media-4

როგორ გამოვიყენოთ ფეისბუქის გამოკითხვები ბიზნესისთვის

  • 19 სექ 2021
  • სოციალური მედია
როგორ გამოვიყენოთ ფეისბუქის გამოკითხვები ბიზნესისთვის

Facebook Poll-ს შეუძლია დაგანახოთ თქვენი აუდიტორიის პრობლემები, რისი გაკეთება შეგიძლიათ შემდეგში ან როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ ბრენდის მიმართ. იმის გარდა, რომ ფეისბუქ გამოკითხვების (poll) გამოყენებით სტრატეგიულ ბიზნეს გადაწყვეტილებებსაც მიიღებთ, მას სხვა ბევრი სიკეთისა და სარგებლის მოტანაც შეუძლია:

  • ფეისბუქ გვერდის ჩართულობის ამაღლება (კითხვების დასმა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ჩართულობის ასამაღლებლად)
  • დაგეხმარებათ Newsfeed ალგორითმის „მოხიბვლაში“ რეკლამების გარეშე
  • ჩამოაყალიბებს მყარ კომუნიკაციას და ურთიერთობას ბრენდის გარშემო არსებულ სოციუმში.

სტატიის განმავლობაში შეისწავლით განსხვავებულ მეთოდებს poll-ების შესაქმნელად, გაეცნობით როგორ შეიძლება მათი გამოყენება ეფექტურად და როგორ გეხმარებათ ის ბიზნესის გაზრდაში.

როგორ შევქმნათ Facebook Poll?

სამწუხაროდ, Facebook Poll-ის გაკეთება ჩვენი თაიმლაინიდან შესაძლებელი აღარ არის. ამ დროისთვის, ერთადერთი საშუალება პოლის გასაკეთებლად ფეისბუქის ჯგუფებში, სთორებში, ღონისძიების (event) გვერდზე ან მესენჯერში გეძლევათ.

ფეისბუქის პოლები ჯგუფებში

ფეისბუქის ჯგუფები სოციალურ მედია პლატფორმაზე ბიზნესებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო არხს წარმოადგენს. ის საშუალებას გაძლევთ, ბრენდის გარშემო შექმნათ სოციუმი და გაზარდოთ მომხმარებელთა ჩართულობა.

ბიზნეს გვერდების ორგანული რიჩი ძირითადად 5%-მდე მერყეობს, თუმცა ეს არ ეხება ფეისბუქის ჯგუფებს. ალგორითმი ჯგუფის პოსტებს მეტ უპირატესობას ანიჭებს და სიახლეების კედელზეც უფრო მეტად აჩენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესებს მათი საშუალებით ორგანული რიჩის ამაღლებაც შეუძლიათ - რეკლამების გარეშე.

ახლა დროა, დეტალურად განვიხილოთ პოლის შექმნის ეტაპები ფეისბუქ ჯგუფებში, როგორც პერსონალური ანგარიშიდან, ასევე ბიზნეს გვერდიდან.

#1 ეტაპი: ჯგუფები

თქვენი ფეისბუქის დესკტოპის ან მობილური ვერსიიდან გადადით ჯგუფების გვერდზე მენიუდან და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ჯგუფი.

#2 ეტაპი: პოსტის შექმნა

დააწექით პოსტის შექმნის ველს და ახალი ფანჯრის გახსნის შემდეგ მოძებნეთ „add to your post“ სექცია და დააკლიკეთ სამ წერტილს სხვადასხვა ფუნქციების სანახავად.

#3 ეტაპი: ფეისბუქ პოლის შექმნა

„Add to your post“ სექციის გახსნის შემდეგ გამოგიჩნდებათ ახალი ფანჯარა, სადაც არაერთი ფუნქციიდან შეგეძლებათ არჩევა. მონიშნეთ „Poll”. ეს დაგაბრუნებთ პოსტის შექმნის ველზე, სადაც უკვე პოლისთვის კითხვებისა და შესაძლო პასუხების შექმნას შეძლებთ.

 

#4 ეტაპი: ფეისბუქ პოლის გამოქვეყნება

კითხვისა და ყველა შესაძლო პასუხის დამატების შემდეგ შეგიძლიათ „პოლის ფუნქციებზე“ გადახვიდეთ და აირჩიოთ, შეეძლებათ თუ არა ფეისბუქის მომხმარებლებს საკუთარი პასუხების დამატება და ხმის მიცემა.

შემდეგ დააწექით დასრულებას და გამოაქვეყნეთ თქვენ მიერ შედგენილი პოლი.

