5 რჩევა სარეკლამო კამპანიების ოპტიმიზაციისთვის

აგვისტო 01, 2021

5 რჩევა სარეკლამო კამპანიების ოპტიმიზაციისთვის

მის გათვალისწინებით, რომ დღეს ბიზნესების უმრავლესობა ციფრულ მარკეტინგში დიდ ინვესტიციებს დებს, ონლაინ აუდიტორიების ყურადღების მიქცევა სოციალურ ქსელებში საკმაოდ რთული გახდა.

იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ბიზნესების უმრავლესობა ციფრულ მარკეტინგში დიდ ინვესტიციებს დებს, ონლაინ აუდიტორიების ყურადღების მიქცევა სოციალურ ქსელებში საკმაოდ რთული გახდა. თუ საუკეთესო სარეკლამო კამპანიის შექმნაში დებთ ინვესტიციას, მაშინაც კი ძალიანი დიდი ძალისხმევის გაღება დაგჭირდებათ, თუ გსურთ, რომ ფართო აუდიტორიას მიაწვდინოთ ხმა.

სწორედ ამიტომ გჭირდებათ თქვენი სარეკლამო კამპანიების ოპტიმიზაცია.

სარეკლამო კამპანიის ოპტიმიზაცია იმ ეტაპების გავლას გულისხმობს, რომელთა გავლაც საჭიროა რეკლამების პერფორმანსის გასაუმჯობესებლად. ეს გეხმარებათ, გაზარდოთ თქვენი პოტენციალი და მიიღოთ სარგებელი:

  • სწორი აუდიტორიის თარგეთირებისგან
  • პერსონალიზებული კონტენტისა და მესიჯების შექმნისაგან
  • სწორი პლატფორმებისა და ხელსაწყოების გამოყენებისგან
  • მომხმარებელთა ათვისების ხარჯების შემცირებისგანაც

ეფექტური სარეკლამო კამპანიის შესაქმნელად მთავარია, ის მომხმარებელზე იყოს ორიენტირებული და არა პროდუქტზე ან ბრენდზე. ასეთი რეკლამა მომხმარებლისთვის გაცილებით მიმზიდველია.

5 ხრიკი სარეკლამო კამპანიის ოპტიმიზაციისთვის

დღევანდელი ტექნოლოგიური განვითარების ფონზე ძალიან ბევრი სარეკლამო პლატფორმა საკუთარ ალგორითმებს ცვლის და მომხმარებელს, ისევე როგორც ედვერთაიზერებს, სთავაზობს უკეთეს გამოცდილებას. ალგორითმის ასეთი ცვლილებებია სწორედ ის მიზეზი, რატომაც რეკლამების ოპტიმიზირება მუდმივად გჭირდებათ.

ახლა კი განვიხილოთ სარეკლამო კამპანიების ოპტიმიზაციის ხუთი ხრიკი, რომლებიც უკეთესი უკუგების მიღებაში დაგეხმარებათ (ROAS).

  1. შექმენით სარეკლამო კამპანია რამდენიმე არხზე

დღესდღეობით მომხმარებელს ბრენდებთან ურთიერთობა უამრავი პლატფორმის დახმარებით შეუძლია. სწორედ ამიტომ, შესაძლებელია, მომხმარებელმა ბრენდთან კონტაქტი ერთ პლატფორმაზე დაიწყოს და სხვაზე გააგრძელოს.

კონვერსიის შანსების გასაზრდელად და გაყიდვების ასამაღლებლად, საჭიროა რამდენიმე არხზე ააგოთ კამპანია.

ასეთი ტიპის კამპანიები რეკლამებს სხვადასხვა არხებიდან თავს უყრის ერთ სივრცეში, რაც მას მომხმარებლის ათვისების უნივერსალურ სტრატეგიად აქცევს. ასეთი ტიპის კამპანიების შექმნის ძირითად უპირატესობებს წარმოადგენს:

  • დროისა და ფულის დაზოგვა მედიის ხელახალი გამოყენებით
  • მომხმარებლისთვის მარტივი გამოცდილების შექმნა
  • ფართო აუდიტორიებამდე მიღწევა

მრავალარხიანი კამპანიის შექმნა საუკეთესო ხრიკია სარეკლამო კამპანიების ოპტიმიზაციისთვის, რადგან ის საშუალებას გაძლევთ, ბრენდის ამბავი სხვადასხვა არხებში ერთდროულად გადმოსცეთ. ეს ადამიანებისთვის გაცილებით იოლს ხდის ბრენდის ცნობას, განსაკუთრებით თქვენი რეკლამის დანახვის შემდეგ. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან კვლევების თანახმად, საბოლოო შესყიდვამდე მომხმარებელს 6-8 შეხების წერტილის გავლა ესაჭიროება.

