media-4

ფეისბუქის რეკლამირების 12 რჩევა ROAS გასაზრდელად

  • 27 აგვ 2021
  • სოციალური მედია
ფეისბუქის რეკლამირების 12 რჩევა ROAS გასაზრდელად

ფეისბუქის რეკლამები არის თამაში, სადაც იმარჯვებს ის, ვინც იცის სწორი აუდიტორიის თარგეთირება.

ამის მიზეზი მარტივია - უკეთესი სარეკლამო თარგეთირება გვაძლევს უფრო მაღალი კონვერსიის მაჩვენებელს, მაღალი კონვერსიის მაჩვენებელი კი გვაძლევს უკეთეს ROAS-ს (უკუგებას სარეკლამო დანახარჯებზე).

მაგრამ როგორ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ფეისბუქის სარეკლამო თარგეთირება ტესტირებაზე ბევრი ფულის დახარჯვის გარეშე?

ეს შესაძლოა დამაბნეველი და რთულიც აღმოჩნდეს. მართალია, სწორ თარგეთირებას შეუძლია, საგრძნობლად გაზარდოს თქვენი უკუგება ინვესტიციაზე, მაგრამ არასწორ თარგეთირებასაც შეუძლია ბევრი ფული დაგაკარგინოთ - ან მოარტყამთ მიზანში, ან ვერა. სწორედ ამიტომ, როდესაც საქმე სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრას ეხება, დიდი სიფრთხილე და სიზუსტე გმართებთ.

სტატიის განმავლობაში გაეცნობით 12 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად შეარჩიოთ თქვენი იდეალური სამიზნე აუდიტორია და გაზარდოთ უკუგება სარეკლამო დანახარჯებზე.

  1. გონივრულად გამოიყენეთ აუდიტორიის მონაცემები

Facebook Audience Insights - ფეისბუქის აუდიტორიების მონაცემები გვთავაზობს უამრავ ღირებულ ინფორმაციას ჩვენი აუდიტორიების დემოგრაფიის, ინტერესებისა და ადგილმდებარეობის შესახებ. ეს ინფორმაცია, შესაძლოა დაგეხმარეოთ სარეკლამო კამპანიების მართვაში.

როგორ გამოვიყენოთ ის:

  1. გადადით აუდიტორიების მონაცემთა დაფაზე და აირჩიეთ აუდიტორია. შეგიძლიათ აირჩიოთ სრულიად ფეისბუქის მომხმარებლები ან მხოლოდ თქვენი გამომწერები.
  2. აირჩიეთ ისეთი დემოგრაფია, რომელიც თქვენს სამიზნე აუდიტორიას ერგება. თქვენ შეძლებთ, ისწავლოთ მათი ინტერესების, ადგილმდებარეობის, სამსახურისა და სასაუბრო ენების შესახებ.
  3. გაიგეთ, რას მოიხმარს თქვენი აუდიტორია ფეისბუქიდან. რომელ გვერდს მიჰყვებიან ისინი? რომელი კატეგორია აინტერესებთ ყველაზე მეტად?
  4. საკონტროლო პანელის გამოყენებით, ეკრანის მარცხენა მხარეს, მოსინჯეთ სხვადასხვა ფუნქციები და დაავიწროვეთ თქვენი აუდიტორია მანამ, სანამ მაქსიმალურად მომგებიან ნიშას არ იპოვით. შემდეგ შეინახეთ აუდიტორია.

მას შემდეგ, რაც შეინახავთ აუდიტორიას, დააწექით რეკლამის შექმნის ღილაკს ზედა მარჯვენა კუთხეში. ეს გადაგიყვანთ რეკლამის შესაქმნელ პლატფორმაზე, სადაც ყველანაირი თარგეთირების დეტალები წინასწარ შევსებული დაგხვდებათ.

  1. გამოიყენეთ ფეისბუქის პერსონალიზებული აუდიტორიები თქვენი სტრატეგიის ნაწილად

ფეისბუქის სარეკლამო მენეჯერი - Ads Manager საშუალებას გაძლევთ, პლატფორმაზე თქვენი აუდიტორია მეილების სიის, ტელეფონის ნომრების ან ლენდინგ გვერდის მნახველების სახით შეიყვანოთ. ამ ფუნქციას ფეისბუქის პერსონალიზებული აუდიტორიების შექმნა ეწოდება.

