რატომ შეიძლება შეჩერდეს ფეისბუქ რეკლამის გავრცელება?

იანვარი 18, 2022

რატომ შეიძლება შეჩერდეს ფეისბუქ რეკლამის გავრცელება?

გქონიათ ისეთი შემთხვევა, როდესაც რეკლამა გამოგიქვეყნებიათ, მაგრამ მას არანაირი შედეგი არ მოუტანია? გიფიქრიათ, რომ თქვენი რეკლამა საერთოდ არ გააქტიურებულა?

გქონიათ ისეთი შემთხვევა, როდესაც რეკლამა გამოგიქვეყნებიათ, მაგრამ მას არანაირი შედეგი არ მოუტანია? გიფიქრიათ, რომ თქვენი რეკლამა საერთოდ არ გააქტიურებულა? სტატიის განმავლობაში გაიგებთ, რა მიზეზით შეიძლება მოხდეს ეს და რა გზებს უნდა მიმართოთ ამის გამოსასწორებლად.

რას ნიშნავს „Not Delivering” ფეისბუქის რეკლამებისთვის?

თუ თქვენი რეკლამის სტატუსი „Not Delivering“ არის, ეს ნიშნავს, რომ თქვენს რეკლამას სამიზნე აუდიტორია ვერ ხედავს. ასეთი რამ შეიძლება ახალი ან არსებული რკელამების შემთხვევაშიც მოხდეს. იმისათვის, რომ სარეკლამო კამპანიის ან უშუალოდ რეკლამის სტატუსი შეამოწმოთ, გადადით Ads Manager-ში და შეამოწმეთ Delivery-ის სვეტი.

“Not Delivering” სტატუსი რეკლამას რამდენიმე მიზეზის გამო შეიძლება მიენიჭოს. თუ რეკლამას რაიმე პრობლემა აქვს, მაშინ მის ქვე სტატუსში ამოიკითხავთ, რომ რაიმე სახის განახლებაა საჭირო.

ზოგადად, არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზეზით შეჩერდება თქვენი კამპანია ან რეკლამა. ამის გამო მასზე ხელი არ უნდა ჩაიქნიოთ, რადგან ხშირად, გამოსასწორებელი გზა იმაზე მარტივი შეიძლება იყოს, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

10 მიზეზი, რატომაც შეიძლება რეკლამის მიწოდება შეწყდეს

რეკლამის მიწოდების შეწყვეტისთვის რამდენიმე გავრცელებული მიზეზი არსებობს. რეკლამები შეიძლება აქტიური იყოს, თუმცა მათი მიწოდება შეჩერებული.

  1. თქვენი სარეკლამო პოსტი არაა ხელმისაწვდომი

ფეისბუქის პოსტი, რომელიც რეკლამასთან იყო დაკავშირებული, შესაძლოა წაიშალა, ან მისი ნახვის და გამოყენების უფლება აღარ გაქვთ. შესაძლოა, ისეთ პოსტსაც იყენებდეთ, რომლის გარეკლამებაც დაუშვებელია.

თქვენი რეკლამა შეიძლება შეიცავდეს ისეთ შეთავაზებას/ივენთს, რომლის ვადაც ამოწურულია ან დამთვრებულია. ასევე შესაძლოა, ისეთი პროდუქტის გარეკლამებას ცდილობდეთ, რომლის საიდენტიფიკაციო კოდიც გამქრალია ან უბრალოდ არ მოიპოვება.

აღსანიშნავია, რომ ფეისბუქზე გადაზიარებული პოსტების გარეკლამებაც არაა დაშვებული.

გამოსწორება: აარჩიეთ განსხვავებული პოსტი ან ჩაასწორეთ შენიშვნები

კონკრეტული მიზეზის გათვალისწინებით, თქვენ შეგიძლიათ:

  • მიიღოთ წვდომა გვერდის ადმინისგან ან ედითორისგან.
  • რეკლამისთვის შეარჩიოთ სხვა პოსტი.
  • შექმნათ ახალი შეთავაზება და ის გაარეკლამოთ კამპანიის ფარგლებში.
  • გადახედოთ თქვენს კატალოგს და ნახოთ, ნამდვილად გაქვთ თუ არა კონკრეტული პროდუქტი მარაგში.

