TikTok-ის განახლებული ალგორითმი და "For You"

იანვარი 05, 2022

TikTok-ის განახლებული ალგორითმი და "For You"

TikTok-ის განცხადებით, ის „For You” სექციის ფორმირებისთვის ახალ მიდგომას გამოიყენებს. კომპანიამ უკვე დეტალურად აღწერა, როგორ მუშაობს მისი სარეკომენდაციო ალგორითმი - მომხმარებელთა ჩართულობაზე დაყრდნობით...

TikTok-ის განცხადებით, ის „For You” სექციის ფორმირებისთვის ახალ მიდგომას გამოიყენებს. კომპანიამ უკვე დეტალურად აღწერა, როგორ მუშაობს მისი სარეკომენდაციო ალგორითმი - მომხმარებელთა ჩართულობაზე დაყრდნობით, თუმცა ზოგიერთი კონტენტ კატეგორია შესაძლოა, მცირედით პრობლემატური იყოს. ამიტომაც, კომპანია ნერგავს ახალ ტექნოლოგიას, რომელიც თავიდან აგვარიდებს „განმეორებით კანონზომიერებებს“ და ასევე მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, აირჩიონ ისეთი თემა/საკითხები, რომლის გარშემოც კონტენტის ნახვა არ სურთ.

როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა საკუთარ განცხადებაში აღნიშნეს - „ზედმეტი რაოდენობით კონტენტის ჩვენება, ცხოველები იქნება ეს, ფინტეს რჩევები თუ მოგზაურობა, არ ემთხვევა მრავალფეროვან და აღმოჩენაზე გათვლილ მომხმარებელთა გამოცდილების ჩვენეულ ხედვას.“ აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერს კომპანია არ აკეთებს იმიტომ, რომ ვინმეს ძალიან ბევრი ლეკვების ნახვა მობეზრდა. ეს ალგორითმებსა და რეკომენდაციების საზიანო გავლენის შესახებ რეგულაციებს უფრო ეხება.

ტიკტოკის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ ვიდეოების იმ კატეიებზე, რომელთა ხშირად ნახვამაც შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს ადამიანზე, მაგალითად: „გადაჭარბებული დიეტა ან ფიტნესი“, მოწყენილობა, ურთიერთობის გაწყვეტა და მსგავსი თემატიკები. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელს შეიძლება სიამოვნებდეს მსგავსი რეკომენდაციები, ალგორითმი ჯერ იმდენად ჭკვიანი არ არის, რომ გააცნობიეროს ამ ყველაფრის საზიანო შედეგები. აღნიშნული პრობლემა მხოლოდ ტიკტოკს არ ეხება. კონგრესი ზოგადად დაინტერესებულია მსგავსი სისტემების მუშაობის პრინციპით და მათი გავლენით ახალგაზრდა თაობაზე. სწორედ ამიტომ, TikTok მუშაობს არსებული პრობლემის აღმოფხვრაზე და ცდილობს, ერთი და იმავე თემატიკის ვიდოები მომხმარებელს ხშირად არ მიაწოდოს. მათ გარკვეული მაგალითებიც წარმოადგინეს, თუმცა ეს სრულ სიას ნამდვილად არ მოიცავდა.

გარდა ამისა, კომპანია მუშაობს ისეთი ტექნოლოგიის შექმნაზე, რომელიც მას დაეხმარება, გაიგოს, არის თუ არა მომხმარებლის კედელი დივერსიფიცირებული (მრავალფეროვანი/განსხვავებული). შესაძლოა, მომხმარებელი სულაც არ უყურებდეს საზიანო კონტენტს, რომელიც ტიკტოკის პოლიტიკასაც ეწინააღმდეგება, თუმცა კომპანიის აზრით, „კონტენტის ძალიან მცირე კატეგორიების ნახვამ შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიას საზოგადოებაზე.“

კიდევ ერთი ფუნქცია, რომელზეც კომპანია მუშაობს, მომხმარებელს საშუალებას მისცემს, თავად აირჩიოს ალგორითმის მიმართულება. მათ შეეძლებათ, აირჩიონ ისეთი სიტყვები, ქივორდები და ჰეშთეგები, რომელთა გარშემოც კონტენტის ხილვა არ სურთ.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ეს განცხადება მხოლოდ გეგმების დაანონსებაა და არ ნიშნავს იმას, რომ კომპანიამ ეს ფუნქციები და სიახლეები უკვე დანერგა. სავარაუდოდ, ეს განცხადება რეგულატორების გამოძიებას მოკლე პერიოდით შეაჩერებს. ეს ყველაფერი ხომ სწორედ კონგრესის განხილვებს მოჰყა. კომპანიის განცხადებით, აღნიშული ცვლილებების გატარებას დრო და შესაბამისი ტესტირებაც სჭირდება.

„ჩვენ განვაგრძობთ იმაზე მუშაობას, თუ როგორ შეეძლება სისტემას რეკომენდაციების გამრავალფეროვნება.“

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

რა შესაძლებლობებს გვთავაზობს TikTok-ისა და Contra-ს პარტნიორობა

როგორ იყენებენ ბრენდები TikTok მარკეტინგს

როგორ მოვიპოვოთ TikTok ვერიფიკაცია?