აქ შეგიძლიათ, კიდევ უფრო მეტი პერსონალიზაცია შეიტანოთ თქვენს სარეკლამო კამპანიებში. მათი გამოყენება არაერთ კონვერსიის შესაძლებლობას გაძლევთ. მაგალითად:

  • ეფექტური რეკლამის შეთავაზება არსებული მომხმარებლებისთვის.
  • არსებული მომხმარებლების გამორიცხვა სარეკლამო თარგეთირებიდან.
  • იმ ადამიანების თარგეთირების საშუალება და მათთვის მეორე შანსის მიცემა, რომლებიც უკვე ეწვივნენ თქვენს საიტს.
  • სამიზნე აუდიტორიის სეგმენტირება და ჰიპერ თარგეთირებული რეკლამების მოსინჯვა.

პერსონალიზებული აუდიტორიების შექმნა საკმაოდ მარტივია. ამისათვის გადადით აუდიტორიების სექციაში და დააწექით პერსონალიზებული (Custom) აუდიტორიის შექმნას.

ხელმისაწვდომი პერსონალიზებული აუდიტორიების სია მოიცავს:

  • მომხმარებელთა სია. აქ შეგიძლიათ, ატვირთოთ მეილების ან სატელეფონო ნომრების ბაზა.
  • ვებ-გვერდი. გამოიყენეთ ეს ფუნქცია იმ ადამიანების რეთარგეთირებისთვის, რომლებიც უკვე იყვნენ თქვენს საიტზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
  • აპლიკაციის აქტივობა. თქვენ შეგიძლიათ, აუდიტორია აპლიკაციის აქტივობის მიხედვითაც შექმნათ.
  • ოფლაინ აქტივობა. ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, დაათარგეთოთ ის ადამიანები, რომლებსაც ბიზნესთან შეხება პირისპირი გზით ჰქონდათ.
  • ფეისბუქის წყაროები. აქ შეგიძლიათ მონიშნოთ ის ადამიანები, ვისაც შეხება თქვენს ბიზნესთან ფეისბუქის ან ინსტაგრამის მეშვეობით აქვს. მაგალითად: უყურა ვიდეოს, მოძებნა თქვენი კატალოგი ან გამოიწერა თქვენი გვერდი.

მხოლოდ პერსონალიზებული აუდიტორიების გამოყენებითაც კი თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა ტიპის სარეკლამო კამპანიები მოსინჯოთ მანამ, სანამ თქვენთვის ოპტიმალურს არ იპოვით.

  1. შექმენით მსგავსი აუდიტორიები რიჩის (მიღწევადობის) გასაზრდელად

პერსონალიზებული აუდიტორიის შექმნის შემდეგ თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ, ისეთი ადამიანები დაათარგეთოთ, რომლებიც თქვენი აუდიტორიის მსგავს მახასიათებლებს იზიარებენ - ანუ მსგავსი ინტერესები აქვთ. ამას ინტერესებზე დაფუძნებული თარგეთირება ეწოდება.

ეს პროცესი მნიშვნელოვანია ახალი, პოტენციური მომხმარებლების მოსაძიებლად. ვინაიდან თქვენ ისეთ ადამიანებთან დაკვშირებას ცდილობთ, რომლებსაც თქვენი აუდიტორიის მსგავსი პრობლემები აწუხებთ და მსგავსი ინტერესები გააჩნიათ, მათი მომხმარებლად ქცევის შანსებიც გაცილებით მაღალი ხდება.

მსგავსი აუდიტორიების შესაქმნელად, გადადით სარეკლამო მენეჯერის მენიუში და დააწექით აუდიტორიებს.

თქვენ იპოვით პერსონალიზებული აუდიტორიის, მსგავსი და შენახული აუდიტორიების ფუნქციებს. როდესაც მსგავსი აუდიტორიის ღილაკზე დააწვებით, ასეთ ფანჯარას იხილავთ:

აქედან დაამატებთ თქვენი მსგავსი აუდიტორიის წყაროს - არსებულ აუდიტორიას, რომელიც უკვე შექმენით. ეს შეიძლება იყოს მეილების ბაზა, მონაცემები თქვენი საიტის პიქსელიდან ან ფეისბუქის და ინსტაგრამის სხვა აუდიტორიები. ასევე შეგიძლიათ, დაამატოთ ყველაზე ღირებულები მომხმარებლების აუდიტორიაც.