საჭირო ცვლილებების შეტანის შემდეგ, ხელით მონიშნეთ და გააქტიურეთ ახლიდან “Ad Set” - ამის შემდეგ, ქვე სტატუსიც (საჭიროებს განახლებას) გაქრება.

  1. თქვენ მიაღწიეთ ბიუჯეტის ხარჯვის ლიმიტს

პრობლემა: თქვენ მიაღწიეთ ხარჯვის ლიმიტს და ამის შესახებ დაგავიწყდათ

მორიგი მარტივი პრობლემა, რომლის არსებობის შესახებაც შესაძლოა, საერთოდ დაგავიწყდეთ - არის ანგარიშის ხარჯვის ლიმიტი. თქვენი სარეკლამო ანგარიშის ხარჯვის ლიმიტი არის იმ თანხის საერთო ოდენობა, რომლის დახარჯვაც გარკვეული დროის განმავლობაში შეგიძლიათ. მას შემდეგ, რაც ლიმიტი მიიღწევა, ფეისბუქი ავტომატურად შეწყვეტს თქვენი რეკლამების მიწოდებას.

გამოსწორება: შეცვალეთ, გააუქმეთ ან განაახლეთ ხარჯვის ლიმიტი

გახსენით Ads Manager და შემდეგ, პარამეტრების სექციაში მოძებნეთ “Billing & Payment Methods”.

 

ანგარიშის სახარჯო ლიმიტის ფანჯარას ეკრანის მარჯვენა მხარეს იპოვით. აქვე იქნება მითითებული იმ თანხის ოდენობაც, რაც უკვე დახარჯული გაქვთ.

  1. აუდიტორია ძალიან მცირეა

პრობლემა: ვერ აგროვებთ მომხმარებელთა მინიმალურ ოდენობას

სამიზნე აუდიტორიის დეტალური თარგეთირება ინტერესებისა და ქცევების მიხედვით, ბიუჯეტის ოპტიმალურ მოხმარებას უწყობს ხელს, თუმცა აუდიტორიის ზედმეტად დავიწროვებას შესაძლოა, რეკლამის შეჩერებაც მოჰყვეს. ფეისბუქის მინიმალური მოთხოვნაა, რომ აუდიტორიაში 1,000 მომხმარებელი მაინც ერთიანდებოდეს.

თქვენი რეკლამის მიწოდება შეიძლება შეჩერდეს, თუ:

  • სარეკლამო თარგეთირების პარამეტრებში არ ექცევა მომხმარებელთა საკმარისი ოდენობა.
  • მომხმარებელთა სია, რომელიც ფეისბუქზე ატვირთეთ, არ ემთხვევა ადამიანთა პოტენციურ რიცხვს.

გამოსწორება: გაზარდეთ სამიზნე აუდიტორიის რიცხვი.

ამისათვის რამდენიმე გამოსავალი არსებობს:

  • დაამატეთ ქცევები ან ინტერესები
  • მიეცით ფეისბუქის პიქსელს საშუალება, კამპანიის დაწყებამდე შეაგროვეს უფრო მეტი მონაცემი.
  • გადახედეთ თქვენს გეოგრაფიულ შეზღუდვებს.
  • გამოიყენეთ მსგავსი აუდიტორიები, რათა ფეისბუქმა თქვენი მომხმარებლების მსგავსი ადამიანები აღმოაჩინოს.
  • დაამატეთ ადამიანები მომხმარებელთა სიაში.

  1. თქვენი რეკლამა უარყოფილი ან შეზღუდულია

პრობლემა: თქვენი რეკლამა ეწინააღმდეგება ფეისბუქის სარეკლამო პოლიტიკას

რეკლამის მიწოდება ზოგჯერ შესაძლოა, პრობლემას სულაც არ წარმოადგენდეს და თქვენ უფრო დიდი პრობლემის წინაშე იდგეთ - მაგალითად, რეკლამა უარყოფილ იქნას. ფეისბუქის სარეკლამო პოლიტიკა საკმაოდ კომპლექსურია და ხშირად, ზოგიერთი რეკლამა მის წესებს ვერ ემთხვევა.

თუ თქვენი რეკლამაც მოხვდა იმ რეკლამათა სიაში, რომლებიც სარეკლამო პოლიტიკას ვერ ემთხვევიან, მაშინ ის უარყოფილი იქნება. რეკლამის სტატუსის შესახებ შეტყობინება აუცილებლად მოგივათ, თუმცა მისი შემოწმება Ads Manager-დანაც შეგიძლიათ.