Facebook Poll სთორებისთვის

ფეისბუქის სთორის ყოველდღიურად 250 მილიონი ადამიანი იყენებს. მისი შექმნა ძალიან მარტივი და სახალისოა და ამასთანავე, ის ძალიან კარგი საშუალებაა აუდიტორიასთან დასაკავშირებლად.

როგორ შევქმნათ Facebook Poll სთორისთვის?

#1 ეტაპი: გახსენით ფეისბუქის აპლიკაცია თქვენი სმარტფონიდან

გახსენით აპლიკაცია და გადადით თქვენს ფეისბუქ გვერდზე:

#2 ეტაპი: შექმენით ახალი სთორი

დააწექით ლურჯ წრეში მოთავსებულ „+“-ის ნიშანს თქვენი პროფილის სურათზე და აირჩიეთ „სთორის შექმნა“ არსებული სიიდან.

#3 ეტაპი: შექმენით ფეისბუქის Poll

გადადით ასარჩევი ველის მარცხენა მხარეს და მოძებნეთ „Poll”. დაწერეთ თქვენი შეკითხვა და მიუთითეთ პასუხების შესაძლო ვარიანტები.

შეარჩიეთ ფონი გარეკანისთვის ან ატვირთეთ ფოტო თქვენი გალერიიდან. დასრულებისას კი უბრალოდ დააწექით გაზიარების ღილაკს.

თქვენს გამომწერებს შეეძლებათ ნახონ, თუ რამდენმა პროცენტმა მიუთითა ესა თუ ის პასუხი, თუმცა მხოლოდ თქვენ შეგეძლებათ პასუხების რეალური რაოდენობის დანახვა, რაც ჩართულობის შეფასებაში დაგეხმარებათ.

ფეისბუქის მესენჯერის პოლები

მართალია, პოლების შექმნა სიახლეების კედელზე აღარ არის შესაძლებელი, თუმცა ფეისბუქმა მათი შექმნის შესაძლებლობა მესენჯერისთვისაც მოგვცა, რაც პერსონალურ ანგარიშებსაც ეხება.

ვიმედოვნებთ, რომ ფეისბუქი ამ შესაძლებლებლობას ბიზნეს გვერდებისა და მათი ჩატებისთვისაც მოგვცემს. ეს შესანიშნავი მეთოდი იქნება მომხმარებელთა კმაყოფილების შესაფასებლად სწრაფი გამოკითხვების ჩატარებისთვის.

#1 ეტაპი: გახსენით ჯგუფური ჩათი ან შექმენით ახალი

 

#2 ეტაპი: დააწექით „+“ ნიშანს ტექსტური შეტყობინებების გრაფის გვერდით

ეს ახალ ფანჯარას გაგიხსნით.

#3 ეტაპი: აირჩიეთ ფეისბუქის პოლი და შეიყვანეთ სასურველი კითხვა

#4 ეტაპი: შეიყვანეთ შესაძლო პასუხები და დააწექით „პოლის შექმნას“

ამის შემდეგ შეგეძლებათ, თქვენი პოლი მესენჯერის ჯგუფს გაუზიაროთ.

Facebook Poll – Event-ის გვერდისათვის

პოლები საკმაოდ ეფექტური ხელსაწყოა ისეთი ბრენდებისთვისაც, რომლებიც ვირტუალურ ან ადგილობრივ ივენთებს მართავენ.

თქვენც შეგიძლიათ მისი შექმნა თუ ღირებული ინფორმაციის მიღება გსურთ. მაგალითად:

  • რომელი ლოკაცია, თარიღი ან დროა მოსახერხებელი ყველასათვის.
  • დამსწრეების აზრი ივენთის მსვლელობის შესახებ.
  • რამდენ ადამიანს სურს ქეითერინგის სპეციალური სერვისი
  • რამდენი ადამიანია თანახმა კონკრეტული ტიპის ტრანსპორტირებაზე.

#1 ეტაპი: გადადით Event-ის გვერდზე

შედით თქვენს ფეისბუქის ანგარიშზე და გადადით ივენთების გვერდზე. თუ მენიუში ივენთების ღილაკს ვერ ხედავთ, მაშინ უბრალოდ ჩამოშალეთ დამატებითი ველები და მოძებნეთ ის.

ბიზნეს გვერდების შემთხვევაში შეგიძლიათ პირდაპირ ივენთების გვერდზე გადახვიდეთ თქვენი პროფილიდან.

