როგორ გავარეკლამოთ ინსტაგრამ Reels

აგვისტო 09, 2021

როგორ გავარეკლამოთ ინსტაგრამ Reels

ისწავლეთ, როგორ მიაღწიოთ თარგეთირებულ აუდიტორიებს ინსტაგრამის Reels-ის კრეატიული და ინტერაქციული რეკლამებით.

ინსტაგრამის Reels-ის პოპულარობის ზრდასთან ერთად იზრდება მისი, როგორც მარკეტინგული და სარეკლამო ხელსაწყოს პოტენციალიც. ის ფაქტი, რომ ინსტაგრამის Reels-ის რეკლამები უკვე ხელმისაწვდომი იქნება პლატფორმაზე, განსაკუთრებით სასიხარულო ამბავი იქნება ტიკტოკის ფორმატის მოყვარული ადამიანებისთვის.

ინსტაგრმმა Reels-ები გლობალურად 2020 წელს გააცნო ბაზარს. Reels-ები 15-30 წამიან ვიდეოებს წარმოადგენენ, რომელთა ნახვაც Reels-ების გრაფიდან ან აღმოჩენის (explore) სექციიდან არის შესაძლებელი. პლატფორმაზე ისინი გაცილებით მაღალ ჩართულობას იწვევენ, ამიტომ მათი გამოყენება ბიზნესისთვის საკმაოდ ეფექტური შეიძლება იყოს.

აღსანიშნავია, რომ ინსტაგრამმა მომხმარებლებს საშუალება მისცა, შეექმნათ Reels-ების რეკლამაც, რაც ბიზნესებს დამატებით შესაძლებლობას მისცემს აუდიტორიების თარგეთირებისთვის.

სტატიაში გაეცნობით:

  • რას წარმოადგენს ინსტაგრამ Reels-ის რეკლამები
  • როგორ იქმნება Reels-ის რეკლამა
  • როგორ გამოიყენოთ Reels-ის რეკლამა ინსტაგრამზე რეკლამირებისთვის

რას წარმოადგენს ინსტაგრამ Reels-ის რეკლამა?

პლატფორმაზე Reels-ების რეკლამა სრულიად ახალი ხილია მომხმარებლისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ბიზნესებისთვის ახალ შესაძლებლობას წარმოადგენს ინსტაგრამზე რეკლამირებისთვის.

გლობალურად ეს სარეკლამო ფორმატი 2021 წლის ივლისში გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ის რამდენიმე შერჩეულ ქვეყანაში გამოიცადა - მათ შორის ბრაზილიაში და ავსტრალიაში.

ინსტაგრამის თანახმად, Reels-ები საუკეთესო საშუალებას წარმოადგენენ ადამიანებთან მისაღწევად - ისეთ  მომხმარებელთან დასაკავშირებლად, რომლებსაც არ აქვთ გვერდი გამოწერილი, რაც ზრდის შანსებს, რომ ბრენდები და კრეატორები მსოფლიოს გარშემო გამოჩნდნენ. ეს რეკლამები ბიზნესებს დაეხმარება, მიწვდნენ გაცილებით ფართო აუდიტორიებს, რის შედეგადაც მომხმარებელი უფრო მეტ შთამაგონებელ კონტენს გაეცნობა ბრენდებისგან და კრეატორებისგან.

ინსტაგრამის Reels-ების რეკლამა საკმაოდ წააგავს სთორების რეკლამირებას. ისინი მთლიან ეკრანზე წარმოდგენილი ვერტიკალური ვიდეოებია, როგორც ამას კანადური სუპერმარკეტის - Superstore-ის მაგალითზე ხედავთ:

ინსტაგრამის სთორების რეკლამის მსგავსად, Reels-ების რეკლამაც ჩნდება რეგულარულ Reels-ებს შორის, რომელსაც მოხმმარებელი ათვალიერებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ ინსტაგრამის Reels-ების რეკლამა:

  • იბრუნებს უსასრულოდ
  • საშუალებას მისცემს მომხმარებელს დააკომენტაროს, გააზიაროს, შეინახოს და მოიწონოს ის.

