LinkedIn-ის ახალი ფუნქციონალი ბიზნესებისთვის

დეკემბერი 20, 2021

LinkedIn-ის ახალი ფუნქციონალი ბიზნესებისთვის

LinkedIn ბიზნესის გვერდებისთვის ახალ ფუნქციებს ამატებს, რაც მათი შიდა კომუნიკაციის გამარტივებას, ახალი ტალანტების მოზიდვასა და კონკურენტებზე მეტი ინფორმაციის მოძიებას ისახავს მიზნად.

LinkedIn ბიზნესის გვერდებისთვის ახალ ფუნქციებს ამატებს, რაც მათი შიდა კომუნიკაციის გამარტივებას, ახალი ტალანტების მოზიდვასა და კონკურენტებზე მეტი ინფორმაციის მოძიებას ისახავს მიზნად.

დღესდღეობით, კონკურენტული გარემო ბაზარზე ყველაზე მძაფრი და აქტიურია, ვიდრე ოდესმე. ბევრი კომპანიისთვის ეს დიდ გამოწვევებთან და პრობლემებთან ასოცირდება, თუმცა ზოგიერთი მათგანი ამ მდგომარეობას შესაძლებლობად აღიქვამს. სწორედ ასეთი კომპანიის მაგალითია LinkedIn, რომელიც ამ შესაძლებლობას დადებითი ცვლილებებისთვის იყენებს.

ვინაიდან, ადამიანები ახალ და უკეთეს სამსახურებს ეძებენ, ბიზნესებისთვისაც მნიშვნელოვანი ხდება, რომ პოტენციურ დასაქმებულებთან სწორი კომუნიკაციის დამყარება შეძლონ.  გარდა ამისა, ბიზნესების საკუთარ დასაქებულებთან კომუნიკაციის და ურთიერთობის გამყარებას უნდა ცდილობდნენ.

ლინკდინის ახალი ფუნქციონალი კი კომპანიებს ამ მიზნების მიღწევაში ეხმარება.

LinkedIn-ის გვერდების ახალი ფუნქციონალი

განახლებები „ჩემი კომპანიის“ ნაწილში

LinkedIn ანახლებს მისი “My Company” სექციას და გვთავაზობს ახალ ფუნქციონალს, რომლებიც დასაქებულების ჩართულობას გაზრდის და მათ მეტი შიდა ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება.

„ჩემი კომპანიის“ სექცია არის სივრცე ლინკდინის გვერდებზე, რომელიც უშუალოდ თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი. ბიზნესებს ამ სივრცის გამოყენება საკუთარი თანამშრომლების ურთიერთობის გამყარებისთვის და გაერთიანებისთვის შეუძლიათ.

მიმდინარე განახლებები ბიზნესებს საშუალებას მისცემს:

  • ერთი კლიკის საშუალებით გადაიტანონ გვერდის კონტენტი ჩემი კომპანიის სექციაში.
  • შეატყობინონ თანამშრომლებს ახალი კონტენტის გამოქვეყნების შესახებ და უბიძგონ მისი გადაზიარებისკენ.
  • აჩვენონ დასაქმებულებს, რა გავლენა აქვს მათ მიერ პოსტების გადაზიარებას - ამ ყველაფერს კი დინამიური ვიზუალიზაციის საშუალებით მოახერხებენ.

LinkedIn-მა აღნიშნა, რომ თანამშრომლები უფრო მეტად არიან ჩართულები და უფრო ხშირად აზიარებენ კონტენტს იმ შემთხვევაში, თუ ის მათი კომპანიისაა:

ლინკდინის შიდა კვლევები აჩვენებს, რომ დასაქმებულების ჩართულობა კომპანიის შიგნით წარმოებული კონტენტის შემთხვევაში 60%-ით მეტია. გარდა ამისა, ორგანიზაციის გვერდის კონტენტის გადაზიარების მაჩვენებელი სხვა ბრენდებთან შედარებით, 14-ჯერ მაღალია.“

„ჩემი კომპანიის“ სექცია ხელმისაწვდომია ისეთი კომპანიებისთვის, რომლებსაც 201 დასაქმებულზე მეტი ადამიანი ჰყავთ. შესაბამისად, ეს ფუნქცია კომპანიის მოცულობაზეა დამოკიდებული.

განახლებებთან ერთად, ჩემი კომპანიის სექციას რამდენიმე დამატებითი ფუნქციაც გააჩნია:

  • გამოყოფს თანამშრომელთა მიღწევებს, ახალი დასაქმებულის დაქირავებას, იუბილეს და სხვა;
  • გამოყოფს დასაქმებულების ტრენდულ კონტენტს;
  • გვაწვდის რეკომენდაციებს იმ ადამიანების შესახებ, ვისაც კომპანიის შიგნით შეიძლება ვიცნობდეთ;
  • ანალიტიკური სექცია, რომელიც კონტენტის ჩართულობისა და რიჩის შეფასებაში გვეხმარება;

ღიად გააზიარეთ თქვენი შიდა პოლიტიკა

სამსახურის მაძიებლები დღეს ახალ პოზიციას მხოლოდ ანაზღაურების და დამატებითი სარგებლების მიხედვით არ ეძებენ. მათ კომპანიის ორგანიზაციული კულტურა და შიდა პოლიტიკაც აინტერესებთ.

მაგალითად, დასაქმებულები, რომლებიც კომპანიის სამუშაო გრაფიკის მოქნილობით ან ადგილმდებარეობით არიან კმაყოფილნი:

  • 4-ჯერ უფრო მეტად ახერხებენ სამუშაოსა და პირადი ცხოვრების დაბალანსებას.
  • 6-ჯერ უფრო უხარიათ საკუთარ დამსაქმებელთან მუშაობა.
  • 2-ჯერ უფრო ხშირად ურჩევენ სხვა ადამიანს იმავე კომპანიაში შემოერთებას.

ასეთი საკითხების მიმართ გამჭვირვალობა ახალი ტალანტების მოზიდვაში დაგეხმარებათ. ლინკდინის ახალი ფუნქცია ბიზნესებს საშუალებას აძლევს, რომ საკუთარ პოლიტიკაზე ღიად ისაუბრონ - იქნება ეს დისტანციური სამუშაო, ვაქცინაცია, ანაზღაურება თუ სხვა.

მსგავსი პოლიტიკების შესახებ ინფორმაცია ლინკდინის გვერდის სათავეში აღმოჩნდება და შესაბამისად, ის ყველა ადამიანისთვის თვალსაჩინო იქნება.

შეადარეთ თქვენი გვერდი კონკურენტებს

ლინკდინმა პერსონალიზებული ანალიტიკაც დაამატა კონკურენტებისთვის, რომელიც ჯამში ცხრა კონკურენტის დამატების საშუალებას გაძლევთ. მათი დამატების შემდეგ კი პლატფორმა ყოველგვარ ანალიტიკურ მონაცემებს მოგაწვდით.

ამ ფუნქციონალის დახმარებით შეძლებთ, გაიგოთ, რამდენი გამომწერი ჰყავს თქვენს კონკურენტს და რამდენად შედეგიანია მათ მიერ წარმოებული კონტენტი (თქვენთან შედარებით).

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ფეისბუქის ახალი ხელსაწყოები ჯგუფისა და გვერდის ადმინებისთვის

როგორ შევქმანთ და წარვადგინოთ სოციალური მედიის რეპორტი

რატომ გვჭირდება ბრენდის წარმოჩენა ყველგან და ყოველთვის