 

#2 ეტაპი: პოსტის შექმნა

აირჩიეთ სასურველი ივენთი, სადაც გსურთ პოლის შექმნა. აირჩიეთ „დისკუსიის“ ველი და დააწექით „პოსტის დამატებას.“

ამის შემდეგ იხილავთ ახალ ფანჯარას, სადაც პოლის ღილაკიც შეგხვდებათ. თუ ვერ ხედავთ მას, ჩამოშალეთ დამატებითი ვარიანტებიც.

 

#3 ეტაპი: პოლის შექმნა

პოლის ღილაკის არჩევის შემდეგ თქვენ კვლავ დაბრუნდებით პოსტის შექმნის გრაფაზე, სადაც პოლისთვის საჭირო კითხვებისა და პასუხების ჩამოწერას შეძლებთ.

დამატებით ვარიანტების შესაყვანად შეგიძლიათ დააწვეთ „+ add options“ და ასევე გამოიყენოთ პოლის პარამეტრები, რათა განსაზღვროთ, შეეძლებათ თუ არა გამომწერებს საკუთარი პასუხების დაფიქსირებაც.

როდესაც მზად იქნებით, დააწექით პოსტის გამოქვეყნებას და თქვენი პოლიც მზადაა!

ფეისბუქის ვიდეო პოლები

ფეისბუქზე ყოველდღიურად ვიდეოს 500 მილიონზე მეტი ადამიანი უყურებს, შესაბამისად ვიდეო კონტენტისა და მისი შესაძლებლობების იგნორირება დაუშვებელია.

მაგრამ როგორ მოიზიდავთ მომხმარებლებს და როგორ აამაღლებთ მათ ჩართულობას? - ამ კითხვაზე პასუხი ვიდეო პოლებია.

ვიდეო პოლი სწრაფი და მარტივი გზაა მნახველის გამოცდილების პერსონალიზაციისთვის და მათთვის რელევანტური კონტენტის მიწოდებისთვის.

#1 ეტაპი: ატვირთეთ ვიდეო თქვენს ფეისბუქ გვერდზე

შეგიძლიათ გადახვიდეთ Creator Studio-ს გვერდზე და დაარედაქტიროთ ის ვიდეო, რომელიც უკვე ატვირთული გაქვთ გვერდზე.

#2 ეტაპი: დააწექით „პოსტის რედაქტირების“ ღილაკს

ამის შემდეგ იხილავთ ახალ ფანჯარას, სადაც შეგეძლებათ ვიდეოს სათაურის, ტექსტის და თეგების რედაქტირება.

#3 ეტაპი: აირჩიეთ „პოლის“ ფუნქცია

ახალი ფანჯრის მარჯვენა მხარეს, ჩამოსქროლვის შემდეგ შეხვდებით პოლების სექციას. დააკლიკეთ „პოლის შექმნის“ ლურჯ ღილაკს.

#4 ეტაპი: დასვით შეკითხვები

ფანჯრის მარცხენა მხარეს თქვენი ვიდეო სლაიდერთან ერთად გამოჩნდება. შეგიძლიათ ვიდეოს იმ სექციაში გადაინაცვლოთ, სადაც პოლის გამოჩენა გსურთ.

მარჯვენა მხარეს შეგიძლიათ პოლისთვის შეკითხვები და შესაძლო პასუხების ალტერნატივაც შეიყვანოთ. დასაწყისისთვის მხოლოდ ორი არჩევანი გაქვთ, თუმცა მათი რაოდენობის გაზრდა ექვსამდე შეგიძლიათ შესაბამისი ღილაკით.

#5 ეტაპი: შეარჩიეთ პოლის პარამეტრები

ჩამოსქროლეთ ქვევით პოლის საბოლოო პარამეტრების დასადასტურებლად. შეგიძლიათ კონკრეტული დრო მიუთითოთ, როდესაც პოლის გამოჩენა გსურთ. ასევე მიუთითებთ მის ხანგრძლივობას და იმას, თუ როდის გამოჩნდეს მისი შედეგები.

#6 ეტაპი: შეინახეთ ფეისბუქ ვიდეო პოლი

პოლის პარამეტრების დასრულების შემდეგ შეინახეთ ის და დაიწყეთ შედეგების შეჯამება. გამოაქვეყნეთ პოლი!

ფეისბუქ პოლების გამოყენების ხუთი გზა ბიზნესის გასაზრდელად

ფეისბუქ პოლის გამოყენებას არაერთი სიკეთისა და სარგებლის მოტანა შეუძლია. მისი საშუალებით ბიზნესები ზრდიან კავშირებს და აყალიბებენ მტკიცე ურთიერთობას საკუთარ აუდიტორიასთან და ამასთანავე, ზრდიან კომპანიის გაყიდვებსაც.

