ინსტაგრამის ხელსაწყოები 2022 წლისთვის

დღეისათვის, ინსტაგრამი 200 მილიონზე მეტ ბიზნეს ანგარიშს აერთიანებს და მისი ზრდა 2023 წლისათვის 1.2 მილიარდამდეა მოსალოდნელი. დამატებით, სოციალური მედია ქსელი გამოყენების კუთხით, მსოფლიოში მეოთხე პლატფორმაა. მსგავსი მახასიათებლები ინსტაგრამს იდეალურ საშუალებად აქცევს აუდიტორიასთან დასაკავშირებლად, ჩართულობის გასაზრდელად და ბიზნესის განსავითარებლად. ამ ყველაფრისთვის კი სწორი ხელსაწყოების გამოყენება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
ინსტაგრამის ანალიტიკური ხელსაწყოები
- Instagram Insights
კრეატორებსა და ბიზნეს ანგარიშის მფლობელებს შეუძლიათ, წვდომა მიიღონ ისეთ ხელსაწყოზე, როგორიცაა ინსტაგრამის Insights. მისი დახმარებით შეგვიძლია, მივიღოთ ინფორმაცია ჩვენი გამომწერების, მათი აქტიურობის და კონტენტის პოპულარობის შესახებ. გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი მონაცემი 7-14 დღის შემდეგ ქრება.
- Hootsuite Analytics
Hootsuite პლატფორმაა, რომელიც ინსტაგრამის ანალიტიკური ხელსაწყოს შესაძლებლობებს სცდება და დამატებით, დეტალურ ინფორმაციას გვთავაზობს. მისი საშუალებით შესაძლებელია, მონაცემების სიღრმისეული შესწავლა და რეპორტების შედგენა. ასევე შესაძლებელია, დავაკვირდეთ გვერდის გამოხმაურების დროს და დავახარისხოთ ინსტაგრამის კომენტარები ნეგატიური და პოზიტიური შინაარსის მიხედვით.
- Iconosquare
Iconsquare ინსტაგრამის ბიზნეს გვერდის უფასო აუდიტს გვთავაზობს. ის გასული 30 დღის განმავლობაში განთავსებულ პოსტებს, პროფილის საერთო შედეგიანობას ამოწმებს და გვერდის დასახვეწად საჭირო რეკომენდაციებსაც გვაძლევს. აუდიტის გარდა, მისი ფასიანი სერვისები მოიცავს ანალიტიკას და დაგეგმარებასაც, თუმცა მხოლოდ ინსტაგრამსა და ფეისბუქზე.
- Panoramiq Insights
Panoramiq Insights, Hootsuite-ის ხელსაწყოს დამატებით გამოსადეგ ანალიტიკურ ხელსაწყოს ამატებს. აპლიკაცია საშუალებას გვაძლევს, გავაანალიზოთ ანგარიშის აქტიურობა, გავეცნოთ გამომწერთა დემოგრაფიულ მახასიათებლებს (რაც თარგეთირებისთვის იდეალურია) და გავზომოთ ჩვენი პოსტებისა და სთორების ეფექტურობა.
- Phlanx
თუ ინფლუენსერებთან თანამშრომლობთ, გსურთ კონკურენტების ანალიზი ან უბრალოდ ცნობილი სახეების აღმოჩენა გიყვართ, მაშინ Phlanx ის ჩართულობის კალკულატორი თქვენთვის საკმაოდ გამოსადეგი იქნება. ის გვაწვდის ინფორმაციას საერთო გამომწერების, ჩართულობის კოეფიციენტის, მოწონებებისა და კომენტარების საშუალო მაჩვენებლების შესახებ.
ინსტაგრამის სარეკლამო ხელსაწყოები
- Ads Manager
Ads Manager ფეისბუქისა და ინსტაგრამისთვის შექმნილი ხელსაწყოა, რომელიც რეკლამის შექმნისა და მონიტორინგის საშუალებას გვაძლევს. რეკლამის შემქმნელებს ის სთავაზობს წვდომას ფეისბუქის დეტალურ თარგეთირებაზე და კამპანიის მართვაზე ორივე პლატფორმისთვის. სარეკლამო კამპანიის შექმნის შემდეგ შეგიძლიათ, მასში ცვლილებები შეიტანოთ, გმაოეხმაუროთ კომენტარებს და შეაფასოთ ისინი, ასევე დააკვირდეთ შედეგიანობასაც. შეგიძლიათ, იმასაც გაეცნოთ, თუ რამდენ დოლარს ხარჯავთ თითოეული სასურველი შედეგის მისაღებად.