როგორ უნდა შექმნათ მრავალარხიანი სარეკლამო კამპანია და როგორ შეძლებთ მის ოპტიმიზაციას?

  • გაიცანით თქვენი სამიზნე აუდიტორია და მათთვის ყველაზე პოპულარული არხები.
  • დაისახეთ მიზნები თქვენი კამპანიისთვის.
  • განსაზღვრეთ მნიშვნელოვანი შეფასების მექანიზმები პროგრესის გასაზომად (KPI).
  • შექმენით თანმიმდევრული მესიჯები თითოეული პლატფორმისთვის.
  • გამოიყენეთ გუგლის ანალიტიკა პერფორმანსის შესაფასებლად.

ეფექტური კამპანიის შექმნა საკმაოდ ფრთხილ დაგეგმარებას მოითხოვს და, რა თქმა უნდა, ძალისხმევასაც. თუმცა, ასეთი ტიპის კამპანიები ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

  1. ყურადღებით გაზომეთ კამპანიები, შეაფასეთ მონაცემები და შეიტანეთ ცვლილებები

სარეკლამო კამპანიების ოპტიმიზაციისთვის აუცილებელია მიზნობრივი ნიშნულებიც გქონდეთ. გარდა ამისა, კამპანიის პერფორმანსის შესაფასებლად მონიტორინგისა და გაზომვის სტრატეგიაც გჭირდებათ.

საბედნიეროდ, არაერთი ხელსაწყო არსებობს, რომელიც რეალურ დროში არსებული მონაცემების მიღებაში დაგეხმარებათ.

როგორ გვეხმარება ეს რეკლამების ოპტიმიზაციაში?

რელევანტური KPI-ების მონიტორინგი გეხმარებათ გაიგოთ:

  • ქივორდების პერფორმანსი. წარმატებული სარეკლამო კამპანიები სწორი ქივორდების გარეშე წარმოუდგენელია. თუ თქვენ მიერ შერჩეული ქივორდები საჭირო ტრაფიკს ვერ იზიდავს, მაშინ მომენტალურად უნდა იზრუნოთ მათ შეცვლაზე.
  • მედიისა და კონტენტის სახეობა, რომელიც თქვენი აუდიტორიისთვისაა რელევანტური. A/B კამპანიის ტესტირებით შეგიძლიათ ისეთი კონტენტის ტიპები გამოავლინოთ, რომლებიც საუკეთესოდ ერგება თქვენს აუდიტორიას და მაქსიმალურ ჩართულობასაც იწვევს.
  • აუდიტორიის ქცევა. ისეთი ხელსაწყოების გამოყენებით, როგორიც არის Crazy Egg, შეგიძლიათ თქვენი აუდიტორიის ქცევა გაანალიზოთ და გაიგოთ, კამპანიის რომელი ნაწილი არ იწვევს ჩართულობას.
  • არხების შედეგიანობა. სარეკლამო კამპანიის ოპტიმიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტი იმის ცოდნაა, თუ რამდენად დიდ ტრაფიკს იზიდავს თითოეული არხი. ამ ინფორმაციის გამოყენებით შეძლებთ, თქვენი რესურსები ყველაზე ეფექტური არხებისკენ მიმართოთ.

თქვენს აუდიტორიასთან დაკავშირება მათთვის სასურველ პლატფორმებზე არსებითად მნიშვნელოვანია წარმატებული სარეკლამო კამპანიის შესაქმნელად.

  1. შეიმუშავეთ სარეკლამო სტრატეგია, რომელიც მომხმარებელთა მოგზაურობაზეც არის მორგებული

ეფექტური სარეკლამო კამპანიები არ არის ბრენდზე ორიენტირებული. ისინი კლიენტებზე ფოკუსირდებიან.

სწორედ ამიტომ, უნდა შექმნათ ისეთი სარეკლამო სტრატეგია, რომელიც მყიდველების მოგზაურობაზეა მორგებული.

