რა შეცდომებს ვუშვებთ ინსტაგრამზე რეკლამირებისას

ნოემბერი 23, 2021

რა შეცდომებს ვუშვებთ ინსტაგრამზე რეკლამირებისას

ინსტაგრამზე რეკლამირების დაბალი ბარიერი მას საკმაოდ მიმზიდველს ხდის რეკლამის სპეციალისტებისთვის, თუმცა სოციალურ მედიაში ყველა რეკლამას არ აქვს თანაბრი შანსი, რომ ყოველდღიურად 500 მილიონ მომხმარებელს გამოუჩნდეს ან გამორჩეული იყოს.

ინსტაგრამზე რეკლამირების სიმარტივე მას საკმაოდ მიმზიდველს ხდის რეკლამის სპეციალისტებისთვის, თუმცა ყველა რეკლამას არ აქვს თანაბრი შანსი, რომ ყოველდღიურად 500 მილიონ მომხმარებელს გამოუჩნდეს ან გამორჩეული იყოს.

სტატიის განმავლობაში იმ 10 შეცდომაზე ვისაუბრებთ, რომლებსაც რეკლამის განმთავსებლები ინსტაგრაზმე უშვებენ და, რა თქმა უნდა, ამ შეცდომების გამოსწორების გზებსაც გაგაცნობთ.

  1. მკაფიო მიზანი

ბევრი სპეციალისტი რეკლამას ქმნის, თუმცა მისთვის აშკარა და ნათელი მიზანი არ გააჩნია. მიზნები, როგორიცაა „შემოსავლების ზრდა“ ან „ბიზნესის გაზრდა“ კარგად ნაცნობი და სასურველია. თუმცა, უფრო სპეციფიკური მიზნისა და დანიშნულების გარეშე, თქვენი რეკლამა ასეთი ამოცანების შესრულებაში ვერ დაგეხმარებათ.

გადაჭრის გზა: კონკრეტული მიზნის დასახვა

რაც უფრო მკაფიოდ გექნებათ განსაზღვრული თქვენი რეკლამის მიზანი, მით უფრო ეფექტური იქნება ის. მიზანი, რომელსაც ირჩევთ, ერთგვარად რეკლამის შინაარსისა და ფორმატის გზამკვლევიცაა. მიზნები შეიძლება იყოს:

  • საიტზე ტრაფიკის გაზრდა
  • პოსტზე მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდა
  • პლატფორმაზე ბრენდის ცნობადობის გაზრდა
  • გაყიდვების ან აპლიკაციის ჩამოტვირთვების გაზრდა
  1. დაუკონკრეტებელი აუდიტორიის თარგეთირება

საუკეთესო, ყველაზე ნათლად შემუშვებული სარეკლამო კამპანიაც კი, შეიძლება კრახით დასრულდეს, თუ არ გეცოდინებათ, ვინ არის თქვენი აუდიტორია. „ყველაზე“ გათვლილი რეკლამა, ძირითადად არავისაც არ აღწევს. მნიშვნელოვანია სპეციფიკური, კონკრეტული ჯგუფების გამოყოფა, რომლებისთვისაც საკუთარი მესიჯის მიწოდება გსურთ.

ამის ერთ-ერთი მაგალითა - The Very Good Butchers, რომელსაც საკმაოდ სპეციფიკური პროდუქტი აქვს - ხორცი. ისინი საკუთარი პროდუქტის ყველა დამახასიათებელ და მნიშვნელოვან ასპექტს ერთ გრაფიკულ დიზაინში აქცევენ, რათა ზუსტად ის ადამიანები მოიზიდონ, ვინც პოტენციურად დაინტერესებული იქნება მათი შეთავაზებით.

გადაჭრის გზა: პერსონალიზებული აუდიტორიების შექმნა

აუცილებლად უნდა გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა ხელსაწყო და დარწმუნდეთ, რომ თქვენი რეკლამა სწორი აუდიტორიის წინაშე ვრცელდება. ამისათვის, შეგიძლიათ შექმნათ ინსტაგრამის პერსონალიზებული აუდიტორიები, რომლებიც ისეთ მომხმარებლებს გააერთიანებს, ვინც თქვენი გვერდის მიმართ გარკვეული ინტერაქცია უკვე გამოხატა.

ვინაიდან, ინსტაგრამის რეკლამირება მის მშობელ კომპანიასთან და Facebook-ის Ads Manager-თან არის ინტეგრირებული, შეგიძლიათ სხვა პერსონალიზებული აუდიტორიებიც გამოიყენოთ. ეს მომხმარებელთა თარგეთირებას კიდევ უფრო მარტივს ხდის.

  1. ისეთი კონტენტის შექმნა, რომელიც თქვენს აუდიტორიასთან არ „საუბრობს“

ინსტაგრამ მარკეტინგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა საკუთარი და არა აუდიტორიის ინტერესებისა და გემოვნების გათვალისწინებაა. ამ დროს, თქვენი რეკლამა შესაძლოა უფრო მეტად თანამშრომლებზე იყოს გათვლილი, ვიდრე იმ ადამანებზე, ვინც თქვენს პროდუქტს ყიდულობს.

გადაჭრის გზა: შეისწავლეთ საკუთარი აუდიტორიის ქცევები

მომხმარებლები, რომლებიც პლატფორმაზე ორგანული გზებით გიკავშირდებიან და ჩართულობას გამოხატავენ, დიდი ალბათობით, სხვა კომპანიებთანაც იქცევიან ასე. შეისწავლეთ, კიდევ რა სახის კონტენტი აინტერესებს მომხმარებელს, რათა უკეთ გაიაზროთ მათი მოთხოვნები.

ითანამშრომლეთ ინდუსტრიის ინფლუენსერებთან

ინსტაგრამი არის ადგილი, სადაც სოციალური მედია ინფლუენსერები დაიბადნენ და კვლავ არის ადგილი, სადაც უამრავი ინფლუენსერი იყრის თავს. მის შემდეგ კი სიაში უკვე TikTok გვხვდება.

პროდუქტის გასარეკლამებლად ინფლუენსერთან თანამშრომლობისას, თქვენ გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებასაც ცდილობთ. ამიტომაც, თქვენთვის საჭირო ინფლუენსერი ყურადღებით უნდა შეარჩიოთ - ის თქვენს აუდიტორიასაც აუცილებლად უნდა უყვარდეს.

  1. დამაბნეველი სარეკლამო კონტენტის შექმნა

თუ მომხმარებელი თქვენმა რეკლამამ დააბნია, არავინ დაიწყებს იმის გარკვევას, თუ რის თქმას ცდილობთ მათთვის. ამიტომაც, მაქსიმალურად ერიდეთ დამაბნეველი მესიჯით რეკლამის შექმნას.

გადაჭრის გზა: მკაფიოდ წარმოაჩინეთ შეთავაზებული ღირებულება

დარწმუნდით, რომ მომხმარებლისთვის აშკარაა, რას სთავაზობთ მათ. საუკეთესო გზა რეკლამის მესიჯის შესარჩევად იმაზე ფიქრია, თუ რა ღირებულებას სთავაზობს თქვენი პროდუქტი მომხმარებელს.

L’Oreal Paris-ის ეს რეკლამა აერთიანებს პროდუქტსა და მის ფასეულობებს. ისეთი რეკლამები, სადაც შეთავაზება და სარგებელი მკაფიოდ არის გამოკვეთილი, მომხმარებლის ყურადღებას მეტად იპყრობს და უფრო იზიდავს კიდეც მათ.

იქონიეთ მკაფიო მოწოდება ქმედებისკენ (Call-to-Action)

მას შემდეგ, რაც თქვენი აუდიტორიის ყურადღებას მიიპყრობთ, საჭიროა უთხრათ, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. რეკლამირების დროს, მკაფიო CTA (მოწოდება ქმედებისკენ) უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რადგან სწორედ ის გარაქმნის ყურადღებას - ქმედებაში.

