6 რჩევა ეფექტური ინსტაგრამ კარუსელის პოსტებისთვის

მარტი 26, 2022

6 რჩევა ეფექტური ინსტაგრამ კარუსელის პოსტებისთვის

ახლა ინსტაგრამი გაცილებით მეტ შესაძლებლობებს გვთავაზობს - გამოჩნდა ვიდეო, შოპინგი, რილსები და კიდევ უამრავი ფუნქციონალი. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ ფოტოები ამ პლატფორმაზე აღარ გაზიარდება.

2021 წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განახლება იყო ის, რომ ინსტაგრამი აღარ იქნებოდა მხოლოდ ფოტოების პლატფორმა.

ახლა ინსტაგრამი გაცილებით მეტ შესაძლებლობებს გვთავაზობს - გამოჩნდა ვიდეო, შოპინგი, რილსები და კიდევ უამრავი ფუნქციონალი. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ ფოტოები ამ პლატფორმაზე აღარ გაზიარდება. უბრალოდ მთავარია, ყოველი ფოტო დასამახსოვრებელი და ღირებული იყოს.

ამ პერიოდის განმავლობაში გამოჩნდა კარუსელის ტიპის კონტენტიც, რომელმაც საკმაო პოპულარობა მოიპოვა და მარკეტოლოგებმა მის სტრატეგიაში გათვალისწინებაზე აუცილებლად უნდა იფიქრონ.

რატომ?

იმიტომ, რომ კვლევების თანახმად, კარუსელები ინსტაგრამზე ერთ-ერთი უმაღლესი ჩართულობით ხასიათდებიან.

რა არის ინსტაგრამის კარუსელი?

თუ ჯერ არ გსმენიათ მათ შესახებ, კარუსელები ალმბომის სტილის პოსტებია, სადაც ათამდე სურათის გაერთიანებაა შესაძლებელი.

პირველად, როდესაც ადამიანს პოსტი შეხვდება, ის პირველ ფოტოს (გარეკანის ფოტოს) დაინახავს. თუმცა, რეგულარული ფოტოებისგან განსხვავებით, შესაძლებელია მისი „გადაფურცვლა“ და შემდეგ გვერდზე გადასვლა. გარდა ამისა, თუ პირველ ჩვენებაზე მომხმარებელი მას არ გაეცნო, პლატფორმა შემდგომში ამ პოსტს მომდევნო სურათებითაც წარუდგენს.

მსხვილი ელექტრონული კომერციისთვის ქმნით ფოტო-კარუსელებს და მომხმარებლის მიერ წარმოებულ კონტენტს წარმოაჩენთ, თუ საგანმანათლებლო ბრენდის მიერ შექმნილ ინფოგრაფიკებს აზიარებთ, კარუსელი კონტენტის ის შესანიშნავი ფორმაა, რომელიც ჩართულობის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

ამ სტატიაში კარუსელის შექმნისთვის გამოსადეგ რჩევებს გაეცნობით.

  1. გაითვალისწინეთ ტექსტისა და კონტენტის საბაზისო პრინციპები

პირველ რიგში, გახსოვდეთ, რომ კარუსელიც ინტაგრამის სტრატეგიული პოსტის კიდევ ერთი სახეობაა. მისი შექმნისას, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ტექნიკაა: იცნობდეთ საკუთარ აუდიტორიას და ესაუბრებოდეთ მათ პირდაპირ, როგორც ინდივიდუალურ პიროვნებებს.

მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმაზე თქვენს პოსტს ასობით და ათასობით ადამიანი კითხულობს, სასურველია, თითოეული მათგანი გრძნობდეს, რომ მას პირადად ესაუბრებით. ამისათვის მარტივ გზას თქვენობითი ფორმის მაგივრად, შენობითი ფორმის გამოყენება წარმოადგენს.

  1. გამოიყენეთ პირველი სურათი სქროლვის შემაჩერებლად

კარუსელის პირველი სურათი არის ის, რაც მომხმარებელს პოსტისკენ მიიზიდავს. ეს სურათი ისევე უნდა შეარჩიოთ, როგორც სტატიის სურათს ან გარეკანის ფოტოს შეარჩევდით.

მისი მთავარი მიზანი ხომ ადამიანების შეჩერება და მათი ყურადღების მიქცევაა.

დანარჩენ სურათებსა და ტექსტს უკვე შეუძლია, დამატებითი მესიჯების გარცელებაზე და ამოცანების შესრულებაზე იფიქროს. თუ ინფოგრაფიკის შექმნას აპირებთ, ეცადეთ, პირველი სურათი მოკლე და კონკრეტულ მესიჯს გადმოსცემდეს. ამის შემდეგ, თქვენ კიდევ ცხრა სურათი გაქვთ სრული მესიჯის გადმოსაცემად.

 

  1. მოანდომეთ ადამიანებს პოსტის დათვალიერება

მას შემდეგ, რაც პირველი სლაიდით ადამიანების ყურადღებას მიიქცევთ, იმაზე უნდა იზრუნოთ, რომ მათ პოსტის დათვალიერება განაგრძონ.

როგორც ნებისმიერი მარკეტინგული აქტივობის დროს, სასურველი ქმედების მისაღებად საჭიროა, რომ მომხმარებელს ამ ქმედებისკენ მოუწოდოთ, ან კონკრეტული რამის შესრულება სთხოვოთ.

როგორც წესი, ძალიან მარტივმა წარწერამ და ქმედებისკენ მოწოდებამაც უნდა იმუშაოს. მაგალითად, ხშირად შეხვდებით პოსტებზე ისრის ნიშანს, რომელიც მომხმარებელს შემდეგ სურათზე გადასვლისკენ მოუწოდებს.

ეს არა მარტო ამცნობს ადამიანებს, რომ პოსტს კარუსელის სახე აქვს, არამედ მათში ინტერესის გაღვივებასაც უწყობს ხელს. კიდევ ერთი ხერხი, რომელსაც კრეატორები და ბრენდები მიმართავენ, ეს სურათისთვის ვიზუალური სიგნალების დართვაა. ისრების ნაცვლად, შეგიძლიათ ერთი განგრძობითი წრფე გამოიყენოთ, რომელიც კარუსელს დასასრულამდე გაყვება.

  1. თითოეული სურათი სრულყოფილი უნდა იყოს

კარუსელების შექმნისას და სლაიდზე ინფორმაციის დამატებისას კიდევ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ - თითოეული სლაიდი გამორჩეული და სრულყოფილი უნდა იყოს.

გქონიათ ისეთი შემთხვევა, როდესაც კარუსელის თითოეული სლაიდი გაგიზიარებიათ სთორზე? მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ თითოეული მათგანი გამოირჩეოდეს საკუთარი მესიჯით.

თქვენ არასდროს იცით, რომელ სურათს წარუდგენს აუდიტორიას ინსტაგრამი პირველად. შესაძლოა მომხმარებლის კედელზე თქვენი პოსტი მე-4 სლაიდითაც დაიწყოს. ამიტომ, ყოველ სლაიდს უნდა გააჩნდეს მომხმარებლის მოზიდვის პოტენციალი.

ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს, ამოიცნოს პოსტის საერთო თემა ან დანიშნულება.

  1. არ დაკარგოთ თანმიმდევრულობა

თითოეული სლაიდის სრულყოფის დროს, არ უნდა დაგავიწყდეთ თქვენი პოსტის მთავარი იდეა და 10 განსხვავებული კონტექსტის მქონე, ცალკეული სლაიდი არ შექმნათ. თითოეული სურათი ერთი დიდი იდეის ნაწილი უნდა იყოს.

ამისათვის შეგიძლიათ:

  • გამოიყენოთ ერთი და იგივე ფონტი და ფერები.
  • გამოიყენოთ ერთი და იგივე ფილტრები, სტილი ან შაბლონები.
  • წარმოადგინოთ მსგავსი ან ერთმანეთთან დაკავშირებული პროდუქტები.
  • თითოეული სლაიდის კუთხეში დაურთოთ ლოგო ან სახელი.
  • გამოიყენოთ ერთი დიზაინის შაბლონი თითოეული გრაფიკისთვის.

ეს ყველაფერი თანმიმდევრული ბრენდისა და სტილის შექმნას ემსახურება, რაც სოციალურ მედიაში ბრენდის ხელწერის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.

  1. მოერიდეთ ზედმეტ ინფორმაციას

გახსოვდეთ, რომ 10 სლაიდის დართვის შესაძლელობა არ ნიშნავს ათმაგი ინფორმაციის დატანას. იდეალური იქნება, თუ ამას შემდეგნაირად შეხედავთ: თქვენ გაქვთ გაცილებით მეტი სივრცე იგივე მესიჯის და ინფორმაციის გასავრცელებლად.

მიეცით კონტენტს სუნთქვის საშუალება. ფოტო კარუსელისთვის ეცადეთ, არ დატვირთოთ თითოეული მათგანი მაქსიმალურად. დატოვეთ ცარიელი სივრცეებიც. ინფოგრაფიკების შემთხვევაში, ნუ განათავსებთ რამდენიმე წინადადებას ერთ სლაიდზე. დარწმუნდით, რომ ტექსტს აქვს საკმარისი სივრცეები გარშემო და ის მარტივად წასაკითხია.

შეჯამება

ამ რჩევების გათვალისწინების შემდეგ შეძლებთ, შექმნათ ინსტაგრამის ისეთი კარუსელ პოსტები, რომლებიც უამრავ მოწონებას, გაზიარებას, კომენტარსა და შენახვას მოგიტანენ.

სურათების მრავალფეროვნებითა და მესიჯის თანდათანობით განვითარებით, კარუსელის პოსტები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია ჩართულობის მოსაზიდად.

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

მნიშვნელოვანი სტატისტიკები ინსტაგრამისთვის

როგორ იყენებენ Instagram Reel-ებს ბიზნესები

როგორ გამოვჩნდეთ ინსტაგრამზე უფრო ხშირად