15 ხერხი "მოსაწყენი" ბრენდის ან პროდუქტის გასარეკლამებლად

ოქტომბერი 15, 2021

15 ხერხი "მოსაწყენი" ბრენდის ან პროდუქტის გასარეკლამებლად

პროდუქტი და მომსახურება არ ხდის რაიმეს „მოსაწყენს“. მოსაწყენი მხოლოდ ბრენდინგი და მარკეტინგი შეიძლება იყოს.

უნდა ვაღიაროთ, რომ წლების წინ ბევრი სფერო თუ პროფესია მოსაწყენად ითვლებოდა. თუმცა, ყველაფერი იცვლება და დღესდღეობით, ყველაზე პოპულარული თემებისა და კონტენტის სიაში სწორედ ეს „მოსაწყენი“ სფეროებიც შედიან. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პროდუქტი და მომსახურება არ ხდის რაიმეს „მოსაწყენს“. მოსაწყენი მხოლოდ ბრენდინგი და მარკეტინგი შეიძლება იყოს.

16 გზა „მოსაწყენი“ ბრენდის გახალისებისთვის

მარკეტინგი მხოლოდ იმას არ ეხება, რას ყიდით, არამედ იმასაც, თუ როგორ ყიდით. შესაბამისად, გასამართლებელი მიზეზებიც არ არსებობს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ელასტიურ სახვევებს ან სპეციფიკურ პროგრამულ უზრუნველყოფას ყიდით უძრავი ქონების აუქციონერებისთვის, ყოველთვის არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ სოციალური მედიის მომხმარებლები გაახალისოთ და ამასთანავე, საჭირო ინფორმაციაც მიაწოდოთ.

  1. უამბეთ მომხმარებელს თქვენ შესახებ

რა ტიპისაც არ უნდა იყოს თქვენი ბიზნესი, რაღაც აუცილებლად იარსებებს, რამაც შთაგაგონათ. შესაძლოა, რაიმე დიდი „რატომ“ არსებობს, რის გამოც ბაზარზე გამოჩნდით. ნუ შეუშინდებით, იყოთ ბუნებრივი, გაუზიარეთ ეს ინფორმაცია ადამიანებს.

რომელი უფრო საინტერესო იქნება: უნიტაზების კომპანია ავრცელებდეს ინფორმაციას მისი ბოლო მოდელის 25%-იანი ფასდაკლების შესახებ თუ ავრცელებდეს ინფომრაციას იმაზე, თუ რა გავლენა აქვს ქაღალდის მოხმარებას გარემოზე?

ადამიანები ბუნებრივად განიცდიან ფსიქოლოგიურ კავშირს ნარატივებთან, ამიტომ გააცოცხლეთ თქვენში ამბის მთხრობელი - იქნება ეს 280 სიმბოლოიანი ტვიტერის პოსტი თუ ინსტაგრამის პოსტი კრეატიული აღწერით.

  1. ხელი შეუწყვეთ აუდიტორიის შემეცნებას

კრეატიული კონტენტის შექმნა ყოველთვის სახალისო ხუმრობების მოფიქრებას და კონკურსების გამართვას არ გულისხმობს - ეს შესაძლოა თქვენი ბრენდისთვის შესაფერისი სულაც არ იყოს. გამოსადეგი ინფორმაციის გაზიარება ზედმეტი არასდროს არის.

გაუზიარეთ მომხმარებელს ექსპერტის ცოდნა თქვენი პროდუქტის გამოყენების შესახებ, გამოამჟღავნეთ რეალურად საინტერესო ისტორია კომპანიაზე ან დაამსხვრიეთ ცრუ წარმოდგენები ინდუსტრიის შესახებ. თუ მომხმარებელი სქროლვისგან თქვენგან რაიმე ახალს ისწავლის - ერთ გამარჯვებასაც მოიპოვებთ.

H&R Block საგადასახადო სერვისებს სთავაზობს მომხმარებელს - ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა იყოს მათი კონტენტი სახალისო? მიუხედავად ამისა, მათი ინსტაგრამი მხიარული, ინფორმაციული გრაფიკებით არის სავსე, რომლებიც მომხმარებლებს გამოსადეგ და ასევე ინფორმაციულ ბლოგებზე ამისამართებენ.

  1. გამოჩნდით კულისებს მიღმა

გაქვთ რაიმე სიახლე ოფისში? მიიღეთ ახალი პროდუქტის პროტოტიპები? როგორ ამზადებთ მათ? კომპანიის შიგნით რაღაც საინტერესო ყოველთვის ხდება, ამიტომ მიეცით საშუალება თქვენს გამომწერებს „შემოიჭყიტონ“ კულისებს მიღმა.

მაგალითისთვის, კონტეინერების ლოჯისტიკურ კომპანია - Maresk-ს შევხედოთ. მათი ინსტაგრამის კედელი სავსეა მისი გუნდის წევრების, მზის ჩასვლის ლამაზი ხედებისა და სატვირთო გემით მოგზაუობის სურათებით.

 

  1. იყავით ბუნებრივი

სოციალურ მედიაში ყველგან შეხვდებით გალამაზებულ ვიდეოებს, წინასწარ მოფიქრებულ პოზიციებს და სხვა (მათ შორის ფილტრები). თუმცა, სწორედ ეს წარმოშობს ბუნებრიობის საკითხს. ადამიანებს მოსწონთ ბრენდების/ინფლუენსერების რეალური, ბუნებრივი  სახის დანახვა.

იყავით გულწრფელი და გამჭვირვალე, შექმენით კონტენტი, რომელიც აზრიანია და მომხმარებლის ნდობას მოგაპოვებინებთ. კბილის ჯაგრისების სტარტაპი - Quip საკუთარ სოციალურ ქსელებში კმაყოფილ მომხმარებელთა სურათებს აბაზანიდანაც ავრცელებს. რა უნდა იყოს ამაზე ბუნებრივი და ადამიანური?

 

მომხმარებლის მიერ წარმოებული კონტენტის გამოჩენა ყოველთვის ეფექტურია ჩართულობის გასაზრდელად. გარდა ამისა, ამგვარად ისინი თავს უფრო დაფასებულად და მნიშვნელოვნად გრძნობენ.

  1. გამართეთ კითხვა-პასუხი

როგორ კომპლექსურ ან მარტივ პროდუქტსაც არ უნდა სთავაზობდეს თქვენი ბრენდი მომხმარებელს, მათ აუცილებლად გაუჩნდებათ გარკვეული კითხვები, რომლებზე პასუხებსაც სიამოვნებით მოისმენდნენ. გამართეთ სპეციალური ღონისძიებები, ლაივები სოციალურ მედიაში და მიეცით მომხმარებლებს კითხვების დასმის შესაძლებლობა.

  1. ითანამშრომლეთ ვინმე მხიარულთან

თუ საუკეთესო გზას ეძებთ იმის დასამტკიცებლად, რომ მოსაწყენი არ ხართ, მოიწვიეთ საინტერესო და სახალისო ადამიანები, ითანამშრომლეთ ინფლუენსერთან ან მათი საზოგადოების წარმომადგენელთან კონკრეტული სფეროდან და გამართეთ ვირტუალური ინტერვიუ. მათი გამოჩენა თქვენს ბრენდს საგრძნობლად დაეხმარება.

Mailchimp მართავს პოდკასტებს, სადაც მცირე ბიზნესის მფლობელები მონაწილეობენ. ამის გასაპიარებლად ისინი სოციალურ მედია პოსტებს იყენებენ, რაც ბიზნესისთვის ჯვარედინი რეკლამირებისა და დამატებით აუდიტორიაზე გასვლის შესაძლებლობას იძლევა.

  1. იყავით ადამიანური

თავის მოჩვენებას, რომ იდეალური ხართ, არანაირი აზრი არ აქვს, რადგან იდეალური არავინაა. საკუთარი ადამიანური გამოცდილების ან მტკივნეული წერტილების გაზიარება შესაძლოა, ძალიან დამაკავშირებელი და ეფექტური საშუალება იყოს.

ქაღალდის კომპანია Who Gives a Crap კრეტიულად გამოხატავს მის რეაქციას მიწისძვრასთან დაკავშირებით მელბურნში. მართალია პოსტი არ არის ესთეტიური, თუმცა გავლენა ნამდვილად აქვს.

  1. გამართეთ შეჯიბრები

ადამიანებს მოსწონთ, როცა რაიმეს იგებენ! გამარტეთ კონკურსები ან გაეცით საჩუქრები თქვენი პროდუქტისა და მომსახურების სახით და ეს სოციალურ მედიაში ყველაზე „ცხელი“ თემა იქნება.

The Piedmont Environmental Council-ის ფოტო გათამაშებამ ძალიან დიდი ყურადღება მიიქცია. ისინი მომხმარებლებს ბუნების ლამაზი სურათების განთავსებას სთხოვდნენ - სანაცვლოდ კი ისინი რესტორნის სასაჩუქრე ბარათებსა და სხვადასხვა პრიზებს იგებდნენ.

  1. აყევით ტრენდებს

თუ ფიქრობთ, რომ ყოველ პოსტში თქვენს პროდუქტზე საბარი მოსაწყენი იქნება, რაც სავსებით ჭეშმარიტია, არ იდარდოთ, სასაუბრო თემა ონლაინ სივრცეში უამრავია. საბედნიეროდ, ახალი, ტრენდული თემა ან მიმდინარე აქტუალური მოვლენა ყოველთვის არსებობს. შეისწავლეთ სოციალური მედია და დააკვირდით, რას იტაცებს თქვენი აუდიტორია, რა არის აქტუალური თემა და რასთან დაკავშირებით იმართება დიალოგები.

მაგალითად, General Electric ჩაერთო ოლიმპიური თამაშების გარშემო არსებულ მხურვალებაში და დაპოსტა ვიდეო, სადაც ის საკუთარ სტაჟიორს ამხნევებს პარაოლიმპიურ შეჯიბრში მონაწილეობისთვის.

  1. იყავით დასამახსოვრებელი

თქვენი სოციალური მედია ანგარიში ერთი წვეთია კონტენტის ოკეანეში. თუ თქვენ პოსტავთ სურათს, სადაც ყავით სავსე ჭიქა ჩანს და თან აწერთ „ნანატრი კვირა“ ან “Lovely Sunday”, მაშინ რატომ უნდა დაუთმოს ადამიანმა დრო თქვენს კონტენტს, როდესაც ონლაინ სივრცეში ასეთი უამრავი პოსტი ხვდება?

ეცადეთ, მომხმარებლის თვალში გამორჩეული იყოთ და მათი ყურადღება მიმზიდველი და საინტერესო გრაფიკებით, სახალისო მიმებით ან შთამბეჭდავი ინფოგრაფიკით მიიპყროთ. მაგალითად, საკუთარი რეკლამებით გამორჩეულმა Dollar Shave Club-მა გადაიღო ტიკტოკის ვიდეო, რომელიც შესაძლოა ღამით სიზმრებშიც გაგყვეთ.

  1. გაარეკლამეთ კომპანიის კულტურა

თუ თვლით, რომ თქვენი პროდუქტი ან მომსახურება არ არის მაინცდამაინც სახალისო და მიმზიდველი, მაშინ იქნებ თქვენი პერსონალი ან კომპანიის უნიკალური კულტურა გამოიყენოთ? გამოყავით თანამშრომელთა მიღწევები და აჩვენეთ გამომწერებს, თუ რამდენად სახალისო გუნდი გყავთ თქვენს გარშემო.

ოპტიკური კომპანია Warby Parker საკუთარ ლინზებსა და სათვალეებს მათი სპეციალური გვერდის -  Warby Barker-ის ინსტაგრამით არეკლამებს, სადაც ისინი საკუთარი მომხმარებლების შინაურ ცხოველებს არგებენ სხვადასხვა პროდუქციას.

 

  1. იყავით გამოსადეგი

რა სახის მასალის გაზიარება შეგიძლიათ მომხმარებლისთვის? გახდის ის მათ ცხოვრებას უკეთეს? ასწავლით რაიმეს სპეციალური ვიდეოებით? უპასუხებთ მათ შეკითხვებს? გაუზიარებთ ელექტრონულ წიგნებს?

შესთავაზეთ მომხმარებელს ისეთი კონტენტი, რომელიც მათ ემსახურება და რაიმე ღირებულს სძენს. TurboTax-ს მაგალითად, აქვს საკუთარი ტიკტოკის ანგარიში, სადაც ის მომხმარებელს ფინანსურ რჩევებს უზიარებს გადასახადებთან დაკავშირებით.

  1. შექმენით სერიები

განმეორებითი, სერიული კონტენტი არა მარტო სოციალურ მედია კალენდარს გაგიხალისებთ, არამედ მომხმარებელსაც მისცემს თქვენს გვერდზე დაბრუნების საბაბს. თანმიმდევრულობა მომხმარებელს უქმნის წარმოდგენას, თუ რისი მოლოდინი შეიძლება ჰქონდეთ თქვენგან.

Paypal ამ მხრივ საკმაოდ წარმატებულია, თანაც მსოფლიოს მასშტაბით და ნუ დაგავიწყდებათ, რომ ის ოფიციალურად მაინც ციფრული ფინანსების გაცვლის ხელსაწყოა - ანუ მოსაწყენი. მაგრამ მის მარკეტინგულ გუნდს კარგად ესმის, რომ ფინანსურ სერვისებზე საუბარი მუდმივად დაუშვებელი და მოსაწყენია. ნაცვლად ამისა, სოციალურ ქსელებში ისინი სხვადასხვა სახის კონტენტს აქვეყნებენ, მათ შორის საკუთარ სერიებს „I Call Next”, რომელშიც ისინი კიბერ სპორტის საზოგადოებას აერთიანებენ.

  1. გამართეთ Poll” გამოკითხვები

სოციალური მედიის მომხიბვლელობა მის ინტერაქციულობაშია, ამიტომ ნუ მოგერიდებათ მომხმარებლებთან კონტაქტი და კითხვების დასმა.

Poll შესანიშნავი საშუალებაა გარკვეული თემების წამოსაჭრელად, მათ შორის, ყველაზე მორცხვი ადამიანებისთვისაც კი. მათი საშუალებით შეგიძლიათ, შეაგროვოთ მომხმარებელთა უკუკავშირი უახლეს პროდუქტზე, გააღვივოთ ინტერესი ახალი მომსახურების მიმართ და ა.შ.

წიგნის გარეკლამების პროცესში, რომელიც მწუხარებისა და გლოვის შესახებ იყო, WTF Just Happened-მა გამართა სახალისო, მაგრამ რელევანტური გამოკითხვა მის ინსტაგრამზე. მომხმარებლებს უნდა შეერჩიათ მათთვის საუკეთესო ვარიანტი, ვისაც მძიმე სიტუაციაში ყველაზე დიდი სიამოვნებით უთავაზებდნენ მუშტს.

  1. ნუ მიიჩნევთ საკუთარ თავს ზედმეტად სერიოზულად

„მოსაწყენი“ ბრენდებისთვის სოციალურ მედიაში აქტიურობა ძირითადად მაინც რთულია, განსაკუთრებით კი თუ ამ წარმოდგენას თავად იქმნით. თუმცა, რადგანაც თქვენი ბრენდი ტკბილეულობას ან საბავშვო პროდუქციას არ აწარმოებს, არ ნიშნავს, რომ სახალისო პოსტების გამოქვეყნებაში შეზღუდული ხართ.

შექმენით ღირებული, სახალისო კონტენტი. შესაძლებლობები ყოველთვის არსებობს - არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მოსაწყენია თქვენ მიერ შეთავაზებული პროდუქტი და მომსახურება.

ლაშა ხორგუაშვილი

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

7 სოციალური მედია ხელსაწყო, რომელიც კონტენტის შექმნაში დაგეხმარებათ

ჩართულობის 8 ხრიკი ფეისბუქის ალგორითმისთვის

5 რჩევა ინსტაგრამზე ბიზნესის სწორად წარმოჩენისთვის

სმს მარკეტინგი

ეფილიეიტ მარკეტინგი