როგორ გავყიდოთ ინსტაგრამზე

სექტემბერი 27, 2021

როგორ გავყიდოთ ინსტაგრამზე

გასული წლების მანძილზე, ინსტაგრამზე პროდუქტისა თუ მომსახურების გაყიდვა მეწარმეებს შორის ყველაზე გავრცელებული მეთოდი გახდა. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები გათვალისწინებით კი არ არის გასაკვირი, თუ რატომ ჩერდება ბიზნესების არჩევანი სწორედ ინსტაგრამზე.

გასული წლების მანძილზე ინსტაგრამზე პროდუქტისა თუ მომსახურების გაყიდვა მეწარმეებს შორის ყველაზე გავრცელებული მეთოდი გახდა. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების გათვალისწინებით კი, არ არის გასაკვირი, თუ რატომ ჩერდება ბიზნესების არჩევანი სწორედ ინსტაგრამზე.

ყოველთვიურად 1 მილიარდი აქტიური მომხმარებლით, ინსტაგრამი მსოფლიოში მეექვსე ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია. Statista-ს კვლევების მიხედვით, ყოველდღიურად სულ მცირე 200 მილიონი მომხმარებელი სტუმრობს ბიზნესის გვერდს. მათგან 60% ამას ახალი პროდუქტის აღმოსაჩენად აკეთებს, ხოლო 90%-ს გამოწერილი აქვს ბიზნესის გვერდი.

ელექტრონული კომერციის სამყაროშიც ინსტაგრამი ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდა. დაიწყე ინსტაგრამზე გაყიდვა და გააცანი მსოფლიოს შენი ბრენდი!

  1. აირჩიეთ პროდუქტი ან ნიშა, რომელიც კარგად გაყიდვადია

ინსტაგრამი სოციალური მედია პლატფორმაა, რომელიც ძირითად ყურადღებას ვიზუალურ მხარეს უთმობს. ინსტაგრამზე დაყრდნობით ადამიანები პლატფორმას იმისათვის სტუმრობენ, რომ ის შთაგონების წყაროდ აქციონ და იპოვონ ის, რისი ნახვაც სურთ. შესაბამისად, გაცილებით მარტივი იქნება ისეთი რამის გაყიდვა, რაც ვიზუალური მხარითა და ესთეტიკით გამოირჩევა.

ინსტაგრამზე გაყიდვადი საუკეთესო ფიზიკური პროდუქტები მოიცავს:

  • ტანსაცმელი (ქუდი, მაისური, ჰუდი)
  • აქსესუარები
  • სილამაზის პროდუქტები (მაკიაჟი)
  • სახლის დეკორი (კედლის დეკორი, ჭიქები...)
  • სპორტული ტანსაცმელი და აქსესუარები

თუ უკვე ფლობთ პროდუქტს, მაგრამ ის ჩამოთვლილ კატეგორიებს არ მიეკუთვნება, ნუ იდარდებთ, თუ საკუთარი პროდუქტის გასაყიდად საკმარისი მონდომება გაქვთ - მაშინ სანერვიულო არაფერია.

 

მეტი ყოველდღიური რჩევების მისაღებად გამოიწერეთ ჩვენი ინსტაგრამის არხი

 

  1. შექმენით კონტენტი, რომელიც მომხმარებელთა ჩართულობას გაზრდის

იმის გათვალისწინებით, რომ 1 მილიარდი ადამიანი უწყვეტ რეჟიმში სქროლავს ინსტაგრამის კონტენტს, ალბათ შეუძლებლად გეჩვენებათ მათი ყურადღების მიპყრობა.

ყურადღების მისაქცევად მთავარი იარაღი თანმიმდევრულობა და მაღალი ხარისხის კონტენტია.

ხარისხიანი კონტენტი ხელს უწყობს თქვენი ბრენდის იდენტობის წარმოჩენასა და პროფესიონალური იმიჯის ჩამოყალიბებას. რაც უფრო მეტად გამოირჩევა თქვენი კონტენი ყოველდღიურად, მით უფრო მაღალია ბრენდის მიმართ ლოიალური მომხმარებლების შემოკრებაც.