- ინსტაგრამის ბრენდირებული კონტენტის ხელსაწყო
რეკლამის შემქმნელებისთვის ინსტაგრამის ბრენდირებული კონტენტის ხელსაწყო ნაცნობი უნდა იყოს. ეს ხელსაწყო მოიაზრებს თეგებს, რომლის მიმაგრებაც კრეატორებს საკუთარ ბრენდირებულ კონტენტზე შეუძლიათ - ეს ინსტაგრამის, ისევე როგორც რეგულატორების მოთხოვნაა და ის ძირითადად კომერციულ თანამშრომლობებზე ვრცელდება.
AdEspresso-ს ხელსაწყო შექმნილია, რათა რეკლამის შემქმნელებმა ფეისბუქის, ინსტაგრამისა და გუგლის სარეკლამო ბიუჯეტებიდან მაქსიმალური სარგებლის მიღება შეძლონ. მისი პერსონალიზებადი ხელსაწყო საშუალებას გაძლევთ, ორიენტირდეთ თქვენთვის შესაფერის სარეკლამო საზომებზე. გარდა ამისა, რაც მისი მთავარი უპირატესობაა - პლატფორმა გაწვდით სასარგებლო რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ გაზარდოთ კამპანიის ეფექტურობა.
ინსტაგრამის რეკლამებზე დაკვირვება ძირითადად რიჩებითა და კონვერსიებით ხდება, თუმცა კომენტარების მნიშვნელობაც არ უნდა დაგვავიწყდეს. სწორედ ამ სივრცეს ავსებს Adview-ის ხელსაწყო. ამ აპლიკაციის დახმარებით შეგიძლიათ, ინტსაგრამისა და ფეისბუქის რეკლამების კომენტარები ერთ სივრცეში ნახოთ და გამოეხმაუროთ კიდეც მათ.
ინსტაგრამის ჰეშთეგ ხელსაწყოები
აღნიშნული ვებ აპლიკაცია გაწვდით დეტალურ ინფორმაციას კონკრეტულ ჰეშთეგზე. შეგიძლიათ, თქვენთვის სასურველი ქივორდი ან ჰეშთეგი მოძებნოთ და აღმოაჩინოთ სხვადასხვა თეგები, ასაკობრივი ჯგუფები და სხვა დემოგრაფიული მახასიათებლები, რომლებიც ამ ჰეშთეგის გამოყენებასთანაა დაკავშირებული. ასევე ნახავთ იმ ყველაზე პოპულარულ პოსტს, რომელიც კონკრეტულ ჰეშთეგს იყენებს.
Keyhole-ის ანალიტიკური პორტფოლიო შეიცავს ჰეშთეგების მონიტორინგის ხელსაწყოს, რომელიც ინსტაგრამის კამპანიებზეა მორგებული. იყენებთ ბრენდირებულ ჰეშთეგებს? მაშინ ხელსაწყოს საშუალებით მის ROI-საც (ინვესტიციის უკუგება) გამოთვლით. თუ ინფლუენსერებთან თანამშრომლობთ, მაშინ ჰეშთეგზე მათი გავლენის შეფასებასაც შეძლებთ.
ინსტაგრამის Story-ის ხელსაწყოები
თუ ინსტაგრამის Valencia ფილტრი ან რომელიმე ეფექტი აღარ გაკმაყოფილებთ, მაშინ Adobe Lightroom CC სცადეთ. აპლიკაციაში საკმაოდ მარტივია პროფესიონალური ხელსაწყოების გამოყენება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მისი შაბლონებიც გაქვთ ჩამოტვირთული.
- Boomerang
Boomerang ინსტაგრამისგან განცალკევებული, თუმცა მასში ინტეგრირებული აპლიკაციაა. ის საშუალებას გაძლევთ, თქვენს ფოტოებს განმეორებადი ეფექტი დაამატოთ. სტატიკური ფოტოების გახალისებისთვის, ის შესანიშნავი ხელსაწყოა.
- Snapseed
Snapseed Google-ის მიერ შექმნილი, ფოტოების დასარედაქტირებელი აპლიკაციაა, რომელიც ამ კატეგორიაში არსებულ საუკეთესო აპლიკაციათა რიგებში შედის. Snapseed ბევრი გამორჩეული ფუნქციით ხასიათდება - მისი საშუალებით შეგიძლიათ, ფოტოს მხოლოდ ის ნაწილი დახვეწოთ ან გარდაქმნათ, რომელიც ამას საჭიროებს.
