როგორ მივიღოთ შემოსავლები Facebook-ის დახმარებით?

2020 წლის ივნისში ფეისბუქმა საკუთარ მომხმარებელს ყოველთვიური გამოწერის შესაძლებლობა შესთავაზა, რაც დღეს კრეატორებს საშუალებას აძლევს, რომ უფრო მეტი შემოსავლები დააგენერირონ და საკუთარ ბიზნესზე უფრო მეტი კონტროლი იქონიონ.
რას გულისხმობს ყოველთვიური გამოწერა?
ყოველთვიური გამოწერის საშუალებით თქვენს აუდიტორიას უფრო მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვა შეუძლია - რაც განმეორებით, ყოველთვიურ გადახდებში აისახება. ეს საშუალებას გაძლევთ, რომ თქვენი ყველაზე დიდი მხარდამჭერები აღმოაჩინოთ და მათ საკუთარ გვერდზე სპეციალური გამოცდილება შესთავაზოთ. ასევე შეგიძლიათ, მათთვის ექსკლუზიური კონტენტი აწარმოოთ, მაგალითად ლაივები, ან მათ გარკვეული შეღავათები შესთავაზოთ თქვენს პროდუქციასა თუ მომსახურებაზე.
გამოიმუშავეთ ფული ფეისბუქზე ყოველ ახალ გამომწერზე
იმისათვის, რომ ფეისბუქმა კრეატორებს ხელი შეუწყოს და გაზარდოს გამომწერთა ბიზნესი, კომპანია კრეატორებს თითოეულ გამომწერზე ბონუსად $5-$20-მდე გადაუხდის. ეს სიახლე 2021 წლიდან ამოქმედდა. აღნიშნული წამოწყება კომპანიის ინიციატივას ეხება - 2022 წელს გამოყოს $1 მილიარდი კრეატორთა ფონდისთვის.
ფეისბუქის კრეატორებს შესაძლებლობა აქვთ, რომ პროგრამის ფარგლებში $10,000-მდე გამოიმუშაონ. ამ დროისთვის, ამ პროგრამაში მონაწილეობა მხოლოდ 27 მოწვეულ ქვეყანას შეუძლია, მათ შორის არიან: ამერიკა, გერმანია, არგენტინა, პოლონეთი, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი და ბევრი სხვა. მომდევნო თვეებში ფეისბუქი პარტნიორთა რაოდენობის გაზრდას გეგმავს, შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ გამომწერთა პროგრამა მსოფლიოს გარშემო მალე გავრცელდება.
შეინარჩუნეთ გამომუშავებული თანხა
წლის დასაწყისში, ფეისბუქმა მისი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განაცხადა, რომ ის კრეატორებისგან დამატებით საკომისიოებს 2023 წლამდე არ მოითხოვდა. მიუხედავად ამისა, კრეატორებს შემოსავლების 15-30%-ის დათმობა მაინც მოუწევთ ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა Apple. ეს მაშინ მოხდება, როდესაც მომხმარებელი ფეისბუქის აპლიკაციიდან შეიძენს ყოველთვიურ გამოწერას.
დღეს კრეატორებს უკვე შეუძლიათ, რომ საკუთარი მომხმარებელი გამოწერის შესაძენად ვებ-გვერდზე გადაამისამართოს, სადაც ის შესყიდვას Facebook Pay-ის დახმარებით დაასრულებს. როდესაც მომხმარებელი ამ მეთოდით შეიძენს გამოწერის სერვისს, კრეატორებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ მათი თანხის 100% შეინარჩუნონ. ეს თანხა გადასახადებისგანაც თავისუფლდება. ამ ყველაფრისთვის კრეატორებს სპეციალური ბმული სჭირდებათ, რომლის მიღებაც Creator Studio-დან არის შესაძლებელი.
იმისათვის, რომ კრეატორები კარგად გაეცნონ საკუთარ ანგარიშებს და შემოსავლების ნაკადებს, ფეისბუქი სპეციალურ სისტემას შექმნის, საიდანაც კრეატორს შეეძლება გაიგოს, საიდან შემოსდის შემოსავლები, როგორია გადასახადების რაოდენობა და რამდენის გადახდა უწევთ Apple-ის ან სხვა კომპანიისთვის.
გაიმყარეთ ურთიერთობა გამომწერებთან
კრეატორების დასახმარებლად, ფეისბუქმა გადაწყვიტა, რომ მათთვის კიდევ უფრო მეტი კონტროლის საშუალება მიეცა საკუთარ ანგარიშებზე. დეკემბრიდან კრეატორებს უკვე შეეძლებათ მათი გამომწერების მეილების ჩამოტვირთვა. ამგვარად, ისინი შეძლებენ, რომ მომხმარებლებთან ურთიერთობა ფეისბუქის გარეთაც გააგრძელონ და განამტკიცონ მათთან კავშირი. რაც შეეხება არსებულ გამომწერებს, მათაც შეეძლებათ აირჩიონ, სურთ თუ არა კრეატორისთვის საკუთარი მეილის გაზიარება.
ყველაზე დიდი მხარდამჭერები
ამ დროისათვის, გამომწერებს შესაბამისი ნიშანი (badge) ერგებათ, რომლებიც კრეატორს მიანიშნებს, რამდენად გამორჩეულია მისი გამომწერი და რამდენად დიდ მხარდაჭერას იღებს მისგან. კრეატორებისთვის, ისევე როგორც გამომწერებისთვის, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მათი გამოყოფა, ამიტომაც ფეისბუქი ორ ახალ სიახლეს სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს:
- ლაივ ვიდეოების მსვლელობისას, მაყურებელს სხვადასხვა ბეიჯი მიენიჭება, რაც იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რამდენი ხანია მომხმარებელი კრეატორის გამომწერი. ეს კრეატორებს საშუალებას მისცემს, რომ მათ ყველაზე გამორჩეულ მხარდამჭერებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ.
- გამოწერის ერთი წლის იუბილეზე, გამომწერის კომენტარი სპეციალური ფერებითა და ანიმაციით გაფორმდება, რაც მას აუდიტორიისგან გამორჩევის შესაძლებლობას მისცემს.
მომდევნო თვეების განმავლობაში მომხმარებელი უფრო მეტ სიახლეს უნდა ელოდოს ფეისბუქისგან. სიახლეს, რომელიც კრეატორებს უფრო სტაბილური შემოსავლების გენერირებაში დაეხმარება.
ასევე დაგაინტერესებთ: