რაში გვეხმარება Facebook კონვერსიების API

ნოემბერი 16, 2021

რაში გვეხმარება Facebook კონვერსიების API

ციფრული რეკლამირების სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება. ინტერნეტ მომხმარებლებისთვის ონლაინ უსაფრთხოება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ მონაცემთა შეგროვება, სულ უფრო და უფრო აქტუალური თემა ხდებოდა

ციფრული რეკლამირების სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება. ინტერნეტ მომხმარებლებისთვის ონლაინ უსაფრთხოება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ მონაცემთა შეგროვება, სულ უფრო და უფრო აქტუალური თემა ხდებოდა. Apple-ის ახალი iOS 14 განახლების შედეგად, გამოჩნდა ახალი მიდგომები, რომლებიც iPhone-ის მომხმარებლებს საკუთარ მონაცემებზე მეტი კონტროლის საშუალებას აძლევს.

ბუნებრივია, ამ ცვლილებებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება სოციალურ მედია რეკლამირებაზეც. მარკეტოლოგები მომხმარებელთა მონაცემებს თარგეთირებისა და რეკლამის წარმატების შესაფასებლად იყენებენ, თუმცა Apple-ის მონაცემთა შეგროვების პოლიტიკამ ეს ყველაფერი საგრძნობლად შეზღუდა.

ეს, მათ შორის ფეისბუქის პლატფორმასაც ეხება, თუმცა ხელის ჩასაქნევად საქმე მაინც არ გვაქვს.

Apple-ის ცვლილებების საპასუხოდ, ფეისბუქმა დანერგა ფეისბუქის კონვერსიების API სერვისი რეკლამის სპეციალისტებისთვის, რაც მათ სარეკლამო მონაცემთა აღრიცხვისა და გამოყენების ახლებურ მეთოდებს სთავაზობს.

სტატიის განმალობაში ვისაუბრებთ ფეისბუქის კონვერსიების API-ზე - რა არის ის და რით განსხვავდება ფეისბუქის პიქსელისგან.

ფეისბუქის სარეკლამო მონაცემების შეგროვების პრინციპები

იმისათვის, რომ გაიგოთ, რა არის Facebook Conversions API, საჭიროა, პირველ რიგში, გესმოდეთ ფეისბუქის სარეკლამო მონაცემების შეგროვების პრინციპები.

როდესაც ფეიბუქის მომხმარებელი თქვენს რომელიმე რეკლამაზე აკლიკებს და გადადის საიტზე, ფეისბუქის კონვერსიების API ამ ინფორმაციას აგროვებს და თქვენ გიზიარებთ. სანამ დეტალურ განხილვას დავიწყებდეთ, მიმოვიხილოთ რამდენიმე ტერმინი, რომელსაც სტატიაში ხშირად შეხვდებით:

ივენთი: ივენთი არის მომხმარებლის ქმედება, რომლის შედეგადაც რაიმე მონაცემი გენერირდება. ეს შეიძლება იყოს ფეისბუქის რეკლამაზე დაკლიკება ან პროდუქტის შეძენა.

API: აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისი არის ხელსაწყო, რომელიც ორ პროგრამას მონაცემთა გაზიარების საშუალებას აძლევს. ამ შემთხვევაში, ფეისბუქის API თქვენი საიტის კონვერსიებს ასახავს ფეისბუქის რეპორტინგის სისტემაში.

ბრაუზერის თრექინგი: ბრაუზერის თრექინგი არის მონაცემთა აღრიცხვის მეთოდი, რომელიც მომხმარებლის ვებ ბრაუზერის მონიტორინგს ახდენს. აქ შეიძლება შეხვდეთ ისეთ მონაცემებს, როგორიცაა დემოგრაფიული მახასიათებლები - მომხმარებლის საცხოვრებელი ადგილი (ქვეყანა) და ა.შ.

სერვერის თრექინგი: სერვერის თრექინგიც მონაცემთა შეგროვების მეთოდია, თუმცა სერვერისთვის. აქ შეხვდებით მომხმარებლის მიერ დახარჯულ დროს კონკრეტულ ვებ-გვერდზე ან გაიგებთ, რა პროდუქტები დაამატა მომხმარებელმა კალათაში.

რა არის ფეისბუ კონვერსიების API?

