YouTube-ის ალგორითმი 2021 წელს

ივნისი 24, 2021

YouTube-ის ალგორითმი 2021 წელს

YouTube-ის ალგორითმი არის სარეკომენდაციო სისტემა, რომელიც წყვეტს, რომელი ვიდეო უჩვენოს მილიარდობით ადამიანს.

მსოფლიოს გარშემო ადამიანები დაახლოებით 1 მილიარდი საათის ხანგრძლივობის ვიდეოებს უყურებენ YouTube-ზე და ეს მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში.

YouTube-ის ალგორითმი არის სარეკომენდაციო სისტემა, რომელიც წყვეტს, რომელი ვიდეო უჩვენოს მილიარდობით ადამიანს.

ეს კი მარკეტოლოგებისთვის, ინფლუენსერებისა და კრეატორებისთვის ერთ მნიშვნელოვან კითხვას აჩენს: როგორ უნდა შევძლოთ, რომ იუთუბის ალგორითმმა მომხმარებელს ჩვენი ვიდეო ურჩიოს?

სტატიის განმავლობაში მიმოვიხილავთ, თუ რა არის ალგორითმი, ასევე შევიტყობთ სიახლეებს 2021 წლის განახლებების შესახებ და გაჩვენებთ, თუ როგორ მუშაობენ პროფესიონალები იუთუბის საძიებო სისტემასთან მიმართებით.

მოკლე ისტორია YouTube ალგორითმის შესახებ

2005 – 2011: კლიკებისა და ნახვების ოპტიმიზაცია

მისი დამფუძნებლის - Jawed Karim-ის თანახმად, YouTube 2005 წელს შეიქმნა ქრაუდსორსისთვის (crowdsource), რომელიც ჯანეთ ჯექსონისა და ჯასტინ ტიმბერლეიკის მიერ შესრულებულ სუპერთასის პერფორმანსს ემსახურებოდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ რამდენიმე წლის მანძილზე, იუთუბის ალგორითმი ისეთ ვიდეოებს ურჩევდა ადამიანებს, რომლებიც უფრო მეტ ნახვასა და კლიკს იზიდავდა.

ამავე მიზეზით მალე ვიდეოები „სატყუარად“ გადაიქცა მათი სახელებისა და პირველადი ვიზუალების გამო. მომხმარებელთა გამოცდილება მუდმივად ეცემოდა, ვინაიდან მათ ვიდეოსთან მიმართებით მოლოდინები უცრუვდებოდათ და თავს მოტყუებულად გრძნობდნენ.

2012: ნახვის დროის ოპტიმიზაცია

2012 წელს იუთუბმა შეცვალა მისი სარეკომენდაციო სისტემა, რაც მხარს უჭერდა პლატფორმაზე ვიდეოს ყურების ხანგრძლივობას, ისევე როგორც პლატფორმაზე დაყოვნებულ დროს. როდესაც ადამიანებისთვის ვიდეო ღირებული და საინტერესოა, ისინი მას უფრო დიდი ხნითაც უყურებენ, შესაძლოა სრულადაც.

ამ ფაქტმა აიძულა ზოგიერთი კრეატორი, საკუთარი ვიდეოები უფრო შეემოკლებინათ და ხალხს ისინი ბოლომდე ენახა, რათა ამგვარად სისტემა მოეტყუებინათ. ზოგიერთმა კი პირიქით, გაზარდა საკუთარი ვიდეოების ხანგრძლივობა, რათა ყურების საერთო ხანგრძლივობა გაეზარდა. თუმცა, პლატფორმამ არც ერთი ტაქტიკა ჩათვალა მიზანშეწონილად და საკუთარ მომხმარებლებს უთხრა, რომ შეექმნათ ისეთი ვიდეოები, რომლებსაც მათი აუდიტორია სიამოვნებით უყურებდა და ამისათვის ალგორითმი მათ დააჯილდოვებდა.

ყველას კარგად ესმის, რომ დაყოვნებული დრო არ არის ხარისხიანი დროის გარანტია. ამიტომ იუთუბმა კვლავ შეცვალა ტაქტიკა.

2015-2016: კმაყოფილების ოპტიმიზაცია

2015 წელს იუთუბმა დაიწყო მომხმარებელთა კმაყოფილების შეფასება, რასაც უშუალოდ მათი გამოკითხვის საშუალებით ახერხებდა. დამატებით კი საზომად იღებდა გაზიარებების, მოწონებებისა და დაწუნების მაჩვენებლებს.

2016 წელს კომპანიამ აუდიტორიას სპეციალურად შექმნილი ინფოგრაფიკა გამოუქვეყნა, სადაც მისი ალგორითმის პრინციპი იყო ახსნილი. ალგორითმი უფრო მეტად აღიჭურვა პიროვნული მახასიათებლებით. მისი მიზანი გახდა, ეპოვნა ისეთი ვიდეო, რომელიც კონკრეტული მომხმარებლისთვის მისაღები და საინტერესო იქნებოდა და არა უბრალოდ ვიდეო, რომელსაც სხვა ბევრი ადამიანი უყურებს.

შედეგად, 2018 წელს ერთ-ერთ პანელურ შეხვედრაზე კომპანიის პროდუქტების აღმასრულებელმა ოფიცერმა განაცხადა, რომ ყურების დროის 70% იმ ვიდეოებზეა დახარჯული, რომელსაც მომხმარებელს თავად ალგორითმი ურჩევს.

2016-დღემდე: სახიფათო კონტენტი, დემონეტიზაცია და ბრენდის უსაფრთხოება

წლების განმავლობაში იუთუბისა და მისი კონტენტის ზრდასთან ერთად, კამათის საკითხი გახდა ალგორითმის რეკომენდაციები არა მხოლოდ ედვერთაიზერებისთვის, არამედ სიახლეებისა და სამთავრობო სექტორისთვისაც.

YouTube აცხადებდა, რომ ის საკუთარ პასუხისმგებლობას ძალიან სერიოზულად ეკიდება, მუდმივად ცდილობს, მხარი დაუჭიროს განსხვავებულ მოსაზრებებს და ამავდროულად, ხელი შეუშალოს საზიანო დეზინფორმაციის გავრცელებას. 2019 წელს, ალგორითმის ცვლილებების შედეგად 70%-ით შემცირდა იმ კონტენტის ოდენობა, რომელიც საზოგადო წესებს არ არღვევდა, თუმცა შესაძლოა საზიანო ან მცდარი ყოფილიყო.

ეს კი ძალიან დიდ გავლენას ახდენდა კრეატორებსა და ედვერთაიზერებზე, რადგან მათ მუდმივად ჰქონდათ იმის შიში, რომ მათ ვიდეოს რაიმე წესი არ დაერღვია და არ დასჯილიყვნენ. ამიტომაც, 2021 წელს იუთუბის მთავარი პრიორიტეტი გამჭვირვალობის გაზდაა განსაკუთრებით საზოგადოებრივი წესების მიმართ. ეს ასევე გავლენს ახდენდა ბრენდებზეც, რომლებსაც არ სურდათ, საკუთარი სახელი და ლოგო უსიამოვნო სიახლეებში მოხვედრილიყო.

ახლა კი დროა ვისაუბროთ, როგორ მუშაობს ალგორითმი.

როგორია YouTube ალგორითმი 2021 წელს?

YouTube-ის ალგორითმი დღეს ვიდეოებს ორი მიზნით არჩევს: იპოვოს შესაფერისი ვიდეო თითოეული მნახველისთვის და უზრუნველყოს მათ მიერ ვიდეოს სრულად ნახვა.

ალგორითმზე საუბრისას ჩვენ ვსაუბრობთ სამ ერთმანეთთან დაკავშირებულ, მაგრამ განსხვავებულ აღმოჩენით სისტემებზე. ესენია:

  • სისტემა, რომელიც ვიდეოებს იუთუბის მთავარი გვერდისთვის არჩევს.
  • სისტემა, რომელიც განსაზღვრავს ნებისმიერი საძიებო შედეგის რეიტინგს.
  • სისტემა, რომელიც ირჩევს რეკომენდებულ ვიდეოებს კონკრეტული ვიდეოს ნახვის შემდეგ.

2021 წელს, იუთუბის თანახმად მისი მთავარი გვერდი და რეკომენდებული ვიდეოები, მათი ტრაფიკის მთავარ წყაროს წარმოადგენენ.

როგორ განსაზღვრავს YouTube ალგორითმს?

რომელ სარეიტინგო სიგნალებს იყენებს იუთუბი, რათა გადაწყვიტოს,რომელი ვიდეო უჩვენოს მომხმარებელს?

ტრაფიკის თითოეული წყარო მცირედით განსხვავებულია ერთმანეთისგან. მაგრამ საბოლოოდ, რაც გავლენას ახდენს ვიდეოს ნახვაზე არის სამი ფაქტორის ერთობლიობა :

  • პერსონალიზაცია (მნახველის ისტორია და მახასიათებლები);
  • პერფორმანსი (ვიდეოს წარმატება);
  • გარე ფაქტორები (საერთო აუდიტორია ან ბაზარი)

როგორ განსაზღვრავს იუთუბის მისი საწყისი გვერდის ალგორითმს?

ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანი აპლიკაციას ან პლატფორმას ხსნის, იუთუბი ყოველთვის განსახვავებულ ვიდეოებს და მასალს სთავაზობს მას.

შეთავაზებული ვიდოების არჩევანი ხშირად ძალიან ფართოა, რადგან ალგორითმს ჯერ არ აქვს იდენტიფიცირებული, თუ რა სურს მომხმარებელს: აკუსტიკური ქავერები პოპ მუსიკებისთვის თუ შთამაგონებელი გამოსვლები.

მთავარ გვერდზე ვიდეოები სარეიტინგო სიგნალების ორი ტიპის მიხედვით ხვდებიან:

  • პერფორმანსი - იუთუბი აფასებს პერფორმანსს ისეთი საზომებით, როგორიც არის კლიკების ოდენობა, ნახვის საშუალო ხანგრძლივობა, საშუალო პროცენტული მაჩვენებელი ნახვისთვის, მოწონებები და მნახველთა გამოკითხვები. ძირითადად, როდესაც ვიდეოს ტვირთავთ იუთუბზე, ალგორითმი მას რამდენიმე მომხმარებელს უჩვენებს მთავარ გვერდზე და თუ ის გამოიწვევს მათ ჩართულობას, კმაყოფილებას, მაშინ ის უფრო მეტი ადამიანის მთავარ გვერდზე დაიწყებს გამოჩენას.
  • პერსონალიზაცია - პერსონალიზაცია გულისხმობს იმას, რომ ალგორითმი ადამიანებს აწვდის ისეთ ვიდეოებს, რომლებიც მათთვის რელევანტური და მათ ინტერესებზე მორგებული იქნება, რაც წარსული გამოცდილების შედეგად განისაზღვრება. თუ მომხმარებელს მოსწონს კონკრეტული საკითხი ან არხი, მისი ვიდეოები უფრო ხშირად გამოუჩნდება. ეს ფაქტორი კი იცვლება მომხმარებლის ქცევისა და ინტერესების ცვლილებასთან ერთად.

როგორ განისაზღვრება რეკომენდებული ვიდეოები?

როდესაც საქმე კონკრეტული ვიდეოს შემდეგ სანახავი ვიდეოების შერჩევას ეხება, იუთუბი აქ უკვე განსხვავებულ მიდგომას იყენებს. როდესაც ადამიანი პლატფორმაზე შემოსვლის შემდეგ რამდენიმე ვიდეოს უყურებს, ალგორითმი უკეთ ხვდება, თუ რა შეიძლება აინტერესებდეს ამ ადამიანს უფრო მეტად, ამიტომ ის რამდენიმე ვიდეოს ეკრანის მარჯვენა მხარეს წარმოადგენს.

აქ პერსონალიზაციასა და პერფორმანსთან ერთად, ალგორითმი დამატებით გვირჩევს:

  • ვიდეოებს, რომელთა ნახვაც ხშირად ერთობლივად ხდება;
  • თემატიკით დაკავშირებულ ვიდეოებს;
  • ვიდეოებს, რომლებსაც მომხმარებელმა წარსულში უყურა;

რჩევა #1: ვიდეოს შემქმნელებისთვის - იუთუბის ანალიტიკის გამოყენება და იმის ნახვა, თუ სხვა რომელ ვიდეოებს უყურა თქვენმა მომხმარებელმა, არანაირად არ დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში, თუ დამატებით რა საკითხების ან ინტერესების გარშემო ისურვებდა ის ვიდეოების ნახვას.

