6 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ფეისბუქზე რეკლამირებისას

ივლისი 19, 2021

6 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ფეისბუქზე რეკლამირებისას

ფეისბუქზე რეკლამის გამოქვეყნებისას, რა თქმა უნდა, თქვენი მთავარი მიზანი შედეგების მიღებაა, თანაც სწრაფად. მაგრამ რას აკეთებთ, როდესაც თანხებს ხარჯავთ, თუმცა სასურველ გაყიდვებს ისე სწრაფად ვერ იღებთ, როგორც წარმოგედგინათ?

წარმოგიდგენიათ, რომ გამოკითხულ მარკეტოლოგთა 40% საკუთარი სარეკლამო ბიუჯეტის 20%-ს ყოველთვიურად ფლანგავს?

ასეთი ტიპის სტატისტიკები და მონაცემები შესაძლოა შემაშფოთებელი იყოს, თუმცა სარეკლამო ხარჯების უაზროდ გაფლანგვის თავიდან არიდება სავსებით შესაძლებელია.

სტატიაში სწორედ იმ სარეკლამო შეცდომებს განვიხილავთ, რომლებსაც მარკეტოლოგები და დამწყები ბიზნესები ფეისბუქის გამოყენებისას უშვებენ.

თუ ფასიანი სარეკლამო კამპანია წამოიწყეთ და ერთხელ მაინც სასურველი შედეგი ვერ მიიღეთ, მაშინ განაგრძეთ სტატიის კითხვა.

6 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ფეისბუქის რეკლამის გამოყენებისას

  1. ცვლილებების ხშირად შეტანა
  2. ბიუჯეტის ძალიან ვიწრო განაწილება
  3. ფეისბუქს გარეთ არსებული ძაბრის დავიწყება
  4. მნახველების ისეთ ლენდინგ გვერდზე/საიტზე გადაყვანა, რომელიც გამართულად არ ფუნქციორებს
  5. ძალიან დიდი აუდიტორიის თარგეთირება
  6. ახალი აუდიტორიების მოსაძებნად მხოლოდ ფეისბუქის თარგეთირების გამოყენება

შეცდომა #1: ცვლილებების ხშირად შეტანა

ფეისბუქის სარეკლამო შეცდომების სიაში პირველ ადგილას სწორედ მარკეტოლოგების ეს ქმედება მოხვდა - ძალიან ხშირი ცვლილებები რეკლამაში.

ფეისბუქზე რეკლამის გამოქვეყნებისას, რა თქმა უნდა, თქვენი მთავარი მიზანი შედეგების მიღებაა, თანაც სწრაფად. მაგრამ რას აკეთებთ, როდესაც თანხებს ხარჯავთ, თუმცა სასურველ გაყიდვებს ისე სწრაფად ვერ იღებთ, როგორც წარმოგედგინათ?

შესაძლოა, რაიმე ცვლილების შეტანა მოგინდეთ თქვენს რეკლამაში და ეს შეიძლება ყოველდღიურად მოხდეს, სანამ რაიმე შედეგს არ დაინახავთ.

მაგრამ ეს ასე არ არის.

ყველას გვსურს დართსის იქამდე სროლა, სანამ მიზანში არ მოვარტყამთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს სურვილი გამართლებული სულაც არ არის, რადგან ჩვენ დართსს არ ვთამაშობთ.

თქვენს რეკლამას, როგორც არ უნდა ჟღერდეს ეს, სჭირდება დრო, რათა ფეისბუქის ალგორითმმა შეისწავლოს აუდიტორია და გააანალიზოს შედეგზე ორიენტირებული გავრცელების გზები. ნებისმიერი ცვლილება კი ამ პროცესს კიდევ უფრო ახანგრძლივებს.

რამდენი ხნით? ეს უკვე თქვენს ბიზნესზეა დამოკიდებული. შესაძლოა კვირები მოგიწიოთ რეკლამის გაშვება, რათა რეალურად ნახოთ, რა შედეგის მომტანია ის. ეს პერიოდი კი სასწავლო ფაზად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

თუ თქვენი რეკლამა სწორედ სწავლის პროცესშია, გირჩევთ, რომ ის ცვლილებების გარეშე დატოვოთ სანამ ამ ეტაპს არ გაივლის.

