media-4

როგორ აღმოვაჩინოთ ყალბი გამომწერები ინსტაგრამზე

  • 01 ივლ 2021
  • სოციალური მედია
როგორ აღმოვაჩინოთ ყალბი გამომწერები ინსტაგრამზე

ალბათ ყველამ კარგად იცის, რამდენად გავრცელებულია დღეს ინფლუენსერ მარკეტინგი და მისი როლი ზოგადად მარკეტიგნში. თუმცა, სანამ ინფლუენსერ მარკეტინგის გამოყენებას დაიწყებდეთ, შესაძლოა მისი უარყოფითი და საეჭვო მხარეებიც გაინტერესებდეთ - რაშიც მარტო სულაც არ ხართ. ბრენდების 67%-ს მაინც შეაქვს ეჭვი ინფლუენსერ მარკეტინგში, რაც გასაკვირი სულაც არ არის. მათთვის უმნიშვნელოვანესია, თავიდან აირიდონ ისეთ ინფლუენსერებთან მუშაობა, რომლებსაც ყალბი გამომწერები ჰყავთ და მოწონებებიც არარეალური გააჩნიათ. საბედნიეროდ, ყალბი გამომწერების იდენტიფიცირება შეუძლებელი უკვე აღარ არის.

წარმატებული კამპანიის შემუშავებისთვის აუცილებელია ყალბი გამომწერების აღმოჩენა. ინსტაგრამი ყველაზე პოპულარული პლატფორმაა ინფლუენსერებისთვის, ამიტომ სანამ მათთან თანამშრომლობას დაიწყებდეთ, საკმაო სიფრთხილე გმართებთ. ყალბი ინფლუენსერები შესაძლოა ძალიან ძვირად დაგიჯდეთ და თქვენი მარკეტინგული ბიუჯეტიც საგრძნობლად დაზარალდეს. ამის გამო ბრენდებს 1.3$ მილიარდიც კი დაუკარგავთ.

სწორედ ამიტომ, გვსურს გაგიზიაროთ ის რჩევები, რომლებიც წარმატებული ინფლუენსერ კამპანიის შემუშვებაში დაგეხმარებათ და გასწავლით, თუ როგორ აღმოაჩინოთ ყალბი გამომწერები უფასო ხელსაწყოებით.

როგორ გამოიყურება ყალბი ინსტაგრამის ანგარიში რეალისტურად და ბუნებრივად?

პირველ რიგში, გავიგოთ თუ როგორ ქმნიან ადამიანები ყალბ ანგარიშებს, რათა იცოდეთ თუ რას მიაქციოთ ყურადღება. შესაძლოა იფიქროთ, რომ ყალბი ანგარიშების აღმოჩენა მარტივია და ამას მათი გამომწერების მიხედვით ან მათი ბიოგრაფიისა და აღწერილობის მიხედვით მიხვდებით. თუმცა, როდესაც საქმე ყალბი ანგარიშების იდენტიფიცირებას ეხება, ძნელია განსხვავების აღმოჩენა მათსა და რეალურ ანგარიშებს შორის.

ძირითადად ეს ადამიანები შემდეგ მიდგომებს იყენებენ:

  1. პირველი ეტაპი გამომწერების ყიდვაა, ეს კი ძირითადად 3,000-5,000 გამომწერს გულისხმობს ყოველთვიურად. ამის წყალობით ისინი ძალიან მალე აღწევენ 100 000 გამომწერს.
  2. შემეგ ისინი „მოწონებების“ ჯგუფში წევრიანდებიან. ეს არის ფასიანი მომსახურება, სადაც ამ ანგარიშის თითოეული პოსტი ძალიან სწრაფად იღებს მოწონებებს რეალური პროფილებისგან. თითოეული პოსტი დაახლოებით 600-800 მოწონებას აგროვებს ისეთი ანგარიშებისგან, რომლებსაც 50 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავთ. იგივე პრინციპი ვრცელდება კომენტარებზეც.
  3. ასევე შესაძლებელია ინსტაგრამის განვითარების ბოტის გამოყენებაც სხვა სამართავ ხელსაწყოებთან ერთად. ეს სისტემა მათ ეხმარება დღეში 300-500 გამომწერის მოზიდვაში. ამ პროცესში კი მათი ანგარიშები რეალურ გამომწერებსაც მოიზიდავს, რომელთა ნაწილიც ორგანული იქნება.

