სოციალური მედია მარკეტინგის ახალი ტრენდები 2021 წლისთვის

სექტემბერი 17, 2021

სოციალური მედია მარკეტინგის ახალი ტრენდები 2021 წლისთვის

სრულიად კაცობრიობა მოულოდნელობებით სავსე წელიწადის წინაშე აღმოვჩდნით. ვაქცინები უკვე ჩვენს ყოველდღიურობას წარმოადგენენ, ვხედავთ პოზიტიურ ცვლილებებს რასობრივი თანასწორობისა და გარემოზე ზრუნვის მიმართულებითაც

სრულიად კაცობრიობა მოულოდნელობებით სავსე წელიწადის წინაშე აღმოვჩდნით. ვაქცინები უკვე ჩვენს ყოველდღიურობას წარმოადგენენ, ვხედავთ პოზიტიურ ცვლილებებს რასობრივი თანასწორობისა და გარემოზე ზრუნვის მიმართულებითაც და შეიძლება ითქვას, რომ ხალხის უმრავლესობა მომდევნო წლების მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი.

2021 წელი მარკეტოლოგებისთვის საკმაოდ განსხვავებული იყო, ვიდრე წინა წლები. ეს შეეხო დაგეგმარებასაც. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები მარკეტინგში მუდმივად ხდება, გასულმა წელმა იმდენად დიდი გავლენა მოახდინა ამ სფეროზე, რომ ძალიან ბევრ მარკეტოლოგს ყველაფრის ახლიდან გადახედვა მოუწია - დაწყებული მყიდველის პერსონისა, დამთავრებული ბრენდის მიზნით.

სოციალური მედიის აღორძინება

ერთ-ერთი მარკეტინგული დისციპლინა, რომელმაც თავისი დიდება დაიბრუნა და აიმაღლა კიდეც გასული 2 წლის განმავლობაში, არის სოციალური მედია. ეს გასაკვირი სულაც არ არის. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს ფიზიკური დისტანციის დაცვა და ზოგჯერ „ჩაკეტვაც“ კი მოუწია, სოციალური მედია გახდა დამაკავშირებელი რგოლი ოჯახებს, მეგობრებს, ბიზნესებსა და მომხმარებლებს შორის.

აქამდე ყველა კომპანიამ იცოდა თავისი ადგილი სოციალურ მედიაში. მათ ჰქონდათ დაცული ბალანსი ჩართულობაში, მოსმენაში, კონტენტსა და რეკლამირებაში. თუმცა, პანდემიის დადგომასთან ერთად, სრულიად შეიცვალა არსებული ვითარება.

ახალი სოციალური წესები მარკეტოლოგებისთვის

მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ ცნობილმა სოციალური მედია მართვის პლატფორმამ HootSuite - მა, გამოუშვა უახლესი კვლევა სოციალური მედია ტრენდების შესახებ, რომლის მიზანიც მარკეტოლოგების დახმარება იყო. კვლევა დაფუძნებულია 11,189 მარკეტოლოგის გამოკითხვაზე და მოიცავს უამრავ ინტერვიუს ინდუსტრიის ექსპერტებთან და წამყვან ანალიტიკოსებთან. კვლევიდან შეგვიძლია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი ამოვკრიბოთ:

#1 ტრენდი: შეჯიბრი ROI-ისთვის: სოციალური მედია ავსებს სივრცეებს მომხმარებლების ახლებურ გამოცდილებაში

გამოკითხულ მარკეტოლოგთა თითქმის სამმა მეოთხედმა დააფიქსირა „ახალ მომხმარებელთა მოზიდვის გაზრდილი მაჩვენებელი“, როგორც 2021წლის  სოციალური მედიის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი. ამასთანავე, 58%-იანი ზრდა წლიდან წლამდე. თუმცა, მხოლო ამგვარი ტრანზაქციები არ ხდის ბიზნესებსა და ბრენდებს დასამახსოვრებელს და არ უზრუნველყოფს გრძელვადიან განვითარებას.

2021 წელს მარკეტოლოგები სოციალური მედიის გამოყენებას განაგრძობენ, რათა:

  1. მიიღონ მოკლევადიანი ROI (უკუგება ინვესტიციაზე) მარკეტინგული ტაქტიკებისგან;
  2. ააგონ ინოვაციური ციფრული გამოცდილება გრძელვადიანი წარმატების მოსაპოვებლად.