სასწავლო ფაზა თქვენი მეგობარია. როდესაც რეკლამას ამ ეტაპზე ტოვებთ, ფეისბუქის ალგორითმს საშუალება აქვს შეისწავლოს:

  • საუკეთესო აუდიტორია თარგეთირებისთვის
  • საუკეთესო დრო რეკლამის ჩვენებისთვის
  • სად გამოაჩინოს რეკლამა
  • რეკლამის რომელი კრეატიული ვერსიაა საუკეთესო შედეგის მომტანი

ნებისმიერი სახის ცვლილება, რომელსაც შეიტანთ, გავლენას ახდენს რეკლამაზე და ახანგრძლივებს სწავლების პროცესს.

რასაკვირველია, ამგვარი ქმედებები თქვენს სარეკლამო ხარჯებსაც გაზრდის და სამომავლო პერფორმანსსაც დააზარალებს. ამიტომ მიეცით რეკლამას საშუალება, შეასრულოს საკუთარი საქმე სწავლების ეტაპიდან გამოსვლის შემდეგ, დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე - მანამ, სანამ რაიმე ცვლილებას შეიტანდეთ. ამგვარად, რეკლამის რეალური პოტენციალის შეფასებას შეძლებთ.

შეცდომა #2: ბიუჯეტის ვიწრო განაწილება

შემდეგი სარეკლამო შეცდომა ჩვენს სიაში ეხება იმას, რაც ყველაზე მეტად გვადარდებს - ბიუჯეტი!

ბიუჯეტი მარკეტინგის ყველაზე შემაშფოთებელი ნაწილი შეიძლება იყოს. ეს კი განსაკუთრებით ჭეშმარიტია იმ მცირე ბიზნესებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ ათასობით და ათი ათასობით დოლარის ოდენობის სარეკლამო ბიუჯეტი.

საბედნიეროდ, თქვენ არ გჭირდებათ ათი ათასობით დოლარის დახარჯვა ყოველდღიურად იმისათვის, რომ ფეისბუქის რეკლამით წარმატებას მიაღწიოთ.

უბრალოდ საჭიროა, რომ თქვენი მცირე ბიუჯეტიც კი გონივრულად გამოიყენოთ. ყოველთვიურად $500-მდე დოლარიც კი საკმარისია ბიუჯეტის სწორად გამოყენებისთვის.

როდესაც სარეკლამო ბიუჯეტს Facebook Ads Manager-დან უთითებთ, შეგიძლიათ სარეკლამო ხარჯები როგორც კამპანიის, ასევე სარეკლამო დონიდანაც განსაზღვროთ.

თუ კამპანიის ბიუჯეტს ირჩევთ, მაშინ გარკვეული ლიმიტიც უნდა დააწესოთ და შემდეგ ფეისბუქი გამოიყენებს ბიუჯეტის ოპტიმიზაციას იმისათვის, რომ გადაწყვიტოს, სად და როგორ დახარჯოს ეს თანხები საუკეთესო შედეგის მისაღებად.

სარეკლამო კამპანიის შექმნისას კამპანიის ბიუჯეტის ოპტიმიზაციის დაყენება შემდეგნაირად არის შესაძლებელი:

  1. მონიშნეთ კამპანიის ბიუჯეტის ოპტიმიზაციის ღილაკი
  2. აირჩიეთ ბიუჯეტის ტიპი - ყოველდღიური გსურთ თუ განსაზღვრული ვადის
  3. განსაზღვრეთ ბიუჯეტის მოცულობა
  4. აირჩიეთ კამპანიის ფსონების სტრატეგია
  5. “lifetime” ბიუჯეტის გამოყენებისას შეგიძლიათ რეკლამები კონკრეტული განრიგით მართოთ. თითოეული სარეკლამო ჯგუფისთვის კონკრეტულ კალენდარს მიუთითებთ.