ამის შემდეგ აირჩიეთ სასურველი ადგილმდებარეობა თქვენი მსგავსი აუდიტორიებისთვის, მონიშნეთ პროცენტულობა - თუ რამდენად მიახლოებული გსურთ, რომ იყოს ახალი აუდიტორია არსებულთან და დააწექით აუდიტორიის შექმნას.

  1. გამოიყენეთ ფეისბუქის შენახული აუდიტორიები

ფეისბუქის სარეკლამო მენეჯერი საშუალებას გაძლევთ, შექმნათ იმდენი აუდიტორია, რამდენიც მოგესურვებათ, თანაც თითოეული სპეციალური მახასიათებლებით.

შენახული აუდიტორიების შექმნა საშუალებას გაძლევთ, თქვენი რეკლამები ბევრ სხვადასხვა აუდიტორიაზე მოსინჯოთ და ნახოთ, რომელზე მუშაობს ის ყველაზე ეფექტურად. ამგვარად თქვენ შეძლებთ მაქსიმალური კონვერსიის მიღებას.

საუკეთესო გზას შენახული აუდიტორიების გამოსაყენებლად წარმოადგენს დეტალური, ფენებით თარგეთირება. ზედაპირის დონეზე, ფეისბუქი საშუალებას გაძლევთ, თქვენი აუდიტორია სამი სემგენტის მიხედვით დაყოთ: დემოგრაფია, ინტერესები და ქცევები. თუმცა, ამ თითოეულ კატეგორიაშიც შეგიძლიათ უფრო დაავიწროვოთ სპეციფიკები.

მაგალითად, მხოლოდ დემოგრაფიის კატეგორიაში, ფეისბუქი შესაძლებლობას გაძლევთ, მონიშნოთ კონკრეტული ძაღლის ჯიშის მფლობელები, რომელთა შემოსავალიც წლიურ $40,000 დოლარს არ აღემატება და რომლებიც დაქორწინებას აპირებენ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფეისბუქის სარეკლამო თარგეთირება არის თამაში, სადაც ისინი იმარჯვებენ, ვისაც ეფექტურად შეუძლია აუდიტორიების პერსონალიზება. ამიტომაც, თუ თქვენ გოლდენ რეტრივერებისთვის რწყილების შესამცირებელ წამალს ყიდით, ფეისბუქის დახმარებით სწორედ თქვენთვის შესაფერისი აუდიტორიის თარგეთირებას შეძლებთ.

ამ პროცესის განმავლობაში დაგჭირდებათ ბევრი გაფილტრული და სპეციფიკური აუდიტორიის შექმნა, რათა მოსინჯოთ სხვადასხვა რეკლამები და მოახდინოთ სამომავლო კამპანიის ოპტიმიზაცია.

  1. შეამოწმეთ რელევანტურობის საზომები

ფეისბუქი აფასებს იმას, თუ რამდენად რელევანტურია თქვენი რეკლამა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ის არის განკუთვნილი. შესაბამისად, რელევანტურობა თქვენი სარეკლამო წარმატების მნიშვნელოვანი საზომი ხდება.

მაგრამ როგორ შეგვიძლია გავზომოთ რეკლამის რელევანტურობა?

ფეისბუქი ამისათვის საკუთარ მომხმარებლებს სპეციალურ გზამკვლევსაც სთავაზობს. ის სამ ძირითად ფაქტორს აკვირდება:

  • ხარისხი: თქვენი სურათებისა თუ ვიდეოს ხარისხი.
  • ჩართულობა: როგორ ეხმაურება თქვენი აუდიტორია რეკლამას.
  • კონვერსია: რამდენი ადამიანი აკეთებს იმას, რისკენაც მათ თქვენი რეკლამა მოუწოდებს.

თუ თქვენი რეკლამები სათანადო ეფექტურობით არ გამოირჩევა, მაშინ ფეისბუქის მასალები დაგეხმარებათ ამის მიზეზების გააზრებაში:

მოკლედ რომ შევაჯამოთ, თუ გსურთ რეკლამები ეფექტურად მუშაობდეს, იზრუნეთ შემდეგზე:

  1. თქვენი რეკლამები უნდა შეიცავდეს მაღალი ხარისხის მედია მასალას: სურათი, ვიდეო, აუდიო, რათა მათ სამიზნე აუდიტორიისთვის ხარისხიანი გამოცდილება შექმნან.
  2. თქვენი რეკლამები სწორად უნდა ათარგეთებდეს იმ ნიშას, სადაც ჩართულობის ყველაზე მაღალი შანსი გაქვთ.
  3. სარეკლამო ტექსტი უნდა შეიცავდეს მკაფიო მოწოდებას ქმედებისკენ (CTA) და მოუწოდებდეს მომხმარებელს მაგალითად საიტზე გადასვლისკენ.

