როგორ შევქმნათ ფეისბუქ ბიზნეს გვერდი

ივლისი 20, 2021

როგორ შევქმნათ ფეისბუქ ბიზნეს გვერდი

ყოველდღიურად 1.82 მილიარდი აქტიური მომხმარებლით, ფეისბუქი ნამდვილად არ მიეკუთვნება იმ სოციალურ ქსელთა რიცხვს, რომლის იგნორირებაც დასაშვებია.

თუ საკუთარ ბიზნესს ფლობთ, მაშინ ფეისბუქის ბიზნეს გვერდი აუცილებლად დაგჭირდებათ. ყოველდღიურად 1.82 მილიარდი აქტიური მომხმარებლით ფეისბუქი ნამდვილად არ მიეკუთვნება იმ სოციალურ ქსელთა რიცხვს, რომლის იგნორირებაც დასაშვებია.

სწორედ ამიტომ იყენებს 200 მილიონზე მეტი ბიზნესი ფეისბუქის უფასო სერვისებს, რაც მოიცავს მათ შორის ბიზნეს გვერდის შექმნას ბიზნესის გასარკელამებლად. მისი შექმნა ძალიან მარტივია და შესაძლოა, ამისათვის უკვე ყველა საჭირო კომპონენტს ფლობდეთ.

რა არის ფეისბუქის ბიზნეს გვერდი?

ფეისბუქის ბიზნეს გვერდი არის ფეისბუქის საჯარო პროფილი, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ როგორც ბრენდებს, ასევე ორგანიზაციებსა და საჯარო ფიგურებს. ბიზნესები მას იყენებენ საკონტაქტო ინფორმაციების გასაზიარებლად, პოსტების გამოსაქვეყნებლად, კონტენტის გასაზიარებლად და სხვადასხვა ღონისძიებებისა თუ აქტივობების გასავრცელებლად და რაც ყველაზე მთავარია, საკუთარ აუდიტორიასთან დასაკავშირებლად. ფეისბუქის ანგარიშის მიბმა შესაძლებელია როგორც სარელამო ანგარიშზე, ასევე ფეისბუქის მაღაზიაზეც.

როგორ შევქმნათ ფეისბუქის გვერდი ბიზნესებისთვის?

სანამ ფეისბუქის ბიზნეს გვერდს დაარეგისტრირებდეთ, საჭიროა, თქვენს პერსონალურ ანგარიშზე შეხვიდეთ. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია ბიზნეს გვერდზეც იქნება თვალსაჩინო, ისინი განცალკევებულია.

ასე იმიტომ ხდება, რომ თითოეული ბიზნეს გვერდი ერთი ან მეტი ადმინისტრატორის მიერ იმართება. ადმინისტრატორები არიან ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი პერსონალური ანგარიშით მართავენ ამ გვერდებს. ის ერთგვარად გასაღების როლს თამაშობს ბიზნეს გვერდის მართვაში. თუ დამატებით გუნდის წევრებიც გეხმარებიან გვერდის მართვაში, მაშინ მათი როლებიც განცალკევებით გამოჩნდება.

თუ ჯერ არ შესულხართ საკუთარ ანგარიშზე, მაშინ შეიყვანეთ მონაცემები და დავიწყოთ ბიზნეს გვერდის შექმნა.

#1 ნაბიჯი: რეგისტრაცია

გადადით ფეისბუქის გვერდის შექმნაზე: facebook.com/pages/create

შეიყვანეთ თქვენი ბიზნესის ინფორმაცია მარცხენა პანელში. მონაცემების შეყვანისას თანმიმდევრულად შეგიძლიათ ნახოთ, როგორ გამოიყურება თქვენი გვერდი.

თქვენი გვერდის სახელისთვის, გამოიყენეთ ბიზნესის დასახელება ან ის სახელი, რომლითაც ადამიანები თქვენს მოძებნას შეძლებენ.

კატეგორიისთვის ჩაწერეთ რომელიმე სიტყვა, რომელიც ყველაზე უკეთ განმარტავს თქვენს საქმიანობას. შეგიძლიათ სამი კატეგორია აირჩიოთ.

