რა არის YouTube Shorts?

ნოემბერი 15, 2021

რა არის YouTube Shorts?

YouTube Shorts შესანიშნავი საშუალებაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სოციალურ მედიაში საკუთარი თავის ან აზრის გამოხატვა მოკლე, თვალისმომჭრელი ვიდეოს საშუალებით სურს.

YouTube-მა YouTube Shorts-ის ვერსია პირველად ინდოეთში 2020 წელს წარადგინა, რასაც უამრავი კითხვები მოყვა მომხმარებლისგან. თავდაპირველად, ხალხს აინტერესებდა, თუ რა იყო ის. შემდეგ, 2021 წლის 18 მარტს ის უკვე ამერიკაშიც გამოჩნდა, თუმცა ხალხი მას სკეპტიკურად შეხვდა - მათ არ იცოდნენ, როგორ შეიძლებოდა მისი მონეტიზაცია.

ამის საპასუხოდ კი იუთუბმა $100 მილიონიანი ფონდი გამოყო, თუმცა კითხვები მაინც არ შეწყდა, რადგან ხალხს აინტერესებდა, როგორ მიიღებდნენ უფრო მეტ ჩართულობას და ნახვებს YouTube Short-ზე. საბოლოოდ, იუთუბმა ეს სიახლე 100 ქვეყანაში დანერგა მსოფლიოს გარშემო, მაგრამ ამჯერად, მარკეტოლოგებს გაუჩნდათ კითხვები - „რა ტიპის კონტენტ კრეატორები ისარგებლებდნენ მისით?“

YouTube Shorts-ს უკვე ერთი წლის იუბილეც ჰქონდა და დღეს კითხვები უკვე იმის შესახებ ისმის, ჩაანაცვლებს თუ არა ის ტიკტოკს. როგორც ხედავთ, ამ თემის გარშემო არაერთი კითხვა არსებობს, ამიტომ შევეცდებით, რომ სტატიის განმავლობაში ყველა ძირითად ასპექტზე ვისაუბროთ.

რა არის YouTube Shorts?

YouTube Shorts შესანიშნავი საშუალებაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც საკუთარი თავის ან აზრის გამოხატვა მოკლე, თვალისმომჭრელი ვიდეოს საშუალებით სურს. ამისათვის კი მხოლოდ მობილური და 15 წამიც საკმარისია. YouTube Shorts-ის კრეატიული ხელსაწყოები შესაძლებლობას გვაძლევს, რომ 60 წამამდე ვიდეოები ჩავწეროთ.

საკუთარი მობილურით მოკლე ვიდეოების გადაღება და იუთუბზე ატვირთვა მომხმარებელს 2012 წელსაც შეეძლო. რა შეიცვალა ახლა და რას ემსახურება YouTube Shorts-ის გამოჩენა? როგორც პროდუქტის განვითარების მენეჯერი აღნიშანვს, დღეს ვიდეო კონტენტის ყველაზე გავრცელებული ფორმატი მოკლე ვიდეოა, ამიტომ მათ სურთ, ეს პროცესი უფრო სახალისო და მარტივი გახადონ. სწორედ ამიტომ, კომპანია რამდენიმე ახალი ხელსაწყოსა და ფუნქციონალის გამოცდას ინდოეთში იწყებს. ახალი ელემენტები მოიცავს:

  • მულტი სეგმენტურ კამერას, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი რამდენიმე ვიდეო კლიპს გააერთიანებს.
  • მუსიკის თანხლებით ჩაწერას, რისთვისაც ვრცელი მუსიკალური ბიბლიოთეკა იქნება გამოყოფილი.
  • სიჩქარის კონტროლს, რომელიც მომხმარებელს კრეატიულობისა და მრავალფეროვნების საშუალებას მისცემს.
  • ტაიმერსა და დროის ათვლის ფუნქციას, რაც ვიდეოს გადაღების პროცესს გაამარტივებს.

შესაძლოა იფიქროთ, რომ YouTube Shorts უბრალოდ ახალი ფუნქციონალით გაჯერებული ხელსაწყოა, რომელიც 60 წამიანი ვიდეოების ჩაწერის საშუალებას მულტი სეგმენტური კამერით გვაძლევს. თუმცა, კომპანიისთვის და მისი მომხმარებლისთვის, ისევე როგორც კრეატორებისა და ინფლუენსერებისთვის, საჭიროა მისი სარგებლის ცოდნა. ეს სარგებელი კი მათთვის მეტ ნახვასა და ჩართულობაში გამოიხატება - რაც მათ შესაბამისად, მეტი შემოსავლის მიღებაში ეხმარება.

სწორედ ამით სარგებლობს YouTube და მომხმარებლისთვის, YouTube Shorts-ს უფრო მარტივად აღმოსაჩენს ხდის მის მთავარ გვერდზე, ისევე როგორც სხვა აპლიკაციებში. დღეს, YouTube Shorts-ის ვიდეოების პოვნა რამდენიმე ადგილასაა შესაძლებელი:

  • YouTube-ის მთავარი გვერდი
  • შეტყობინებები
  • გამოწერების გრაფა
  • არხის გვერდი
  • YouTube აპლიკაციის მენიუ

Shorts კატეგორიაზე გადასვლის შემდეგ კი მომხმარებელს შეუძლია, მხოლოდ ამ ტიპის ვიდეოები დაათვალიეროს. აღსანიშნავია, რომ მათი ნახვები ისევე ეთვლებათ კრეატორებს, როგორც რეგულარული ვიდეოების. გარდა ამისა, მათი საშუალებით მოზიდული გამომწერები კრეატორთა დაჯილდოების პროგრამაში, ქულების დაგროვებაში გეხმარებათ.

2021 წლის მარტში, YouTube-მა დამატებითი მახასიათებლები შესთავაზა მომხმარებელს. მათ შორის, ტექსტის ნებისმიერ მონაკვეთში დამატების და აუდიო მასალის გამოყენებისა და მისი გადაკეთების შესაძლებლობა. იუთუბის მიერ ამ წამოწყების ამერიკაში დანერგვისას, მათ მუსიკების ბიბლიოთეკისთვის 250-ზე მეტი გამომცემელი და ჩამწერი სტუდია ჰყავდათ პარტნიორის სახით. მათ შორის: Universal Music Group, Sony Music Entertainment and Publishing, Warner Music Group, Merlin, CD Baby და სხვა.

შესაძლებელია YouTube Shorts-ის მონეტიზაცია?

YouTube Shorts-ის ბეტა ვერსიის ამერიკაში წარდგენის შემდეგ, მას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა და ამ პროდუქტის მენეჯერებიც აღნიშნავდნენ, რომ მას უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებდა - მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად ნახულობდა აქ განთავსებულ ვიდეოებს.

თუმცა, ამ დროისთვის არ იყო ცხადი, შეეძლოთ თუ არა კრეატორებს YouTube Shorts-ის საშუალებით ფულის გამომუშავება - შეეხებოდა ეს YouTube Partner პროგრამას, თუ ინფლუენსერობას. ამის დასტურად, კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გასული სამი წლის განმავლობაში, YouTube-ს კრეატორებისთვის, არტისტებისთვის და მედია კომპანიებისთვის $30 მილიარდი აქვს გამოყოფილი. მაგრამ ეს ყველაფერი პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში მოხდა, სადაც კრეატორები სარეკლამო შემოსავლებიდან იღებდნენ წილს. შესაბამისად, ეჭვები კვლავ არსებობს YouTube Shorts-ის შესახებ, მაგრამ კომპანიის წარმომადგენლები აცნობიერებენ, რომ მომხმარებლისთვის მონეტიზაცია უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ, ისინი მზად არიან, რომ ახალ წამოწყებას ხელი შეუწყონ და მომავალი თაოთვის, YouTube Shorts-ის კონტენტის შექმნა კიდევ უფრო მიმზიდველი გახადონ.

სასიხარულოდ, არსებული ეჭვები რამდენიმე თვის წინ გააქრო YouTube-ის მიერ დაანოსნებულმა $100 მილიონიანმა ფონდმა, რომელიც Shorts-ის დასაფინანსებლად იქნა გამოყოფილი. ამ ფონდით სარგებლობა კი ნებისმიერ კრეატორს შეეძლება, რომელიც უნიკალური კონტენტის შექმნას და მომხმარებლის დაკმაყოფილებას შეძლებს. YouTube ყოველთვიურად განიხილავს საუკეთესო კრეატორებს, რომელთა ვიდეოებიც ყველაზე მეტ ჩართულობას და ნახვებს აგროვებენ და შესაბამისად აჯილდოვებს მათ.

რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ Shorts-ის ფონდით სარგებლობისთვის?

იმისათვის, რომ ფონდით გამოყოფილი ბონუს თანხების მიღება შეძლოთ:

  • არხს ბოლო 180 დღის განმავლობაში, სულ მცირე ერთი ვიდეო მაინც უნდა ჰქონდეს ატვირთული
  • არხი უნდა აკმაყოფილებდეს კომპანიის წესებს, ქოფირაითის უფლებებს და მონეტიზაციის პოლიტიკას.
  • არხები, რომლებიც ტვირთავენ ლოგოს შემცველ ვიდეოებს, სხვა გვერდის ან პლატფორმის ვიდეოებს, ვერ მოიპოვებენ კვალიფიკაციას.
  • კრეატორი უნდა იყოს რომელიმე ქვეყანაში მცხოვრები: ბრაზილია, ინდოეთი, ინდონეზია, იაპონია, მექსიკა, ნიგერია, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, დიდი ბრიტანეთი ან ამერიკა. ეს სია დროთა განმავლობაში გაიზრდება.
  • კრეატორი უნდა იყოს 13 წლის ან მეტი (ქვეყნების მიხედვით განსხვავდება). Ryan Kaji (Rayan;s World) - ცხრა წლის იყო და 2020 წელს ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი YouTube ვარსკვლავი გახდა.
  • 13-18 წლამდე პირებს უნდა ჰყავდეთ მინდობილი პირი ან მშობელი და ეთანხმებოდნენ შესაბამის პოლიტიკას.

და მაინც, რამდენის გამომუშავებაა შესაძლებელი YouTube Shorts-ის ფონდის დახმარებით? კვალიფიციური არხები მიიღებენ $100 - $10,000-ს ყოველთვიურად. ბონუსები კრეატორის აუდიტორიის ლოკაციაზეცაა დამოკიდებული.

გარდა გამოყოფილი ფონდისა, კრეატორებს YouTube-ზე ფულის გამომუშავების სხვა ალტერნატივებიც გააჩნიათ. მაგალითად:

  • რეკლამები კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა კრეატორებისთვის შემოსავლების დასაგენერირებლად. თუმცა, ამ შემთხვევაში მოკლე და ვრცელი ვიდეოების კომბინაციების შექმნაც მოგიწევთ, თუ გსურთ, რომ სარეკლამო შემოსავლებით ისარგებლოთ.
  • YouTube-მა 2022 წლისთვის $100 მილიონის ოდენობით, “Black Voices” ფონდის შექმნა დაანონსა.
  • ბრენდირებული კონტენტი - რომელიც ბუნებრივი და თანაც ეფექტური საშუალებაა ინფლუენსერ მარკეტინგული კამპანიებისთვის.
  • არხის აბონიმენტი კრეატორებს საშუალებას აძლევს, რომ საკუთარ მნახველებს ექსკლუზიური კონტენტი შესთავაზონ ყოველთვიური გამოწერის სანაცვლოდ.
  • ასევე არსებობს ბავშვთა ფონდიც, რომელიც $100 მილიონს აერთიანებს.
  • Super Chat - სუპერ ჩატი ლაივსტრიმისა და პრემიერების დროს გულშემატკვირებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ გამოკვეთილი, სპეციალური მესიჯის ტიპი, რომელიც მას კრეატორების ყურადღების მიქცევაში დაეხმარება.
  • სუპერ სტიკერები გამომწერებს საშუალებას აძლევს, გამოხატონ მათი მხარდაჭერა კრეატორების მიმართ და შეიძინონ სახალისო სტიკერები.
  • YouTube Premium არის ფასიანი გამოწერის სერვისი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რეკლამების გარეშე ისიამოვნონ პლატფორმით, ჩამოტვირთონ ვიდეოები, და მიიღონ პრემიუმ წვდომა იუთუბის მუსიკალურ აპლიკაციაზე.

YouTube Shorts-ის მონეტიზაცია შესაძლებელია, მაგრამ ამ დროისთვის ყოველდღიური სამუშაოსთვის თავის დანებებას არ გირჩევდით.

როგორ მივიღოთ მეტი ჩართულობა და ნახვები YouTube Shorts-ზე?

შემოსავლების გენერირების საკითხი YouTube Shorts-ის გარშემო ყველაზე აქტუალურია და სწორედ ამიტომ, უფრო და უფრო მეტი კრეატორი ინტერესდება იმით, თუ როგორ შეუძლიათ მათ მეტი ჩართულობისა და ნახვების მიღება YouTube Shorts-ისთვის.

პირველ რიგში, გირჩევთ YouTube-ის ექსერტებისგან დაიწყოთ სწავლა და გაეცნოთ იუთუბის საუკეთესო პრაქტიკებს. შემდგომ, შეგიძლიათ YouTube-ის კრეატორთა აკადემიის კურსები გაიაროთ. მათ კატალოგში 47 კურსია და თუ ამ საქმიანობაში სრულად აპირებთ ჩართვას, სჯობს ყველა მათგანს დაესწროთ. ეს კურსები არაერთ კატეგორიას მოიცავენ, მათ შორის:

  • არხის ოპტიმიზაცია
  • კონტენტ სტრატეგია
  • ფული & ბიზნესი
  • პოლიტიკა და წესები
  • ფროდაქშენი

სამწუხაროდ, ძალიან ცოტაში თუა საუბარი YouTube Shorts-ის შესახებ, თუმცა საწყის, საბაზისო ცოდნას ეს კურსები ნამდვილად შეგძენენ. რაც შეეხება ჩართულობასა და ნახვებს - ამისათვის ბევრი ექსპერიმენტის ჩატარება მოგიწევთ. ასევე შეგიძლიათ, ახალი ვიდეოები მოძებნოთ იუთუბის კრეატორთა არხებზე, რომლებიც YouTube Shorts-ის შესახებ სასარგებლო ინფორმაციას მოგაწვდით. მაგალითად, შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო YouTube Shorts, რომელიც აგიხსნით - რა არის YouTube Shorts და როგორ შექმნათ ის. გარდა ამისა, აქ საუკეთესო პრაქტიკებსაც გაეცნობით.

მაგალითად, ვიდეოს ფარგლებში რამდენიმე გამოსადეგ რჩევას მიიღებთ:

  • ეცადეთ, პირველი რამდენიმე წამი თვალისმომჭრელი გახადოთ და ყურადღება მაქსიმალურად მიიქციოთ.
  • გახსოვდეთ, რომ Shorts-ები ავტომატურად მეორდება, ამიტომ წინასწარ იფიქრეთ ტემპზე და განმეორებითობის შესაძლებლობაზე.
  • გახადეთ თქვენი კონტენტი რელევანტური ტრენდული მოვლენების, ივენთების ან მუსიკების დამატებით.
  • გახადეთ კონტენტი სანდო - გადაიღეთ ვიდეო ბუნებრივი ხმით ან აჩვენეთ მომხმარებელს კულისებს მიღმა კადრები.
  • შექმენით სასარგებლო კონტენტი - საგანმანათლებლო, გასართობი. ისეთი კონტენტი, რომელიც მნახველს კარგად აგრძნობინებს თავს.
  • შეგიძლიათ, მოკლე ვიდეოები თქვენს მთავარ არხზეც გამოიტანოთ ან ამისათვის განცალკევებული არხი შექმნათ. YouTube Shorts თქვენს არხზეც გამოყოფილი სექციის სახით იქნება წარმოდგენილი, რაც მნახველებს მის მიგნებას გაუმარტივებს.

კმაყოფილია მომხმარებელი YouTube Shorts-ის ახალი ვიდეო გამოცდილებით?

გასული წლის განმავლობაში ატვირთულმა 10.2 მილიონმა ვიდეომ, საერთო ჯამში 1.2 ტრილიონი ნახვა და 40.4 მილიარდი ჩართულობა (მოწონება, კომენტარი, გაზიარება და სხვა) დაიმსახურა.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კითხვაზე პასუხი დადებითია.

თუ მხოლოდ ამერიკას დავაკვირდებით, 73,700 ანგარიშის მიერ 2.4 მილიონი ვიდეო შეიქმნა, რომლებმაც 433 მილიარდი ნახვა და 14.8 მილიარდი ჩართულობა დაიმსახურეს.

