როგორ გავზარდოთ ჩართულობა Facebook Ads-ის მეშვეობით

მარტი 30, 2022

როგორ გავზარდოთ ჩართულობა Facebook Ads-ის მეშვეობით

Facebook-ის სარეკლამო პლატფორმის შექმნამდე, ბრენდებს საკუთარი გამომწერთა რიცხვის გაზრდა ორგანულად უწევდათ. თუმცა, 2022 წელს, ფართო აუდიტორიაზე გასვლა უკვე რეკლამების და შესაბამისად, გამოყოფილი ბიუჯეტის გარეშე, ძალიან  გაგიჭირდებათ.

Facebook-ის სარეკლამო პლატფორმის შექმნამდე, ბრენდებს საკუთარი გამომწერთა რიცხვის გაზრდა ორგანულად უწევდათ. თუმცა, 2022 წელს ფართო აუდიტორიაზე გასვლა უკვე რეკლამების და შესაბამისად, გამოყოფილი ბიუჯეტის გარეშე, ძალიან გაგიჭირდებათ.

ახლა ქმნით ბიზნესს, თუ უკვე ჩამოყალიბებული და მყარი ბრენდი გაქვთ, სოციალურ მედია პლატფორმებზე ჩართულობის მოსაპოვებლად გარკვეული ბიუჯეტის დათმობაზე უპირობოდ უნდა ფიქრობდეთ.

თუმცა, როგორ უნდა გაიგოთ, როდის ღირს ფულის დახარჯვა?

 

ახალი ბრენდები და ფეისბუქის ჩართულობა

ყველა კომპანია საიდანღაც იწყებს სოციალურ მედიაში მოღვაწეობას. თუ ახალი ბრენდი ხართ, მაშინ შესაძლოა, სწრაფი ზრდის წნეხიც იწვნიოთ. მაგრამ შესაძლებელია კი ეს გამომწერების გარეშე?

შესაძლოა, ვირუსული კონტენტის შექმნას გეგმავდეთ და ამაზე ამყარებდეთ იმედებს, თუმცა რეალურ ზრდას ეს ტაქტიკა გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ მოგიტანთ. ახლა უკვე ვიცით, რომ ორგანული ჩართულობა გვერდის პოსტზე შესაძლოა, 0.05%-0.29 პროცენტამდე მერყეობდეს. ასეთი დაბალი მაჩვენებლით კი ძალიან გაგიჭირდებათ სოციალურ ქსელებში სახელის გათქმა და გამომწერების მოზიდვა.

და მაინც, როდის ღირს ჩართულობისთვის ფულის დახარჯვა?

პირველ რიგში, რამდენიმე მიზეზს გეტყვით, თუ რატომ უნდა გააკეთოთ ეს:

  • რათა მარტივად შემოიკრიბოთ აუდიტორია და მოიზიდოთ გამომწერები.
  • გაავრცელოთ კონტენტი არსებულ აუდიტორიაში.
  • შექმნათ რემარკეტინგის სტრატეგიები გამოწვეულ ჩართულობაზე დაყრდნობით.

თუ გარკვეული ბიუჯეტი გაქვთ გამოყოფილი, მაშინ ჩართულობისთვის ფულის გადახდა საკმაოდ რენტაბელური გზა შეიძლება იყოს ცნობადობის გასაზრდელად. ამ უკანასკნელს გაყიდვებისა და ტრაფიკის მოზიდვის სანაცვლოდ გააკეთებთ. თუ თქვენი ბიუჯეტი ძალიან მწირეა, მაშინ შეგიძლიათ ფეისბუქის ფუნქციით ისარგებლოთ, რომელიც გვერდზე ადამიანების მოწვევის საშუალებას გაძლევთ. ეს უფასო გზაა დამატებითი ჩართულობის მოსაზიდად.

თუმცა, ამასაც აქვს საკუთარი უარყოფითი მხარე. სამწუხაროდ, თქვენ შეზღუდული ხართ რაოდენობაში და შეგიძლიათ, დღეში მხოლოდ 200 მეგობარი მოიწვიოთ. ცხადია, ეს ტაქტიკა ნაკლებად გამოსადეგია ისეთი ბრენდებისთვის, რომლებსაც ქვეყნის მასშტაბით სურთ ფეხის მოკიდება და საკუთარი სახელის გავრცელება.

არსებული ბრენდები და ფეისბუქის ჩართულობა

ფიქრობთ, რომ დამატებით ცნობადობისთვის გადახდა არ გჭირდებათ, თუ თქვენს ბრენდს უკვე შემოკრებილი ჰყავს გამომწერთა რიცხვი?

კიდევ ერთხელ და ამჯერად, კარგად დაფიქრდით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორგანული რიჩი რეგულარული პოსტებისთვის მინიმალურამდეა დაყვანილი. რას ნიშნავს ეს? ის გამომწერები, რომელთა მოსაზიდადაც ასე იწვალეთ, დიდი ალბათობით, თქვენს კონტენს სულაც ვერ ნახავენ.

უკვე ჩამოყალიბებული და წარმატებული ბრენდებისთვის რეკლამირების თამაშში ჩართვის სხვადასხვა მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მათ შორის:

  • ორგანული რიჩის (მიღწევადობა) გაზრდა;
  • აუდიტორიის მიღმა კონტენტის გავრცელება;
  • სწავლა ან აუდიტორიის შთაგონება.

ფეისბუქის მომხმარებლები არ ეძებენ გაყიდვების პრეზენტაციებს, როდესაც პლატფორმაზე შემოდიან. თუმცა, ზოგი მაინც ვერ აღწევს მათ თავს. საბოლოო გაყიდვაზე თუ ნაკლებად ორიენტირდებით, ამით უკვე გამოირჩევით სხვა კონკურენტებისგან.

სოციალურ მედიაში მუდმივი გამოჩენა თქვენი მომხმარებლისთვის მეტად სანდოს წარმოგაჩენთ. და რაც უფრო მეტი ადამიანი ენდობა ბრენდს და ეყრდნობა მის ინფორმაციას, მით უფრო მეტი მომხმარებელიც უჩნდება მას.

ჩართულობის დანიშნულების შერჩევა

ახლა, როდესაც იცით, რატომ არის ფეისბუქის ფასიანი ჩართულობა მნიშვნელოვანი, დროა ჩართულობის კამპანიების შექმნაზეც გადავიდეთ. ფეისბუქმა ბოლო პერიოდში საკმაოდ გაამარტივა კამპანიის დანიშნულებების არჩევა.

თუ თქვენი სოციალური მედია სტრატეგია გამომწერთა რიცხვის გაზრდაა, მაშინ ჩართულბის არჩევა კამპანიის დანიშნულებად, მომგებიანი იქნება.

კამპანიის დანიშნულება თავსატეხის მხოლოდ ერთი ნაწილია. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - კონტენტი, რომლითაც ამ ჩართულობის მოპოვებას ცდილობთ.

წარსული გამოცდილებიდან, ვიდეო კონტენტი ჩართულობის ყველაზე დაბალი ხარჯით ხასიათდება, სურათებთან და ბმულებთან შედარებით. რატომ?

დაუკვირდით, სად ცდილობთ მომხმარებლებთან დაკავშირებას. ისინი სოციალურ მედია პლატფორმაზე არიან და სურთ, კონტენტი მათი მეგობრებისგან, ოჯახისგან და ბრენდებისგან მიიღონ. ფეისბუქს არ მოსწონს, როდესაც მომხმარებლები მისი პლატფორმიდან გადიან. და რეალურად, სტანდარტული, სტატიკური სურათი გარკვეული ბმულით, სწორედ ამას უწყობს ხელს.

არაა გასაკვირი, რომ სტატიკური სარეკლამო პოსტი ეფექტურად არ მუშაობს. რაც არ უდა იყოს ეს, გამოსადეგი ხელსაწყოს გაზიარება თუ ბრენდის მისიის გავრცელება, ეცადეთ ეს ყველაფერი ვიდეო კონტენტის ფორმატში მოაქციოთ. ამგვარად, ჩართულობის მოპოვებისთვის საჭირო თანხებსაც დაზოგავთ.

 

ფასიანი ჩართულობის სტრატეგიები

ახლა უკვე ვიცით, რა სახის კონტენტია ყველაზე დაბალხარჯიანი, ამიტომ გავეცნოთ იმ გზებს, რომლებიც თქვენი ბიუჯეტის გათვალისწინებით, მაქსიმალურ ჩართულობას მიგაღებინებთ.

  1. დაიწყეთ ფართო აუდიტორიით

შესაძლოა, თავიდანვე მოგინდეთ ზუსტად თქვენი სამიზნე აუდიტორიის თარგეთირება - იმ ადამიანების, რომლებიც თქვენს მომხმარებლებად წარმოგიდგენიათ. თუმცა, კონკრეტულ და დავიწროვებულ აუდიტორიებს, როგორც წესი, გაზრდილი ხარჯებიც ახასიათებთ.

ამიტომ, შეგიძლიათ ფართო აუდიტორიით დაიწყოთ და შემდეგ, ჩართულობის მიხედვით დაავიწროვოთ ეს აუდიტორია.

  1. შექმენით აუდიტორიები რემარკეტინგისთვის

ჩართულობისათვის განკუთვნილი რეკლამების ხიბლი არის ის, რომ შეგიძლიათ დამატებითი სეგმენტები გამოყოთ ამ რეკლამაზე ჩართულობის მიხედვით. მაგალითისათვის წარმოიდგინეთ, რომ თქვენი პირველი კამპანია ფართო აუდიტორიაზეა გათვლილი და ვიდეო რეკლამას მოიცავს. ამ კამპანიის შემდეგ შეგიძლიათ, შექმნათ რემარკეტინგის აუდიტორიები სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით, მაგალითად:

  • ვიდეოს რამდენ პროცენტს უყურეს ადამიანებმა;
  • ვინ მოიწონა, ვინ გადააზიარა, დააკომენტარა ან შეინახა პოსტი.
  1. ნუ გამოიყენებთ მხოლოდ საპრომოციო პოსტებს

თუ ცივი აუდიტორიით იწყებთ (ადამიანები, რომლებიც ნაკლებად ან საერთოდ არ გიცნობენ), მაშინ მოერიდეთ სარეკლამო ხასიათის პოსტებს. მათ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია თქვენი პროდუქტის ან ბრენდის შესახებ იმისათვის, რომ რეკლამაზე გადავიდნენ და პროდუქტიც შეიძინონ.

ნაცვლად ამისა, სარეკლამო პოსტები უფრო ლოიალური და თბილი აუდიტორიებისთვის შემოინახეთ. გარდა ამისა, თქვენს კონტენტ კალენდარსაც ნუ დატვირთავთ სარეკლამო პოსტებით, რადგან თუ ფასების გარდა სხვა კონკურენტული უპირატესობა არ გექნებათ და სულ ამაზე ისაუბრებთ, შესაძლოა თქვენი ბრენდის ღირებულება გააუფასუროთ.

 

ორგანული ჩართულობის ტაქტიკები

გარდა ფასიანი მექანიზმებისა, არაერთი მეთოდი არსებობს ფეისბუქის აუდიტორიის ჩართულობის ასამაღლებლად. მათ შორის:

  • მომხმარებლებისთვის კომენტარებში ან პირად შეტყობინებებში გამოხმაურება.
  • პოსტებში შეკითხვების დასმა.
  • მოკლე და ლაკონური პოსტების შექმნა.
  • საინტერესო, რელევანტური და თანმიმდევრული კონტენტის გამოქვეყნება.

 

შეჯამება

სოციალური მედია არხები, განსაკუთრები კი ფეისბუქი, ფაქტობრივად თამაშია და ორგანული და სარეკლამო პოსტების გარშემო წესებიც მუდმივად იცვლება. არ აქვს მნიშვნელობა, რა ეტაპზეა თქვენი ბრენდი, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სიახლეებისთვის თვალყურის დევნება, ახალ სტრატეგიებსა და ტექნიკებზე დაკვირვება.

შექმენით ისეთი ფასიანი და ორგანული სოციალური მედია სტრატეგიები, რომლებიც თქვენი ბრენდისათვის იქნება რელევანტური. შექმენით ისეთი კონტენტი, რომელიც რეალისტური და სანდო იქნება.

რაც მთავარია, იყავით თანმიმდევრულები, დაიცავით თქვენი ხელწერა და ბრენდინგი და აუცილებლად მიაღწევთ გრძელვადიან წარმატებას.

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

რა უნდა გავითვალისწინოთ ფეისბუქის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისას 2022 წელს

რატომ შეიძლება შეჩერდეს ფეისბუქ რეკლამის გავრცელება?

UGC - მომხმარებლის მიერ წარმოებული კონტენტი