რეკლამის უარყოფისთვის უამრავი მიზეზი არსებობს, მაგალითად, აკრძალული კონტენტის გამოყენება (ალკოჰოლი, აზარტული თამაშები, იარაღი). განხილვის პროცესი მოიცავს თქვენი რეკლამის ლენდინგ გვერდსაც - სად ამისამართებს რეკლამა მომხმარებელს. ამიტომ დარწმუნდით, რომ ლენდინგ გვერდი გამართულია და შეიცავს ისეთ პროდუქტს/მომსახურებას, რომელიც რეკლამას შეესაბამება.

გამოსწორება: შეიტანეთ საჭირო ცვლილებები და ხელახლა წარადგინეთ რეკლამა განსახილველად

  • მაგალითად, თუ ფეისბუქი გეუბნებათ, რომ თქვენი სურათი შეუფერებელია რეკლამისთვის, მაშინ შეცვალეთ და აირჩიეთ ისეთი სურათი, რომელიც სარეკლამო წესებს აკმაყოფილებს. შეინახეთ რეკლამა და გააგზავნეთ ის განსახილველად.
  • თუ ფიქრობთ, რომ რეკლამა უმიზეზოდ იკრძალება, შეგიძლიათ მისი ხელახლა განხილვაც მოითხოვოთ.

გარდა ამისა, თუ თქვენი რეკლამა რომელიმე სპეციალურ კატეგორიაში ხვდება (დასაქმება, სოციალური საკითხები...), თქვენ დამატებითი შეზღუდვები გექნებათ თარგეთირებისას. მაგალითად, ვერ გამიჯნავთ მომხმარებელს სქესის ან ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით.

  1. თქვენი ბიუჯეტის პარამეტრები შეუსაბამოა

პრობლემა: პარამეტრები ზედმეტად დავიწროვებულია (შემზღუდავია)

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც შესაძლოა, რეკლამა შედეგებს არ გაწვდიდეთ, არის ზედმეტად შეზღუდული ბიუჯეტი.

წარმოიდგინეთ: თქვენი სამიზნე აუდიტორიის თარგეთირება ფეისბუქს ეუბნება, ვის გინდათ მიაწვდინოთ თქვენი რეკლამა. ალგორითმი ამას სწავლობს და შემდეგ, თქვენი რეკლამა საჭირო აუდიტორიამდე მიაქვს - იმ მომხმარებლებამდე, რომლებიც თქვენთვის სასურველ ქმედებას, უფრო მეტად შეასრულებენ (შეავსებენ ფორმას, დარეგისტრირდებიან...).

ამ პროცესში ალგორითმი სარეკლამო შედეგების ამაღლებისთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს ეძებს. ბიუჯეტის შეზღუდვის შემთხვევაში, შეიზღუდება ალგორითმის მიერ საჭირო მომხმარებლების პოვნის შესაძლებლობა - იმ ადამიანების პოვნა, რომლებსაც რეკლამას ყველაზე დაბალი დანახარჯით წარუდგენთ და დამატებით, მათგან სასურველ ქმედებასაც მიიღებთ. ეს იმიტომ, რომ ალგორითმის საჭირო ოდენობის სტატისტიკურ მონაცემებს ვერ შეაგროვებს.

მაგალითად, თუ თქვენ რეკლამისთვის ყოველდღიურად $2-ს ხარჯავთ, ფეისბუქის ალგორითმს არ ექნება შესაძლებლობა, საკმარისად სწრაფად შეისწავლოს რეკლამის ეფექტურობა და ეს ავტომატურად გამოიწვევს თქვენი რეკლამის შეჩერებას.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ დღიური ბიუჯეტი საკმაოდ დიდია (მაგალითად, $40), თუმცა დაბალია თქვენი ფსონი (თანხა, რომლის გადახდისთვისაც მზად ხართ თითო შედეგზე) - $1.5, ალგორითმმა შესაძლოა ვერ შეძლოს რელევანტურ აუდიტორიამდე მიღწევა. შესაბამისად, თუ ალგორითმი რეკლამას ვერავის წარუდგენს, მაშინ ის შეწყვეტს მიწოდებასაც.