თუ მარტივი სარეკლამო საჭიროებები გაგაჩნიათ, კამპანიის ბიუჯეტი საკმაოდ ეფექტურად იმუშავებს. თუმცა, კამპანიის ბიუჯეტსაც აქვს თავისი ლიმიტები.

მაგალითად, თუ თქვენს ბიუჯეტს ანაწილებთ რეკლამაზე, რომელიც არსებულ ვრცელ აუდიტორიას მოიცავს და რეკლამაზე, რომელიც ახალ აუდიტორიას ათარგეთებს, მაშინ შეამჩნევთ, რომ თქვენი ბიუჯეტი არსებულ აუდიტორიაზე იხარჯება. ეს იმიტომ, რომ ფეისბუქმა იცის - არსებული აუდიტორიის კონვერსია გაცილებით იაფი იქნება.

მაგრამ ფეისბუქი არ ფიქრობს ახალი მომხმარებლის გრძელვადიან ღირებულებაზე. ასეთ შემთხვევებში, სარეკლამო ჯგუფის ბიუჯეტის ოპტიმიზაცია თქვენი საუკეთესო მეგობარი იქნება.

თქვენ შეგიძლიათ, ზუსტად გააკონტროლოთ რამდენ ფულს დახარჯავთ თითოეულ სარეკლამო ჯგუფზე და ამგვარად, იმუშავებთ გრძელვადიან და „ცივ“ აუდიტორიებზეც.

შეცდომა #3: ფეისბუქს გარეთ არსებული ძაბრის დავიწყება

რეკლამაში ფულს იმისათვის ვიხდით, რომ ხალხი ჩვენს ბიზნესამდე მოვიყვანოთ, მართალია?

როდესაც რეკლამირებისთვის სოციალურ მედიას მივმართავთ, ჩვენ უსაზღვრო შესაძლებლობა გვაქვს, მივწვდეთ ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს გარშემო.

თუმცა, ამ პროცესში თქვენ კონკურენციის გაწევა ყველა სხვა დანარჩენ მოვლენასთან გიწევთ. მოვლენასთან, რაც მათ სიახლეების კედელზე ხდება - მიმდინარე მოვლენები, ოჯახური სიახლეები, სახალისო ვიდეოები.

შეიძლება იფიქროთ, არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ მომხარებელი ყველა ამ ყურადღების გამფანტველ რამეს მოვაცილოთ. დიახ, არსებობს და ეს თქვენც შეგიძლიათ. სწორედ ამისთვის არის ფეისბუქს გარეთ არსებული ძაბრი.

როდესაც ვინმე თქვენს რეკლამაზე აკლიკებს, ისინი საკუთარ განზრახვას გიჩვენებენ.

შესაძლოა პროდუქტი იყიდონ, შესაძლოა არა, მაგრამ თუ თქვენ არ ეცდებით მათთან დაკავშირებას და ყურადღების მიქცევას, ამას ვერც ვერასდროს გაიგებთ.

როგორ დავრწმუნდეთ, რომ მომხმარებელს არ ვკარგავთ?

  • ააგეთ „ძაბრი“ თქვენს ლენდინგ გვერდზე, მაგალითად მეილით რეგისტრაცია ან ჩათ-ბოქსი.
  • შექმენით მხოლოდ წევრებისთვის განკუთვნილი სივრცე თქვენს საიტზე
  • შექმენით სოციუმი, ჯგუფი ან რაიმე ღონისძიება.

მართალია, თითოეულ მომხმარებელს ვერ მოიზიდავთ, მაგრამ ისეთ ადამიანებს მაინც მოიკრებთ გარშემო, ვისაც მაღალი გაზრახვა და სურვილი გააჩნიათ.

შექმენით რაც შეიძლება მეტი შეხების წერტილი (touchpoint) თქვენი მომხმარებლების საჭიროებებიდან გამომდინარე.

ეს შეიძლება იყოს 15 სერიიანი კამპანია ან უბრალოდ უფასო ჯგუფი. მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ის, გამოიყენეთ ეს არხი მომხმარებლებთან რეგულარულად დასაკავშირებლად და ნდობის ასამაღლებლად, თქვენი ცოდნის წარმოსაჩენად და დასახმარებლად.