თუმცა, ეს მხოლოდ მცირედი ნაწილია იმ ტექნიკებისა, რომლებითაც მომხმარებლები ათასობით ყალბ გამომწერს აგროვებენ ბიზნესების მოსატყუებლად.

რატომ არსებობს ყალბი ანგარიში?

ყველაფერი რაც ყალბი ინფლუენსერობისთვის და ფულის გამომუშავებისთვის გჭირდებათ ონლაინ სივრცეში, რამდენიმე ასეული დოლარი და ხარისხიანი ფოტოებია. ამის შემდეგ, მთავარი ამ ფულის ინვესტირებაა ყალბ გამომწერებსა და მოწონებებში. ეს ყველაფერი საკმაოდ მაცდური ხდება, მას შემდეგ, რაც ყალბი ინფლუენსერები რეალურად იწყებენ აუდიტორიის მოტყუებით ფულის გამომუშავებას. ამ საქმეში ჩასართავად ბარიერი საკმაოდ დაბალია.

როგორ დავადგინოთ ყალბი გამომწერების ვინაობები

შეამოწმეთ საიდან მოდის მათი ტრაფიკი

ბუნებრივი და რეალური ინფლუენსერები, როგორც წესი, სხვა პლატფორმებზეც ისეთივე აქტიურები არიან, როგორიც ინსტაგრამზე. თუ რომელიმე კრეატორის პროფილი შეგხვდათ ინსტაგრამზე, რომელთან მუშაობასაც ფიქრობთ, მაშინ სჯობს მათი სხვა სოციალური ქსელებიც შეამოწმოთ, მაგალითად ტიკტოკი, ფეიბუქი ან იუთუბი. ზოგიერთ ინფლუენსერს ასევე ოფიციალური საიტი ან ბლოგიც ექნება, რომელიც მის სოციალურ ქსელებთან იქნება დაკავშირებული. ამიტომ გადაამოწმეთ მათი ვებ-გვერდი და მასთან დაკავშირებული ბმულები.

ზოგადი ძებნა Google-ის საძიებო სისტემებშიც კარგი იდეაა. ყალბი ინფლუენსერისთვის საკმაოდ მარტივია ასევე ყალბი Wikipedia-ს გვერდის შექმნაც, ამიტომ საჭიროა ამ ადამიანის სხვა ინფლუენსერებთან თანამშროლობა ეძიოთ ან სცადოთ დაადგინოთ, იყენებს თუ არა ეს ადამიანი ერთსა და იმავე ფოტოებს დრო და დრო. ყველა ინფლუენსერს არ აქვს მყარი პოზიციები ინსტაგრამზე, ამიტომ მათი აქტივობების მოძიება პლატფორმის გარეთ საკმაოდ ზუსტი ინდიკატორი უნდა იყოს მათი რეალისტურობის დადგენისთვის.

სოციალური ჩართულობის ხარისხი

გადახედეთ ინფლუენსერების ბოლო პოსტებსა და კომენტარებს. მოიცავს მათი კომენტარები აზრიან კონტენტს? დაკავშირებულია ისინი წინა კომენტარებთან ან პოსტის თემატიკასთან? ან იქნებ ისინი უბრალოდ გულის ან სხვა სახის სმაილებია? თუ ამ უკანასკნელს ყველაზე ხშირად ხედავთ, მაშინ დროა, თქვენი ეჭვები მათკენ მიმართოთ.