შექმენით ფეისბუქ პოლების სხვადასხვა სახეობები

არ არის აუცილებელი, ძველ და მოსაწყენ პოლებზე კონცენტრირდეთ, სადაც მხოლოდ ტექსტია გამოყენებული. ფეისბუქი საშუალებას გაძლევთ, ისინი გაალამაზოთ დ ამას სურათები და GIF-ებიც დაურთოთ.

გამოიყენეთ სხვადასხვა ალტერნატივები კრეატიულობისთვის, ბრენდის პერსონალურობის წარმოჩენისა და ჩართულობის გაზრდისთვის.

დასვით სწორი შეკითხვები

პოლი შესანიშნავი გზაა დისკუსიის წამოწყებისთვის და ღირებული, მარკეტინგული ინფორმაციის მიღებისთვის.

მაგალითად, თუ თქვენ კონტენტ მარკეტინგის შესახებ გსურთ პოლის შედგენა, შეგიძლიათ მომხმარებელს შემდეგი კითხვა დაუსვათ:

  • „ხედავთ შედეგებს თქვენი კონტენტ მარკეტინგიდან?“
  • „რა არის თქვენი ყველაზე დიდი გამოწევევა კონტენტ მარკეტინგის გამოყენებისას?“
  • „რთულია თქვენთვის კონტენტ მარკეტინგის ROI (უკუგება ინვესტიციაზე) გაზრდა?“

პოლიდან მიღებული შედეგების გამოყენება კონტენტ კალენდრის შედგენაშიც დაგეხმარებათ, ასევე ბრეინშტორმინგსა და უფრო რელევანტური კონტენტის შექმნაშიც.

შეაგროვეთ უკუკავშირი თქვენი აუდიტორიისგან

ფეისბუქის დახურული ჯგუფის წევრებისთვის კერძო უფასო ტრენინგის ჩატარებას გეგმავთ? მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ უკუკავშირის მიღება აუდიტორიისგან იმის შესახებ, თუ რამდენად კმაყოფილები იყვნენ ამით. ნაცვლად იმისა, რომ ივარაუდოთ თქვენი ტრენინგის შედეგები, შეგიძლიათ მათ პოლის საშუალებით დაუსვათ შეკითხვები. მაგალითად: „იყო თუ არა ტრენინგი თქვენთვის გამოსადეგი და მარტივად გასაგები?

შეისწავლეთ თქვენი აუდიტორია

თქვენი ფეისბუქ პოლები არ მოითხოვს მუდმივ ფორმალობას და მხოლოდ ბიზნესის საკითხებზე კონცენტრირებას. შეგიძლიათ ეს ფუნქციონალი აუდიტორიის გასაცნობადაც გამოიყენოთ.

მაგალითად:

  • რომელ ფერებს ამჯობინებენ ისინი?
  • ვინ არის მათი რჩეული ინფლუენსერი?
  • რომელ პლატფორმებზე ატარებენ ისინი მეტ დროს?
  • როგორია მათი ფასეულობები?
  • რა არის მათი მიზანი და რისკენ ისწრაფვიან?

შეიტანეთ პოლებში მცირედი ინტრიგაც

გსურთ ჩართულობა მცირედით გამოაცოცხლოთ? მაშინ შექმენით პოლი ისეთი კითხვით, რომელსაც ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო პასუხი ექნება.

მაგალითად, თუ თქვენ ფრილანსერებთან ერთად მუშაობთ, შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა: „მიგაჩნიათ თუ არა Upwork-ისა და  Fiverr-ის მსგავსი საიტები ეფექტურ საშუალებად კლიენტების მოძიებისას?

ამ საკითხის გარშემო ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარე არსებობს, შესაბამისად საკითხი საკმაოდ მწვავეა. ამ თემის გარშემო პოლის შექმნა ბევრ მოწონებასა და კომენტარებს დაიმსახურებს, რაც ალგორითმს აიძულებს, თქვენი პოლი უფრო მეტ ადამიანს გამოუჩინოს.

როგორ ეხმარება ფეისბუქ პოლი თქვენს ბიზნესს?

თუ ჯერ ვერ დარწმუნდით ფეისბუქის პოლების გავლენაზე თქვენს ბიზნესსა თუ მის განვითარებაზე, მაშინ განაგრძეთ კითხვა და გაეცანით, თუ როგორ ამაღლებს ის აუდიტორიის ჩართულობას, ბრენდის ცნობადობას და გაყიდვებს.

