ინსტაგრამი - როგორი იქნება აპლიკაციის მომავალი

ივლისი 23, 2021

ინსტაგრამი - როგორი იქნება აპლიკაციის მომავალი

ინსტაგრამი აღარ აპირებს იყოს ფოტო კონტენტის გასაზიარებელი აპლიკაცია

ინსტაგრამმა ვიდეო პოსტები პირველად 2013 წელს წარმოადგინა და მას შემდეგ პლატფორმას Story, Reels, IGTV და ინსტაგრამ Live დაემატა.

კომპანიის ხელმძღვანელის - Adam Mosseri-ის თანახმად, აპლიკაცია ახლა უფრო მეტად ვიდეო კონტენტისკენ იხრება, მათ შორის სრულ ეკრანიანი და მომხმარებლის feed-ზე რეკომენდებული ვიდეოებისკენ. „ჩვენ უკვე აღარ ვართ კვადრატული ფოტოების გაზიარების აპლიკაცია“ - განაცხადა მან საკუთარ ინსტაგრამ პოსტში. "პირველი მიზეზი, რატომაც ხალხი ინსტაგრამს იყენებს, გამოკითხვის თანახმად არის გართობა.“

მისი განცხადება TikTok-ის ახალ გადაწყვეტილებასაც ემთხვევა - გაზარდოს ვიდეოს ხანგრძლივობა ერთიდან სამ წუთამდე. დამატებით, Mosseri-მ აღნიშნა, რომ YouTube-თან კონკურენცია დიდი მოტივაცია იქნება ინსტაგრამის რეპოზიციონირებისას. (იხილეთ ვიდეო აქ)

 

ზოგიერთი ინფლუენსერი და ფოტოგრაფი მკაცრად აკრიტიკებს აპლიკაციის ამგვარ ტრანსფორმაციას, რადგან ალგორითმი უფრო მეტად უპირატესობას ვიდეო ფორმატს მიანიჭებს და მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი „კულისებს მიღმა“ დარჩება. მათი განცხადებით, აპლიკაციის ასეთი ცვლილება აიძულებთ, რომ მათი სამუშაო ვიდეო ფორმატში გადაიტანონ. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან შედარებით ასაკოვან კრეატორებსა და არტისტებს, შესაძლოა ხარისხიანი ვიდეოს გადასაღებლად საჭირო მოწყობილობები არ გააჩნდეთ, ან სულაც ვიდეოგრაფიის სათანადო ცოდნა არ ჰქონდეთ.

აპლიკაციის მოსალოდნელმა ცვლილებებმა ასევე გამოაღვიძა Facebook-თან დაკავშირებული  კრიტიკაც. „ინსტაგრამი სწრაფად ხდება ფეისბუქის მსგავსი აპლიკაცია, თუმცა ის განსხვავებულ კანშია მოთავსებული. ეს კი სრულებით მოსალოდნელი იყო დამფუძნებლების წასვლის შემდეგ“ - განაცხადა The Verge-ის რეპორტიორმა, Alex Health-მა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ინსტაგრამის ალგორითმი 2021 წელს: როგორ გავხადოთ პოსტები მეტად თვალსაჩინო

35 გზა ინსტაგრამ გამომწერების მოსაზიდად

როგორ გამოვიყენოთ ინსტაგრამის Reels Insights უკეთესი კონტენტის შესაქმნელად

ეფილიეიტ მარკეტინგი