ეს არის ხელსაწყო, რომელიც რეკლამის სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, შეაგროვონ მომხმარებელთა მონაცემები სერვერული აღრიცხვის საშუალებით. ალბათ, გაინტერესებთ, რა როლს თამაშობს აქ Apple-ის ახალი განახლება:

  1. ის iOS 14-ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გათიშონ და შესაბამისად, შეზღუდონ ბრაუზერის მეშვეობით აღრიცხვა.
  2. ზღუდავს იმ მონაცემთა რაოდენობას, რომლის შეგროვებაც რეკლამის განმთავსებლებს შეუძლიათ.

ეს ცვლილება რამდენიმე თვეში უკვე დიდ გავლენას მოახდენს, ამიტომაც რეკლამის სპეციალისტებს მხოლოდ ფეისბუქის კონვერსიების API-ზე მოუწევთ დაყრდნობა მონაცემთა შეგროვებისთვის. აღსანიშნავია, რომ არსებული ცვლილებები მონაცემების შესახებ მოსახლეობისა და მთავრობის დამოკიდებულებით იყო განპირობებული.

როგორ მუშაობს ფეისბუქის კონვერსიების API?

ფეისბუქის კონვერსიების API ერთმანეთთან აკავშირებს თქვენს საიტსა და ფეისბუქის რეკლამებს. როდესაც მომხმარებელი, ერთ-ერთ თქვენს რეკლამაზე დააკლიკებს, ფეისბუქი მისთვის უნიკალურ ID-ს დააგენერირებს. თქვენს საიტზე ნავიგაციისას კი ფეისბუქი მის ყველა მოქმედებას დააკვირდება და საბოლოო მონაცემებს თქვენ გამოგიგზავნით.

ეს ნიშნავს, რომ თქვენ კვლავ შეგიძლიათ მონაცემების შეგროვება ფეისბუქის რეკლამებისგან და ამავდროულად, მომხმარებელთა ინფორმაციაც დაცული და ანონიმურია უნიკალური ID-ს საშუალებით.

ვინაიდან, საბაზისო პრინციპებზე უკვე ვისაუბრეთ, დროა ახლა უფრო დეტალურად დავიწყოთ მისი განხილვა.

რისი აღრიცხვაა შესაძლებელი ფეისბუქის კონვერსიების API-ით?

მონაცემთა იმ გარკვეულ ტიპებზე უკვე ვისაუბრეთ, რომელთა შეგროვებასაც ვეღარ შეძლებთ. თუმცა, რისი შეგროვებაა შესაძლებელი კონვერსიების ხელსაწყოთი? ესენია:

  • ლიდები
  • ეფილიეიტ გადახდები
  • სატელეფონო ზარები
  • სარეგისტრაციო ფორმები
  • მეილის გამოწერა
  • გამოწერის გაუქმება ან ახალი გამოწერა
  • შესყიდვები
  • ლოკაციის მოძებნის მცდელობა

ეს ნიშნავს, რომ როგორც რეკლამის განმთავსებელს, თქვენ დეტალური ინფორმაცია გექნებათ:

  • შესყიდვებზე: რას ყიდულობს თქვენი მომხმარებელი, რამდენს ხარჯავს თითოეულ ტრანზაქციაზე და როგორ იხდის საფასურს.
  • საშოპინგო კალათაზე: რას ამატებს მომხმარებელი კალათაში, რა ნივთებს შლის, საიდან ამატებს პროდუქციას და რამდენი ხნით ტოვებს კალათას უყურადღებოდ.
  • ვებ-გვერდის ძიებაზე: რომელ გვერდებს სტუმრობს მომხმარებელი, რომელ შიდა ბმულზე გადადის და აკლიკებს თუ არა ის ჯვარედინი რეკლამირების ბმულებზე.
  • მეილების რეგიტრაციაზე: როდის რეგისტრირდება მომხმარებელი, რომელი გვერდიდან გადიან რეგსიტრაციას და მეილების გამოწერის რომელ პარამეტრებს ირჩევენ.
  • შესყიდვის პროცესზე : კალათის მიტოვების კოეფიციენტი და რამდენად წარმატებულია შესყიდვის პროცესი.
  • მომხმარებლებზე: რა დროს ატარებენ ისინი საიტზე და სტუმრობენ თუ არა ხელახლა ისინი კონკრეტულ ვებ-გვერდს.
  • რეკლამირებაზე: რეკლამაზე კლიკების კოეფიციენტი (CTR) და სხვა საზომები, მაგალითად ხარჯი ყოველ ათას ნახვაზე(CPM).