6. დააკვირდით წარსულ მსყიდველობით ქცევებს

საუკეთესო გზა აუდიტორიების ჰიპერ თარგეთირებისთვის არის მათი სეგმენტაცია მსყიდველობითი ქცევების მიხედვით.

აუდიტორიის შექმნისას თქვენი სარეკლამო მენეჯერიდან, გადადით ქცევების კატეგორიაში და გაფილტრეთ აუდიტორიები წარსულ შესყიდვებზე დაყრდნობით. შემდეგ კი მოძებნეთ ისეთი მომხმარებლები, რომლებმაც ახლო წარსულში შეიძინეს თქვენი მსგავსი პროდუქტი ან სერვისი.

მაგალითად, თუ თქვენ ავეჯის გაქირავებით ხართ დაკავებული ღონისძიებებისთვის, მაგალითად ქორწილი, შეგიძლიათ მონიშნოთ ისეთი ადამიანები, რომლებმაც ნიშნობის ბეჭედი შეიძინეს.

ანალოგიურად, თუ თქვენ მაკიაჟის კომპლექტს ყიდით, დაათარგეთეთ ის ადამიანები, რომლებმაც ახალხანს შეიძინეს მსგავსი პროდუქტი. ამგვარად გაზრდით თქვენს აუდიტორიას. როდესაც ასეთი ტიპის რეკლამირებას აკეთებთ, ადამიანებსაც უმარტივებთ ცხოვრებას მათთვის სწორი პროდუქტის შეთავაზებით.

  1. მოძებნეთ თქვენი ბრწყინვალე კონტენტი

ბლოგებისა და საიტების უმრავლესობაზე, ძირითადად ორიდან ხუთამდე მერყეობს იმ სტატიების რიცხვი, რომლებიც ტრაფიკის 90%-ს იზიდავს.

ამიტომაც, თუ კარგად გამართული ბლოგი გაქვთ, გამოიყენეთ ყველაზე შედეგიანი ბლოგები, როგორც ფეისბუქის სარეკლამო კამპანიების იდეა.

მაგალითად, დავუშვათ ერთ-ერთი ასეთი ბლოგი არის სტატია: „როგორ შევქმნათ მუსიკა სახლის პირობებში.“ თქვენ შეგიძლიათ, აიღოთ ეს კონტენტი და გარდაქმნათ ის წარმატებულ, ჩართულობის მომტან რეკლამად.

ამ კონტენტის გარდაქმნა შეგიძლიათ:

  • ინფოგრაფიკებად
  • ვიდეოებად
  • უფასო ვიდეო კურსად
  • ელექტრონულ წიგნად

როდესაც ბევრ აუდიტორიას ქმნით, გჭირდებათ რაც შეიძლება მეტი იდეა რეკლამებისთვის. მაღალი შედეგიანობის მქონე კონტენტის გამოყენება კი დაგეხმარებათ თქვენი შთაგონების წყაროს შევსებაში.

შესაძლებლობები თითქმის უსაზღვროა. მოსინჯეთ არსებული კონტენტი ბევრ სხვადასხვა ფორმატში და დააკვირდით, რომელი იმუშავებს ყველაზე უკეთ.

  1. სცადეთ ორი უნიკალური აუდიტორიის კომბინაცია

როდესაც ფიქრობთ, რომ თქვენი აუდიტორიები ძალიან ფართოა და არ იცით, როგორ დაავიწროვოთ ისინი, სცადეთ მათი კომბინირება, გაერთიანება.

დავუშვათ, თქვენ ათარგეთებთ ფიტნესის მოყვარულ ქალბატონებს თქვენს ქვეყანაში და ფიქრობთ, რომ ეს აუდიტორია ძალიან ფართოა. თქვენ შეგიძლიათ ის გააერთიანოთ თქვენი ქვეყნის ქალბატონების აუდიტორიასთან, რომლებსაც მაგალითად, მოსწონთ გრეის ანატომია.

რეალურად, ისეთი აუდიტორები გჭირდებათ, რომლებიც ერთმანეთთან არიან დაკავშირებული და გარკვეულ კორელაციასაც განიცდიან. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ მონიშნოთ ის ქალბატონები, რომლებიც ფიტნესით არიან დაკავებულნი და ამასთანავე, უყურებენ გრეის ანატომიას.