გაზარდეთ აუდიტორიის ჩართულობა და ბრენდის ცნობადობა

AdWeek-ის თანახმად, მომხმარებელთა ჩართულობა ფეისბუქზე საკმაოდ ცვალებადია. პოლები კი შესანიშნავი გზაა აუდიტორიის ჩართულობის ამაღლებისთვის და მათთან ურთიერთობის გამყარებისთვის.

მომხმარებელთა სხვადასხვა ინტერაქციის საშუალებით (მოწონება, კომენტარები, გაზიარება) შეგიძლიათ ალგორითმს მიაწოდოთ საჭირო სიგნალები იმისათვის, რომ მან თქვენი პოსტები უფრო და უფრო მეტ ადამიანს წარუდგინოს. მომხმარებლისთვის პოლები მათ სქროლვის პროცესიდან წყვეტს და საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალებასაც აძლევს.

გაიგეთ რისი გაკეთება გჭირდებათ შემდგომში

წარმატებული ონლაინ ბიზნესის შესაქმენლად აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რა სჭირდება აუდიტორიას.

მართალია, ქივორდებისა და ბაზრის კვლევა საკმაოდ წინ წაგწევთ, თუმცა ინფორმაციის შესაგროვებლად ყოველთვის წყაროსთან სჯობს დაკონტაქტება. გამოიყენეთ პოლები და ჰკითხეთ თქვენს გამომწერებს რისი ხილვა სურთ, რა სახის კონტენტის.

მაგალითად, შესაძლოა მათ შესთავაზოთ რამდენიმე საკითხის იდეა შემდეგი ბლოგ პოსტისთვის, იუთუბ ვიდეოსა თუ ონლაინ კურსისთვის. ვერ გადაგიწყვიტავთ მაისურის დიზაინისთვის რა ფერი გამოიყენოთ? შექმენით პოლი და ჰკითხეთ მომხმარებლებს.

თავდაპირველად გააღვივეთ ინტერესი

სანამ რაიმე ახალ კამპანიას წამოიწყებდეთ, საცდეთ ახალი პროდუქტისა თუ სერვისის შესახებ პოლები შექმნათ. მაგალითად, თუ ტანსაცმლის ბრენდს ფლობთ, შეგიძლიათ დაპოსტოთ სურათები გამოსაშვები კოლექციიდან და სკითხოთ ადამიანებს რომელია მათი რჩეული სტილი. ამით არა მხოლოდ იმას გაიგებთ, თუ რამდენად შეეფერება თქვენი პროდუქცია აუდიტორიას, არამედ პროდუქციის ჩაშვებამდე გარკვეულ მოლოდინებსაც შეიქმნით.

აღმოაჩინეთ რას ფიქრობენ გამომწერები

გაიხსენეთ ფოკუს ჯგუფების, როგორც მარკეტინგული ტაქტიკის ძველი გამოცდილება. თქვენც შეგიძლიათ ასეთივე შედეგების უფასოდ მიღება, თან გაცილებით ნაკლებ დროში.

გამოიყენეთ ფეისბუქის პოლები, რათა გაიგოთ:

  • რა მოსწონთ გამომწერებს თქვენი ბრენდის შესახებ?
  • რას შეცვლიდნენ ისინი?
  • როგორია მათი საერთო მოსაზრება პროდუქტისა თუ სერვისის შესახებ?

ხალხის მოსაზრების გაგების შემდეგ გაცილებით მარტივია „მათ ენაზე“ საუბარი, ცვლილებების შეტანა და მარკეტინგული მესიჯების დაგეგმვა.

შეჯამება

პოლები ბრენდებისთვის მნიშვნელოვან ხელსაწყოს წარმოადგეენ. მათი საშუალებით მომენტალურადაა შესაძლებელი იმის გაგება, თუ რას ფიქრობს მომხმარებელი ბრენდის შესახებ, როგორია მათი საჭიროებები და რა იქნება საუკეთესო გადაჭრის გზა მათი პრობლემებისთვის.

სწორი კითხვების დასმით შესაძლებლობა გექნებათ, დახვეწოთ მარკეტინგული სტრატეგია და მაქსიმალურად მოარგოთ ის საკუთარ აუდიტორიას.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ფეისბუქის რეკლამირების 12 რჩევა ROAS გასაზრდელად

ფეისბუქ მესენჯერის გამოყენება ბიზნესებისთვის

როგორ გამოვიყენოთ TikTok ბიზნესისთვის