ინსპირაციისთვის გაცანით როგორ დაანონსა Gamvae-მ მისი მაღაზიის გახსნა ინსტაგრამზე:

როგორ გავზარდოთ ჩართულობა ინსტაგრამზე:

  • შეარჩიეთ კონტენტის გამორჩეული თემატიკა და ესთეტიკა.
  • შექმენით ხარისხიანი ფოტოები და ვიდეოები.
  • დახვეწეთ თვენი კონტენტი კრეატიული ხელსაწყოებით.
  • ჩაწერეთ ტუტორიალები, შექმენით ქვიზები და გამოკითხვები.
  • დაწერეთ მიმზიდველი აღწერები და მუმდივად ეკონტაქტეთ გამომწერებს.
  1. გამოიყენეთ საიტის URL (ბმული) ინსტაგრამის პროფილის აღწერაში

ინსტაგრამზე გარე ბმულის დასამატებლად მხოლო ერთი ადგილი გაქვთ და ეს ადგილი თქვენი პროფილის აღწერაშია (Bio). როდესაც ახალი მომხმარებელი ინსტაგრამზე მოგძებნით, დიდი ალბათობით, ის თქვენი პროფილის აღწერას გაეცნობა და შესაძლოა, ამ ბმულზეც გადავიდეს. შესაბამისად, აქ თქვენი ონლაინ მაღაზიის ბმულის დამატებით, საიტზე ტრაფიკის მოზიდვასაც შეძლებთ.

როგორ დავამატოთ და გამოვიყენოთ ბმული ინსტაგრამის პროფილზე:

  1. ჩასვით URL ბმული პროფილში. ეს შეიძლება იყოს მაღაზიის ბმული, ონლაინ კურსის ბმული ან რაიმე პროდუქტის ბმული - ნებისმიერი რამ. შეამოკლეთ ბმული თუ ის ძალიან გრძელია შესაბამის პლატფორმებზე, მაგალითად Bitly ან Google URL shortener.
  2. მიუთითეთ გამომწერებს ბმულზე. ალბათ ბევჯერ გსმენიათ ფრაზა - „ბმული შეგიძლიათ იხილოთ აღწერაში “ ან „link in bio”. ძირითადად, ამ ბმულის დამატება პოსტების აღწერაშიც მოგიწევთ. ეს ადამიანებს მოუწოდებს შესაბამისი ქმედებისკენ.
  3. შეცვალეთ ბმულები საჭიროებისამებრ. როდესაც რაიმე ახალ პოსტს დაამატებთ, რომლის გარეკლამებაც გსურთ, აუცილებლად დაიტანეთ შესაბამისი ბმულიც bio-ში.

იცოდით, რომ Linkin.bio-ს მეშვეობით რამდენიმე ბმულის გაზიარებაც შეგიძლიათ პოსტზე?

  1. მაქსიმალურად გამოიყენეთ ინსტაგრამის სთორები და რილსები

500 მილიონი ყოველდღიური მომხმარებლით, ინსტაგრამის სთორები შესანიშნავი საშუალებაა ბრენდის გასაზრდელად და განსავითარებლად. გარდა ამისა, ის მომხმარებელთა ჩართულობასაც ზრდის.

რის გაკეთებას შეძლებთ ინსტაგრამის სთორის საშუალებით:

  • აჩვენებთ პროდუქტების გამოყენების გზებს
  • გაარეკლამებთ სპეიციალურ შეთავაზებებს
  • წარმოაჩენთ პროდუქციის კატალოგს
  • გადაიღებთ „კულისებს მიღმა“ კადრებს პროდუქტის დამზადების შესახებ.

2017 წლიდან, 10,000-ზე მეტი გამომწერის მქონე კრეატორს შეეძლო სთორისთვის ბმულებიც დაემატებინა. ამას „Swipe-up” ფუნქციით ახერხებდნენ. უახლესი განახლების შემდეგ, ეს ფუნქცია ბმულების სტიკერმა ჩაანაცვლა.

ინსტაგრამის სთორიზე ბმულების დამატება ძალიან პოპულარული ტრედია და ბიზნესებისთვის ტრაფიკის გაზრდასაც უწყობს ხელს. ვინაიდან ინსტაგრამი მობილური აპლიკაციაა, დარწმუნდით, რომ თქვენი ონლაინ მაღაზია 100%-ით მორგებულია მობილურზე. ბაზარზე ძალიან ბევრი ელექტრონული კომერციის საიტი არსებობს, თუმცა ყველა მათგანი არ არის მორგებული ინსტაგრამის მაღაზიაზე.   

მას შემდეგ, რაც სთორიზე შესაბამის ბმულს მიუთითებთ, არ დაგავიწყდეთ:

  • აცნობოთ ამის შესახებ მომხმარებლებს. უთხარით გამომწერებს, კონკრეტულად სად გადაამისამართებს მათ ბმული. ეს თქვენი ახალი პროდუქტის გვერდია? თუ ახალი ბლოგ-პოსტი?
  • მოუწოდეთ მნახველებს. „იხილეთ მეტი“ ღილაკი ძალიან შესამჩნევი არ არის, ამიტომ დაურთეთ სთორის დამატებითი ისრები, სტიკერები ან ტექსტები.
  1. გამოიყენეთ ინსტაგრამის რეკლამირება

თუ ვებ-გვერდზე ტრაფიკის მოზიდვა თქვენთვის პრობლემას წარმოადგენს, მაშინ დროა ინსტაგრამის რეკლამირებას მიჰყოთ ხელი. ინსტაგრამის სარეკლამო კამპანიის შექმნა ნიშნავს, რომ თქვენ დასპონსორებულ კონტენტსაც გამოაქვეყნებთ ბრენდებთან ან ინფლუენსერებთან ერთად და უფრო თარგეთირებულ აუდიტორიასაც მიაწვდენთ ხმას.

თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ:

  • რამდენის დახარჯვა გსურთ რეკლამაზე
  • სად გინდათ, რომ თქვენი რეკლამა განთავსდეს
  • რა პერიოდის განმავლობაში გსურთ პლატფორმაზე რეკლამის მართვა

თქვენი კამპანიისთვის სპეციალური დანიშნულების არჩევაც მოგიწევთ. ეს შეიძლება იყოს ბრენდის ცნობადობა, რიჩის გაზრდა და ადამიანების მაქსიმალურ რაოდენობასთან დაკავშირება ან გამომწერების ონლაინ მაღაზიაზე გადამისამართება. აირჩიეთ ისეთი მიზანი, რომელიც თქვენს ბიზნესს და საჭიროებებს მაქსიმალურად შეეფერება.

რაც შეეხება ინსტაგრამის რეკლამას, არჩევანი უფრო ფართოა:

  • ფოტო რეკლამა. ფოტო რეკლამები სტატისტიკის მიხედვით ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ფორმატს წარმოადგენს ინსტაგრამზე.
  • ვიდეო რეკლამები.
  • რეკლამები სთორისთვის.
  • კარუსელის რეკლამები. 2-დან 10-მდე ფოტოთი შექმნილი პოსტი, რომლის დათვალიერებაც მომხმარებელს ერთ პოსტში შეუძლია.
  • საკოლექციო რეკლამები. პროდუქტების კოლექცია შეგიძლიათ მომხმარებელსაც დაათვალიერებინოთ.
  • Explore რეკლამები. ყოველდღიურად 200 მილიონზე მეტი ადამიანი გადადის „Explore” - აღმოჩენის გრაფაში, რათა ახალი ბრენდები ან პროდუქტები აღმოაჩინოს.

რეკლამის შექმნამდე აუცილებლად გამოიკვლიეთ ბაზარი. შეისწავლეთ, როგორ კონტენტს აქვეყნებენ თქვენი კონკურენტები, როგორ რეკლამებს უშვებენ ისინი. ეს სწორი ფორმატის შერჩევაში და შესაბამისი აუდიტორიის პოვნაშიც დაგეხმარებათ.

  1. გამოიყენეთ ინსტაგრამის Shop

ინსტაგრამის შედარებით ახალი ფუნქცია - Instagram Shopping საშუალებას აძლევს თქვენს ბიზნესს, წარმოაჩინოს პროდუქტები და მათი კატალოგები. მისი საშუალებით მომხმარებელს პროდუქციის ფასებსა და სხვა დეტალებზე აძლევთ წვდომას.

ინსტაგრამის შოპინგი რამდენიმე მიზეზის გამოა შესანიშნავი ხელსაწყო:

  • მომხმარებლებს ერთი კლიკით შეუძლიათ, აღმოაჩინონ პროდუქტები
  • პოსტების გაზიარებას შეძლებთ „Explore” სექციაშიც.
  • შეგეძლებათ თითოეულ სურათზე 5 პროდუქტი მონიშნოთ ან 20 პროდუქტი თითო კარუსელზე.
  • მომხმარებლებს შეუძლიათ, “Shop now” ღილაკის მეშვეობით პირდაპირ გადავიდნენ ონლაინ მაღაზიის გვერდზე.
  • შეძლებთ გაეცნოთ ანალიტიკურ მონაცემებს და შეისწავლოთ თქვენი საქმიანობა.

როგორ გამოვიყენოთ Instagram Shopping:

  1. შექმენით ონლაინ მაღაზია ფიზიკური პროდუქტების გასაყიდად
  2. შექმენით ინსტაგრამის ბიზნეს ანგარიში და დაუკავშირეთ ის ფეისბუქის გვერდს.
  3. დააკავშირეთ თქვენი ინსტაგრამი ფეისბუქის კატალოგთან.
  4. გადადით ინსტაგრამის პროფილის პარამეტრებში, დააწექით ბიზნესს და შემდეგ ინსტაგრამის შოპინგს.
  5. მიჰყევით საფეხურებს და გააგზავნეთ თქვენი ანგარიში დასტურის მისაღებად.

მისი გააქტიურების შემდეგ, შეგიძლიათ დაიწყოთ ინსტაგრამის შოპის გამოყენება. ეს ძალაინ მარტივია - ერთადერთი რაც გჭირდებათ, პოსტზე პროდუქტების მონიშვნაა, რომელსაც „Tag Products” ღილაკის მეშვეობით მოახერხებთ.

ინსტაგრამის შოპინგის დახმარებით დამატებითი ჩართულობის მოსაზიდად შეგიძლიათ:

  • შექმნათ პირველი პოსტი და გააქტიუროთ მაღაზიის სექცია თქვენს პროფილზე
  • შექმნათ სხვადასხვა ვიზუალები განსხვავებული ტექსტის ფერებით და პროდუქტების სტიკერებით.
  • დაანონსოთ ახალი პროდუქტის გამოშვება ან აქციები.
  • დაამატოთ ერთზე მეტი პროდუქტი თქვენს პოსტში.
  1. ითანამშრომლეთ ინფლუენსერებთან

სოციალურ მედია სტრატეგიაში ინსტაგრამის კოლაბორაციები არსებითად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მომხმარებლები აღარ ენდობიან ტრადიციულ რეკლამირებას, ისინი რეალურ ადამიანებს ამჯობინებენ.

სწორედ აქ ერთვება საქეში ინფლუენსერ მარკეტინგი.  ეს ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და ეფექტური საშუალებაა მომხმარებელთა მოსაზიდად.

რას ეწოდება ინსფლუენსერ მარკეტინგი?

მარტივად რომ ვთქვათ, ინფლუენსერ მარკეტინგი ბრენდების, ბიზნესებისა და ინფლუენსერების თანამშრომლობას უკავშირდება, რომლის მთვარი მიზანიც პროდუქტის ან ბრენდის გარეკლამებაა. ვის შეუძლია იყოს ინფლუენსერი? რეალურად, ნებსიმიერ ადამიანს, რომელსაც გამომწერთა სოლიდური რიცხვი ჰყავს და კონკრეტულ ნიშას ეკუთვნის, შეუძლია გახდეს ინფლუენსერი.

რატომ უნდა გამოვიყენოთ ინფლუენსერ მარკეტინგი?

  • ის აუდიტორიის თარგეთირების საშუალებას გვაძლევს. თქვენი კონტენტი ისეთი ადამიანების ყურადღების ცენტრში ექცევა, რომლებიც უკვე დაინტერესებული არიან მსგავსი პროდუქტით.
  • ის ამაღლებს მომხმარებელთა ნდობას. ბრენდის სანდოობა და ინდუსტრიის რეპუტაცია კრიტიკულად მნიშველოვანი ფაქტორებია გაყიდვების გენერირებისთვის.
  • ის გაცილებით იაფია, ვიდრე ტრადიციული მედია.

შეჯამება

ინსტაგრამის საშუალებით შემოსავლების გენერირების უამრავი შესაძლებლობა არსებობს - ეს თქვენი ბიზნესისა და ბრენდის ტიპზეა დამოკიდებული. თუ ჯერ ინსტაგრამს არ იყენებთ, მაშინ ძალიან ბევრ შანსს უშვებთ ხელიდან. თუმცა, იმასაც ნუ იფიქრებთ, რომ მხოლოდ ინსტაგრამიც გამართავს თქვენს ბიზნესს.

საუკეთესო იდეას ინსტაგრამზე გასაყიდად, ჯვარედინი რეკლამირება წარმოადგეს. ამის გაკეთება სხვა სოციალური არხების დახმარებითაა შესაძლებელი. გაავრცელეთ თქვენი გვერდი ფეისბუქის დახმარებით ან მეილების საშუალებით. აცნობეთ მომხმარებლებს, თუ რას შეიძლება გაეცნონ თქვენს ინსტაგრამზე.

მეტი ყოველდღიური რჩევების მისაღებად გამოიწერეთ ჩვენი ინსტაგრამის არხი

ავტორი: ლაშა ხორგუაშვილი

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

5 რჩევა ინსტაგრამზე ბიზნესის სწორად წარმოჩენისთვის

ინსტაგრამი - როგორი იქნება აპლიკაციის მომავალი

ინსტაგრამის სარეკლამო თარგეთირება: 8 ღირებული აუდიტორია

 

სმს მარკეტინგი

ეფილიეიტ მარკეტინგი