- VSCO
VSCO გაცილებით მეტია, ვიდრე ფოტოსა და ვიდეოების დასარედაქტირებელი ხელსაწყო. მის გარშემო საკმაოდ დიდი სოციუმი ერთიანდება. აქ შეხვდებით ყოველკვირეულ ჩელენჯებს, #VSCO ჰეშთეგებს, მიმებს და სხვა ბევრ საინტერესო სიახლეს. აპლიკაცია პოპულარობით მისი ფილტრების დამსახურებით სარგებლობს - საიდანაც 10 სრულიად უფასოა. მათი გამომწერები წვდომას შედარებით დახვეწილ ხელსაწყოებზეც იღებენ, მაგალითად Kodak, Fuji და Agfa-ს ფილტრებზე.
ინსტაგრამის ხელსაწყოები ინფლუენსერ კამპანიებისთვის
ინსტაგრამის ბიზნეს ანგარიშის მფლობელებსა და კრეატორებს უკვე შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ წვდომა ფეისბუქის Brand Collabs Manager-ზე. პლატფორმა შექმნილია, რათა ბრენდებსა და ინფლუენსერებს ერთმანეთის მოძებნა და თანამშრომლობა გაუმარტივდეთ. ბრენდებს შეუძლიათ, დაათვალიერონ კრეატორთა სიები და გაეცნონ მათ წარსულ პარტნიორობებს, აუდიტორებს და ამის მიხედვით გადაწყვიტონ, სურთ თუ არა მათთან თანამშრომლობა.
2022 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სოციალური მედია ტრენდი ბრენდებისა და ბუნებრივი, ავთენტური კრეატორების თანამშრომლობა და კოლაბორაციული ზრდაა. Tint საუკეთესო საშუალებაა მომხმარებლის მიერ წარმოებული ისეთი კონტენტის აღმოჩენისთვის, რომლის გამოყენებაც ინსტაგრამისთვისაც შესაძლებელია და რომელიც უდავოდ წაადგება თქვენს ინფლუენსერ კამპანიებს.
- Fourstarzz
Fourstarzz-ის ინფლუენსერთა სარეკომენდაციო სისტემა სწორი ინფლუენსერების მოძიებაში დახმარებია ისეთ ბრენდებს, როგორებიც არიან BMW, Philips და Expedia. პლატფორმა ხუთი სოციალური ქსელის მასშტაბით 750,000-ზე მეტ ინფლუენსერს აერთიანებს. გარდა ამისა, აქ შესაძლებლობა გაქვთ, გამოიყენოთ თემები, ქივორდები და ფილტრები, რათა ძიების პროცესი უფრო მარტივი გახადოთ.
ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Food Heaven, Golde, Goode და ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან Selena Gomez და Alicia Keys, საკუთარი ტრაფიკის გადასამისამართებლად სწორედ Linktree-ის იყენებენ. პლატფორმა პერსონალიზებულ გამოცდილებას და პარტნიორული აპლიკაციების ინტეგრაციას გვთავაზობს. გარდა ამისა, მასში გათვალისწინებულია ანალიტიკური ხელსაწყოებიც, რომლებიც იმაზე დაკვირვებაში გეხმარებათ, თუ სად აკლიკებენ მომხარებლები.
ხელოვნური ინტელექტით შექმნილი და მომხმარებელთა მომსახურებაზე მორგებული პლატფორმა heyday, სოციალური კომერციის სივრცეა, რომელიც მომხმარებელთა მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ეს არის ჩატბოტი კომპანიებისთვის, რომლებსაც მომხმარებელთა მომსახურების და გაყიდვების ავტომატიზაცია სურთ.
შექმენით ესთეტიკური და მიმზიდველი “feed” Instagram Grid-ის მეშვეობით. აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ, შექმნათ ცხრა სურათისგან შემდგარი კედელი და პირდაპირ აპლიკაციიდან გამოაქვეყნოთ პოსტები. სამწუხაროდ, Instagram Grid ამ დროისათვის მხოლოდ პირადი ანგარიშის მფლობელებისთვისაა.
ასევე დაგაინტერესებთ:
ციფრული მარკეტინგის 15 უფასო ხელსაწყო მცირე ბიზნესისათვის
ინსტაგრამის ახალი "Rage Shake" და "Carousel" ფუნქცია
5 რჩევა ინსტაგრამზე ბიზნესის სწორად წარმოჩენისთვის