Meta-ს შესაძლო ახალი ვალუტა — Zuck Bucks

Meta (მეტა) გამუდმებით განიხილავს „Zuck Bucks” (ზაკ ბაქსი) — ვირტუალური ვალუტის დანერგვას, რომლის გამოყენებასაც კომპანიის მომხმარებლები სხვადასხვა აპლიკაციაში შეძლებენ.
როგორც Financial Times-ში გამოქვეყნდა, ტექნოლოგიური გიგანტი მუდმივად ცდილობს ახალი, ცენტრალიზებული ვალუტის შექმნას, რომელსაც სხვადასხვა პლატფორმები, მაგალითად, Facebook-ი, Instagram-ი და WhatsApp-ი გაიზიარებენ. როგორც ჩანს, Meta-ში კომპანიის ფინანსების მომავალზე ღელავენ და ცდილობენ, რომ გარდა სარეკლამო შემოსავლებისა და მომხმარებელთა ჩართულობისა, მონეტიზაციის ახალ-ახალი გზები გამონახონ.
მიუხედავად იმისა, რომ Zuck Bucks-ი ამ ვალუტის ოფიციალური სახელი არ არის, ის კომპანიის თანამშრომლის მოგონილია და ადვილად მიხვდებოდით, რომ კომპანიის CEO-ს — მარკ ზაკერბერგის სახელიდან გამომდინარეობს.
ამ დროისათვის არ არის ცნობილი, თუ როგორ იმუშავებს ეს ახალი სისტემა. თუმცა, ერთი რამ ნამდვილად სავარაუდოა — რომ ის Blockchain-ს (ბლოქჩეინი) არ მიემაგრება. ნაცვლად ამისა, ვირტუალური ვალუტა — “in-game” (თამაშში) იქნება და მას სხვადასხვა მობილურ თამაშებში გამოიყენებენ. ასეთი ვალუტების შეძენა ხშირად, ნაღდი ფულითაც არის შესაძლებელი და მოთამაშეს გარკვეულ უპირატესობებს ანიჭებს ან დაჩქარებული სტარტის აღებაში ეხმარება.
როგორც ხედავთ, Facebook-მა შესაძლოა მიკროტრანზქციების გამოყენებაც დაიწყოს. თუმცა, შეიძლება არც დაიწყოს, რადგან Meta ამ ვალუტის შემუშავებაზე ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს. „ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ ახალ და ინოვაციურ პროდუქტებზე — ხალხისათვის, ბიზნესებისა და კრეატორებისთვის. როგორც კომპანია, ჩვენ ორიენტირებული ვართ მეტავერსზე, შესაბამისად, რაიმე ფინანსური ცვლილება სწორედ მასთან იქნება დაკავშირებული“, — განაცხადა Meta-ს წარმომადგენელმა.
კიდევ ერთი ფუნქცია, რომლის დამატებაზეც მეტა მუშაობს, კრეატორებისთვის განკუთვნილი კოინია, რომლის გამოყენებაც Instagram-ის ინფლუენსერებს და Facebook-ის ჯგუფის წევრებს შეეძლებათ.
ასევე დაგაინტერესებთ: