TikTok მარკეტინგული რჩევები

TikTok მარკეტინგის სამყაროში საუცხოო სისწრაფით შემოიჭრა და ადგილიც მარტივად დაიმკვიდრა - როგორც პლატფორმამ, რომელიც მილიონობით ადამიანთან დასაკავშირებლად და კრეატიული ვიდეო კონტენტის შესათავაზებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. წამყვანი ბრენდები უამრავ გზას პოულობენ ტიკტოკის მარკეტინგული მიზნებისთვის გამოსაყენებლად.
და თქვენ როგორ შეგიძლიათ ამ წარმატების გამეორება?
პირველ რიგში, TikTok-ის შესახებ საჭირო ინფორმაციას უნდა გაეცნოთ და გაიგოთ, რა ხდის ტიკტოკის კონტენტს ყველასათვის მიმზიდველს და სასურველს. ამ სტატიაში შეიტყობთ, თუ როგორ შექმნათ და მართოთ წარმატებული ტიკტოკ კამპანია.
- მიჰყევით მიმდინარე ტრენდებს
ტიკტოკის ალგორითმი კონტენტის პრიორიტეტებად დალაგებას მათი პოპულარობისა და ნახვების რაოდენობის მიხედვით ახდენს. შესაბამისად, მარკეტინგის გუნდები ტრენდული ჰეშთეგებსა და კამპანიებზე უნდა ორიენტირდნენ. ისეთ ტრენდებზე, რომლებიც საკუთარი აუდიტორიის რელევანტური იქნება.
სხვა სოციალურ პლატფორმებზე გარეკლამებისგან განსხვავებით, ტიკტოკზე უახლესი ტრენდების მიყოლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩართულობის მოსაპოვებლად. ამ პლატფორმაზე მომხმარებლები კონტენტის მოძიებას ტრენდული ჰეშთეგებით ცდილობენ. ამიტომ თქვენი აქ გამოჩენა ახალი აუდიტორიის ასათვისებლად მომგებიანი იქნება.
მიმდინარე ტრენდების გამოყენება თქვენს კრეატიულობასაც დაეხმარება და ისეთი კონტენტის შექმნის შესაძლებლობასაც მოგცემთ, რომლის წარმატებაშიც წინასწარ იქნებით დარწმუნებული.
- შეინარჩუნეთ ბალანსი გართობასა და რეკლამას შორის
ტიკტოკი გართობისა და ინფორმაციის გავრცელების იდეალური საშუალებაა, თუმცა ის ბრენდის გარეკლამებისთვისაც შესანიშნავია. თუმცა, თუ ვიდეო ზედმეტად იქნება ორიენტირებული რეკლამირებაზე, მომხმარებელი აუცილებლად გამოტოვებს მას და შემდეგ ვიდეოზე გადავა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდან მაყურებელი გაახალისოთ, ინფორმაცია მიაწოდოთ, მოიზიდოთ აუდიტორია და გაზარდოთ მათი ჩართულობა. გამომწერთა რიცხვის გაზრდის შემდეგ შეგიძლიათ, სარეკლამო კონტენტიც შექმნათ და წარმოადგინოთ თქვენი პროდუქტები ან შეთავაზებები.
გართობისა და რეკლამირების ბალანსით, იდეალურად შეძლებთ პოტენციური მომხმარებლების მოზიდვას.
- ითანამშრომლეთ სხვებთან ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად
როგორც ყველა მარკეტინგულ წამოწყებაში, ტიკტოკის სამყაროშიც უამრავი რამ არის სასწავლი. ამიტომ ნუ მოგერიდებათ კითხვების დასმა და დახმარების თხოვნა, ექსპერტების აზრის მოსმენა და ამგვარად, სარეკლამო სტრატეგიის დახვეწა.
ტიკტოკს საკუთარი სივრცე გააჩნია კრეატორებისთვის, რომელიც ბიზნესებს ისეთი ადამიანების ძებნაში ეხმარება, რომელბსაც ხარისხიანი კონტენტის შექმნაში საკმაო გამოცდილება აქვთ.
სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანთა ჯგუფებში, ბრენდს შეუძლია, იპოვოს ექსპერტი, რომელიც მას რელევანტური ვიდეოების შექმნაში და აუდიტორიის გახალისებაში დაეხმარება. გამოცდილი კრეატორების გამოყენებას თქვენი ბრენდის გაზრდა შეუძლია.
კრეატორებთან ერთად, ინფლუენსერებთან თანამშრომლობაც მომგებიანი იქნება. მათ შეუძლიათ, სპეციფიკურ აუდიტორიას რელევანტური და ავთენტური კონტენტი შესთავაზონ. მათი პარტნიორობების გამოყენებას კი, საგრძნობლად შეუძლია ბრენდის ცნობადობისა და ხილვადობის გაზრდა.
ინფლუენსერები თქვენს პროდუქტს სამიზნე აუდიტორიას წარუდგენენ, გააცნობენ თქვენს შეთავაზებებს და საჭირო ბმულებითა და პოსტებითაც მოამარაგებენ. გამოცდილ ადამიანებზე დაყრდნობით, შეძლებთ თქვენი ბრენდი უფრო მარტივად გაზარდოთ და სარეკლამოდ, ღირებული კონტენტიც შექმნათ.
- შესთავაზეთ აუდიტორიას სრულყოფილი გამოცდილება
TikTok-ის მომხმარებლები ვიდეო კონტენტის ნახვას პორტრეტის ფორმატში ამჯობინებენ. თქვენმა გუნდმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ეს და ვიდეოები, 9:16 ფორმატით წარუდგინოს აუდიტორიას.
ასეთი ფორმატის მეშვეობით, თქვენ სრულ ეკრანს იყენებთ და საკუთარ მესიჯსაც უფრო ეფექტურად წარადგენთ. შესაბამისი ფორმატის გათვალისწინება კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროდუქტის წარმოჩენის დროსაც.
- იყავით მრავალფეროვანი
TikTok-ის საუკეთესო სარეკლამო პოსტები მრავალფეროვან მიდგომას იყენებენ მომხმარებელთა ჩართულობის ასამაღლებლად.
სტატიკური ბექგრაუნდის მაგივრად, სცადეთ დინამიური გადაღება, კამერის სხვადასხვა რაკურსები და სხვა. განსხვავებული სცენების გადაღება მაყურებელს უფრო იზიდავს და დასამახსოვრებელ შთაბეჭდილებასაც უტოვებს მათ. გარდა ამისა, ასეთი მიდგომა კონკურენტებისგანაც გამოგარჩევთ და დამატებით უპირატესობას განიჭებთ.
- მოუწოდეთ ქმედებისკენ - CTA
რეკლამასთან ერთად, ქმედებისკენ მოწოდება პირდაპირ კავშირს ქმნის მომხმარებელთან და მას შემდეგი ნაბიჯებისთვისაც აძლევს ინსტრუქციას. ტიკტოკის Ad Manager-ი ღილაკების ფუნქციონალსაც გვთავაზობს CTA-სთვის.
ბრენდის მიზანზე დაყრდნობით, მომხმარებელს შეუძლია, გადავიდეს მაღაზიის გვერდზე, გაეცნოს შეთავაზებებს, მიიღოს მეტი ინფორმაცია ან მოძებნოს ლოკაცია. ასეთ ღილაკებს შეუძლია, გაზარდოს ტრაფიკი თქვენს საიტზე და მომხმარებელი და პროდუქტი ერთმანეთთან დააკავშიროს.
გარდა ამისა, ეს უფრო ინტერაქციულ გამოცდილებას ქმნის მნახველისთვის, რადგან მას ვიდეოს ყურების შემდეგ შეუძლია, ბრენდის კონკრეტულ შეთავაზებას დეტალურად გაეცნოს. ქმედებისკენ მოწოდებას შეუძლია, გაზარდოს კონვერსიებიც.
მსგავსი მარკეტინგული სტრატეგიით, ბრენდი იტოვებს შესაძლებლობას, რომ ამ კამპანიაში ჩართულ მომხმარებელს დამატებითი შეთავაზებები გაუგზავნოს.
- გაზარდეთ გავლენა დროის ეფექტურად შერჩევით
იმისათვის, რომ ვიდეოები ტიკტოკზე ეფექტური იყოს, დროულობა უმნიშვნელოვანესია.