როგორც ყველა სხვა რეკლამა ისნტაგრამზე, ისიც დასპონსორებული პოსტის სახით უჩნდება მომხმარებელს.

სად გამოჩნდება ჩემი Reels-ის რეკლამა?

ინსტაგრამის მომხმარებელს თქვენი რეკლამები სხვადასხვა ადგილას შეიძლება გამოუჩნდეთ, მათ შორის:

  1. Reels-ების სექციაში, მთავარი გვერდიდან.
  2. აღმოჩენის გვერდზე
  3. სიახლეების კედელზე

ინსტაგრამ Reels-ების რეკლამა იმავე ადგილებში ჩნდება, სადაც მომხმარებელს ორგანული Reels-ების აღმოჩენა შეუძლია. ბრენდებისთვის ეს იდეალური შესაძლებლობაა გამოიჩინონ თავი, მიმართონ კრეატივს და მარტივად მიიპყრონ მომხმარებელთა ყურადღება.

როგორ შევქმნათ ინსტაგრამ Reelsის რეკლამა?

ახლა როდესაც უკვე იცით, თუ რას წარმოადგენს ახალი ფორმატი, შეგვიძლია რეკლამის შექმნის პროცესზეც გადავინაცვლოთ. თუ თქვენ უკვე მუშაობთ ედს მენეჯერში, მაშინ ეს პროცესი გაცილებით მარტივი იქნება.

#1 ნაბიჯი: რეკლამის შექმნა

დაიწყეთ თქვენი კრეატივის მობილიზება - გადაიღეთ თქვენი ვიდეო სწორი ფორმატით. ამავდროულად, მოამზადეთ სარეკლამო ტექსტი და Reels-ის აღწერა, შეუსაბამეთ მას რელევანტური ჰეშთეგები.

მიმართეთ კრეატიულობას! ორგანული Reels-ები ძირითადად ვირუსულ სიმღერებთან ერთად გვხდება. ისინი ხშირად სახალისოც კი არის. თუ ეს თქვენი ბრენდისთვის შესაფერისია, მოძებნეთ რაიმე პოპულარული აუდიო კლიპი, რომელიც თქვენს რეკლამას ერგება. ამგვარად თქვენი Reels არაბრენდირებული Reels-ების მსგავსი იქნება და კონტენტშიც ბუნებრივად ჩაჯდება.

#2 ნაბიჯი: ედს მენეჯერში ნავიგაცია

აუცილებლად იქონიეთ თქვენი კომპანიისთვის ინსტაგრამის ბიზნეს ანგარიში. ამგვარად თქვენ არ შეგეზღუდებათ წვდომა ედს მენეჯერზე.

#3 ნაბიჯი: შეარჩიეთ სარეკლამო მიზნები

რა არის თქვენი მიზანი ისნტაგრამზე Reels-ის რეკლამის განთავსებისთვის? ამისათვის რამდენიმე ვარიანტი გაქვთ, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისეთი ამოცანა შეარჩიოთ, რომელიც კონკრეტულად თქვენს Reels-ზე იქნება მორგებული:

Reels-ის სარეკლამო განთავსებისთვის ექვსი ძირითადი ამოცანაა ხელმისაწვდომი. ესენია:

  1. ბრენდის ცნობადობა
  2. რიჩი
  3. ტრაფიკი
  4. აპლიკაციების ინსტალაცია
  5. ვიდეოს ნახვები
  6. კონვერსიები

#4 ნაბიჯი: შეავსეთ სარეკლამო კამპანიის ყველა დეტალი

ამ ნაწილში საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი სარეკლამო დეტალი შეავსოთ, მათ შორის ბიუჯეტი, განრიგი და თარგეთირებული აუდიტორიები.

