რა შესაძლებლობებს გვთავაზობს TikTok-ისა და Contra-ს პარტნიორობა

ნოემბერი 19, 2021

რა შესაძლებლობებს გვთავაზობს TikTok-ისა და Contra-ს პარტნიორობა

Contra - ფრილანსერთა პროფესიონალური პლატფორმაა და ის ახლა უკვე სოციალური მედია გიგანტის, TikTok-ის პარტნიორად გვევლინება.

Contra - ფრილანსერთა პროფესიონალური ქსელი ახლა უკვე TikTok-ის პარტნიორად გვევლინება. არსებული პარტნიორობა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, რომ მათი რეზიუმეები და პორტფოლიოები TikTok Jump-ის (სოციალური მედია სერვისის ინტეგრირებული ხელსაწყო) საშუალებით წარადგინონ. ტიკტოკის კრეატორებს შეეძლებათ Contra-ს საკუთარი პროფილის ბმული, ტიკოტკის ვიდეოებს დაურთონ.

ახალი ინტეგრაციის დახმარებით, კრეატორებს საშუალება ექნებათ, ტიკტოკის საკუთარ კონტენტს დაურთონ საკუთარი პორტფოლიოს ბმული - „View My Portfolio“. მათი კონტენტის მნახველებს კი შეეძლებათ, გადავიდნენ კრეატორთა კონტრას პროფილზე, შეამოწმონ მათი სერვისები და შესთავაზონ თანამშრომლობა...

Contra-ს ინტეგრაცია პროფესიონალური სამუშაოს გაზიარებას და ახალი მომხმარებლების მოზიდვას ამარტივებს. სამომავლოდ, დამატებითი ინტეგრაციის საშუალებით, კომპანიებს პირდაპირ შეეძლებათ კრეატორის დაქირავება კონტრას პროფილის დახმარებით. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მიმდინარე პარტნიორობა დამოუკიდებელ პროფესიონალებს საშუალებას აძლევს, ტრადიციული რეზიუმეს სახე ახალი და უფრო ინტერაქციული მეთოდებით ჩაანაცვლონ.

„TikTok წარმოუდგენლად პოპულარული და გამოსადეგი ხელსაწყო გახდა კარიერული რჩევების მისაღებად, სხვადასხვა საინტერესო პროფესიების აღმოსაჩენად და სრულიად ბუნებრივი იქნება, თუ მისი საშუალებით კრეატორებს, საკუთარი პროფესიონალური ნამუშევრების წარმოდგენა შეეძლებათ პლატფორმაზე.“ - აცხადებს კონტრას დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - Ben Huffman.

რაც შეეხება კომპანიის დაფინანსებას, პირველი ეტაპისთვის კონტრამ $14.5 მილიონის მოზიდვა შეძლო სხვადასხვა ინვესტორებისგან, ხოლო მეორე ეტაპზე, მათ დამატებით $30 მილიონის ინვესტიცია მიიღეს.

ლინკდინისგან განსხვავებით, კომპანიას სურს, რომ მის პლატფორმაზე, პროფესიონალთა პროფილებში ასახული იყოს პროექტებზე და არა პოზიციაზე დაფუძნებული ნამუშევრები თუ გამოცდილება. კონტრას მიზანია, შექმნას რეკომენდაციებსა და რეფერალებზე დაფუძნებული ქსელი, რომელიც მომხმარებლებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში დაეხმარება. ლინკდინზე ნებისმიერი ადამიანის დამატება შეგიძლიათ კონტაქტებში, კონტრა კი ამ ადამიანებთან სამუშაო გამოცდილებასაც გთხოვთ, შესაბამისად ნებისმიერ ადამიანს ვერ „დაიმეგობრებთ“.

ტიკტოკისა და კონტრას პარტნიორობა ამარტივებს მილენიალებსა და Z თაობასთან დაკავშირებას და მათ ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაშიც ეხმარება. TikTok Jump-ის დანერგვის შემდეგ, სოციალურმა მედია გიგანტმა თანამშრომლობა არაერთ მსხვილ კომპანიასთან დაიწყო, მათ შორის: Wikipedia, Quizlet, BuzzFeed და Jumprope - რაც მათ აპლიკაციაში საკუთარი ინტეგრაციები დანერგვის საშუალებასაც აძლევს.

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

Facebook-ის ახალი ერა - Metaverse

სოციალური მედია მარკეტინგის ახალი ტრენდები 2021 წლისთვის

7 რჩევა LinkedIn-ის გვერდის გასაზრდელად