ეს თქვენს პერსონალიზებულ აუდიტორიას დამატებით ფენას შესძენს და უფრო რთულს გახდის თქვენი აუდიტორიისთვის რეკლამის დაიგნორებას. გახსოვდეთ, რომ დღესდღეობით უფრო და უფრო ნაკლები ყურადღება ექცევა რეკლამებს, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ მომხმარებელს თვალი მათთვის საინტერესო თემით მოსჭრათ.

  1. მნახველების რეთარგეთირება ფეისბუქ პიქსელის საშუალებით

ფეისბუქ პიქსელის მეშვეობით შეგიძლიათ, შექმნათ პერსონალიზებული აუდიტორიები ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც უკვე ეწვივნენ თქვენს საიტს.

ფეისბუქ პიქსელი საკმაოდ ძლიერი და ეფექტური ხელსაწყოა, რომლის გამოყენებაც რეთარგეთირების კამპანიებში შეგიძლიათ. ამ დროს რეკლამებს ხედავენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც უკვე ჰქონდათ გარკვეული სახის კავშირი თქვენს ბიზნესთან.

თუმცა, ყველა ადამიანის რეთარგეთირება, რომელიც თქვენს საიტს ესტუმრა, ძალიან ფართო აუდიტორიას მოგცემთ. ამიტომ საჭიროა მათი გაფილტვრაც.

პირველ რიგში, მონიშნეთ ის ადამიანები, რომლებიც თქვენს კონკრეტულ ლენდინგ გვერდს ესტუმრნენ შესყიდვის განხორციელების გარეშე. ამის მიზეზი არის იმ ადამიანების გამოვლენა, რომლებმაც ინტერესი გამოთქვეს თქვენი პროდუქტის მიმართ და ფიქრობენ თქვენი პროდუქტის შეძენას - არიან გადაწყვეტის ეტაპზე გაყიდვების ძაბრში.

ამისათვის, პირველ რიგში თქვენი საიტისთვის პიქსელის ჩაშენება მოგიწევთ. შემდეგ გადახვალთ Events Manager-ში, სადაც შეძლებთ შექმნათ პერსონალიზებული აუდიტორიები კონკრეტული გვერდის მნახველების მიხედვით.

კიდევ ერთი გამოსადეგი გამოყენება ისეთი ბიზნესებისთვის, რომლებიც ბლოგებს მართავენ არის იმ ადამიანების რეთარგეთირება, რომლებსაც გარკვეული ტიპის ინტერაქცია ახასიათებთ ერთ-ერთ სტატიასთან. შეიძლება მონიშნოთ ისეთი ადამიანები, რომლებმაც 2 ან 3 სტატია მაინც წაიკითხეს.

ამგვარად, თქვენ იმ ადამიანების წინაშე აღმოჩნდებით, რომლებიც დაინტერესებული არიან თქვენი ბრენდით და შეძლებთ შესთავაზოთ უფრო მეტი ღირებულება თქვენი რეკლამის დახმარებით და მიაწოდოთ მათ უფასო რესურსები (ელექტრონული წიგნი, კურსი, ფასდაკლების ვაუჩერი).

 

  1. მიმართეთ ინოვაციას ცხოვრებისეული მოვლენების თარგეთირებისას

ფეისბუქის რეკლამისთვის აუდიტორიის შექმნისას, შეგიძლიათ ნახოთ ცხოვრებისეული მოვლენები - “Life Events” დემოგრაფიის სექციაში.

ეს პარამაეტრი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ ისეთი მომხმარებლები, რომლებიც ცხოვრებაში რაიმე ახალ ეტაპზე გადადიან, ან იძენენ ახალ სამსახურს, იწყებენ ახალ ურთიერთობას, ყიდულობენ ახალ მანქანას და სხვა.

ეს განსაკუთრებით ეფექტური იქნება მაშინ, თუ თქვენ სეზონურ ან ისეთ პროდუქციას ყიდით, რომელსაც ადამიანები წელიწადში ერთხელ ან ცხოვრებაში რამდენჯერმე ყიდულობენ - მაგალითად, საბავშო ეტლი.

ქვემოთ მოცემული რეკლამა განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისი საქორწინო იუბილეც ახლოვდება.