შემდეგ შეგიძლიათ შეავსოთ აღწერის ველიც. ეს არის მოკლე აღწერილობა, რომელიც საძიებო შედეგებში ჩნდება. მისი ოდენობა შესაძლებელია მაქსიმუმ 255 სიმბოლო იყოს. თუ აღწერილობით კმაყოფილი დარჩით, მაშინ დროა გვერდის შექმნას დააწვეთ.

ნაბიჯი #2: სურათების დამატება

შემდეგ უკვე საჭიროა პროფილისა და გარეკანის ფოტოს ატვირთვა ფეისბუქის გვერდისთვის. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხარისხიანი ვიზუალის შექმნა პირველივე შთაბეჭდილებისთვის, ამიტომ ფოტო გონივრულად შეარჩიეთ. დარწმუნდით, რომ შერჩეული ფოტოები ზუსტად მიესადაგება თქვენს ბიზნესს.

პირველ რიგში, ტვირთავთ პროფილის ფოტოს, რომელიც თქვენი ბიზნესის სახელის კომპანიონია საძიებო შედეგებში და მომხმარებელთან ინტერაქციის დროს. ის ასევე თქვენი გვერდის ზედა მარცხენა კუთხეშიც ჩნდება.

თუ თქვენი ბრენდი მარტივად ცნობადია, მაშინ ლოგოს გამოყენებაც ყველაზე უსაფრთხო გზას წარმოადგენს. თუ ცნობილი სახე ან ვარკსვლავი ხართ, მაშინ თქვენი სურათიც საკმარისი იქნება. თუ ადგილობრივი ბიზნესი ხართ, მაშინ სცადეთ კარგად გადაღებული სურათი შეარჩიოთ თქვენი ხელწერით. აქ მთავარია, პოტენციურ გამომწერს ან მომხმარებელს გაუადვილოთ თქვენი ბრენდის ცნობა.

როგორც ჩვენს სტატიაში - სურათის ზომების შესახებ გვაქვს ახსნილი, თქვენი პროფილის ფოტო 170 x 170 პიქსელის პროპორციული უნდა იყოს. სურათი წრიული ფორმით მოიჭრება, ამიტომ ნუ დატოვებთ მნიშვნელოვან ელემენტებს სურათის ნაპირებთან. მას შემდეგ, რაც შეარჩევთ სასურველ სურათს, დააწექით პროფილის სურათის დამატებას.

ახლა კი დროა, გარეკანის ფოტოზეც გადავიდეთ, რომელიც ყველაზე თვალსაჩინო ნაწილია თქვენს გვერდზე.

ეს სურათი თქვენს ბიზნესთან უნდა იყოს შესაბამისობაში და თქვენი ბრენდის პიროვნულ მახასიათებლებსაც წარმოაჩენდეს. ფეისბუქის რეკომენდაციით, სასურველია 1640 x 856 პიქსელის ზომის სურათის შერჩევა.

მას შემდეგ, რაც სასურველ ფოტოს აარჩევთ, დააწექით გარეკანის ფოტოს დამატებას.

სურათების არჩევისა და ატვირთვის შემდეგ, შეგიძლიათ, ნახოთ როგორ გამოიყურება თქვენი სურათები მობილურსა და დესკტოპზე. ამისათვის ზედა მარჯვენა კუთხეში არსებული ღილაკი შეგიძლიათ გამოიყენოთ. დარწმუნდით, რომ მოგწონთ მიღებული შედეგი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სცადეთ სურათის საკუთარი ხელით მორგება და გასწორება.

საბოლოოდ კი დააწექით შენახვის ღილაკს, თუ, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ხართ შედეგით.

თქვენი ფეისბუქის ბიზნეს გვერდიც მზადაა! თუმცა, ეს მხოლოდ ჩონჩხია და წინ კიდევ ბევრი საქმე გელოდებათ - სანამ ამ გვერდს თქვენს აუდიტორიას გაუზიარებდეთ.

