოპინგი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სოციალური მედიით რეალური საშოპინგო გამოცდილების შექმნაც შესაძლებელია. ლაივ შოპინგი კი ამისათვის იდეალური მეთოდია.

მათი პირველი ონლაინ ლაივ შოპინგის ივენთისთვის, Petco-მ სოციალური კამპანია წამოიწყო. შინაურ ცხოველებთან დაკავშირებულ ადამიანებს ისინი თარგეთირებული რეკლამებით მისწვდნენ.

გარდა ამისა, ისინი თანამშრომლობდნენ ინფლუესერ — Arielle Vandenberg-თანაც, რომელიც ლაივ შოპინგს უძღვებოდა. ივეთნის დაწყებამდე, მან საკუთარ აუდიტორიას მცირე შესავალით აცნობა, თუ რა მოლოდინები უნდა ჰქონოდათ ივენთისგან. ასევე, მისი დასრულების შემდეგ, მან გააზიარა „კულისებს მიღმა“ ვიდეო, რომელიც ლაივის ბმულსაც შეიცავდა.

კომპანიამ საკუთარი ლაივ შოპინგი Facebook-ზე მოაწყო, შემდეგ კი მისი ჩანაწერი Facebook-ის გვერდზე გახადა ხელმისაწვდომი. ამასთანავე, კომპანიამ კიდევ უფრო ძლიერად გაარეკლამა ივენთი და ახალი, ორგანული სოციალური კონტენტიც შექმნა. ივენთის ფარგლებში, კომპანიამ რამდენიმე მიუსაფარი ძაღლი გამოიყენა და ისინი ძაღლების მოდის ჩვენებაზე გამოიყვანა.

  1. IKEA: ჩატბოტი და Pinterest-ის პერსონალიზებული დაფა

როდესაც პანდემიის დროს მოგზაურობა შეუძლებელი გახდა, IKEA-მ გადაწყვიტა, საკუთარი სოციალური კამპანიით ხალხისთვის დასვენების შეგრძნება, სახლებიდანვე შეექმნა.

კომპანიამ Pinterest-ის ქვიზი ჩატბოტის დახმარებით შექმნა, რათა განესაზღვრა, რომელი პროდუქტის დანახვა ენდომებოდა მომხმარებელს Pinterest-ის დაფაზე.

 

შედეგად, მომხმარებელი IKEA-სგან სრულყოფილ დაფას იღებდა, საიდანაც მას შთაგონების მიღება და პროდუქტების არჩევა შეეძლო. მისი გაზიარება ყველა სოციალურ ქსელში შეიძლებოდა.

  1. Walmart: პერსონალიზებული გეიმინგ გამოცდილება TikTok-ის ბრენდირებული ეფექტით

შავი პარასკევისთვის, Walmart-მა TikTok-ის ბრენდირებული ეფექტი შექმნა და ჰეშთეგ კამპანია — #DealGuesser წამოიწყო. მომხმარებლებს საკუთარ პარტნიორთან ერთად, ევალებოდათ გამოეცნოთ ის პროდუქტები, რომლებიც Walmart-ის შავი პარასკევის აქციაში ხვდებოდა. ამ კამპანიის გასავრცელებლად Walmart-მა ექვს სხვადასხვა კრეატორთან ითანამშრომლა.

კომპანიამ სამი დღის განმავლობაში — 3.5 მილიარდი ვიდეო ნახვებისა და 456 მილიონი ინტერაქციის დაგროვება შეძლო. გარდა ამისა, თამაში და ბრენდირებული ჰეშთეგი 1.8 მილიონმა ადამიანმა გამოიყენა. მოცემულ პერიოდში, ის მეექვსე ყველაზე ნახვადი ჰეშთეგი იყო ამერიკაში.

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ფეისბუქის ტოპ ტრენდები 2022 წლისთვის

რჩევები UGC კონტენტის შესაქმნელად

რა უნდა გავითვალისწინოთ ფეისბუქის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისას 2022 წელს