რჩევა #2: თანმიმდევრული ვიდეო კამპანიის შექმნა წარმატებული და ნაცადი ხერხია. Ryan Hinga-ს წამოწყება ვირუსულად გავრცელდა პლატფორმაზე - ეს წამოწყება მომღერლების ტექნიკას ეხმაურებოდა. კამპანია მან მხოლოდ სამი წლის შემდეგ შეწყვიტა.

როგორ განისაზღვრება საძიებო ალგორითმი?

იუთუბი ვიდეო პლატფორმის გარდა არანაკლებ არის საძიებო სისტემაც. ამიტომ მცირედი ცოდნა საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის შესახებ ნამდვილად წაგადგებათ.

ცხადია, ხშირად ადამიანები იუთუბს კონკრეტული ვიდეოს სანახავად მიმართავენ, მაგრამ მაშინაც კი, პლატფორმა იყენებს ალგორითმს, რათა გადაწყვიტოს, როგორ დაალაგოს საძიებო შედეგების რეიტინგი. მაგალითად, როდესაც ჩაწერთ „peanut butter baby”.

როგორ შეიძლება ავამაღლოთ ჩვენი ვიდეოს საძიებო რეიტინგი?

  • ქივორდები: იუთუბის საძიებო ალგორითმი დამყარებულია იმ ქივორდებზე, რომლებიც თქვენი ვიდეოს მეტა მონაცემებშია თავმოყრილი და რომელიც ეუბნება სისტემას, თუ რის შესახებ არის ვიდეო. ამიტომაც, თუ გსურთ, თქვენი ვიდეო კონკრეტული ძიების დროს საწყის პოზიციებს იკავებდეს, მაქსიმალურად გამოიყენეთ რელევანტური ქივორდები.
  • პერფორმანსი: მას შემდეგ, რაც ალგორითმი გადაწყვეტს, თუ რის შესახებ არის თქვენი ვიდეო, ის დაიწყებს მის გამოცდას მომხმარებლისთვის მისი ჩვენებით. სწორედ აქედან ფასდება თქვენი ვიდეოს პერფორმანსი, რაც კონკრეტულ საზომებზეა დაფუძნებული. თუ თქვენი ვიდეო იმსახურებს მოწონებას და იწვევს მომხმარებლის კმაყოფილებას კონკრეტული ქივორდის გარშემო, მაშინ ის უფრო მეტ ადამიანს გამოუჩნდება და საძიებო რეიტინგშიც აიმაღლებს ადგილებს.

 7 რჩევა ორგანული რიჩის გასაზრდელად

გახსოვდეთ, რომ როდესაც საქმე იუთუბის ალგორითმს ეხება, ის ყოველთვის აუდიტორიას მიჰყვება. თუ უკვე გაქვთ განსაზღვრული მარკეტინგული გეგმა იუთუბისთვის, მაშინ ეს რჩევები დაგეხმარებათ, გაზარდოთ თქვენი არხის გავლენა სამიზნე აუდიტორიასა და მნახველებზე.

გამოიკვლიეთ ქივორდები

YouTube-ის სათაო ოფისში არ ზის ადამიანი, რომელიც თქვენს ვიდეოებს უყურებს და შემდეგ მას რეიტინგს ანიჭებს.

თქვენი ვიდეოების მეტა აღწერილობას სწორედაც რომ ალგოირთმი უყურებს და წყვეტს, თუ რას ეხება ვიდეო და რომელი კატეგორიისთვის იქნება ის რელევანტური, ვინ შეიძლება უყუროს მას. როდესაც საქმე ალგორითმისთვის ვიდეოს აღწერას ეხება, უმჯობესია ფრთხილი, ლაკონური ენა შეარჩიოთ. ენა, რომელსაც ადამიანები უკვე იყენებენ საძიებო სისტემებში.