  1. მხოლოდ ერთი ტიპის ინსტაგრამის რეკლამის გამოყენება

თავდაპირველად, ინსტაგრამმა სახელი გაითქვა, როგორც სურათების გასაზიარებელმა პლატფორმამ. მარკეტოლოგები ხშირად შეცდომას უშვებენ და რეკლამირებისთვის მხოლოდ სტატიკურ სურათებს იყენებენ. ამ შეცდომის თავიდან არიდება სარეკლამო შეთავაზებების გამრავალფეროვნებით შეგიძლიათ.

გადაჭრის გზა: შეარჩიეთ რეკლამის სწორი ფორმატი

ინსტაგრამის რეკლამის თითოეული ფორმატი შეუცვლელია და საკუთარი დადებითი მხარეები გააჩნია. დარწმუნდით, რომ თქვენი რეკლამის ფორმატი მარკეტინგულ სტრატეგიასაც ერგება:

  • სურათები: ეფექტურია, როდესაც რაიმეს წარმოჩენა ერთი მიმზიდველი ვიზუალითაცაა შესაძლებელი. მეტწილად ის ცალკეული პროდუქტის ან მომსახურების გასარეკლამებლად გამოიყენება.
  • ვიდეო რეკლამა: ვიდეო რეკლამა პროდუქტის ან ბრენდის შესახებ უფრო სიღრმისეულ ხედვას გვთავაზობს. მათი გამოყენება ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც სათქმელი ერთი სურათით ვერ გადმოიცემა.
  • Story რეკლამა უნიკალურ შესაძლებლობას გვთავაზობს მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად. ეს ფორმატი იდეალურია მომხმარებელთა ჩართულობის ასამაღლებლად.
  • Carousel რეკლამა მომხმარებლის კიდევ უფრო მეტ ინტერაქციას იწვევს სურათების და ვიდეოების სერიებით. ეს ფორმატი განსაკუთრებით ხელსაყრელია ელექტრონული კომერციისთვის.
  • Explore რეკლამები აღმოჩენის სექციაში გვხვდება, სადაც მომხმარებელი ახალი და რელევანტური კონტენტის აღმოსაჩენად შედის. სწორედ ამიტომ, ეს ფორმატი იდეალურია ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად.
  • კოლექციების რეკლამები შესანიშნავი საშუალებაა ელექტრონული კომერციის კამპანიებისთვის, ვინაიდან ისინი პროდუქტის შეძენის შესაძლებლობას, პირდაპირ რეკლამიდანაც იძლევიან.
  • შოპინგის რეკლამა, ისევე როგორც კოლექციების რეკლამა, მომხმარებელს პროდუქტის ყიდვის საშუალებას აძლევს. თუმცა, ეს ფორმატი მომხმარებელს თქვენი საიტის მობილურ ვერსიაზე ამისამართებს.
  • Reels რეკლამა საქმეში მაშინ ერთვება, როდესაც აუდიო ელემენტებიც მნიშვნელოვანია.

  1. კონცენტრაცია მოკლე ვადაზე

ბუნებრივია, ინსტაგრამის სარეკლამო კამპანიებიდან გაყიდვების მიღებაც გსურთ. თუმცა, სარეკლამო სარგებლის უმეტესობა, პლატფორმაზე მხოლოდ გრძელვადიან მონაკვეთში მოდის. მოერიდეთ მოკლე ვადებში შედეგების ძიებას. თუ კარგად გაიაზრებთ, ინსტაგრამ მარკეტინგს რა გრძელვადიანი სარგებლის მოტანა შეუძლია და სარეკლამო კამპანიებსაც ამის მიხედვით დაგეგმავთ, სასურველ შედეგს აუცილებლად მიიღებთ.

გადაჭრის გზა: შექმენით სოციუმი

ინსტაგრამზე რეკლამირების დიდი ნაწილი თქვენს ბრენდსა და ინსტაგრამის მომხმარებლებს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებაა.