გამოსწორება: ბიუჯეტის და ფსონების მოქნილობა

პრობლემის აღმოჩენის შემდეგ, მისი გამოსწორებაც აღარაა რთული. ეცადეთ, თქვენი ბიუჯეტისა და ფსონების ოდენობა საკმარისი იყოს, რათა ალგორითმს სწავლის და რეკლამის ოპტიმიზაციის საშუალება მიეცეს. შესაძლოა, ყოველდღიური ბიუჯეტის ნაცვლად, საერთო (lifetime) ბიუჯეტი დააწესოთ. ეს ფეისბუქს საშუალებას აძლევს, ბიუჯეტი ისე დახარჯოს და ისეთ დროს, როგორც საჭიროდ ჩათვლის (ცხადია, მაქსიმალური შედეგების მისაღებად).

გარდა ამისა, მიმართეთ მინიმალური ხარჯის სტრატეგიას (Lowest cost bid strategy), რადგან ის საუკეთესო შედეგების, მინიმალური დანახარჯებით მიღწევაში გეხმარებათ. ამგვარად, ფეისბუქი თქვენს ბიუჯეტს მაქსიმალური ეფექტურობით გამოიყენებს. ამ სტრატეგიის ფარგლებში, თქვენი მინიმალური ფსონი, საკმარისზე დაბალი ვერასდროს იქნება.

  1. რეკლამას შეზღუდული აქვს ჩართულობა

პრობლემა: შეზღუდული ჩართულობა ამცირებს რეკლამის პოტენციალს

ცხადია, ფეისბუქსაც სურს საკუთარი აუდიტორიისთვის რელევანტური რეკლამების ჩვენება და ამგვარად, მათი ჩართულობის ამაღლება. შესაბამისად, თუ თქვენი რეკლამა ძალიან დაბალ ან საერთოდ ვერ იღებს ჩართულობას, ის ხშირად არ გამოუჩნდება მომხმარებელს.

ფეისბუქის რეკლამა დაბალი შედეგებით შესაძლოა, დაბალი რელევანტურობის გამოც ხასიათდებოდეს. ფეისბუქის სარეკლამო რელევანტურობის/შესაბამისობის ქულა განისაზღვრება რამდენიმე ფაქტორით:

  • ხარისხობრივი რეიტინგი: როგორია თქვენი რეკლამის ხარისხი, იმავე აუდიტორიაზე გათვლილ სხვა რეკლამასთან შედარებით.
  • ჩართულობის კოეფიცინტი: როგორია თქვენი რეკლამის მოსალოდნელი ჩართულობის ხარისხი, სხვა კონკურენტულ რეკლამასთან შედარებით.
  • კონვერსიის კოეფიციენტის რეიტინგი: როგორია თქვენი რეკლამის მოსალოდნელი კონვერსიის კოეფიციენტი, სხვა კონკურენტულ რეკლამასთან შედარებით.

გამოსწორება: შექმენით ახალი, უკეთესი და ძლიერი რეკლამა

ამ პრობლემის გამოსწორების ერთ-ერთი გზა, რეკლამისთვის ახალი დიზაინის შექმნა ან სამიზნე აუდიტორიის შეცვლაა. გარდა ამისა, რეკომენდაციებს თავად ფეისბუქიც უხვად გვთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგის გაზრდას, დაბალი ხარისხიდან საშუალომდე, უფრო დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, ვიდრე მისი საშუალო დონიდან ამაღლებას. ამიტომ, პირველ რიგში, თქვენი დაბალი რეიტინგების გაზრდაზე იზრუნეთ.

  1. თქვენი აუდიტორიები იკვეთებიან

პრობლემა: ფეისბუქი ცდილობს, თქვენს რეკლამებს შორის კონკურენცია შეზღუდოს

თუ ერთდროულად რამდენიმე რეკლამას მართავთ და მათ საერთო აუდიტორია აერთიანებთ, მაშინ ფაქტობრივად, თქვენი თავის კონკურენტი ხდებით, რაც რეკლამის შედეგიანობას საგრძნობლად აზიანებს.

თუ თქვენს აუდიტორიას სხვადასხვა კამპანიის ფარგლებში თითქმის იდენტური თარგეთირება აქვთ, მაშინ ფეისბუქი მათ ერთმანეთთან კონკურენციას შეუზღუდავს (ფსონების შეფასებისას).