Clarin’s - თავის მოვლის ტრენერი და ქოუჩი საკუთარ ბიზნესს შეთავაზებული ტუტორიალების წყალობით აციფრულებს - ეს ყველაფერი კი „Lockdown”-ის დროს დაიწყო.

#2 ტრენდი: დუმილი ოქროა - ბრენდები საკუთარ ადგილს დიალოგისას პოულობენ

ძალიან ბევრმა ბრენდმა დაუშვა შეცდომა და სათანადოდ ვერ ისარგებლა სოციალური მედიის გაზრდილი აქტივობით პანდემიის პერიოდში. უმეტესწილად, ამ ბრენდებმა ადრეულ ეტაპებზევე დაინახეს შეცდომა და შეწყვიტეს სარეკლამო ხარჯების ზრდა. ნაცვლად ამისა, ისინი კრიზისულ სტრატეგიაზე, მომხმარებელთა ზრუნვასა და ჩართულობაზე გადაერთნენ. 2021 წელს, მარკეტოლოგებისთვის უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული გახდა კონტენტი და არა ჩართულობა.

#3 ტრენდი: მეტი, ვიდრე კარგი: ციფრული მარკეტოლოგების მიერ იგნორირებული თაობა

მარკეტოლოგები ტიპიურად "ბეიბი ბუმერებს" ტრადიციული სატელევიზიო რეკლამებით უკავშირდებოდნენ და ეს მეთოდი ახლაც ეფექტურია მათი ყურადღების მისაქცევად. თუმცა, ამ თაობაში აღინიშნება 66 ერთეულოვანი ზრდა სოციალური მედიის დახმარებით ახალი ბრენდებისა და პროდუქტების  აღმოჩენის მაჩვენებელში. გარდა ამისა, "ბეიბი ბუმერების" დაახლოებით 25%-ზე მეტი უფრო მეტ დროს ატარებს სოციალურ ქსელებში. შესაბამისად, მარკეტოლოგებს ამ აუდიტორიის სათანადოდ შესწავლა მართებთ.

#4 ტრენდი: გიცნობთ თქვენ? ჩართულობის დაკავშირება იდენტობასთან მარკეტოლოგებს ახალ სტიმულებს აძლევს

პანდემიამ კომპანიის აღმასრულებლებს სოციალური მედია ხელახლა დააფასებინა, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ კომპანიები უფრო მეტად მიმართავენ აქცენტს თანამედროვე მარკეტინგისკენ.

კვლევების თანახმად, ორგანიზაციების 85%, რომლებიც სოციალურ მონაცემებს სხვა სისტემებთან აინტეგრირებენ, გაცილებით მეტი თავდაჯერებულობით გამოირჩევიან და უფრო ზუსტად საზღვრავენ საკუთარი სოციალური ქსელების ROI-ს.

2021 წელი გახდა დასაწყისი მარკეტოლოგების მიერ სოციალური ინფორმაციის მომხმარებელთა იდენტობასთან დაკავშირებისა.

Groupe Pierre & Vacances Center Parcs აერთიანებს სოციალურ ქსელებსა და CRM-ს მომხმარებელთა მოგზაურობის სიღრმისეულად გააზრეებისთვის.

#5 ტრენდი: სააფრთხეები და მოლოდინები: თამამი ბრენდები ბრძოლას მოწყენილობიდან იწყებენ და არა სოციალური ქსელების წინა ფრონტიდან

2020 წელს მარკეტოლოგებს უჭირდათ იმის საჯაროდ აღიარება, რომ ზოგიერთ საკითხს მათი ყურადღება სრულიად იყო მოწყვეტილი. ძლიერი მარკეტოლოგები აუცილებლად გამოიყენებენ სოციალური მედია ჯგუფებისგან შეგროვებულ ცოდნას, რათა ადაპტირდნენ და მოერგონ ახალ რწმენას, ახალ იდეებს და იპოვონ ბალანსი უკეთესი ბიზნესისა და უკეთესი სამყაროს შენებაში.

Ben and Jerry’s-ს მსგავსი კომპანიები მისდევენ მათ მიზანს, მათ სულისკვეთებას და იყენებენ საკუთარ პლატფორმას გამომწერებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად და Black Lives Matter მოძრაობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.

ლაშა ხორგუაშვილი

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ინსტაგრამი - როგორი იქნება აპლიკაციის მომავალი

როგორ გამოვიყენოთ TikTok ბიზნესისთვის

როგორ გადავურჩეთ iOS 14-ის განახლებას?