დარწმუნდით, რომ თქვენი მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილი აუცილებლად არის ისეთი რეკლამა, რომელიც ბრენდის ცნობადობაზე და მომხმარებელთა ჩართულობაზეა ორიენტირებული. როდესაც საკუთარი ბრენდის პოზიციონირებას მოახდენთ, როგორც სანდო ბრენდისას, მაშინ შეძლებთ გრძელვადიანი წარმატების მიღწევასაც.

თანმიმდევრული ბრენდინგი

აუდიტორიასთან ურთიერთობის ჩამოყალიბების პროცესში, აუცილებლად შესძინეთ თქვენს ბრენდს ხელწერა და დარწმუნდით, რომ მომხმარებელი გცნობთ. სხვადასხვა ონლაინ ქსელებში თანმიმდევრული ბრენდინგი გეხმარებათ, თქვენი ურთიერთობა რეკლამებით კიდევ უფრო გაამყაროთ.

თქვენი ბრენდინგი მოიცავს, როგორც ვიზუალურ იდენტობას, ასევე ტექსტებს. ვიზუალი და ტექსტი ერთობლივად უნდა ქმნიდეს თქვენი ბრენდის ხმას.

მაგალითად, ტანსაცმლის ბრენდი - Save the Duck, სხვადასხვა ტიპის რეკლამებისთვის ერთსა და იმავე სტილს იყენებს - შედეგად, მომხმარებელი მას დაუყოვნებლივ ცნობს. ვიზუალის მსგავსი სტილი და ლოგოს თანმიმდევრულობა, მომხმარებელს ეხმარება, რომ სხვადასხვა რეკლამები ერთმანეთთან დააკავშიროს და პირდაპირ პროდუქტის შესაძენადაც გადავიდეს საიტზე.

 

  1. საკუთარი მონაცემების იგნორირება

ხშირად, საუკეთესო ადამიანი, ვისგანაც რაიმეს სწავლა შეიძლება, ეს საკუთარი თავია. ისეთ პლატფორმებზე რეკლამირება, როგორიცაა ინსტაგრამი, უამრავი მონაცემის შეგროვების საშუალებას გვაძლევს. ნუ გაუშვებთ ამ შესაძლებლობას ხელიდან და გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია.

გადაჭრის გზა: სოციალური მედია ანალიტიკა

ინსტაგრამის სარეკლამო მონაცემების გასაცნობად, ორი საუკეთესო ხელსაწყო Facebook Ads Manager-ი და Instagram Insight-ებია. 

  1. კონტენტის ტესტირების უგულვებელყოფა

თქვენს ხელთ არსებული სხვადასხვა ანალიტიკური ხელსაწყოს მეშვეობით, დღეს შეგიძლიათ, სისტემატური ექსპერიმენტებიც ჩაატაროთ და ნახოთ, რომელი კონტენტი მუშაობს ყველაზე უკეთ.

გადაჭრის გზა: A/B ტესტირება

A/B ტესტირება შესანიშნავი მეთოდია იმ სპეციფიკური ელემენტების გასაცნობად, რომლების მიმართაც აუდიტორია დადებითად განეწყობა.

როდესაც A/B ტესტირებას მიმართავთ, თქვენ ორ, თითქმის იდენტურ რეკლამას უშვებთ პლატფორმაზე. ორი განსხვავებული ვერსია, ორ განსხვავებულ, მაგრამ მონათესავე აუდიტორიებზეა გათვლილი. კამპანიის დასრულების შემდეგ ან მის პროცესში, შეგიძლიათ დააკვირდეთ, რომელ მათგანს მოაქვს სასურველი შედეგები.

განსაზღვრეთ საუკეთესო დროები თქვენი რეკლამისთვის

ინსტაგრამის რეკლამირებით დიდ წარმატებას ვერ მიაღწევთ, თუ მაშინ არეკლამებთ საკუთარ პროდუქტს, როდესაც თქვენს აუდიტორიას „სძინავს“. აუდიტორიას არ მოსწონს ისეთი ბრენდებიც, რომლებიც მათ რეკლამებით ტვირთავენ ან პირიქით, დიდი ხნით ქრებიან. თქვენი აუდიტორიის ოპტიმალური დროებისთვის კვლავ ანალიტიკას შეგიძლიათ მიმართოთ.