თუ ძალიან მოკლე იქნება ვიდეო, შესაძლოა მესიჯი გაურკვეველი აღმოჩნდეს. თუ ძალიან გრძელი იქნება, შესაძლოა მნახველმა ინტერესი დაკარგოს და მთავარი ინფორმაციის მიღებამდე გადავიდეს სხვა ვიდეოზე.
ტიკტოკის საზომების მიხედვით, ვიდეოები, რომელთა ხანგრძლივობაც 21-34 წამამდე მერყეობს, იდეალური და ეფექტურია. შესაბამისად, ეცადეთ, რომ თქვენი მესიჯი ამ დროის განმავლობაში გაავრცელოთ და ამგვარად, კონვერსიებიც გაზარდოთ.
- დაპოსტეთ ავთენტური (ბუნებრივი) კონტენტი
ტიკტოკ მარკეტინგის წარმატების ერთ-ერთი ინგრედიენტი, საკუთარი კონტენტის რეგულარული გამოქვეყნებაა. თუ თქვენი მიზანი ბრენდის ცნობადობის გაზრდაა, მაშინ რელევანტურობაც არ უნდა დაკარგოთ.
ხშირად დაპოსტვით ასევე შეიტყობთ, თუ რა მუშაობს კარგად და რა არა. გარდა ამისა, ნახვების ჩვენებით პლატფორმის ალგორითმი გეხმარებათ, საჭირო ცვლილებები შეიტანოთ თქვენს კონტენტში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ბრენდებისთვის, რომლებიც ტიკტოკზე ახლები არიან.
განსხვავებული ვიდეოების შექმნა ბრენდის წარმოსაჩენად არის ერთ-ერთი გზა იმის გასაგებად, თუ რა მოსწონს აუდიტორიას. ეს თქვენს გუნდს საკმარის და რელევანტურ ინფორმაციას აწვდის. თუ იპოვით იმ მოდელს, რომელიც საუკეთესოდ მუშაობს თქვენთვის, მიჰყევით მას თანმიმდევრულად.
- გამოიყენეთ იუმორიც, ზომიერად
საუკეთესო გზა ტიკტოკზე ჩართულობის ასამაღლებლად, მომხმარებლის გართობა და გახალისებაა. ამ პლატფორმაზე ხალხი სწორედ ამ მიზეზით შემოდის.
თუმცა, საკუთარი ნიშის პოვნა და იმის გაგება, თუ რა ტიპის კონტენტი შეეფერება თქვენს ბრენდს, დროს საჭიროებს. ერთი რამ კი ცხადია, სახალისო და იუმორით გაჯერებულ ვიდეოებს ნამდვილად შეუძლია, თქვენი პროდუქტი დასამახსოვრებელი გახადოს.
ნაცვლად ნახვებზე ფოკუსირებისა, გაერთეთ კონტენტის შექმნისას, იხალისეთ და აუდიტორიაც გამოგყვებათ. გამოიკვლიეთ ბაზარი და დააკვირდით, როგორ ახერხებენ ამას სხვა მარკეტოლოგები.
- გამოიყენეთ წარწერებიც
წარწერების გამოყენება ვიდეოსთან ერთად აძლიერებს და უკეთესად წარმოაჩენს თქვენს მესიჯს. ასეთი ტიპის ვიდეოებიც უფრო დასამახსოვრებელი და გამორჩეულია.
გარდა ამისა, ეს იმ მომხმარებლებისთვის იდეალურად მუშაობს, რომლებიც ხმის გარეშე სქროლავენ პლატფორმაზე.
შეჯამება
როდესაც ტიკტოკზე რეკლამირებაზე იფიქრებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ მიმდინარე ტრენდები. განაგრძეთ ტიკტოკის კულტურის შესწავლა, გაითავისეთ ის და რაც მთავარია, შეისწავლეთ ბრენდების კონტენტი. ასეთი მიდგომით შთაგონებასაც მიიღებთ და იმასაც გაეცნობით, თუ რა მუშაობს პლატფორმაზე ყველაზე ეფექტურად.
აუცილებლად გამოიყენეთ ის ანალიტიკური საზომებიც, რომლებსაც ტიკტოკი გთავაზობთ და გაითვალისინეთ ისინი შემდგომი კონტენტისთვის.
ასევე დაგაინტერესებთ: