ინსტაგრამის სარეკლამო თარგეთირება: 8 ღირებული აუდიტორია

ივლისი 08, 2021

ინსტაგრამის სარეკლამო თარგეთირება: 8 ღირებული აუდიტორია

ინსტაგრამის რეკლამირების თარგეთირების დახვეწისთვის პირველ საფეხურს თქვენი აუდიტორიის ცნობადობის ხარისხის გააზრება წარმოადგენს.

გსურთ ხარისხიანი აუდიტორიების თარგეთირება ინსტაგრამის რეკლამების საშუალებით? ეძებთ ახალ იდეებს?

სტატიის განმავლობაში გაეცნობით რვა ღირებულ აუდიტორიას ინსტაგრამისთვის და გაიგებთ, როგორ შეგიძლიათ მათი გამოყენება თქვენს კამპანიებში.

რატომ უნდა იცოდეთ თქვენი აუდიტორიის ცნობადობის დონე?

ინსტაგრამის რეკლამირების თარგეთირების დახვეწისთვის პირველ საფეხურს თქვენი აუდიტორიის ცნობადობის ხარისხის გააზრება წარმოადგენს. პირველად ესმით მათ თქვენი ბრენდის შესახებ? თუ უკვე ლოიალური მომხმარებლები არიან?

თქვენი სამიზნე აუდიტორია ამ ჯგუფებიდან ერთ-ერთს უნდა მიეკუთვნებოდეს:

(TOFU) ძაბრის სათავე

ამ ჯგუფში შემავალმა პოტენციურმა მომხმარებლებმა თქვენ შესახებ ცოტა რამ იციან და შესაძლოა, თქვენს კონტენტთან შეხება სულაც არ ჰქონიათ. შესაძლოა, პირველადაც კი იგებდნენ თქვენი არსებობის შესახებ. დემოგრაფიაზე, ინტერესებზე და ქცევაზე დამყარებული თარგეთირება ხშირად საუკეთესოდ მუშაობს ამ ჯგუფის მომხმარებლებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აუდიტორიას შესაბამის ინსტაგრამის სარეკლამო დანიშნულებასაც უთავსებთ.

(MOFU) ძაბრის შუა ნაწილი

ინსტაგრამის ასეთმა მომხმარებლებმა უკვე იციან თქვენი ბრენდის შესახებ, მაგრამ უფრო მეტი ინფორმაცია სჭირდებათ თქვენი სერვისების შესახებ, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ. ისინი უკვე დაუკავშირდნენ თქვენს ბრენდს, შეიძლება ვიდეოს უყურეს, შეინახეს პოსტი ან გადმოვიდნენ თქვენს საიტზე. რემარკეტინგისა და განხილვის დანიშნულებებით წარმატებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ამ ადამიანებს.

(BOFU) ძაბრის ბოლო

ამ ჯგუფში შემავალ მომხმარებლებს ძირითადად უკვე აქვთ ყიდვის გადაწყვეტილება მიღებული ან მზად არიან, თქვენი სერვისი მიიღონ. მათ უბრალოდ მცირედი ბიძგი სჭირდებათ. მომხმარებლები, რომლებმაც უკვე მიიღეს რაიმე გადაწყვეტილება - მაგალითად, შეავსეს ლიდების ფორმა - იდეალური კანდიდატები არიან ამ ტიპის აუდიტორიისთვის, განსაკუთრებით კონვერსიის დანიშნულების გამოყენებისას.

მას შემდეგ, რაც გეცოდინებათ, როგორ შეძლოთ ამ ჯგუფების თარგეთირება ეფექტურად, შეძლებთ წარმატებული სარეკლამო კამპანიაც შექმნათ. ამის შემდეგ, მუდმივად შეძლებთ ადამიანების დამატებას ძაბრის სათავეში და მათ გაძღოლას ბოლომდე.

ახლა, როდესაც უკვე გაქვთ იდეა ცნობადობის სხვადასხვა დონეების შესახებ, გავეცნოთ, როგორ შეგიძლიათ შექმნათ აუდიტორიები თქვენი ბიზნესისთვის. პირველ რიგში, გადადით Facebook Ads Manager-ში და დაიწყეთ ახალი სარეკლამო კამპანიის შექმნა ინსტაგრამზე განთავსებით. შემდეგ კი მიჰყე საფეხურებს ოპტიმალური აუდიტორიისა და სარეკლამო წყობის შესაქმნელად.

#1: შენახული აუდიტორიები

როდესაც პირველად დაიწყებთ ძაბრის სათავეში მყოფი პოტენციური მომხმარებლებისთვის რეკლამირებას, შესაძლოა, ბევრი მონაცემები არ გაგაჩნდეთ. ბუნებრივია, ისინი ბრენდისთვის ახლები არიან და შეიძლება თქვენს საიტს ჯერ არც სწვევიან, არ უნახავთ ვიდეო ან არ გამოუგზავნიათ თქვენთვის შეტყობინება.

ამიტომაც, მყიდველის პერსონის შექმნა დასაწყისისთვის იდეალური იქნება. ამ მონაცემების გამოყენება შეგიძლიათ შენახული აუდიტორიების (saved audience) შესაქმნელადაც, რომელშიც შემდეგი პარამეტრები იქნება თავმოყრილი:

  • ადგილმდებარეობა
  • ასაკი
  • სქესი
  • ენა

შენახულ აუდიტორიებში შესაძლოა ფართო ინტერესები, ქცევები და სხვა ფაქტორები ერთიანდებოდეს. მაგალითად, თქვენი B2B ბიზნესი შესაძლოა მცირე ბიზნესების მფლობელებს ან კონკრეტული ორგანიზაციის დასაქმებულებს ათარგეთებდეს. ანალოგიურად, თქვენი B2C კომპანია შესაძლოა სახლის მფლობელებს ან ადგილობრივ მოსახლეობას აერთიანებდეს.

შენახული აუდიტორიები შესანიშნავია რიჩის კამპანიებისთვისაც. ამ აუდიტორიებისა და კამპანიის დანიშნულების შეთავსებით შეგიძლიათ, ძაბრის სათავეში არსებულ უამრავ ადამიანს მისწვდეთ, გაუძღვეთ მათ ძაბრის ბოლომდე და აქციოთ ისინი მომხმარებლებად.

#2: ინსტაგრამის ანგარიშზე დაფუძნებული პერსონალიზებული აუდიტორიები

თქვენი ინსტაგრამის ანგარიში შესანიშნავი წყარო შეიძლება იყოს მონაცემებისთვის, განურჩევლად ძაბრის ეტაპებისა. მიუხედავად იმისა, რომ ძაბრის სათავეში მყოფი ადამიანები ყველაზე მეტი ღირებულების მომტანები არიან, დანარჩენი ჯგუფების თარგეთირებასაც შეუძლია, დრო და დრო დიდი ფასეულობა შესძინოს თქვენს ბიზნესს.

არსებობს რამდენიმე გზა თითოეული ცნობადობის დონის რემარკეტინგისთვის:

  • TOFU: დაათარგეთოთ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ეწვია თქვენი ინსტაგრამის პროფილს. ამ მომხმარებლებს უკვე სმენიათ თქვენი ბრენდის შესახებ, მგარამ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია ბიზნესის სერიოზულად განხილვისთვის. ბრენდის ცნობადობის კამპანიით შესაძლებელია მათთვის თქვენი სერვისებისა და პროდუქციის გაცნობა.
  • MOFU: დაათარგეთოთ ადამიანები, ვისაც უკვე ჰქონია შეხება თქვენს ბიზნესთან, პოსტთან ან რეკლამასთან. მათ უკვე მოიწონეს თქვენი გვერდი, დააკომენტარეს პოსტზე ან გადააზიარეს თქვენი კონტენტი - რაც ნიშნავს, რომ თქვენი ბიზნესის შესახებ ისინი უკვე ფიქრობენ. განხილვის რეკლამის წყალობით დაეხმარებით მათ შემდეგ საფეხურზე გადასვლაში.
  • BOFU: დაათარგეთოთ გამომწერები, რომლებმაც უკვე გამოგიგზავნეს შეტყობინება ინსტაგრამზე ან შეინახეს თქვენი პოსტი. ასეთ პოტენციურ მომხმარებლებს აქვთ შესყიდვის განზრახვა და კონვერსიის რეკლამა მათ საბოლოო გადაწყვეტილების ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

#3: ვიდეოზე დაფუძნებული პერსონალიზებული აუდიტორიები

ინსტაგრამზე მიმზიდველი ვიდეო კონტენტით გამოირჩევით? იმ მომხმარებელთა რეთარგეთირება, რომლებმაც თქვენი ვიდეო ნახეს, საკმაოდ გონივრული გზა იქნება მათი გადაწყვეტილების დასაჩქარებლად. ამ ტიპის კამპანიის ფარგლებში, შეგიძლიათ საკმაოდ დეტალურად მართოთ პროცესები.

ძაბრის სათავეში მყოფი აუდიტორიისთვის შეგიძლიათ მონიშნოთ ის ადამიანები, რომლებსაც დაბალი ჩართულობა ახასიათებთ. მაგალითად, პოტენციური მომხმარებლები, რომლებმაც ვიდეოს სულ მცირე 3 წამი უყურეს ან ნახეს ვიდეოს 25%. განიხილეთ ამ რეკლამის აუდიტორიის გამოყენება ტრაფიკის დანიშნულებისთვისაც, რომლის საშუალებითაც მათ ინფორმაციულ ბლოგ-პოსტზე გადაამისამართებდით.

ძაბრის შუაში მყოფი აუდიტორიისთვის კი დაათარგეთეთ ის ადამიანები, რომლებსაც შედარებით მაღალი ჩართულობა აქვთ - ადამიანები, რომლებმაც დაასრულეს ვიდეოს ნახვა ან უყურეს სულ მცირე 50%-ს. თუ ამ აუდიტორიას ტრაფიკის დანიშნულებასთან ერთადაც გამოიყენებთ, მაშინ შეძლებთ, ისინი თქვენი საიტის კონკრეტულ გვერდზე გადაიყვანოთ. მაგალითად იქ, სადაც თქვენი ბრენდის ყველაზე მსხვილ კონკურენტთან შედარება ხდება.

#4: ვებ-გვერდის მნახველების პერსონალიზებული აუდიტორია

თუ თქვენს საიტზე საგრძნობლად დიდ ტრაფიკს იღებთ, მაშინ შეგიძლიათ, ეს ანალიტიკა თქვენს სასარგებლოდაც გამოიყენოთ. თქვენ შეგიძლიათ, ყველა საიტის მნახველი დაათარგეთოთ, თუმცა კონკრეტული აუდიტორიისთვის რეკლამის შეთავაზება უფრო ღირებული იქნება.

საიტის მონაცემების ინსტაგრამის რეკლამისთვის გამოყენების ორი გზა არსებობს:

  • თუ თქვენი კომპანია რამდენიმე სახის მომსახურებას სთავაზობს ხალხს, მაშინ დაათარგეთეთ ის ადამიანები, რომლებმაც კონკრეტული სერვისის ან შეთავაზების გვერდი მოინახულეს. შემდეგ კი შექმენით მათთვის მიმზიდველი რეკლამა. მაგალითად, შეგიძლიათ, შექმნათ ვიდეო ნახვების სარეკლამო დანიშნულება, რათა მათ უფრო მეტი ინფორმაცია გაუზიაროთ ამ სერვისის შესახებ.
  • თქვენმა გუნდმა ახალი ბლოგი გამოაქვეყნა კონკრეტული ნიშის პოტენციური მომხმარებლებისთვის? სცადეთ ამ ბლოგის მნახველთა რეთარგეთირება უფრო რელევანტური კონტენტის სანახავად, რათა ხელი შეუწყოთ მათი მსყიდველობითი გადაწყვეტილების დაჩქარებას.

#5: საიტის ივენთებზე დამყარებული პერსონალიზებული აუდიტორიები

ინსტაგრამის რეკლამების საშუალებით ასევე შეგიძლიათ აუდიტორიების შექმნა საიტზე არსებული მოქმედებების მიხედვითაც. ამისათვის დაგჭირდებათ ფეისბუქ პიქსელისთვის სასურველი ივენთების შეყვანა, რათა მისი თრექინგი დაიწყოთ.

აირჩიეთ ისეთი ივენთი, რომელიც შესაფერისი იქნება შემდგომ აუდიტორიების რემარკეტინგისთვის. მაგალითად, შეგიძლიათ, მონიშნოთ ის ადამიანები, რომლებმაც დაასრულეს თქვენი ლიდების ივენთი კონვერსიის სარეკლამო დანიშნულებით. ვინაიდან, ეს აუდიტორია ძაბრის ბოლოს მიეკუთვნება, პოტენციური მომხმარებლები ყველაზე ახლოს არიან კონვერსიასთან და შეიძლება დიდი ღირებულებაც შემატონ თქვენს ბიზნესს.

#6: ლიდების ფორმის პერსონალიზებული აუდიტორია

თუ თქვენმა გუნდმა უკვე შექმნა ინსტაგრამის რეკლამა ლიდების ფორმის დანიშნულებით, მაშინ შეგიძლიათ, ამ მონაცემებიდან კიდევ უფრო მეტი ღირებულებაც მიიღოთ. შექმენით ინსტაგრამის სარეკლამო აუდიტორია იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ეს ლიდების ფორმა შეავსეს.

ამ მომხმარებლებთან დასაკავშირებლად ორი გზა არსებობს:

  • მონიშნოთ ხალხი, ვინც გახსნა შესავსები ფორმა, მაგრამ არ შეუვსია ის. განხილვის დანიშნულების რომელიმე ტიპით, მაგალითად მესიჯების მიზნით, შეგიძლიათ, დაიწყოთ კომუნიკაცია პოტენციურ მომხმარებლებთან. ასევე, შეგიძლიათ მოიწვიოთ ისინი უფასო საცდელ ვერსიაზე დასარეგისტრირებლად ან დაეხმაროთ რაიმე გადაწყვეტილების მიღებაში.
  • დაათარგეთოთ ის ადამიანები, ვინც შეავსო ლიდების ფორმა. შესაძლებელია, მათ უკვე დაუკავშირდით ტელეფონის ან მეილის საშუალებით. კონვერსიის რეკლამის დახმარებით მათთან დაკავშირება საშუალებას მოგცემთ თქვენი ბრენდის პოზიციონირებისთვის და ხელს შეუწყობთ პოტენციურ მომხმარებლებს, გახდნენ რეალური მყიდველები.

თუ ლიდების ფორმისგან შექმნილი აუდიტორია საკმაოდ ვრცელი აღმოჩნდა, შეგიძლიათ უფრო კონკრეტული ჯგუფებიც აირჩიოთ რეკლამირებისთვის, გამორიცხოთ კონკრეტული ჯგუფი ან პირიქით, დაამატოთ რაიმე მახასიათებლები და ინტერესები.

#7: მომხმარებელთა სიაზე დაფუძნებული პერსონალიზებული აუდიტორიები

გააჩნია თქვენს კომპანიას მომხმარებელთა მეილების სია ან გამომწერთა სია, რომლებმაც თქვენი მარკეტინგული სიახლეები გამოიწერა? ფეისბუქის Ads Manager-ში თქვენი სიის ატვირთვის შემდეგ, შეგეძლებათ მათზე მორგებული რეკლამა ინსტაგრამის საშუალებით გაუშვათ.

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მომხმარებელთა სრული სია ატვირთოთ და ის უფრო ფართო კამპანიებისთვისაც გამოიყენოთ. თუმცა, მათი სეგმენტირებით გაცილებით უფრო ღირებულ აუდიტორიებს შექმნით.

აუდიტორიების სეგმენტირებისთვის სცადეთ ეს იდეები:

  • მაღალი ჩართულობის მქონე გამომწერები: გამომწერები, რომლებიც რეგულარულად კითხულობენ ან აკლიკებენ თქვენს მეილებსა და შეტყობინებებზე, რომლებიც რეკლამის სახით უჩნდებათ მათ.
  • ხშირი მყიდველები: გამოიყენეთ კონვერსიის სარეკლამო დანიშნულება იმ მომხმარებელთა თარგეთირებისთვის, რომლებიც მუდმივად ჯავშნიან თქვენთან შეხვედრებს ან მიმდინარე შეთანხმება აქვთ სერვისის თვალსაზრისით ან ახალი შესყიდვის გაკეთება უწევთ.
  • მაღალი ღირებულების მქონე მომხმარებლები: შექმენით მორგებული კონვერსიის რეკლამები, რათა მომხმარებლებს უფრო მეტის დახარჯვისკენ უბიძგოთ, ვიდრე მათ აქამდე დახარჯეს და მუდმივად შეახსენოთ თქვენ შესახებ.

#8: მსგავსი აუდიტორიები

შენახულ და პერსონალიზებულ ადუტირიებზე რეკლამირების მორგება საკმაოდ ღირებულ შესაძლებლობებს გვთავაზობს. თარგეთირების პარამეტრები საშუალებას გაძლევთ, ისეთი ადამიანები იპოვოთ, რომლებიც თქვენი მყიდველის პერსონას ჰგვანან ან ხელახლა დაათარგეთოთ ის ადამიანები, ვინც უკვე იცნობენ თქვენს ბიზნესს. მაგრამ რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ უფრო მეტი პოტენციური მომხმარებლის მოზიდვა გსურთ ინსტაგრამის რეკლამის დახმარებით?

გახსენით მსგავსი (Lookalike) აუდიტორები - აქ შეიძლება შედიოდნენ თქვენი არსებული მომხმარებლების მსგავსი ადამიანები. პირველ რიგში, აირჩიეთ უკვე არსებული აუდიტორია ან შექმენით ახალი აუდიტორია, რომელიც ემთხვევა თქვენთვის სასურველი ჯგუფის მახასიათებლებს.

შემდეგ აირჩიეთ, თუ რამდენად მიახლოებული გსურთ, რომ იყოს ახალი აუდიტორია არსებულთან. რაც უფრო მცირეა პროცენტულობა, მით უფრო  მიახლოებული იქნება ახალი აუდიტორია არსებულთან. ვერ გადაწყვიტეთ, რა მოცულობაა საუკეთესო? შეგიძლიათ, რამდენიმე განსხვავებული მოცულობის მსგავსი აუდიტორია შექმნათ და დააკვიდეთ, რომელი მათგანი იმუშავებს უფრო ეფექტურად.

არაფერი არ გაფერხებთ იმისგან, რომ რამდენიმე ტიპის მსგავსი აუდიტორია დაამატოთ თქვენს სარეკლამო კამპანიას. რეალურად, ერთზე მეტი მსგავსი აუდიტორიისთვის რეკლამის მიწოდებას შეუძლია, გაცილებით მეტ პოტენციურ მომხმარებელთან დაგაკავშიროთ. მაგალითად, შეგიძლიათ, შექმნათ აუდიტორიები, რომლებიც თქვენი ინსტაგრამისა და ფეისბუქის გამომწერების მსგავსი ადამიანებისგან იქნება შედგენილი.

მსგავსი აუდიტორიების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ შესაძლებელია მათი მეშვეობით საკმაოდ ღირებული აუდიტორია შექმნათ. ამ ყველაფრის გაკეთება ფეისბუქ პიქსელის ივენთების დახმარებით და შემდგომ ძაბრის ბოლოს არსებული აუდიტორიების შეთავსებით შეგიძლიათ.

ინსტაგრამის რეკლამების საშუალებით შეგიძლიათ, ერთდროულად დაათარგეთოთ მსგავსი და პერსონალიზებული აუდიტორიები. მართალია, თეორიულად ეს იდეა საკმაოდ კარგია, თუმცა საჭიროა დარწმუნდეთ, რომ ორივე რეკლამა სათანადო მესიჯს გადასცემს აუდიტორიას. მათი ერთად გამოყენების დროს უნდა გაითვალისწინოთ TOFU და MOFU სარეკლამო დანიშნულებები და შემოინახოთ კონვერსიის რეკლამები უფრო ღირებული მომხმარებლებისთვის.

როგორ დავავიწროვოთ ინსტაგრამის სარეკლამო აუდიტორია?

როდესაც ბრენდის ცნობადობის გაზრდა და უფრო მეტი პოტენციური მომხმარებლის მოზიდვა გსურთ, მაშინ აუდიტორიის გაფართოება გონივრულია. მაგრამ, როდესაც უფრო დეტალური თარგეთირება ან სპეციფიკური აუდიტორიის რემარკეტინგი გჭირდებათ, საჭირო ხდება აუდიტორიის შევიწროვება, რათა საბოლოო ROI (უკუგება ინვესტიციიდან) უფრო მაღალი იყოს.

გამორიცხეთ მომხმარებლები ინსტაგრამის სარეკლამო აუდიტორიებიდან

პირველ რიგში, გამორციხეთ სარეკლამო აუდიტორიიდან ის ჯგუფები, რომელთა თარგეთირებაც არ გსურთ. მაგალითად, დავუშვათ თქვენ გეგმავთ ბრენდის ცნობადობის კამპანიას და გსურთ, იმ ადამიანების მაქსიმალურ რაოდენებოას მიაღწიოთ, ვისაც არასდროს ჰქონია თქვენს ბრენდთან შეხება. რატომ უნდა დახარჯოთ სარეკლამო ბიუჯეტი უკვე არსებულ მომხმარებლებზე?

თქვენ მარტივად შეგიძლიათ, გამორიცხოთ ის აუდიტორია, რომელიც უკვე გარკვეულწილად ჩართულია ბრენდთან. უბრალოდ დააწექით „Exclude” და აირჩიეთ შესაბამისი აუდიტორია.

შეავიწროვეთ თარგეთირებული აუდიტორიები

კიდევ ერთ ალტერნატივას წარმოადგენს აუდიტორიების შევიწვროვება, რაც დამატებითი წესების, ინტერესების ან მახასიათებლების შეყვანით ხდება. მას შემდეგ, რაც პერსონალიზებულ, მსგავს ან შენახულ აუდიტორიებს შექმნით, შეგიძლიათ, სასურველი დემოგრაფიული ან ქცევითი მახასიათებლებიც აირჩიოთ და ლოგიკრად მოარგოთ ისინი თქვენს მიზნებს.

შეაგროვეთ მონაცემები ინსტაგრამის სარეკლამო რეპორტებიდან

არ ხართ დარწმუნებული, როგორ გსურთ აუდიტორიების ოპტიმიზაცია? მას შემდეგ, რაც ინსტაგრამის სარელამო კამპანიის მართვას დაიწყებთ, შესაძლებლობა გექნებათ, დეტალურ მონაცემებსაც გაეცნოთ. ძირითად შემთხვევებში მარტივად შეძლებთ იმ კამპანიებისა და ჯგუფების იდენტიფიცირებას, რომლებსაც საუკეთესო შედეგები მოაქვს თქვენთვის.

დავუშვათ, რომ კონკრეტული დემოგრაფიის ფარგლებში, მომხმარებლებს უკვე მოაქვთ გარკვეული შემოსავლები თქვენი ბიზნესისთვის. თქვენს სარეკლამო თარგეთირებაში ამ პარამეტრების შეყვანით შეძლებთ სამომავლოდ უკეთესი შედეგებისთვის ოპტიმიზაციას.

როდესაც სარეკლამო კამპანიის გაშვების შემდეგ გსურთ აუდიტორიის შევიწროვება ან გაფართოება, კარგად დაფიქრდით აქტიური აუდიტორიების ცვლილებაზე. ძირითად შემთხვევებში, საუკეთესო გამოსავალია აქტიური სარეკლამო კამპანიის დუბლირება და საწყისის შეჩერება. ამგვარად, შეძლებთ აუდიტორიის შეცვლას და ახალი რეკლამის გამოქვეყნებას და არც საწყის ანალიტიკურ მონაცემებს დაკარგავთ.

ამავდროულად, შეძლებთ, ზუსტად გააანალიზოთ თქვენი აუდიტორიები და მაქსიმალურად დახვეწოთ ისინი თქვენი სარეკლამო კამპანიებისთვის.

შეჯამება

თუ გიჭირთ მაღალი ეფექტურობის მქონე რეკლამების შექმნა, შეეშვით ერთი და იგივე სარეკლამო კამპანიების გამოყენებას და დაიწყეთ უფრო ეფექტური სარეკლამო ძაბრის შექმნა. სარეკლამო თარგეთირების გაუმჯობესება და დახვეწა თქვენი აუდიტორიის ცნობადობის დონის გააზრებით იწყება. მას შემდეგ, რაც თქვენს აუდიტორიას კარგად გაეცნობით, შეგიძლიათ, ჩვენ მიერ განხილული რვა სარეკლამო აუდიტორია შექმნათ და გაუძღვეთ მათ ძაბრის სათავიდან საბოლოო წერტილამდე.

 

ასევე დაგაინტრესებთ:

Instagram Live Analytics: რომელ საზომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება კონტენტის გაუმჯობესებისთვის?

35 გზა ინსტაგრამ გამომწერების მოსაზიდად

საკონკურსო იდეები ინსტაგრამისთვის