შეცდომა #4: მნახველების ისეთ ლენდინგ გვერდზე/საიტზე გადაყვანა, რომელიც დაზიანებულია

დავუშვათ, მიიქციეთ მომხმარებლის ყურადღება მიმზიდველი რეკლამით და მათი კლიკიც დაიმსახურეთ.

გილოცავთ, ესეც სასიხარულოა, მაგრამ ეს ყველაფერი არაა. და ეს სწორედ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა, რომელსაც მარკეტოლოგები უშვებენ.

მართალია, მომხმარებელი საიტზე გადმოიყვანეთ, მაგრამ ახლა საჭიროა მათი რეგისტრაციაც მოიპოვოთ, უბიძგოთ პროდუქტის შესყიდვისკენ ან რაიმე თქვენთვის სასურველი ქმედებისკენ.

თუ მომხმარებელი გადმოდის თქვენს ლენდინგ გვერდზე, მაგრამ სასურველი ქმედებით არ ამთავრებს მის მოგზაურობას, მაშინ რაღაც აუცილებლად იქნება გამოსასწორებელი.

თქვენი ლენდინგ გვერდი:

  • უნდა იტვირთებოდეს სწრაფად და გააჩნდეს მაღალი ხარისხის სურათები, ვიდეოები და დიზაინი.
  • პირდაპირ კავშირში უნდა იყოს რეკლამასთან.
  • მარტივად სანავიგაციო უნდა იყოს.
  • უნდა შეიცავდეს აშკარა და ნათელ CTA (მოწოდება ქმედებისკენ) ღილაკს, მაგალითად ყიდვა, რეგისტრაცია, გაწევრიანება.
  • უნდა იყოს ფოკუსირებული. შესაძლოა, კომპანია ძალიან ბევრ კარგ პროდუქციას/მომსახურებას სთავაზობდეს მომხმარებელს, მაგრამ ეს ლენდინგ გვერდი რეკლამის შესაბამისად კონკრეტულზე უნდა იყოს ორიენტირებული.

როგორი საუკეთსოც არ უნდა იყოს თქვენი რეკლამა, ის სასურველ შედეგებს ვერ მოგიტანთ, თუ ლენდინგ გვერდი გაუმართავი და რეკლამისთვის შეუფერებელი იქნება.

შეცდომა #5: ძალიან დიდი აუდიტორიის თარგეთირება

აუდიტორიის თარგეთირება შესაძლოა, საკმაოდ მარტივი და სწორხაზოვანი ჩანდეს, მაგრამ აქ შეცდომის დაშვება ძალიან მარტივია.

შეიძლება იფიქროთ: „ავირჩევ 100 მილიონ ადამიანს, ვისაც მოსწონს „ქუდები“ და 200 მილიონს, ვისაც მოსწონს „ზაფხული“ და ასე გავყიდი ჩემს საზაფხულო ქუდებს.“

მაგრამ ძირითადად ყველაფერი ასე მარტივად არ ხდება.

შესაძლოა, მართლაც გაყიდოთ თქვენი ქუდები, მაგრამ ამისათვის დიდი რაოდენობით თანხებიც დახარჯოთ და მოგებაზეც ვერ გახვიდეთ.

თქვენი მიზანი აუდიტორიის თარგეთირებისას მათი მაქსიმალურად შევიწროვება უნდა იყოს (მაგრამ არა ზედმეტად).

თუ ნულიდან იწყებთ, ასეთ შემთხვევაში ცივი აუდიტორიიდან უნდა დაიწყოთ (ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ იცნობენ ჯერ თქვენს ბიზნესს).

თქვენ აუდიტორიას დაათარგეთებთ ასაკის, ადგილმდებარეობის, ინტერესებისა და ქცევების მიხედვით. თუ უკვე არსებულ ბიზნესს ფლობთ, რომელიც უბრალოდ ფეისბუქის რეკლამირებაში დგამს პირველ ნაბიჯებს, სულ ნულიდან დაწყება არ მოგიწევთ.

თქვენ შეგიძლიათ, მომხმარებელთა ბაზა შეიყვანოთ თქვენს სისტემაში და დაათარგეთოთ ის ადამიანები, ვინც ამ სიაში არიან და ასევე მათი მსგავსი აუდიტორიებიც.

შესაძლოა იფიქროთ, რომ ეს იდეალურია არსებული ბიზნესებისთვის, რომლებსაც უკვე გააჩნიათ სტაბილურ მომხმარებელთა ბაზა. მაგრამ რა უნდა ქნან ახალმა ბიზნესებმა?

ფეისბუქს შესანიშნავი ხელსაწყო გააჩნია ასეთი კომპანიებისთვის და ის სრულიად უფასოა. Audience Insights - აუდიტორიის მონაცემები არის ჩვენი გზამკლევი საჭირო მომხმარებლების მოსაძებნად.

ჩაწერეთ აუდიტორიისთვის ის დემოგრაფიული მახასიათებლები, ინტერესები, ქცევები, საცხოვრებელი ადგილი და შეძლებთ, ეს აუდიტორია შეადაროთ ყველას, სრულიად ფეისბუქზე.

საწყისი თარგეთირებისთვის სწორედ ამ ინფორმაციას გამოიყენებთ.

გვერდის მოწონებების გრაფა ნათლად გვანახებს, თუ სად ატარებს ჩვენი აუდიტორია ყველაზე მეტ დროს ონლაინ სივრცეში. ძალიან კარგი იქნება, თუ ონლაინ სივრცეში ისე იცხოვრებთ, მოიქცევით, როგორც თქვენი იდეალური მომხმარებელი - გამოიწერეთ ის გვერდები, რომლებსაც ისინი მიჰყვებიან და ეწვიეთ იმ საიტებს, რომლებიც მათ უყვართ.

შეცდომა #6: ახალი აუდიტორიების მოსაძებნად მხოლოდ ფეისბუქის თარგეთირების გამოყენება

ფეისბუქის რეკლამირებისას დაშვებული ბოლო შეცდომის დროც მოვიდა. გახსოვთ, აღვნიშნეთ, რომ აუდიტორიის თარგეთირება მნიშვნელოვანია და ამ დროს შეცდომის დაშვება მარტივია?

ფეისბუქის პლატფომაში ჩაშენებული თარგეთირება ძალიან ეფექტურია,განსაკუთრებით, თუ ახლად დაწყებული ბიზნესი გაქვთ.

თუმცა, დროთა განმავლობაში საჭიროა, რომ თქვენი პერსონალიზებული აუდიტორიებიც - Custom Audiences შექმნათ.

პერსონალიზებულ აუდიტორიებში შეგიძლიათ ისეთი მომხმარებლებიც შეიყვანოთ, რომლებსაც უკვე ახასიათებთ გარკვეული ჩართულობა თქვენი ბრენდის მიმართ. გარდა ამისა, მისი გამოყენება არსებული აუდიტორიების მსგავსი აუდიტორიების შესაქმნელადაც შეიძლება.

ამ კატეგორიაში ისეთი ადამიანები შედიან, ვისაც თქვენს ბიზნესთან შეხება არ ჰქონია, თუმცა თქვენი არსებული მომხმარებლების მსგავსი ინტერესები აქვთ გამოხატული სოციალურ ქსელში.

პერსონალიზებული აუდიტორიის შექმნა რამდენიმე გზით არის შესაძლებელი:

ვებ-გვერდის აქტივობა

ფეისბუქი ინფორმაციას მასში ჩაშენებული პიქსელის მეშვეობით სწავლობს და აგროვებს. ამ ინფორმაციას კი სწორედ თქვენთვის საჭირო აუდიტორიების მოსაძებნად იყენებს. პიქსელი გეხმარებათ, რომ თქვენი მომხმარებლის აქტივობას დააკვირდეთ საიტზეც და ფეისბუქზეც.

აქ შეგიძლიათ, ძალიან სპეციფიკური და კონკრეტული იყოთ და დაათარგეთოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც ეწვივნენ თქვენს საიტს ან თუნდაც, კონკრეტულ გვერდს თქვენს საიტზე.