#5 ნაბიჯი: რეკლამის განთავსება

აირჩიეთ Manual განთავსება. შემდეგ ჩამოშალეთ სექცია სთორების გასწვრივ. აირჩიეთ ინსტაგრამის Reels იმისათვის, რომ თქვენი რეკლამა ინსტაგრამზე Reels-ის სახით გამოჩნდეს.

#6 ნაბიჯი: შექმენით საკუთარი CTA (მოწოდება ქმედებისკენ) ღილაკი

თქვენ წყვეტთ, თუ რისკენ მოუწოდოთ მომხმარებელს. მაგალითად, პერსონალიზებული CTA ღილაკი შეიძლება იყოს:

  • Shop Now
  • Read More
  • Sign Up
  • Click here

ამ ყველაფრის გავლის შემდეგ თქვენი Reels-ის რეკლამაც მზად იქნება. მას შემდეგ, რაც რეკლამას მიმოიხილავთ და ის დადასტურდება პლატფორმის მხრიდან, Reels უკვე საჯაროდ გაეშვება.

ინსტაგრამის Reelsის საუკეთესო პრაქტიკები

გსურთ გაიგოთ, როგორ მიიღოთ მაქსიმალური შედეგები ინსტაგრამის Reels-ების რეკლამიდან? მაშინ გაითვალისწინეთ წინამდებარე რჩევები ეფექტური რეკლამების შესაქმნელად. გახსოვდეთ: შესანიშნავი Reels-ის რეკლამა ძალიან წააგავს სხვა ნებისმიერ შესანიშნავ Reels-ს!

რჩევა #1: Reels-ის მოცულობა

დარწმუნდით, რომ პირველ რიგში თქვენი Reels 30 წამში ეტევა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ნაწილი მოიჭრება!

როგორც რეგულარული Reels-ები, რეკლამაც 15-30 წამამდე ხანგრძლივობისაა. თუ ამაზე დიდ ვიდეოს შექმნით, შესაძლოა თქვენი ბიზნესის უმნიშვნელოვანესი მესიჯის გავრცელების შანსი დაკარგოთ და პოტენციურ აუდიტორიასაც ვერ მიაწვდინოთ თქვენი ხმა.

რჩევა #2: იცოდეთ რა იწვევს თქვენს აუდიტორიაში ჩართულობას

ნუ მიენდობით მხოლოდ ინტუიციას, განსაკუთრებით ახლა, როდესაც პლატფორმაზე უკვე Reels-ების ინსაითიც - Instagram Reels Insights არსებობს.

ინსტაგრამის Reels-ების ინსაითი არის ანალიტიკური ხელსაწყო, რომელიც შეიცავს სხვადასხვა საზომებს რიჩისა და ჩართულობის შესაფასებლად.

მიადევნეთ თვალი ამ მონაცემებს, რათა გაიგოთ რომელი ტიპის Reels არის ყველაზე მიმზიდველი თქვენი აუდიტორიისთვის. შემდეგ კი დახვეწეთ ეს სტილი და გამოიყენეთ ის უფრო ხშირად.

მაგალითად, თქვენი Reels-ების ანალიტიკა შესაძლოა გეუბნებოდეთ, რომ აუდიტორიას მეტწილად “how-to” სახის ვიდეოები მოსწონს და შესაბამისად, ისინი მეტ ადამიანთან დაკავშირებაშიც გეხმარებათ. ამიტომაც, სამიზნე აუდიტორიის ასათვისებლად ყველაზე ეფექტური გზა ასეთი Reels-ების გადაღება იქნება.

რჩევა #3: დაამატეთ აუდიო და ტექსტური ელემენტები

დიახ - აუდიო ელემენტები კრიტიკულად მნიშვნელოვანია - განსაკუთრებით კი Reels-ებისთვის. სწორი აუდიო მასალის შერჩევა დაგეხმარებათ Reels-ების რეკლამა უფრო ორგანული გახადოთ.