ნაბიჯი #3: დაუკავშირეთ თქვენი ბიზნესი WhatsApp-ს (ნებაყოფლობითია)

შენახვის ღილაკზე დაჭერის შემდეგ დაინახავთ ფანჯარას, რომელიც შეგეკითხებათ, გსურთ თუ არა ბიზნესის დაკავშირება WhatsApp-თან. ეს ნებაყოფლობითია, თუმცა ის საშუალებას გაძლევთ, დაამატოთ აპლიკაციის ღილაკი თქვენს გვერდზე ან გადაამისამართოთ ისინი აპლიაციამდე თქვენი რეკლამიდან.

თუ გსურთ თქვენი გვერდის აპლიკაციასთან დაკავშირება, მაშინ მონიშნეთ Send Code. სხვა შემთხვევაში დახურეთ ფანჯარა და განარგრძეთ პროცესი.

ნაბიჯი #4: „Username”-ის შექმნა

თქვენი მომხმარბელის სახელი, იგივე “Vanity URL” ეუბნება მომხმარებელს, თუ როგორ შეიძლება ფეისბუქზე თქვენი მოძებნა.

ის შესაძლოა 50-მდე სიმბოლოსგან შედგებოდეს, მაგრამ ნუ გამოიყენებთ დამატებით სიმბოლოებს მხოლოდ იმიტომ, რომ შეგიძლიათ. ეცადეთ, სახელი მაქსიმალურად მარტივი დასამახსოვრებელი იყოს.

მომხმარებლის სახელის შესაქმნელად დააწექით „Create username”-გვერდის მიმოხილვის ნაწილში და შეიყვანეთ სასურველი სახელი. ფეისბუქი მაშინვე გეტყვით, თავისუფალია თუ არა ეს დასახელება. თუ მწვანე ნიშნულს დაინახავთ, მაშინ შეგიძლიათ ეს სახელი თქვენი ბიზნესისთვის გამოიყენოთ.

ნაბიჯი #5: დაამატეთ ბიზნესის დეტალები

შესაძლოა, დანარჩენი დეტალების შევსება მოგვიანებით მოინდომოთ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ფეისბუქის გვერდის „About” ნაწილი შეუვსებელი არ დატოვოთ.

იმის გათვალისწინებით, რომ პირველ რიგში ადამიანები ყოველთვის ფეისბუქს ამოწმებენ ინფორმაციის სანახავად, მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი წესრიგში გქონდეთ. მაგალითად,  თუ ვინმე ეძებს ბიზნესს, რომელიც 9 საათამდე მუშაობს, ისინი დიდი ალბათობით თქვენს ფეისბუქს მიმართავენ ამ ინფორმაციის სანახავად. თუ ეს ინფორმაცია ვერ მიიღეს, ისინი აუცილებლად განაგრძობენ სხვა ბიზნესების ძიებას.

საბედნიეროდ, ფეისბუქზე ამის გაკეთება ძალიან მარტივია. უბრალოდ ჩამოუყევით თქვენი გვერდის სექციას „Set Your Page up for Success” და ჩამოშალეთ სექცია „Provide info and Preferences”, როგორც ეს სურათზეა გამოსახული.

დაიწყეთ საჭირო ველების შევსება, მათ შორის ვებ-გვერდის შეყვანა. თუ თქვენი ბიზნესი სპეციფიკურ საათებშიც მუშაობს, მაშინ აუცილებლად შეიყვანეთ ეს ინფორმაციაც და ის საძიებო შედეგებშიც გამოჩნდება.

ნუ დაგავიწყდებათ ღილაკის დამატება „Add an action button”.  ფეისბუქის ჩაშენებული CTA (call-to-action) ღილაკი ძალიან ამარტივებს მომხმარებლისთვის თქვენთან დაკავშირებას, დარეკვას ან თქვენთან შეტყობინების გამოგზავნას.

სწორი და შესაფერისი ღილაკი მნახველს მოუწოდებს თქვენი ბიზნესის შესახებ მეტის გაგებისკენ, კატალოგის დათვალიერებისკენ, აპლიკაციის გადმოწერისკენ ან შეხვედრის დაჯავშნისკენ. ამ ღილაკის დასამატებლად, უბრალოდ მონიშნეთ ლურჯი ღილაკი და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მოწოდება.

თუ კონკრეტულ მომენტში არ გსურთ ამ დეტალების შეყვანა, შეგიძლიათ, მას ნებისმიერ დროს დაუბრუნდეთ. გვერდის მართვის სექციაში, ჩამოსქროლეთ ქვევით, სადაც მოძებნით გვერდის ინფორმაციის რედაქტირებას (Edit Page Info).

თუკი თქვენი გვერდის ოფლაინ რეჟიმზე გადაყვანა მოგინდებათ, სანამ ყველა საჭირო ინფორმაციას შეიყვანდეთ, შეგიძლიათ გვერდი არ გამოაქვეყნოთ. Manage Page სექციიდან, გადადით პარამეტრებში, შემდეგ ძირითადში. დააწექით გვერდის ხილვადობას (Page Visibility) და შეცვალეთ ის Page Unpublished-ით.

მიჰყევით იგივე ნაბიჯებს გვერდის ხელახლა გამოსაქვეყნებლად.

ნაბიჯი #6: შექმენით თქვენი პირველი პოსტი

მანამ, სანამ ხალხს ფეისბუქ გვერდის მოსაწონებლად მოიწვევდეთ, საჭიროა, რაიმე ღირებული კონტენტი გქონდეთ გამოქვეყნებული. შეგიძლიათ, საკუთარი პოსტი შექმნათ, ან რელევანტური კონტენტი გააზიაროთ, რომელიც თქვენი ინდუსტრიის ლიდერების მიერ იქნება შექმნილი.

შესაძლოა სპეციალური ტიპის პოსტი - ღონისძიება ან რაიმე შეთავაზება გააკეთოთ. უბრალოდ დააწექით Create Post ღილაკს და შექმენით სასურველი პოსტი.

ნაბიჯი #7: მოიწვიეთ აუდიტორია

ახლა უკვე თქვენი ბიზნესის ფეისბუქ გვერდი წარმოადგენს თქვენს ონლაინ სივრცეს, რომელიც უამრავი პოტენციური მომხმარებელისთვის კომფორტულს გახდის თქვენთან დაკავშირებასა და კონტაქტს.

სწორედ ამიტომ, დროა უფრო მეტი გამომწერები მოიზიდოთ!

დაიწყეთ თქვენი არსებული მეგობრების მოწვევა გვერდის მოსაწონებლად. ამისათვის, გადადით „Set Your Page up for Success” და ჩამოშალეთ სექცია Introduce Your Page”.

დააწექით მეგობრების მოწვევას და შეუდექით საქმეს. მონიშნეთ ის მეგობრები, ვისი მოწვევაც გსურთ.

გამოიყენეთ ასევე თქვენი სხვა არხებიც - ვებ-გვერდი ან ტვიტერი ფეისბუქ გვერდის გასავრცელებლად. დაამატეთ „follow us”, „გამოგვყევით“ ლოგო თქვენს სარეკლამო მატერიალებზე ან მეილების ხელწერად. შესაძლოა, მომხმარებელს თქვენი გვერდის შეფასება და მიმოხივლაც სთხოვოთ.

ბიზნესის ფეისბუქ გვერდის ოპტიმიზაცია

ახლა, როდესაც უკვე იცით, როგორ იქმნება ფეისბუქის ბიზნეს გვერდი, დროა მის ოპტიმიზაციაზეც იზრუნოთ. ეს სტრატეგიები დაგეხმარებათ, გაზარდოთ თქვენი ჩართულობა და მიაღწიოთ მარკეტინგულ მიზნებს.

დაამატეთ ჩამაგრებული (pinned) პოსტი

გაქვთ რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც გსურთ, რომ ყველა მნახველმა წაიკითხოს? ან შეთავაზება, რომლის გამოტოვებასაც არავის ურჩევდით? მაშინ გამოიტანეთ ეს პოსტი გვერდის სათავეში „pinned” პოსტის სახით.

ეს პოსტი თქვენი ფეისბუქ გვერდის სათავეში მოექცევა, ზუსტად გარეკანის ფოტოს ქვევით. ეს ძალიან ეფექტური საშუალებაა ყურადღების მომენტალურად მისაქცევად.

დაიწყეთ რაიმე საინტერესო ახალი პოსტის შემქნით ან უბრალოდ ჩამოუყევით თქვენს არსებულ პოსტებს და მათგან შეარჩიეთ პოსტი ასაპინად. დააწექით სამ წერტილს პოსტის ზედა მარჯვენა კუთხეში და შემდეგ Pin to Top of Page”.

მას შემდეგ, რაც ამ მოქმედებას განახორციელებთ, თქვენს პოსტს გვერდის სათავეში, ჩამაგრებული პოსტების სიაში დაინახავთ. თუმცა, ასე მას მხოლოდ თქვენ დაინახავთ. ვიზიტორებისთვის ის უბრალოდ გამოჩნდება როგორც პირველი პოსტი "pinned post" - წარწერით

მაქსიმალურად გამოიყენეთ შაბლონები და ტაბები

ტაბები კიდევ დამატებითი სექციაა ფეისბუქის გვერდისთვის, ისეთივე როგორც თქვენი აღწერილობისა და ფოტოების სექცია. თქვენ შეგიძლიათ ტაბები სპეციალურად თქვენს გვერდს და ბიზნესის სპეციფიკას მოარგოთ და თანაც, დაალაგოთ ისინი სასურველი თანმიმდევრობით.

თუ ზუსტად არ იცით, რომელი ტაბები გჭირდებათ, ფეისბუქს ამისათვის დახარისხებული შაბლონებიც გააჩნია.

თითოეული შაბლონი კონკრეტული ტიპის ბიზნესზეა მორგებული. მაგალითად, რესტორნებისა და კაფეების შაბლონი მოიცავს ტაბებს - მენიუს, შეთავაზებებისა და შეფასებებისთვის.

შაბლონებზე და ტაბებზე წვდომის მისაღებად, გადადით პარამეტრებში გვერდის მართვის მენიუდან და შემდეგ შაბლონებზე და ტაბებზე.

მოიწონეთ სხვა გვერდები

ვინაიდან ფეისბუქი სოციალური პლატფორმაა, საკმაოდ კარგი იდეაა გვერდის გამოყენება სოციუმის შესაქმნელად. ერთ-ერთ გზას კი სოციუმის შესაქმნელად სხვა, თქვენთვის რელევანტურ გვერდებთან დაკავშირება წარმოადგენს.

მაგალითად, თუ თქვენ მაღაზიას ფლობთ პოპულარულ შოპინგ სივრცეში ან სავაჭრო მოლში, მაშინ თავისუფლად შეგიძლიათ, სხვა მაღაზიებთანაც დაამყაროთ კონტაქტი. იფიქრეთ ამაზე, როგორც თქვენი ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ასოციაციის ონლაინ ვერსიაზე.

სხვა ბიზნესების გვერდების გამოსაწერად, გადადით მათ ფეისბუქ გვერდზე, შემდეგ დააწექით სამ წერტილს გარეკანის ფოტოს ქვევით და მონიშნეთ „მოიწონე შენი გვერდი.“ თუ ერთზე მეტი ფეისბუქ გვერდი გაქვთ, მაშინ აირჩიეთ სასურველი მათგანი და დააწექით დადასტურებას.

გვერდები მიიღებენ შეტყობინებას თქვენ მიერ მათი გვერდის მოწონების შესახებ და შესაძლოა, თქვენი გვერდიც შეამოწმონ და უფრო მეტიც, მათაც გამოიწერონ თქვენი არხი.

თქვენს ბიზნეს გვერდს პერსონალურისგან განსხვავებით, განაცალკევებული სიახლეების კედელი აქვს, ამიტომ თქვენ მიერ გამოწერილ ბიზნესებს თვალი შეგიძლიათ მხოლოდ ბიზნეს გვერდით მიადევნოთ. იმისათვის, რომ ყველა მოწონებული გვერდის კონტენტს გაეცნოთ, მონიშნეთ თქვენი გვერდი და შემდეგ news feed მარცხენა მენიუდან. თუ ჯერ არ მოგიწონებიათ რომელიმე გვერდი, მაშინ ფეისბუქი ავტომატურად გირჩევთ ზოგიერთ მათგანს.

გადახედეთ თქვენს პარამეტრებს

ფეისბუქ გვერდის პარამეტრები საშუალებას გაძლევთ საკმაოდ დეტალურად მართოთ ის - ვის შეუძლია გვერდის ადმინისტრირება, სად გამოჩნდეს თქვენი პოსტები, რომელი სიტყვები აიკრძალოს... ასევე შეგიძლიათ, ნახოთ ადამიანები და გვერდები, რომლებმაც თქვენი გვერდი მოიწონეს და აკონტროლოთ მიღებული შეტყობინებები.

შეხედეთ პარამეტრების სექციას, როგორც კულისებს მიღმა სამართავ საშუალებას. დაუთმეთ რამდენიმე წუთი მის სრულად გაცნობას და დარწმუნდით, რომ ის მაქსიმალურად მორგებულია თქვენს გვერდსა და სურვილზე. ამისათვის უბრალოდ გადადით პარამეტრებში გვერდის მართვის პანელიდან.

უფრო მეტი კონტროლისთვის იმაზე, თუ ვინ გაუწევს გვერდს ადმინისტრირებას და როგორი იქნება ამ ადამიანის(ების) როლი, სცადეთ ფეისბუქის ბიზნეს მენეჯერის გამოყენებაც.

ისწავლეთ გვერდის ანალიტიკური მონაცემებიდან

რაც უფრო მეტი ინფორმაცია გაქვთ თქვენს აუდიტორიაზე, მით უფრო მეტი და ხარისხიანი კონტენტის შექმნა შეგიძლიათ მათთვის.

ფეისბუქის გვერდის ანალიტიკური მონაცემები ძალიან მარტივს ხდის მონაცემების შეგროვებას იმის შესახებ, თუ როგორია თქვენი გამომწერების ჩართულობა გვერდისა და კონტენტის მიმართ. ამ მონაცემების სანახავად, გადადით Insights-ზე გვერდის მართვის მენიუდან.

 

Insights გაძლევთ ინფორმაციას თქვენი გვერდის საერთო პერფორმანსზე, მათ შორის აუდიტორიის დემოგრაფიული და სხვა ელემენტების შესახებ. შეგიძლიათ, თავისუფლად ნახოთ, თუ რამდენი ადამიანი ნახულობს თქვენს კონტენტს. ასევე ნახავთ რამდენ კომენტარს, გაზიარებას აგროვებს თქვენი პოსტი და როგორი გამოხმაურება მოჰყვება მას, რაც გეხმარებათ სამომავლოდ კონტენტის წარმოების დაგეგვმაში.

ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ამ მონაცემებისა არის იმის ნახვის შესაძლებლობა, თუ რამდენმა ადამიანმა გამოიყენა თქვენი CTA ღილაკი, გადავიდა ვებ-გვერდზე, დაგირეკათ ან ნახა თქვენი მისამართი. ეს მონაცემები დახარისხებულია დემოგრაფიის - სქესის, ასაკის, ქვეყნის, ქალაქისა და გამოყენებული მოწყობილობების მიხედვით. ამ ინფორმაციის სანახავად გვერდის მართვის მენიუდან გადადით Actions on Page”-ზე.

დაუკავშირეთ თქვენი ფეისბუქ გვერდი სხვა სოციალურ ქსელებსა და ვებ-გვერდებს

ბექლინკები გეხმარებათ თქვენი ბიზნესის ფეისბუქ გვერდის სანდოობისა და ავტორიტეტის გამყარებაში და შესაძლოა, თქვენი საძიებო შედეგების რეიტინგზეც დადებითად იმოქმედოს. ისინი ასევე გეხმარებათ პოტენციური გამომწერების მოზიდვაში.

დაურთეთ თქვენი ფეისბუქ გვერდის ბმული ბლოგ-პოსტის დასასრულს ან ნებისმიერ ადგილას, სადაც მისი გამოყენება მიზანშეწონილი იქნება. გარდა ამისა, როდესაც მათთან ითანამშრომლებთ, მოუწოდეთ სხვა კომპანიებსა და ბლოგერებსაც იმავეს გაკეთებისკენ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ მუშაობს Facebook ალგორითმი 2021 წელს

რა არის Facebook Pixel და როგორ ჩავაშენოთ ის ჩვენს ვებ-გვერდზე

ფეისბუქის სარეკლამო კამპანიის 11 დანიშნულება და მათი გამოყენება