ასეთი მონაცემების შეგროვება უკეთეს წარმოდგენას შეგიქმნით იმაზე, თუ რა გზას გადის თქვენი მომხმარებელი. გრძელვადიან პერიოდში კი, ეს დაგეხმარებათ, გაზარდოთ ფეისბუქის სარეკლამო კონვერსიების მაჩვენებელი.

ახლა კი ვნახოთ, რითი განსხვავდება კონვერსიების API, ფეისბუქის პიქსელისგან.

ფეისბუქ პიქსელი vs. ფეისბუქის კონვერსიების API

თუ ფეისბუქის ერთი რეკლამა მაინც შეგიქმნიათ, ალბათ ფეისბუქ პიქსელის შესახებაც გექნებათ გაგონილი.

ფეისბუქ პიქსელი არის ანალიტიკური ხელსაწყო, რომელიც რეკლამის განმთავსებლებს საშუალებას აძლევს, დააკვირდნენ მომხმარებლის აქტივობას პლატფორმაზე და მის გარეთ. ფეისბუქ პიქსელის დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ, გაზომოთ რეკლამის შედეგიანობა და შეაფასოთ მომხმარებელთა ქცევები საიტზე.

პიქსელის პროცესი სამ მარტივ საფეხურს მიყვება:

  1. პიქსელის კოდს ამატებთ თქვენს საიტზე.
  2. ფეისბუქის მომხმარებელი შემოდის თქვენს საიტზე და ახორციელებეს რაიმე ქმედებას (მაგალითად, ამატებს პროდუქტს კალათაში).
  3. შემდეგ პიქსელი ამ ინფორმაციას ფეისბუქის ხელსაწყოს - ივენთების მენეჯერს აწვდის.

შესაძლოა, პიქსელის ფუნქცია კონვერსიების API-ს ფუნქციას წააგავდეს, მაგრამ მათ შორის ორი კრიტიკული განსხვავებაა:

  1. ფეისბუქი მონაცემებს აგროვებს პიქსელისგან, თუმცა თქვენ, მონაცემებს აგროვებთ კონვერსიების API-დან.
  2. პიქსელი იყენებს ბრაუზერულ თრექინგს, ხოლო კონვერსიების API სერვერულ თრექინგს.

 

კონვერსიების API-ს დადებითი და უარყოფითი მხარეები

დადებითი:

  • ის მომხმარებელს ანიჭებს უნიკალურ ID-ს უსაფრთხოების დასაცავად.
  • რეკლამის განმთავსებლებს უქმნის მკაფიო წარმოდგენას გაყიდვების ძაბრის შესახებ.
  • ის არაა დამოკიდებული „cookies”-ზე.
  • ახდენს რეკლამირების წარმატების მონიტორინგს.
  • საკმაოდ ზუსტია.
  • მუშაობს როგორც ოფლაინ, ასევე ონლაინ რეჟიმშიც.

უარყოფითი:

  • არ მოგცემთ მომხმარებლის იდენტიფიცირების დადგენის საშუალებას
  • თქვენ უნდა დაადასტუროთ საკუთარ დომენი, სანამ მუშაობას დაიწყებდეთ.

ფეისბუქ პიქსელის დადებითი და უარყოფითი მხარეები

დადებითი:

  • ახდენს ფეისბუქის მომხმარებლის იდენტიფიცირებას პროფილით.
  • გაწვდით დეტალურ დემოგრაფიულ ინფორმაციას საიტის ვიზიტორის შესახებ.
  • ახდენს რეკლამირების წარმატების მონიტორინგს

უარყოფითი:

  • iOS 14 განახლება ზღუდავს ზოგიერთი მონაცემის თრექინგს.
  • ბევრი „ad blocker” (რეკლამის მბლოკავი) ბლოკავს ფეისბუქ პიქსელს.
  • ზოგჯერ არაზუსტ ინფორმაციას აგროვებს (VPN-ის, რეკლამის მბლოკავის და სხვა პროგრამების გამო).