ასევე აღსანიშნავია, რომ დიდ ანგარიშებს არ შეუძლიათ 100%-ით აღმოაჩინონ თითოეული ბოტი ან ყალბი გამომწერი, ამიტომ რაღაც დონეზე შეიძლება სპამის ნიშნები ყველგან შეგხვდეთ. მაგრამ თუ კომენტარებისა და გამოხმაურების უმეტესობა ადამიანის ხელით არის დაწერილი და არა ბოტის, მაშინ თქვენი გზა თანამშრომლობისთვის ხსნილია!

კიდევ ერთი გზა სიყალბის დასადგენად არის პოსტების კომენტარებზე დაკვირვება. უბრალოდ ამ შემთხვევაში ეცადეთ, დაადგინოთ რამდენად ეხმაურება პოსტის ავტორი რელევანტურ შეკითხვებს. მათი პასუხები და გამოხმაურება ძალიან ბევრს გეტყვით ამ პროფილის მფლობელის შესახებ.

ინსტაგრამის Story-ის საზომები

ყალბ ინფლუენსერებს ძალიან ეფექტურად შეუძლიათ კვალის დაფარვა, თანაც არაერთი გზით. მიუხედავად იმისა, რომ სთორების მნახველებზე ინფორმაცია საჯაროდ არ ჩანს, მაინც შეგიძლიათ, სთხოვოთ ამ ინფლუენსერებს, რომ მათი ბოლო სთორის მონაცემების სურათი გამოგიგზავნოთ. ასეთი ადამიანები საკუთარ დროსა და ძალისხმევას სთორის მონაცემების გაუმჯობესებას ნამდვილად არ უთმობენ.

ასევე ბევრს გეტყვით ის ფაქტიც, თუ რამდენად დიდი ინფორმაციის გაზიარებას აპირებენ ისინი თქვენთან. შეუძლიათ მათ საკუთარი ღირებულების დასამტკიცებლად შესაბამისი მონაცემებისა და საზომების შესახებ გაგიზიაროთ ინფორმაცია?

რეალურია თუ არა მათი სთორისთვის 3,000-4,000 მნახველების არსებობა მარტივად დაინახავთ მათი გამომერთა ბაზის მიხედვით. საკმაოდ მარტივი იქნება იმის მიხვედრა, რომ ინფლუენსერი რაღაცას გიმალავთ, თუ ამ ინფორმაციის გაზიარებისთვის ის გარკვეულ მიზეზებს იგონებს.

კონტენტის თანმიმდევრულობა

ინსტაგრამის ნამდვილმა ინფლუენსერებმა კარგად იციან, რომ ჩართულობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ახალი გამომწერებისთვის მუდმივად გამოაქვეყნონ ახალი პოსტები. რა თქმა უნდა,  ინფლუენსერების მიერ მცირედი შესვენებების აღება ბუნებრივია, თუმცა ისინი ამას ძირითადად ადრე აანონსებენ ხოლმე. მათ ესმით რეგულარული კონტენტისა და ბუნებრივი კომუნიკაციის მნიშვნელობა.

ამის საპირისპიროდ, ყალბ ინფლუენსერებს ძალიან ბევრი კონტენტის მცირე დროში გამოქვეყნება ახასიათებთ. როდესაც მათი კედლის დათვალიერებას შეუდგებით, დააკვირდეთ მათი პოსტების სიხშირეებს და მათ აქტივობებში არსებულ დროით შუალედებს.

წარსული პარტნიორობები ბრენდებთან

ბრენდებთან წარსულ პარტნიორობებზე დაკვირვება კიდევ ერთი საშუალებაა ყალბი გამომწერების აღმოსაჩენად. ამ ყველაფერს მათ კედელზე იპოვით #ad, #sponsored ჰეშთეგებით.