ასევე შესაძლებელია ისეთი ადამიანების თარგეთირება, რომლებმაც ნახეს თქვენი პროდუქცია, თუმცა ის არ შეუძენიათ.

აპლიკაციის აქტივობა

ვებ-გვერდის აქტივობის მსგავსად, აპლიკაციის აქტივობის გამოყენება დააკვირდება მომხმარებლის ქმედებას აპლიკაციაში და გაიგებთ, თუ რა იწვევს მათ ჩართულობას.

ჩართულობა

როდესაც ჩართულობას ირჩევთ, თქვენ ირჩევთ იმ ადამიანებს, რომლებმაც უკვე გამოხატეს გარკვეული ინტერესი თქვენი ბიზნესის მიმართ.

ეს ჯგუფი მოიცავს იმ ადამიანებს, რომლებმაც გარკვეული ჩართულობა გამოხატეს, როგორც თქვენი ფეისბუქ, ასევე ინსტაგრამის გვერდზე, პოსტებზე ან რეკლამაზე.

ჩართულობის დროს შეგიძლიათ კონკრეტული სახეობაც მონიშნოთ:

  • გვერდის მოწონებები
  • ვიდეოს ნახვები
  • ლიდები
  • არსებული მყიდველები
  • ივენთის დამსწრეები

მომხმარებელთა ბაზის ატვირთვა

თუ თქვენ უკვე ფლობთ არსებულ მომხმარებელთა ბაზას, მაგალითად თქვენი CRM სისტემიდან ან მეილებიდან, მაშინ შეგიძლიათ ეს სია პირდაპირ ფეისბუქზეც ატვირთოთ.

ფეისბუქი ამ სიას გამოიყენებს მომხმარებლების მოსაძებნად და შემდეგ უკვე შესაძლებლობა გექნებათ, მათ მიხედვით შექმნათ მსგავსი აუდიტორია იმ ადამიანებისა, რომლებსაც იგივე მახასიათებლები და ინტერესები გააჩნიათ.

ასე იქმნება პერსონალიზებული აუდიტორიები ფეისბუქზე:

  1. აუდიტორიის სექციაში, პერსონალიზებული აუდიტორიების ქვევით მონიშნეთ ახლის შექმნა - „Create New”.
  2. აირჩიეთ “Custom Audience” ჩამონათვალიდან.
  3. მიუთითეთ წყარო. მაგალითად მეილების სია.
  4. შეიყვანეთ კრიტერიუმები თქვენი სარეკლამო ჯგუფისთვის.
  5. მიანიჭეთ სახელი ახალ აუდიტორიას.
  6. დააწექით აუდიტორიის შექმნას
  7. დაადასტურეთ.

დაემშვიდობეთ ფეისბუქის სარეკლამო შეცდომებს

სტატიის განმავლობაში თქვენ გაეცანით იმ სარეკლამო შეცდომებს, რომლებსაც მარკეტოლოგები ყველაზე ხშირად უშვებენ ფეისბუქის გამოყენებისას.

ნუ იქნებით იმედგაცრუებული, თუ თქვენც დაგიშვიათ მსგავსი შეცდომები კამპანიის მართვისას. ეს ხანგრძლივი სწავლის პროცესია.

თითოეული კამპანიის მართვისას რაიმე ახალს ისწავლით და ახალ მიდგომებსაც აითვისებთ. ყველაზე მნიშნველოვანია ის, რომ ცვლილებების კეთება, დაკვირვება და შედეგების შეფასება არ შეწყვიტოთ.

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, რომ სარეკლამო ხარჯების ფლანგვა და სწავლის პროცესი თავიდან აირიდოთ, მაშინ უბრალოდ ამ საქმის ექსპერტებს მიმართეთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ გამოვითვალოთ მომხმარებლის ჩართულობის კოეფიციენტი

ფეისბუქის სარეკლამო კამპანიის 11 დანიშნულება და მათი გამოყენება

რამ შეიძლება გამოიწვიოს რეკლამის უარყოფა ფეისბუქზე