ფეისბუქის ახალი ხელსაწყოები ჯგუფისა და გვერდის ადმინებისთვის

ნოემბერი 11, 2021

ფეისბუქის ახალი ხელსაწყოები ჯგუფისა და გვერდის ადმინებისთვის

სოციალური მედიის ერთ-ერთი წამყვანი ქსელი - ფეისბუქი, ახალ ფუნქციონალს სთავაზობს ჯგუფის ადმინებს, რაც მათ საკუთარი სოციუმის შექმნას, მათთან ურთიერთობის გამყარებას და ჯგუფის კულტურის ჩამოყალიბებას გაუმარტივებს.

ფეისბუქი მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე და მომხმარებლისთვის ახალი, დახვეწილი გამოცდილებების შექმნაზე. უახლესი ცვლილებაც Meta-ს შესახებ, სწორედ ამის მაგალითია. ამჟამად ფეისბუქი ახალ ფუნქციონალს სთავაზობს ჯგუფის ადმინებს, რაც მათ საკუთარი სოციუმის შექმნას, მათთან ურთიერთობის გამყარებას და ჯგუფის კულტურის ჩამოყალიბებას გაუმარტივებს. Facebook სრულიად ახალ გამოცდილებას გვთავაზობს. გამოცდილებას, რომელიც გვერდებისა და ჯგუფების მართვის საუკეთესო ასპექტებს გააერთიანებს და ადმინებს საშუალებას მისცემს, აუდიტორიასთან კომუნიკაციისას მათი ოფიციალური ხმა გამოიყენონ.

შექმენით სასურველი სოციუმი და გაავრცელეთ კულტურა სოციალური მედიის ჯგუფებში 

თითოეული ჯგუფი საკუთარი კულტურით ხასიათდება. იმისათვის, რომ ჯგუფები უფრო გამორჩეული და უნიკალური იყოს, ადმინებს შეეძლებათ:

  • მარტივად შეცვალონ ფერები, პოსტების ფონი და ფონტები. გარდა ამისა, დაამატონ emoji-ები, რომლის საშუალებითაც აუდიტორია პოსტებზე რეაქციების გამოხატვას შეძლებენ.
  • გამოიყენონ მზა კოლექციები პოსტების ფორმატის, ბეიჯებისა და ადმინის სხვა ხელსაწყოებისთვის. ამის გააქტიურებისთვის მხოლოდ ერთი კლიკი იქნება საჭირო.
  • ურჩიონ აუდიტორიის წევრებს პოსტის კონკრეტული ფორმატი მაშინ, როდესაც ისინი რაიმე პოსტის გამოქვეყნებას ეცდებიან. ამისათვის ღილაკი დაპოსტვის გრაფასთან ერთად გამოჩნდება, რომელიც მომხმარებელს ჯგუფის დათვალიერების დროსაც გაყვება, რაც ასქროლვის და ჯგუფის სათავეში დაბრუნების საჭიროებასაც გააქრობს.
  • შექმნან უნიკალური მისასალმებელი მესიჯი და გააზიარონ ჯგუფის წესები, რომლის შესახებაც შეტყობინებას ახალი წევრები ავტომატურად მიიღებენ.

ამასთანავე, ჯგუფის წევრებს მალე შეეძლებათ სოციუმის ჯილდოების მიღება, მაგალითად სახალისო, ინფორმაციული და სხვა. ასეთი ტიპის ჯილდოები ხელს შეუწყობს ჯგუფის აქტიურობას და კონტენტს უფრო გამოარჩევს ერთმანეთისგან.

 

გააღრმავეთ კავშირები

ჯგუფში არსებული მრავალფეროვანი კონტენტის სიმრავლის გამო, შესაძლოა, ადამიანმა ვერ იპოვოს მისთვის სასურველი პოსტები. ამიტომაც, ფეისბუქი ტესტავს ქვეჯგუფების მოდელს ერთი ჯგუფის გარშემო, სადაც კონკრეტული თემები, მოვლენები ან რეგიონები იქნება გაერთიანებული. ამგვარად, მომხმარებელი მარტივად შეძლებს, იპოვოს მისთვის საინტერესო კონტენტი.

იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფის წევრებს რეალურ დროში მოუნდებათ კომუნიკაცია, მალე მათ ჯგუფის ჩათის გამოყენებაც შეეძლებათ, როგორც ფეისბუქზე, ასევე მესენჯერში. გარდა ამისა, მათ საშუალება ექნებათ, განმეორებითი ივენთები შექმნან, რითაც ისინი რეგულარულად დაუბრუნდებიან ერთმანეთს და გააგრძელებენ კომუნიკაციას.

მართეთ თქვენი სოციუმი

ახალი ხელსაწყო კიდევ უფრო მარტივს გახდის ადმინებისთვის მათი ჯგუფის მართვას:

  • ადმინებს შეეძლებათ, ჯგუფის დასაწყისში აპინონ დაანონსებული სიახლეები და დაალაგონ ისინი თანმიმდევრობის მიხედვით. ასეთი პოსტები ახლად წარმოდგენილ სექციაში იქნება გამოყოფილი, რაც ჯგუფის წევრებს მათ ნახვას გაუმარტივებს.
  • Facebook ანახლებს ადმინის ასისტენტის ფუნქციონალსაც, რომელსაც შემდგომში პერსონალიზებული რეკომენდაციების გაცემა შეეძლება. ის ახსნის, თუ რატომ უარყოფს ზოგიერთ პოსტს ადმინის ასისტენტი...
  • სოციუმის ჩატები ადმინებს საშუალებას მისცემს, რომ ჩატი ადმინებისა და მოდერატორების გუნდისთვისაც შექმნან. ამგვარად, გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად და კოორდინირებულად იქნება მიღებული.

გააძლიერეთ ჯგუფი

ფეისბუქი ადმინებისთვის კიდევ ერთ ფუნქციონალს დაამატებს. ეს ხელსაწყოები ჯგუფის ადმინებს საშუალებას მისცემს, რომ მათი ძალისხმევა კიდევ უფრო გაზარდონ და ჯგუფის მიზანი სისრულეში მოიყვანონ. მათ შეეძლებათ:

  • შექმნან ფონდები (Fundraiser) ჯგუფის პროექტების დაფინანსებისთვის.
  • გაყიდონ პროდუქცია ჯგუფების მაღაზიის საშუალებით.
  • შექმნან ფასიანი ქვეჯგუფები, რომელთა გამოწერაც ჯგუფის წევრებს შეეძლებათ კონკრეტული საფასურის სანაცვლოდ. ფასიან ჯგუფებში მომხმარებლები ექსკლუზიურ კონტენტს, გამოცდილებას, ქოუჩინგს, ან სხვა სარგებელს მიიღებენ.

შემოსავლების გენერირების სხვადასხვა გზებით, ჯგუფის ადმინებს უკვე შეეძლებათ, საკუთარი მიდგომები მათ აუდიტორიებს მოარგონ.

ფეისბუქის ახალი ხედვა

ზოგიერთი სოციუმი ჯგუფებსაც იყენებს და გვერდებსაც, რაც ცალსახად, საკმაო დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომაც, ფეისბუქი სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს ადმინებს, რაც ჯგუფებისა და გვერდების საუკეთესო პოტენციალს ერთ სივრცეში მოუყრის თავს.

ჯგუფების ადმინებისთვის, ახალი ფუნქციონალი მათ საკუთარ აუდიტორიასთან ოფიციალური სახით წარდგომის საშუალებას მისცემს. გვერდის ადმინებისთვის კი ეს ისეთი სივრცის შექმნასთან იქნება დაკავშირებული, სადაც მომხმარებლებს ჩართულობის გამოხატვა და მონაწილეობა შეეძლებათ. გარდა ამისა, გვერდის ადმინებს იმ მოდერაციის ხელსაწყოებზეც ექნებათ წვდომა, რომელსაც ჯგუფის ადმინები დღესაც იყენებენ. აღნიშნული ცვლილება ჯერ ცდის პროცესშია და დიდი ალბათობით, ფეისბუქზე მას მომავალი წლიდან ვიხილავთ.

 

ლაშა ხორგუაშვილი

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

Facebook-ის ახალი ერა - Metaverse

როგორ გამოვიყენოთ ფეისბუქის გამოკითხვები ბიზნესისთვის

სოციალური მედია მარკეტინგის ახალი ტრენდები 2021 წლისთვის

სმს მარკეტინგი

ეფილიეიტ მარკეტინგი