იმ შემთხვევაში, თუ რეკლამა ჩვეულებისამებრ ფუნქციონირებს და სხვა პრობლემა ვერ აღმოაჩინეთ, რაც შეიძლება ხელს უშლიდეს რეკლამის მიწოდებას, მაშინ უმჯობესი იქნება, თუ ამ რეკლამების აუდიტორიებს შეამოწმებთ და გაიგებთ, იკვეთებიან თუ არა ისინი.

გამოსწორება: გამოიყენეთ ფეისბუქის აუდიტორიების გადაკვეთის ხელსაწყო

საბედნიეროდ, ფეისბუქს საკუთარი ხელსაწყოც აქვს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ეს ფეისბუქის Audience Overlap Tool-ია.

Ads Manager-ზე გადასვლის შემდეგ, მოძებნეთ აუდიტორიების სექცია და აირჩიეთ ის აუდიტორიები, რომლებიც შეიძლება იკვეთებოდნენ. შემდეგ დააჭირეთ “Show Audience Overlap”. შედეგად, ნახავთ ადამიანთა რიცხვს და გადაკვეთის პროცენტულ მაჩვენებელს.

ერთ-ერთი ხერხი ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად არის ორი განსხვავებული რეკლამიდან აუდიტორიების გამორიცხვა. გადადით კონკრეტულ აუდიტორიაზე და მონიშნეთ ინტერესები. შემდეგ გამოიყენეთ გამორიცხვის ფუნქცია და შეიყვანეთ მასში მეორე აუდიტორია, შესაბამისი ინტერესით.

  1. თქვენი რეკლამა განხილვის პროცესს ვერ სცდება

პრობლემა: ფეისბუქი რეკლამაის განხილვას, ჩვეულებრივზე მეტ დროს ანდომებს

როგორც იცით, თითოეული რეკლამა ფეისბუქის გუნდის მიერ განხილვას ექვემდებარება. ეს განხილვები ფეისბუქის ავტომატიზებული სისტემისა და ადამიანების ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.

როგორც წესი, რეკლამების უმეტესობა 24 საათის განმავლობაში შეიძლება განიხილებოდეს, თუმცა ზოგჯერ ამას შესაძლოა უფრო დიდი დროც დასჭირდეს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თქვენი რეკლამა შესაძლოა განხილვის პროცესში „გაიჭედოს“, ეს განსაკუთრებით სადღესასწაულო სეზონებზე ხდება.

გამოსწორება: წინასწარ დაგეგმეთ თქვენი რეკლამის გაშვება

ფეისბუქიც გვირჩევს, რომ რეკლამები წინასწარ შევქმნათ, შევიტანოთ კალენდარში და წარვადგინოთ განსახილველად. რეკლამის ბიუჯეტისა და დაგეგმარების სექციიდან შეგიძლიათ საწყისი და საბოლოო თარიღებიც მიუთითოთ. ეს საშუალებას მოგცემთ, რომ რეკლამის უარყოფის შემთხვევაში, საჭირო ცვლილებების შეტანაც მოასწროთ.

რეკლამის განხილვის პროცესი რამდენიმე კრიტერიუმს მოიცავს:

  • თარგეთირება
  • კრეატივი (სურათი, ტექსტი, ბმული, ვიდეო)
  • ოპტიმიზაცია
  • გადახდები

ამ პროცესის განმალვობაში ეცადეთ, რეკლამაში ცვლილებები არ შეიტანოთ, რადგან ეს ამ პროცესის ხელახლა დაწყებას გამოიწვევს.

  1. დაგეგმარების პრობლემები

პრობლემა: არასწორი დაგეგმარება ზღუდავს რეკლამის გავრცელებას

რეკლამის მიწოდება შესაძლოა არასწორმა დაგეგმარებამაც შეაჩეროს. ფეისბუქი თქვენს რეკლამას მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში წარუდგენს მომხმარებლებს, მაგრამ ამ პერიოდის დაგეგმარებისას რამდენიმე უზუსტობამ შეიძლება იჩინოს თავი:

  • დასასრულის თარიღი უკვე გასულია
  • თქვენი რეკლამა, რეკლამის ჯგუფი ან კამპანია შეჩერებულია.

გამოსწორება: განაახლეთ კალენდარი

ამ პრობლემის გამოსწორების გზები საკმაოდ სწორხაზოვანია. თუ თქვენი კამპანიის თარიღი მომავალშია გადატანილი, თუმცა მისი დაწყება ახლა გსურთ, მაშინ ჩაასწორეთ შესაბამისი თარიღები. თუ დასასრულის თარიღი უკვე გასულია, მაშინ დააწესეთ ახალი თარიღი. კამპანიის შეჩერების შემთხვევაში კი, დაიწყეთ ის ახლიდან.

  1. თქვენი ოპტიმიზაციის მიზანი არარეალურია

პრობლემა: კონვერსიების ნაკლებობა

ოპტიმიზაციის მიზნის, დანიშნულების არჩევით, თქვენ ფეისბუქს ეუბნებით, კონკრეტულად რა ტიპის ქმედებას მოელით თქვენი აუდიტორიისგან. ეს ყველაფერი კი ფეისბუქს ეხმარება, მიიღოს უკეთესი გადაწყვეტილებები და მეტი სიზუსტით დაუკავშირდეს სამიზნე აუდიტორიას.

დავუშვათ, რეკლამის დანიშნულებად ბმულებზე კლიკები აირჩიეთ. არსებითად, თქვენ ფეისბუქს ეუბნებით: „მაქსიმალურად მსურს ისეთი ადამიანების თარგეთირება, რომლებიც გადავლენ ჩემ მიერ მითითებულ ბმულზე“. როგორ იგებს ფეისბუქი, ვინ უფრო მეტად განახორციელებს ამ ქმედებას? ის მსგავს რეკლამებზე, ადამიანების ქცევებს ადარებს და ამ შედეგებს რეკლამის ჩვენებისას ითვალისწინებს.

ოპტიმიზაციის სწორი დანიშნულების შერჩევით თქვენ ზრდით კამპანიის შედეგიანობას და ავიწროვებთ აუდიტორიის მოცულობასაც. თუმცა, როდესაც საქმე კონვერსიებს ეხება, შესაძლოა გარკვეულ პრობლემებსაც წავაწყდეთ.

კონვერსიების დანიშნულების შერჩევისას, ფეისბუქი საწყის საზომად და იდეალური სამიზნეების საპოვნელად სწორედ კონვერსიებს იყენებს. თუმცა, ძალიან მცირე კონვერსიების შემთხვევაში, ფეისბუქი ვერ აგროვებს საკმარის მონაცემებს და ალგორითმს უჭირს იმის განსაზღვრა, ვინ იქნება თქვენი რეკლამით დაინტერესებული.

გამოსწორება: განაახლეთ კონვერსიის ტიპი ან ოპტიმიზაციის დანიშნულება

პრობლემის თავიდან ასაცილებლად, შეცვალეთ კონვერსიების ტიპი და შეარჩიეთ ისეთი, რომელიც შესაძლოა უფრო ხშირად გვხვდებოდეს, მაგალითად „კალათაში დამატება“ და არა „შესყიდვა“.

გარდა ამისა, კონვერსიების ნაცვლად, ყოველთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ბმულებზე კლიკები. ამგვარად, კონვერსიების დათვლა კვლავ მოხდება და ფეისბუქსაც შეეძლება იმის დადგენა, ვინ არის დაინტერესებული თქვენი რეკლამით და შედეგად, რეკლამასაც იდეალურ მომხმარებლებს მიაწოდებს. ხოლო მას შემდეგ, რაც სასურველ და სტაბილურ კონვერსიებს მიიღებთ, შეგეძლებათ დანიშნულება კვლავ კონვერსიებზე შეცვალოთ.

ამის გასაკეთებლად, გახსენით Ads Manager, აირჩიეთ თქვენი რეკლამა და შეცვალეთ დანიშნულება.

შეჯამება

ამგვარად, თქვენ უკვე გეცოდინებათ, რა მიზეზებმა შეიძლება შეაჩეროს თქვენი აქტიური რეკლამის მიწოდება და რა მიზეზით შეიძლება დაიბლოკოს ის. რასაკვირველია, შესაძლოა ყველა პრობლემა თავად ვერ მოაგვაროთ, თუმცა წარმოდგენა უკვე გექნებათ და ყოველთვის შეგეძლებათ, ფეისბუქის მხარდაჭერის გუნდსაც მიმართოთ - ისინი მუდამ მზად არიან თქვენს დასახმარებლად.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

რა უნდა გავითვალისწინოთ ფეისბუქის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისას 2022 წელს

ფეისბუქის რეკლამირების 12 რჩევა ROAS გასაზრდელად

6 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ფეისბუქზე რეკლამირებისას