უმჯობესია, თუ რეკლამის სპეციალისტები ფეისბუქ პიქსელსა და ფეისბუქის კონვერსიების API-ს ერთობლივად გამოიყენებენ, ვინაიდან თითოეულ მათგანს საკუთარი უნიკალური სარგებელი გააჩნია.

როგორ დავაყენოთ კონვერსიების API

თუ ფეისბუქზე ახდენთ რეკლამირებას, მაშინ ფეისბუქის კონვერსიების API აუცილებლად დაგჭირდებათ.

#1 ეტაპი: შექმენით ფეისბუქ ბიზნეს მენეჯერი და ფეისბუქ პიქსელი

კონვერსიების API-ს გამოსაყენებლად, აუცილებლად დაგჭირდებათ ბიზნეს მენეჯერი და ფეისბუქ პიქსელი. თუ უკვე გაქვთ ეს ყველაფერი, მაშინ მეორე ეტაპზე გადაინაცვლეთ.

ბიზნეს მენეჯერის შექმნა ძალიან მარტივია. ამისათვის, უბრალოდ საჭიროა გადახვიდეთ  business.facebook.com-ზე და დააჭიროთ „Create Accountღილაკს.

 

შეიყვანეთ თქვენი ინფორმაცია და დააჭირეთ გაგრძელებას.

  1. გადადით თქვენს შეტყობინებებში და მოძენეთ ფეისბუქის ვერიფიკაციის მეილი. გახსენით ის და დაადასტურეთ ანგარიშის შექმნა.
  2. შემდეგ დაამატეთ თქვენი ფეისბუქის გვერდი “Add Page” ღილაკით.
  3. გადადით თქვენს გრაფაზე და დააჭირეთ ანგარიშების ბიზნეს მენეჯერში დამატებას. აქედან უკვე შეძლებთ ახალი ანგარიშის შექმნას, არსებულის დამატებას ან რომელიმე გვერდზე წვდომის მოთხოვნას. შემდგომ კი თქვენს ბიზნეს მენეჯერს სარეკლამო ანგარიშთანაც დააკავშირებთ.

ამ ყველაფრის გამართვის შემდეგ, თქვენ წვდომა გექნებათ ფეისბუქ პიქსელზეც. როგორ დავაყენოთ ის:

  1. გადადით თქვენს ბიზნეს მენეჯერში და დააჭირეთ ბიზნესის პარამეტრებს.
  2. შემდეგ “Data Sources” და პიქსელის დამატებას.
  3. შეურჩიეთ სახელი თქვენს პიქსელს და განაგრძეთ.
  4. დააჭირეთ პიქსელის დაყენებას.
  5. აირჩიეთ პარტნიორის გამოყენება თუ საიტის რომელიმე პროვაიდერს იყენებთ, მაგალითად დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით დამატებით ინსტუქციებს.

ამის შემდეგ უკვე შეგეძლებათ, პიქსელის კონვერსიების ივენთებიც შექმნათ - რასაც Event Setup ხელსაწყოს დახმარებით მოახერხებთ.

#2 ეტაპი: დომენის ვერიფიკაცია

პირველ რიგში, სანამ ფეისბუქის კონვერსიების API-ს გამოიყენებდეთ, საჭიროა, ფეისბუქთან თქვენი დომენის ვერიფიკაცია გაიაროთ. ეს ფეისბუქისთვის უსაფრთხოების შენარჩუნების გზაა.

დომენის ვერიფიკაციისათვის გადადით ბიზნეს მენეჯერში და გახსენით პარამეტრები. შემდეგ ბრენდის უსაფრთხოება და აირჩიეთ დომენი. ამ ფანჯარაში დაინახავთ თქვენ მიერ ვერიფიცირებულ დომენებს, თუკი ასეთი გაქვთ.

ამ გვერდზე დააჭირეთ დამატების ღილაკს, რის შემდეგაც დომენის შეყვანას შეძლებთ.

ახლა კი საჭიროა ვერიფიკაციის მეთოდიც აირჩიოთ. ამისათვის სამი ვარიანტი არსებობს: DNS ვერიფიკაცია, HTML ფაილის ატვირთვა და მეტა-თეგების ვერიფიკაცია.