  1. ორიენტირდით კეთილსინდისიერ მიზეზებზეც

ფეისბუქის რეკლამები მხოლოდ პროუქტის გასაყიდად და ბიზნესის გასაზრდელად არ გამოიყენება. რეკლამების თარგეთირება ეფექტურია ისეთი ორგანიზაციებისთვისაც, რომლებიც არ არისნ ორიენტირებული მოგებაზე.

როდესაც თქვენი აუდიტორიის ინტერესებსა და ქცევებს ათვალიერეთბთ, შეიძლება შეამჩნიოთ „საქველმოქმედო დონაციები“-ს სექცია, რომელიც საშუალებას მოგცემთ, დაათარგეთოთ ის ადამიანები, რომლებმაც გარკვეული შემოწირულობა გაიღეს ან დაინტერესებულნი არიან კეთილი საქმის კეთებით.

ეს თარგეთირება გამოსადეგია არამომგებიანობაზე ორიენტირებული ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად და მეტი მხარდამჭერის მოსაზიდად მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

დავუშვათ, თქვენ მართავთ ერთ ასეთ ორგანიზაციას, რომელიც პანდების გადაშენებას ებრძვის. საუკეთესო შედეგისთვის, დაგჭირდებათ ისეთი ადამიანების თარგეთირება თქვენი რეკლამით, რომლებიც გარემოს, ბუნებისა და ველური ბუნების საკითხებით არიან დაინტერესებული.

შესაძლოა, ისეთ კომპანიას ფლობთ, რომელიც ასეთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს და მათ საკუთარი შემოსავლის გარკვეულ წილს სთავაზობს. ამ შემთხვევაში რეკლამის საშუალებით შეგიძლიათ, სტიმული მისცეთ საკუთარ მომხმარებელს და ექსკლუზიური შეთავაზებები გაუკეთოთ.

  1. სცადეთ თარგეთირება სხვადასხვა მოწყობილობებისთვის

აპლიკაციას ყიდით თუ რაიმე სხვა სახის პროდუქციას, რომელიც მობილურებთან არის დაკავშირებული, შეგიძლიათ დაათარგეთოთ კონკრეტული მოწყობილობის მქონე მომხმარებელი და გაფილტროთ ისინი ბრენდებისა და ოპერაციული სისტემების მიხედვითაც.

დავუშვათ, თქვენს აპლიკაციას მხარდაჭერა მხოლოდ Android 10 და უფრო ახალ ვერსიებზე გააჩნია. მაშინ დაგჭირდებათ ისეთი მომხმარებლების თარგეთირება, რომლებიც ანდროიდის ოპერაციულ სისტემას იყენებენ.

თარგეთირების ეს ფუნქცია მხოლოდ ბრენდების ტექნოლოგიების გასაყიდად არ არის გამოსადეგი. თუ თქვენ ისეთ მარტივ რაღაცებს ყიდით, როგორიც არის iPhone-ის ქეისები ან დამტენები, თქვენთვისაც საკმაოდ ეფექტური იქნება ამ ფილტრების გამოყენება.

მობილური მომხმარებლების თარგეთირება ნიშნავს იმასაც, რომ ისინი თქვენს რეკლამას მობილურის საშუალებით ნახავენ, ამიტომ ნუ დაგავიწყდებათ კამპანიის ოპტიმიზირება მობილური მოწყობილობებისთვის.

ფეისბუქის რეკლამების ჰიპერ თარგეთირება გამარჯვებისთვის

ფეისბუქის რეკლამები შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენენ თქვენი ROAS-ს გასაზრდელად.

მაგრამ ამისათვის საჭიროა იცოდეთ, თუ როგორ დაათარგეთოთ სასურველი ადამიანები და მაქსიმალურად გაზარდოთ თქვენი კონვერსიის მაჩვენებელი.

ის რჩევები და სტრატეგიები, რომლებიც განვიხილეთ მხოლოდ აისბერგის წვერია. საჭიროა თავად გამოიკვლიოთ, მიმართოთ კრეატიულობას და მუდმივად მოსინჯოთ ახალ-ახალი რეკლამები განსხვავებულ აუდიტორიებზე.

თუმცა, რასაკვირველია, ამ სტრატეგიების და საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინება დაგეხმარებათ, გაზარდოთ თქვენი შანსები თამაშში გასამარჯვებლად.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

5 რჩევა სარეკლამო კამპანიების ოპტიმიზაციისთვის

6 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ფეისბუქზე რეკლამირებისას

ფეისბუქის სარეკლამო კამპანიის 11 დანიშნულება და მათი გამოყენება