 

მყიდველის მოგზაურობა დაკავშირებულია იმ საფეხურებთან, რომლებსაც პოტენციური მომხმარებელი გადის იქამდე, სანამ საბოლოო მომხმარებლად არ იქცევა. ეს ეტაპები ძირითადად მოიცავს:

ცნობადობა

ამ ეტაზე პოტენციური მომხმარებელი აანალიზებს იმ პრობლემის არსებობას, რომლის გადაჭრაც თქვენს პროდუქტს ან მომსახურებას შეუძლია. შექმენით პერსონალიზებული სარეკლამო კონტენტი, რომელიც ამ პრობლემისკენ იქნება მიმართული. ვიზუალურად მიმზიდველი კონტენტის შექმნა ამ ეტაპზე საუკეთესო იდეას წარმოადგენს, რადგან ამ დროს მომხმარებელთა ყურადღების მომენტალური მიქცევაა საჭირო.

განხილვა

თქვენი პოტენციური მომხმარებელი იწყებს პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას. რეკლამები, რომლებიც თქვენს შესაძლებლობებზე საუბრობს, იდეალური იქნება. თქვენ ასევე შეგიძლიათ, რეთარგეთირების რეკლამებიც გამოიყენოთ ისეთი მომხმარებლებისთვის, რომლებმაც უკვე იხილეს რომელიმე რეკლამა ან კონტენტი.

გადაწყვეტა

გადაწყვეტის სტადიაზე თქვენი პოტენციური მომხმარებლები აფასებენ საუკეთესო კანდიდატს მათი პრობლემის მოგვარებისთვის. ამ ეტაპზე ისეთი ინფორმაციული კონტენტის შექმნაა საჭირო, რომელიც მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

ეფექტური სარეკლამო კამპანიების შექმნამდე ეს ეტაპები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ და რეკლამები თითოეულ ეტაპს მოარგოთ. ასეთი ოპტიმიზირებული კამპანიის შექმნა მრავალარხიანი კამპანიის შექმნასაც წააგავს. თუმცა ამ შემთხვევაში სხვადასხვა აუდიტორიისთვის სხვადასხვა რეკლამებს ქმნით, თანაც სხვადასხვა შეხების წერტილისთვის.

  1. სარეკლამო კამპანიების დაგეგმარება

სარეკლამო კამპანიებზე მედია კრიტიკულ გავლენას ახდენს. ზოგჯერ შესაძლოა, სხვადასხვა ტიპის მედიის გამოყენება მოგიწიოთ ერთი კამპანიის ფარგლებში, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოთ მომხმარებელთა ჩართულობა. მაგალითად, შესაძლოა, შექმნათ ისეთ კამპანია, რომელიც რამდენიმე რეკლამის კომბინაციას მოიცავს - ლენდინგ გვერდისთვის, ვიდეოს იუთუბისთვის... სხვადასხვა პლატფორმაზე მედიის სწორი განაწილება კამპანიის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

თუ მომხმარებელი დაიბნევა თქვენი კონტენტის შეუთავსებლობის გამო სხვადასხვა პლატფორმებზე, მაშინ კამპანიის ჩართულობა და კონვერსიის მაჩვენებელიც საგრძნობლად დაეცემა. ამიტომ გონივრული მედია დაგეგმარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

მუტლიმედია დაგეგმარება საკმაო თავის ტკივილთან შეიძლება ასოცირდებოდეს და თანაც, მისი არასწორად შედგენა კამპანიისთვის ძალიან დიდი ზიანის მომტანიც შეიძლება გახდეს. თუმცა, სწორ ხელსაწყოებთან ერთად ეს ყველაფერი გაცილებით მარტივია.

  1. გამოყენეთ ცენტრალიზებული პროდუქტის კატალოგი სარეკლამო კამპანიის მართვისას

ხშირად ყურადღების მიღმა დარჩენილი, მაგრამ არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტორი კამპანიის ოპტიმიზაციისთვის, ცენტრალიზებული პროდუქტის კატალოგის შექმნაა. ეს წარმოადგენს ონლაინ მონაცემთა ბაზას თქვენი პროდუქტებისთვის და მათი აღწერებისთვის.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი კამპანიის ოპტიმიზირებისთვის?