ვინაიდან იუთუბის პლატფორმა არანაკლებ საძიებო სისტემაცაა, ქივორდების გამოკვლევა ისევე შეგიძლიათ, როგორც ამას თქვენი ბლოგ-პოსტისთვის გააკეთებდით: გამოიყენეთ უფასო ხელსაწყოები, როგორიც არის მაგალითად Google Keyword Planner ან SEMrush.

მას შემდეგ, რაც თქვენს ძირითად ქივორდებს გამოყოფთ, დროა ისინი ოთხ ადგილას გამოიყენოთ:

  • ვიდეო ფაილის სახელში
  • ვიდეოს სათაურში
  • იუთუბის ვიდეოს აღწერილობაში
  • ვიდეოს სკრიპტში

არის ერთი ადგილი, სადაც ამ ქივორდების ჩამატება საჭირო არ არის და ეს ადგილი ვიდეოს თეგებია. YouTube-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვიდეოს თეგები მინიმალურ როლს თამაშობს ვიდეოს აღმოჩენის პროცესში.

გახადეთ შეუძლებელი ადამიანებისთვის, შეეწინააღმდეგონ თქვენი ვიდეოს გახსნის სურვილს

მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, სატყუარა სათაურების და ვიზუალების გარეშე უნდა მოახერხოთ.

იუთუბი ვიდეოების „გარეგნობასაც“ აფასებს, რაც განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად „რისკავს“ ადამიანი ნახოს რაიმე ახალი. თქვენი ვიდეოს გარეგნობის მიმზიდველობის გასაზრდელად:

  • ატვირთეთ თქვენ მიერ შექმნილი „thumbnail“ და ერთი და იგივე სტილი შეინარჩუნეთ სხვა ვიდეოებისთვისაც.
  • მოიფიქრეთ დამაინტრიგებელი, საინტერესო სათაური.
  • გახსოვდეთ, რომ აღწერის პირველი რამდენიმე წინადადება შესაძლოა ძიებისას გამოჩნდეს, ამიტომ აქციეთ ისიც რელევანტურად და საინტერესოდ.

მაგალითად, Tee Noir’s pop culture commentary არხი იყენებს თანმიმდევრულ და ენერგიულ ნიმუშს გარეკანისთვის, რომლისთვისაც ის საკუთარ სახეს წარმოაჩენს. გარეკანის სურათი ყოველთვის იზიდავს მომხმარებელს ვიდეოს სანახავად.

უბიძგეთ ხალხს თქვენი ყველა ვიდეოს ნახვისაკენ

მას შემდეგ, რაც ვიდეოს მნახველი გამოგიჩნდებათ, ეცადეთ, რომ მას თქვენი სხვა ვიდეოების ყურებისკენაც უბიძგოთ, რათა თქვენი არხის გარემოცვაში დარჩეს. ბოლო კი გამოიყენეთ:

  • სხვა რელევანტური ვიდეოები;
  • დაასრულეთ ვიდეო CTA (მოწოდება ქმედებისკენ) ღილაკით, რომელიც სხვა ვიდეოს ნახვისკენ მოუწოდებს მომხმარებელს;
  • Playlist: მსგავსი ვიდეოების ნაკრები
  • გამოწერის ნიშნები

რჩევა: ვიდეო სერიების შექმნა იდეალური გზაა მნახველების ინტერესების გასაღვივებლად.

თუ თქვენი 12 წლის შვილის ვიდეო, სადაც ის ერთ-ერთი სიმღერის ქავერს ასრულებს ვირუსულად გავრცელდა, მაშინ აუცილებლად გჭირდებათ უფრო მეტი მსგავსი ვიდეო. შეგიძლიათ, სერიები ერთობლივად გამოაქვეყნოთ ან ნაწილ-ნაწილ შესთავაზოთ მომხმარებელს, რათა უკან დაბრუნება განაგრძონ. ეს თქვენს სტრატეგიაზეა დამოკიდებული.