Xavier Mortimer-ის - ილუზიონისტისა და იუთუბერის მიერ შექმნილ ვიდეოს, რომელიც მან 2021 წლის 21 იანვარს გამოაქვეყნა, ამ დროისთვის 428 მილიონამდე ნახვა და 9 მილიონამდე ჩართულობა აქვს მოპოვებული.

ამერიკელმა კრეატორმა - Zhong Zhu-მ ამ დროისათვის ყველაზე მეტი Shorts ატვირთა. ის 21 წლის რუსი-ჩინელი იუთუბერი და Epic Zhong AB-ის დამფუძნებელია. 2021 წლის განმავლობაში, მან 525 ვიდეო ატვირთვა, რამაც საერთო ჯამში მას 4.4 მილიარდი ნახვა და 174 მილიონი ჩართულობა მოუტანა.

კონტენტის კატეგორიები შეიძლება განსხვავდებოდეს ჩართულობისა და ნახვების მიხედვით, თუმცა გასული წლისთვის ყველაზე მეტი Shorts აიტვირთა რამდენიმე კატეგორიაში:

  • ვიდეო თამაშები (69.200)
  • ვიდეო თამაშის ჟანრები (52,900)
  • პოპ კულტურა და გართობა (50,400)
  • მუსიკა (40,700)
  • ვიდეო თამაშის ფრენჩაიზი (27.300)
  • სოციალური მედია (26,300)
  • საკვები & სასმელი (24,500)
  • სპორტი (23,000)

თუმცა, 10 საუკეთესო კონტენტ კატეგორია, რომელსაც ყველაზე მეტი Shorts აქვს სულ მცირე 5 მილიონი ნახვითა და 100,000 ჩართულობით, არის:

  • პოპ კულტურა და გართობა (3,220)
  • იუმორი (1,704)
  • ვიდეო თამაშები (1,316)
  • მუსიკა (1,213)
  • სოციალური მედია (1,192)
  • საკვები & სასმელი (1,063)
  • ვიდეო თამაშის ფრენჩაიზი (895)
  • ვიდეო თამაშის ჟანრები (878)
  • ადამიანები & ცხოვრების სტილი (810)
  • ხუმრობები და Prank-ები (807)

ჩაანაცვლებს YouTube Shorts ტიკტოკს?

ერთ-ერთი გავრცელებული კითხვა კრეატორებში ეხება YouTube Shorts-ის მიერ ტიკტოკის ჩანაცვლებას. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ ადრეა, თუმცა რაც დანამდვილებით ვიცით არის ის, რომ:

  • მარკეტოლოგებმა საკმარისად უნდა დააფასონ ტიკტოკის ღირებულება და პოტენციალი
  • TikTok ფეისბუქს ჯობნის მომხმარებლის მიერ დახარჯულ დროში.
  • ტიკტოკის ტრენდების რეპორტი კონტენტის მრავალფეროვან იდეებს მოგაწვდით.
  • TikTok-ის კითხვა-პასუხი უკვე ვიდეო კომენტარების სექციაშიც გვხვდება.
  • ტიკტომა საკუთარი ვიდეო ხანგრძლივობა გაასამმაგა და ახლა უკვე 3 წუთიან ვიდეოებსაც გვთავაზობს.
  • ლაივსტრიმებისთვის ტიკტოკმა 8 ახალი ფუნქციონალი შეიმუშავა.
  • ტიკტოკის გამოყენება B2B მარკეტინგისთვისაცაა შესაძლებელი.
  • ციფრული მარკეტოლოგებისთვის ტიკტოკს 8 ძლიერი ხელსაწყო გააჩნია.

ერთი რამ, რისი თქმაც დაზუსტებულად შეგვიძლია არის ის, რომ ტიკტოკი ბრძოლის გარეშე არ მისცემს იუთუბს ჩანაცვლების უფლებას. ერთ-ერთი, რაც შეიძლება  YouTube Shorts-მა ჩაანაცვლოს, ეს Reels-ებია და არა TikTok.

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

Facebook-ის ახალი ერა - Metaverse

როგორ გავზარდოთ YouTube არხი

10 საფეხური YouTube-ზე ვიდეო ოპტიმიზაციისთვის