DNS ვერიფიკაცია

  • შედით თქვენს დომენზე და იპოვეთ DNS Records (ჩანაწერები).
  • დააკოპირეთ TXT ჩანაწერი, რომელსაც ფეისბუქი „დომენის ვერიფიკაციისას“ გაწვდით. მიჰყევით თქვენი ვებ-გვერდის პროვაიდერის ინსტრუქციას ამ ჩანაწერის საიტზე დასამატებლად.
  • დაბრუნდით ბიზნეს მენეჯერში და დაადასტურეთ თქვენი დომენი.

HTML ფაილის ატვირთვა

  • ჩამოტვირთეთ HMTL ვერიფიკაციის ფაილი, რომელსაც ფეისბუქი „დომენის ვერიფიკაციისას“ მოგაწვდით.
  • შედით თქვენს დომენში და მოძებნეთ საიტის ცნობარი.
  • ატვირთეთ HTML ფაილი.
  • გადადით ბიზნეს მენეჯერში და დაადასტურეთ დომენი.

მეტა-თეგების ვერიფიკაცია

  • დააკოპირეთ მეტა თეგი ფეისბუქიდან, „დომენის ვერიფიკაციისას“
  • შედით თქვენს დომენზე და მოძებნეთ “source code”. იპოვეთ <head>….<head> სექცია და ჩასვით იქ მეტა თეგი.
  • დააწექით გამოქვეყნებას.
  • დაბრუნდით ბიზნეს მენეჯერში და დაადასტურეთ დომენი.

 

შენიშვნა: შესაძლოა, ფეისბუქს დომენის ვერიფიკაციისთვის 72 საათი დასჭირდეს.

 

#3 ეტაპი: ფეისბუქის კონვერსიების API-ს დაყენება

ახლა უკვე მზად ხართ, რომ ფეისბუქის კონვერსიების API-ც დააყენოთ. ამ ეტაპისთვის თქვენი საიტის ფეისბუქთან დაკავშირება დაგჭირდებათ. იმისათვის, რომ ეს შეძლოთ, გადადით ივენთ მენეჯერში და შემდეგ პარამეტრებში. ჩამოსქროლეთ ქვევით და იპოვეთ კონვერსიების API. აირჩიეთ პარტნიორი. შემდეგ მონიშნეთ ეს პარტნიორი და განაგრძეთ.

მონიშნეთ უჯრები:

  • „Advanced matching”
  • New: Measure More of Your Customer’s Journey by Enabling the Conversion API (დააკვირდით თქვენი მომხმარებლის მოგზაურობას კონვერსიების API-ს საშუალებით).

დააჭირეთ წვდომისათვის საჭირო ტოკენის შექმნას, შეინახეთ ის და განაგრძეთ.

ამის შემდეგ დაგჭირდებათ ფეისბუქის პლაგინის ჩამოტვირთვა. თქვენს საიტზე შედით „plugin”-ებში და ატვირთეთ ფეისბუქის პლაგინი. დარწმუნდით, რომ ის გაააქტიურეთ. აქ ორი პირობა უნდა გქონდეთ მონიშნული: „Use Advanced Mathcing on Pixel” და Use Server-Side API. ზემოთ აღნიშნული ტოკენი გადმოიტანეთ პიქსელის ID ველში და დააწექით დამახსოვრებას.

ფეისბუქი თავად გეტყვით, სწორად გამართეთ თუ არა კონვერსიების API. თუ ამ პროცესში პრობლემა შეგექმნათ, სცადეთ ფეისბუქის პლაგინის განახლებაც.

#4 ეტაპი: შექმენით ივენთები

მას შემდეგ, რაც საიტს ფეისბუქთან დააკავშირებთ, შეგეძლებათ ივენთების შექმნაც. პირველ რიგში, საჭირო იქნება ფეისბუქზე გადასვლა და პარტნიორი კომპანიის ინტეგრირება. აქ ნახავთ ივენთების დამატების ღილაკს. შეიყვანეთ თქვენი საიტის მისამართი და განაგრძეთ. თუ შემთხვევით ეს ფანჯარა დაგეხურათ, მაშინ გადადით ფეისბუქის ივენთ მენეჯერში, შემდეგ პარამეტრებში და გახსენით ივენთების შექმნის ხელსაწყო (Events setup tool).