მოიზიდეთ ნახვები სხვა წყაროებიდანაც

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ნახვა შესაძლოა იუთუბიდან სულაც არ მოდიოდეს, ალგორითმი მაინც წარმატებად ჩათვლის ამას. მაგალითად: იუთუბის რეკლამები, გარე საიტები და ჯვარედენი რეკლამირება სოციალურ მედიაში, პარტნიორობა სხვადასხვა ბრენდებთან - ეს ყველაფერი შეიძლება დაგეხმაროთ მეტი ნახვებისა და გამომწერების დაგროვებაში.

იუთუბის პროდუქტების დეპარტამენტის მიხედვით, ალგორითმი ყურადღებას მხოლოდ იმას აქცევს, თუ რამდენად კარგი შესრულება აქვს ვიდეოს კონტექსტში. ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ვიდეო საწყის გვერდზე წარმატებით იმყარებს პოზიციებს, მაშინ ის უფრო მეტ ადამიანს გამოუჩნდება. მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება მისი ნახვები ბლოგიდან.

რჩევა: ვიდეოს ბმულის დართვა თქვენს ბლოგში (embed link) ან საიტზე შესანიშნავი საშუალებაა, როგორც თქვენი ბლოგის SEO-ს ამაღლებისთვის, ასევე ვიდეოს ნახვების გაზრდისთვისაც.

ჩართულობა კომენტარებისა და სხვა არხების მეშვეობით

იმისათვის, რომ თქვენი აუდიტორია გაიზარდოს, საჭიროა მნახველებთან გარკვეული ურთიერთობა ჩამოაყალიბოთ. ბევრი მნახველისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ვიდეოს შემქმნელთან თავს დაახლოებულად გრძნობდეს, რაც ნაკლებად შესაძლებელია ცნობილი სახეებისა და ვარსვლავების შემთხვევაში.

ურთიერთობის ჩამოყალიბება თქვენს მნახველებთან და სხვა კრეატორებთან, დაგეხმარებათ იმ ხიდების აშენებაში, რომელიც ბევრ ადამიანთან დაგაკავშირებთ.

მიეცით ხალხს ის, რაც სურთ

ყველაფერზე მეტად, როდესაც საქმე კონტენტს ეხება, ადამიანებს სურთ ხარისხი. ალგორითმიც სწორედ კმაყოფილებას აქცევს მის უმაღლეს პრიორიტეტად. ამიტომ, იპოვეთ თქვენი ნიშა და გაიმყარეთ პოზიციები.

ამასთან დაკავშირებით იუთუბი აპირებს კმაყოფილების შესაფასებლად უფრო მეტი საზომი დანერგოს.

რჩევა: იუთუბი აშკარად მხარს უჭერს იმ იდეას, რომ ვიდეოების ატვირთვა მუდმივად მოხდეს, რათა თქვენს აუდიტორიასთან ურთიერთობის შენარჩუნება შეძლოთ. თუმცა, ის ნამდვილად მითია, რომ ალგორითმი მომხმარებელს "სჯის" ვიდეოების ძალიან ხშირი ან იშვიათი გამოქვეყნებისთვის. მომხმარებელთა ზრდასა და კმაყოფილებას არავითარი კავშირი აქვს ვიდეოების ატვირთვის დროებს შორის.

ექსპერიმენტები

ამავდროულად, კარგი იქნება თუ Google Trends-საც მიადევნებთ თვალს და ექსპერიმენტებს მიმართავთ. ამგვარად, არც ერთი ტენდენცია არ გამოგრჩებათ და ხელიდანაც არ გაუშვებთ დიდ შესაძლებლობას.

ნუ მოერიდებით ამგვარ ექსპერიმენტებს, რადგან თუ ტენდენცია არ გაამართლებს, არსებული ვიდეო საგრძნობლად მაინც ვერ დააზარალებს თქვენს არხს (თუ, რა თქმა უნდა მომხმარებელს არ აფიქრებინებთ ამ ვიდეოთი, რომ მეორედ თქვენს არხზე აღარ შემოვიდნენ). თქვენს ყველა ვიდეოს თანაბარი შანსი აქვს მოიზიდოს მნახველები - ამას თავად YouTube-ის გუნდი გვეუბნება.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ვიდეო მარკეტინგის წარმატების 5 საიდუმლო

2021 წლის 10 საუკეთესო ონლაინ ვიდეოს შემქმნელი