ცენტრალიზებული პროდუქტის კატალოგის მართვა საშუალებას გაძლევთ, მარტივად შეადგინოთ პროდუქტის ფასები და განათავსოთ ისინი პლატფორმაზე. ეს ყველაფერი მომხმარებლისთვის გაცილებით სასიამოვნო გამოცდილებას ქმნის და უფრო მეტ ინფორმაციულობასაც სძენს კამპანიას.

მისი დახმარებით მარტივად იგებთ, რომელი პროდუქტის ჩასმა იქნება სარეკლამო კამპანიაში ოპტიმალური. ეს განსაკუთრებით გამოსადეგია მრავალარხიანი კამპანიის მართვისას. გარდა ამისა, ის გიადვილებთ რეკლამის შექმნის პროცესსაც და დავალებების გადანაწილებას. პროდუქტთან დაკავშირებული სპეციფიკური ასპექტების შეცვლისას მის გარეშე პროცესი გაცილებით არაპროდუქტიული და არაეფექტიანი ხდება.

საუკეთესო გზა პროდუქტების კატალოგის შესაქმნელად კატალოგური სერვისის მომწოდებელის გამოყენებაა. ასეთი კომპანიები ან ხელსაწყოები გეხმარებიან პროდუქტის კატალოგის შექმნაში, პროდუქტების აღწერილობის გაწერაში, სურათებისა და ვიდეოების დამატებაში. ეს ყველაფერი გუგლის უფრო მაღალი სარეკლამო სარეიტინგო ქულის მოპოვებაშიც დაგეხმარებათ.

ხშირად დასმული კითხვები - კამპანიის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით

რამდენად ხშირად არის საჭირო სარეკლამო კამპანიის ოპტიმიზირება?

ეს სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. წარმატებული კამპანიის სამართავად, ძირითადი ოპტიმიზაციის პროცესები ექვს თვეში ერთხელ უნდა შეასრულოთ. თუ კამპანია ეფექტურად არ მუშაობს, მაშინ უფრო ხშირად მოგიწევთ ამ პროცესის გავლა. უბრალოდ საშუალება მიეცით კამპანიას, დაგანახოთ რაიმე ტენდენციები, სანამ რაიმე ცვლილებების შეტანას დაიწყებდეთ.

რას გულისხმობს რეკლამის ოპტიმიზაცია?

სარეკლამო ოპტიმიზაცია გულისხმობს მონაცემების გამოყენებას სათანადო ცვლილებების შესატანად ციფრულ სარეკლამო კამპანიაში - უკეთესი შედეგების მისაღწევად.

როგორია სარეკლამო ოპტიმიზაციის საუკეთესო სტრატეგიები?

სარეკლამო ოპტიმიზაციის საუკეთესო სტრატეგიებს წარმოადგენს: მრავალარხიანი კამპანიების შექმნა, მყიდველის მოგზაურობასთან შესაბამისობა; მედია ჩართულობის ასამაღლებლად სხვადასხვა ფორმების გამოყენება და კამპანიის პერფორმანსის მონიტორინგი.

რატომ არის კამპანიის ოპტიმიზაცია მნიშვნელოვანი?

საუკეთესო ROAS-ის მისაღებად საჭიროა, კონკრეტული ნაბიჯები გადადგათ და გამოიყენოთ საუკეთესო პრაქტიკები რიჩის გასაზრდელად.

შეჯამება

მიუხედავად დღევანდელი ბიზნეს კონკურენციისა, მაინც შეგიძლიათ, მოიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა და მოიზიდოთ უფრო მეტი ღირებული ტრაფიკი თქვენი ბიზნესისთვის.

ამის გაკეთება სარეკლამო კამპანიის ოპტიმიზაციით შეგიძლიათ. სტატიაში განხილული რჩევების გათვალისწინება დაგეხმარებათ ისეთი სარეკლამო კამპანიების შექმნაში, რომლებიც მეტ ჩართულობას, მომხმარებელს და გაყიდვებს მოგიტანთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი რეკლამა ეფექტურად მუშაობს, მისი გაუმჯობესების გზები ყოველთვის არსებობს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ განვახორციელოთ პირველი წარმატებული PPC კამპანია?

ციფრული მარკეტინგის 15 უფასო ხელსაწყო მცირე ბიზნესისათვის

რა განსხავებაა მარკეტინგულ ამოცანებსა და მიზნებს შორის?

ეფილიეიტ მარკეტინგი