ამ გვერდიდან უკვე შეგეძლებათ, თქვენთვის სასურველი ყველა ივენთი შექმნათ. გახსოვდეთ, რომ ამ გვერდზე დაბრუნება და ივენთების შეცვლა ან ახლის შექმნა ყოველთვის შეგეძლებათ.

#5 ეტაპი: ივენთების კონფიგურაცია

ივენთების შექმნის შემდეგ საჭიროა მათი კონფიგურაცია. ამ ეტაპის გასავლელად, გადადით ფეისბუქის ივენთ მენეჯერში და დააჭირეთ მიმოხილვას. შემდეგ, გადადით დაგროვებითი ივენთების საზომებში და დააკონფიგურირეთ საიტის ივენთები.

აირჩიეთ თქვენი ვერიფიცირებული დომენი და გახსენით ივენთები. ამ ფანჯარაში ფეისბუქი შესაძლო ივენთების ჩამონათვალს წარმოგიდგენთ. აქვე შეძლებთ მათ დარედაქტირებას, წაშლას და პრიორიტეტების შეცვლას.

#6 ეტაპი: შეამოწმეთ, მუშაობს თუ არა ყველაფერი

კონვერსიების API-ს დაყენებისა და ივენთების შექმნის შემდეგ საჭიროა, ყველაფრის გამართულობა შეამოწმოთ. საბედნიეროდ, ფეისბუქი ამისათვის სპეციალურ საშუალებას გვთავაზობს.

ტესტირების დასაწყებად გადადით ფეისბუქის ივენთ მენეჯერში და დააწექით მონაცემთა წყაროს (Data Source). შემდეგ ივენთების ტესტირებას და სერვერის ივენთების ტესტირებას. ტესტის შესაქმნელად დააკლიკეთ “Graph API Explorer”-ზე და მიყევით ინსტრუქციას.

ფეისბუქი შემდგომ ტესტირებას განახორციელებს და ნახავს, რამდენად გამართულია კონვერსიების API. ეს დაახლოებით 30 წამის განმავლობაში გაგრძელდება.

#7 ეტაპი: შექმენით თქვენი პირველი რეკლამა კონვერსიების API-სთან ერთად

და პირველი რეკლამის შექმნის დროც დადგა. შესაძლოა ფიქრობდეთ, გამოგიგზავნით თუ არა კონვერსიების API და ფეისბუქის პიქსელი დუბლირებულ მონაცემებს. სასიხარულოდ, არა. ფეისბუქს მასში ჩაშენებული სპეციალური ხელსაწყო გააჩნია, რომელიც ერთი და იგივე მონაცემების რეპორტინგს ზღუდავს.

შეჯამება

ფეისბუქის კონვერსიების API რეკლამის სპეციალისტებისთვის აუცილებელ ხელსაწყოდ იქცა, განსაკუთრებით iOS 14-ის ცვლილების შემდეგ. ამ ხელსაწყოს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ დეტალური და ზუსტი ინფორმაციის შეგროვება იმის შესახებ, თუ როგორ ახერხებს ფეისბუქის რეკლამა მომხმარებლის მოზიდვას - ამავდროულად, მომხმარებელთა მონაცემებსა და იდენტობასაც იცავთ.

შესაძლოა, ახალ ხელსაწყოში გარკვევას გარკვეული დრო და ძალისხმევა დასჭირდეს, თუმცა ეს ამად ნამდვილად ღირს. მართალია, ის თქვენი მომხმარებლის ფეისბუქის პროფილებს არ გაჩვენებთ, თუმცა მათთვის საიტის ოპტიმიზაციაში და ამგვარად, შედეგების გაზრდაში ნამდვილად დაგეხმარებათ. ზემოთ აღნიშნული გზამკვლევის დახმარებით, მარტივად შეძლებთ კონვერსიების API-ს შექმნას და მის საიტთან დაკავშირებას. რას და როგორ გააკეთებთ შემდეგ მისი საშუალებით, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული.

ავტორი: ლაშა ხორგუაშვილი

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ფეისბუქის რეკლამირების 12 რჩევა ROAS გასაზრდელად

სოციალური მედია მარკეტინგის ახალი ტრენდები 2021 წლისთვის

ჩართულობის 8 ხრიკი ფეისბუქის ალგორითმისთვის