  1. რეკლამირება არაა მორგებული ლოკაციაზე

ერთი შეხედვით ჩანს, რომ ინსტაგრამზე რეკლამირება ყველგან ერთნაირადაა შესაძლებელი. თუმცა, დროდადრო უფრო მეტ სამართლებრივ შეზღუდვებს ვხვდებით ფეისბუქისგან. ამგვარად, თქვენი რეკლამირების პროცესზე გავლენის მოხდენა იმასაც შეუძლია, თუ სად ცხოვრობს თქვენი აუდიტორია.

გადაჭრის გზა: შეისწავლეთ ადგილობრივი რეგულაციები

არ არის აუცილებელი, რომ ინტერნეტ უსაფრთხოების ადვოკატი გახდეთ, თუმცა ზოგადი წარმოდგენის შექმნა მონაცემთა შეგროვებისა და რეგიონული შეზღუდვების შესახებ, ცხადია მნიშვნელოვანი და საჭიროა. რეგიონების მიხედვით, ზოგიერთი ფუნქცია შესაძლებელია, თქვენთვის ხელმისაწვდომი არ იყოს.

  1. მომხმარებელთა გამოცდილების უგულვებელყოფა ლენდინგ გვერდზე

კარგი რეკლამა მხოლოდ პირველი ნაბიჯია მომხმარებლის მოზიდვის და ბიზნესით დაინტერესებისთვის. თუ თქვენი რეკლამები მომხმარებელს დამაბნეველ ლენდინგ გვერდებზე ამისამართებს, მაშინ რეკლამირებასაც არ ჰქონია აზრი და გამოდის, რომ თქვენს ძალისხმევას წყალში ყრით.

გადაჭრის გზა: შექმენით რეკლამისთვის რელევანტური ლენდინგ გვერდები

ეფექტური რეკლამის შექმნის პრინციპები, ლენდინგ გვერდებსაც ესადაგება. ისინი მკაფიო მესიჯს უნდა გადმოსცემდნენ, ჰქონდეთ ნათელი შეთავაზება და კონკრეტული მოწოდება ქმედებისკენ.

თუმცა, ზოგად წესებზე ნუ გაჩერდებით. თქვენს რეკლამებსა და ლენდინგ გვერდებს შესაბამისი დეტალებიც უნდა გააჩნდეთ და ერთანთს ემთხვეოდნენ. სცადეთ ვიზუალის იმავე სტილის და იმავე ტონის გამოყენება ტექსტურ ნაწილში. ამგვარად, თქვენ შექმნით ჰარმონიულ გამოცდილებას მომხმარებლისთვის, რაც კლიკებისა და გაყიდვების ზრდაშიც დაგეხმარებათ.

ნუ გამოიყენებთ ხელახლა ერთსა და იმავე ლენდინგ გვერდს

ერთი, ზოგადი ლენდინგ გვერდის შექმნის ნაცვლად, რომელზეც მომხმარებელი ყველა რეკლამიდან გადმომისამართდება, სცადეთ ცალკეული და პერსონალიზებული გვერდების შექმნა.

პერსონალიზებული არ ნიშნავს, აუცილებლად „ახალს“. შეგიძლიათ, ლენდინგ გვერდებისთვის რაიმე შაბლონი გამოიყენოთ და ის თითოეულ რეკლამას შეუსაბამოთ. ამგვარად, დროსაც დაზოგავთ, ძალისხმევასაც და თანმიმდევრულ ბრენდინგსაც შეინარჩუნებთ.

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ გავყიდოთ ინსტაგრამზე

Instagram Stories ბიზნესებისთვის

ინსტაგრამის სარეკლამო თარგეთირება: 8 ღირებული აუდიტორია