თუმცა, მხოლოდ ამით ნუ შემოიფარგლებით, რადგან ზოგიერთი მომხმარებელი შესაძლოა ხმის გარეშე სქროლავდეს აპლიკაციას ან სმენის რაიმე პრობლემები გააჩნდეს. ამიტომ დაამატეთ თქვენს Reels-ს ტექსტური ელემეტებიც. ამგვარად დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენი Reels-ის აღქმა ყველას შეუძლია.

რჩევა #4: სწორად განსაზღვრეთ განზომილებები

არავისთვის არის მიმზიდველი დაბურული და პიქსელირებული რეკლამები. დარწმუნდით, რომ განზომილებები და ზომები ინსტაგრამის Reels-ისთვის სწორად გაქვთ შერჩეული.

Reels-ისთვის თანაფარდობის კოეფიციენტი არის 9:16, ხოლო იდეალური ფაილის მოცულობა კი 1080 x 1920. ისეთი კონტენტის ატვირთვამ, რომელიც ამ ზომებში არ ექცევა, შესაძლოა ხარისხის საგრძნობლად დაქვეითება გამოიწვიოს - ეს კი არაპროფესიონალურად გამოგაჩენთ. უფრო ვრცლად სოციალური მედია კონტენტის ზომების შესახებ.

რჩევა #5: გაითავისეთ Reels-ების სპეციფიკა

Reels-ები და Reels-ების რეკლამა შესაძლოა იდეალური საშუალება აღმოჩნდეს იმის საჩვენებლად, თუ რამდენად სახალისო, კრეატიული და საზრიანია თქვენი ბრენდი. ვინაიდან თქვენი მიზანი ტრაფიკის გენერირება, ვიდეოს ნახვები ან კლიკების მოზიდვაა, ეცადეთ Reels-ებიც მეტად სახალისო იყოს. თუ თქვენი კონტენტი მიმართულია გაყიდვისკენ და მომხმარებელი ამას გრძნობს, დიდი ალბათობით მათ მარტივად დაკარგავთ.

იხილეთ ვიდეო:

ინსტაგრამის Reels-ის რეკლამის მაგალითები

გთავაზობთ რამდენიმე შესანიშნავ მაგალითს ინსტაგრამის Reels-ის რეკლამებისთვის, რომლებიც დაგეხმარებიან შთაგონების მოკრებაში და უკეთეს წარმოდგენას შეგიქმნით თქვენი სამომავლო სამუშაოს შესახებ.

Netflix

სტრიმინგის სერვისი იყენებს Reels-ების რეკლამას, რათა ნეთფლიქსის ექსკლუზიური გადაცემები გაარეკლამოს. იხილეთ ვიდეო:

Nespresso

ნესპრესო იყენებს Reels-ების რეკლამას, რათა ხაზი გაუსვას მის პასუხისმგებლობას და დამოკიდებულებას მდგრადობის შესახებ და გაარეკლამოს ის IGTV სერიების საშუალებით. იხილეთ ვიდეო:

BMW

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი Reels-ების რეკლამას ავტომობილების ახალი მოდელის რეკლამირებისთვის იყენებს. იხილეთ ვიდეო:

მცირეოდენი შთაგონებისა და ცოდნის წყალობით, თქვენი ბიზნესი მზად იქნება გამოიყენოს ინსტაგრამის Reels-ების რეკლამა უფრო ფართო აუდიტორიებთან დასაკავშირებლად, ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად და პლატფორმაზე რიჩის ასამაღლებლად.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ინსტაგრამი - როგორი იქნება აპლიკაციის მომავალი

Instagram Live Analytics: რომელ საზომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება კონტენტის გაუმჯობესებისთვის?

როგორ გამოვიყენოთ ინსტაგრამის Reels Insights უკეთესი კონტენტის შესაქმნელად

ეფილიეიტ მარკეტინგი