დააკვირდით, რამდენად რეგულარულად არიან ჩართულები ისინი ასეთ პროცესებში. ინფლუენსერები, რომლებიც გრძელვადიანი თანამშრომლობისკენ ისწრაფვიან, საკუთარ გამომწერებს არარელევანტური კონტენტით არ შეაწყენენ თავს.

ნამდვილი გამომწერები მუდმივად არ რჩებიან ინფლუენსერთან თუ ხედავენ, რომ ის ყოველი თანამშრომლობის შესაძლებლობას იყენებს. წარმატებული ინფლუენსერები მომთმენები და ფრთხილები არიან შერჩევის პროცესში და ცდილობენ, ისეთი ბრენდები იპოვონ, რომლებიც თავიანთ აუდიტორიას შეესაბამებიან. აქედან გამომდინარე, მათი სიყალბის დასადგენად შეგიძლიათ იმასაც დააკვირდეთ, თუ რამდენად შეესაბამება მათ მიერ დასპონსორებული კონტენტი მათ აუდიტორიას. დააკვირდით, რა ტიპის ბრენდებთან თანამშრომლობენ ისინი და რომელ ნიშაში? ჩართულები არიან თუ არა მათი გამომწერები კონტენტში? ასეთი დაკვირვებები მარტივად მიგახვედრებთ, ყალბი ინფლუენსერები არიან ისინი თუ რეალურები.

ესმით მათ საკუთარი აუდიტორიის?

თუ ჩვენ მიერ აღნიშნულ საფეხურებთან დაკავშირებით ყველაფერი დადებითია და უკვე ფიქრობთ, რომ ინფლუენსერი ნამდვილი შეიძლება იყოს, შესაძლოა, მაინც გჭირდებოდეთ კიდევ ერთხელ თავის დარწმუნება მათ რეალისტურობაში. ამიტომ, ეცადეთ, მათ პირდაპირ დაუკავშირდეთ. მათთან დიალოგი თავიანთი აუდიტორიის შესახებ გაჩვენებთ, თუ რამდენად კარგად იცნობენ ისინი საკუთარ აუდიტორიას. ნამდვილად იციან რა სურთ მათ გამომწერებს? ფიქრობენ თუ არა მათზე? თუ უბრალოდ პოსტების გამოქვეყნებით შემოიფარგლებიან?

ინფლუენსერის რეალურობის აშკარა ინდიკატორი არის მათი აუდიტორიის ცნობა და მათთან მაღალი ჩართულობა. თუ ინფლუენსერს საკუთარი გამომწერი ორგანულად არ ჰყავს მოზიდული, დიდია ალბათობა იმისა, რომ მასთან შეხება სულაც არ ჰქონია.

გამომწერთა ადგილმდებარეობა

გეოგრაფიული ადგილმდებარეობის შემოწმება საკმაოდ აშკარა და საზრიანი გადაწყვეტილებაა. თუ თქვენი პოტენციური ინფლუენსერი მოდის ინდუსტრიის ბლოგერია რომელიმე კონკრეტულ ქალაქში, მაგრამ მის გამომწერთა უმრავლესობა სრულიად სხვა ქვეყნიდან ან კონტინენტიდან არიან, მაშინ მარტივი მისახვედრია, რომ სავარაუდოდ ყალბ გამომწერებთან გვაქვს საქმე. თუმცა, ეს ყოველთვის სრული ჭეშმარიტება არ არის. არსებობენ ინფლუენსერები ზოგიერთი ინდუსტრიიდან, რომლებიც გლობალურად იქცევენ ყურადღებას და გამომწერებსაც იზიდავენ.

ხელსაწყოები, რომლებიც ყალბი გამომწერებისა და მოწონებების აღმოჩენაში დაგეხმარებათ

Upfluence Chrome plug-in

ეს პროგრამა საშუალებას გაძლევთ, სრულად მართოთ თქვენი ინფლუენსერ მარკეტინგული კამპანია. შეხედეთ მას, როგორც ყალბი გამომწერების აუდიტორულ ხელსაწყოს. მისი დახმარებით შეგეძლებათ გამომწერთა ადგილმდებარეობის, სქესისა და ასაკობრივი ზღვარის განსაზღვრაც.

როგორ ვიწყებთ:

  • პირველ რიგში, ჩამოტვირთეთ “plug-in”
  • Chrome-ის მეშვეობით გადადით იმ პროფილზე, რომელსაც იკვლევთ.
  • დააწექით „plug-in”-ის ნიშანს ზედა მარცხენა კუთხეში, მას შემდეგ, რაც მომხმარებლის ანგარიშზე იქნებით გადასული.

შეამოწმეთ ისეთი მონაცემები, როგორიც არის:

  1. მათი რეალურ გამომწერთა პროცენტული რიცხვი. ალგორითმი ითვლის ყალბი და რეალური გამომწერების პროპორციას. დაბალი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ მათ დიდი რაოდენობით ყალბი გამომწერები ჰყავთ.
  2. მათი გამომწერების დემოგრაფიული მაჩვენებლები. იმ ქვეყნების სია, სადაც ისინი ყველაზე პოპულარულები არიან ასაკობრივი ან გენდერული თვალსაზრისით.
  3. შეამოწმეთ მათი ჩართულობის მაჩვენებლები.

Fakecheck.co

ეს ხელსაწყო ზომავს სოციალურ ჩართულობას მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის საფუძველზე. პროგრამა ადარებს მოწონებებსა და კომენტარებს იმავე ინდუსტრიის მაჩვენებლებს.

პროგრამის ფასი დამოკიდებულია იმ ინფლუენსერების რაოდენობაზე, რომელთა გამოკვლევაც გსუთ.

Hype Auditor

HypeAuditor-ის დახმარებით შეგიძლიათ კომენტარების ბუნებრიობაც შეამოწმოთ და ამასთან ერთად, გამომწერთა რიცხვის ზრდის სტატისტიკა. ამ პროგრამისთვისაც ფასები სასურველ ოდენობაზეა დამოკიდებული.

აღსანიშნავია, რომ ეს პროგრამები ძალიან გამოსადეგია თითოეული ბრენდისათვის, რადგან როგორც ცნობილია, 10-დან ერთი ანგარიში ინსტაგრამზე ყალბია. ეს ყველაფერი კი ბრენდებისთვის $500 მილიონიან ზარალს უდრის ყოველწლიურად.

ყველაზე ბუნებრივი ინფლუენსერების აღმოჩენა

ყალბ ინფლუენსერებზე ფიქრისას კიდევ ერთხელ გაიაზრეთ: როდესაც ბუნებრიობას და რეალურ ინფლუენსერს ეძებთ, ნუ დაგავიწყდებათ ასევე თქვენი მომხმარებელთა წრის ძალა და გავლენაც. იფიქრეთ თქვენს გავლენიან მომხმარებლებთან თანამშრომლობაზეც, რადგან რეალურად, ისინი არიან თქვენთვის ყველაზე კარგი ინფლუენსერები. ამგვარად, თქვენ შეძლებთ, თქვენი კომპანიისთვის და პროდუქტისთვის ყველაზე შესაფერისი ინფლუენსერი მოიძიოთ. ამის ყველაზე დადებითი მხარე ისაა, რომ მათ რეალისტურობაშიც დარწმუნებული იქნებით და გეცოდინებათ, რომ ისინი თქვენს ბრენდს აფასებენ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

Instagram Live Analytics: რომელ საზომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება კონტენტის გაუმჯობესებისთვის?

35 გზა ინსტაგრამ გამომწერების მოსაზიდად

ინსტაგრამის ალგორითმი 2021 წელს: როგორ გავხადოთ პოსტები მეტად თვალსაჩინო