როგორ გამოვიყენოთ ინსტაგრამის Reels Insights უკეთესი კონტენტის შესაქმნელად

ივნისი 23, 2021

როგორ გამოვიყენოთ ინსტაგრამის Reels Insights უკეთესი კონტენტის შესაქმნელად

Reels ანილიტიკა არის მონიტორინგის, ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის პროცესი

ინსტაგრამის ბოლო განახლება უკვე მოიცავს იმას, რასაც ბიზნესის მფლობელები და კრეატორები უკვე დიდი ხანია ელიან - Reels Insights.

2019 წელს, მათი წარმოდგენის შემდეგ რილსები ინსტაგრამის განუყრელი ნაწილი გახდა და საზოგადოებაშიც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. დღესდღეობით, ის უკვე აპლიკაციის ერთ-ერთი მთავარი და გამორჩეული მახასიათებელია.

ინსტაგრამის მიერ მისი გავრცელებისა და პოპულარიზაციის კამპანიაც საკმაოდ წარმატებით მუშაობს, ვინაიდან უფრო და უფრო მეტი ბრენდი და ინფლუენსერი იყენებს მას გასნხვავებულ ფორმატში. მისი მოხმარების ზრდასთან ერთად კი მარკეტოლოგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა შესაძლებლობა - შეეფასებინათ რილსების ეფექტურობა.

უახლესი განახლების შემოთავაზებამდე, რილსების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მხოლოდ ერთი გზა არსებობდა:

  • შეგვეძლო გვენახა რილსების სექციაში, თუ რამდენი ნახვა ჰქონდა ჩვენს ვიდეოს.
  • შეგვეძლო, გაგვეხსნა თითოეული ვიდეო მისი მოწონებებისა და კომენტარების სანახავად.

მართალია, ახლაც გაქვთ საშუალება, იგივე გააკეთოთ, თუმცა უკვე შესაძლებელია, რილსების ანალიტიკური მონაცემები უფრო სიღრმისეულად შევისწავლოთ Instagram Insights-ის მეშვეობით.

სტატიაში გაეცნობით:

  • რას წარმოადგენს Reels Analytics
  • მიზეზებს, თუ რატომ უნდა შეისწავლოთ რილსების ანალიტიკური მონაცემები
  • გამოსადეგ ანალიტიკურ საზომებს
  • აპლიკაციაში Reels Insights-ის ნავიგაციას.

ასევე გთავაზობთ 4 რჩევას რილსების ანალიტიკის გამოყენებისას, რომლებიც თქვენი კონტენტის დახვეწაში დაგეხმარებათ.

რა არის Reels Analytics?

Reels ანილიტიკა არის მონიტორინგის, ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის პროცესი - რაც გვეხმარება, უკეთ გავაანალიზოთ ჩვენი ვიდეოების შედეგები.

სიღრმისეული ანალიზი გეხმარებათ, უფრო კრეატიული და სწორი გადაწყვეტილებებიც მიიღოთ უფრო მაღალი ჩართულობის მოსაპოვებლად და კონტენტ სტრატეგიის დასახვეწად. ამასთანავე, ის დაგეხმარებათ, უკეთ შეისწავლოთ თქვენი სამიზნე აუდიტორია და გადაანაწილოთ დროც და სახსრებიც სათანადო ტაქტიკებზე.

რილსების ანალიტიკა ინსტაგრამის ნაწილია, ამიტომ თქვენი საბოლოო რეპორტი აუცილებლად უნდა მოიცავდეს მას უფრო მსხვილ, სოციალურ მედია რეპორტებთან ერთად.

რატომ არის მნიშვნელოვანი რილსების ანალიტიკის მონიტორინგი?

როგორც სოციალური მედიის ყველა სხვა მონაცემი, რილსების ანალიტიკურ მონაცემებსაც შეუძლია, დაგანახოთ შესაძლებლობები თქვენი პერფორმანსის გასაუმჯობესებლად.

რილსების ანალიტიკა გეხმარებათ, გაიგოთ:

  • რა მოსწონს და რა არ მოსწონს თქვენს აუდიტორიას.
  • როდის უნდა დაპოსტოთ ვიდეო, რათა რიჩისა და ჩართულობის უმაღლეს მაჩვენებლებს მიაღწიოთ.
  • ქმედებისკენ მოწოდების რომელ ტიპებს ეხმაურება აუდიტორია მეტწილად.
  • რომელი AR ფილტრები, ეფექტები და მუსიკები მუშაობს უფრო ეფექტურად თქვენთვის.

Reels ანალიტიკური საზომები

როდესაც იმაზე დაიწყებთ ფიქრს, თუ რამდენად წარმატებულია თქვენი რილსი, სასურველია, შემდეგ საზომებს დააკვირდეთ:

ინსტაგრამის რილსის მიღწევადობა (Reach)

  • რიჩების ოდენობა - ეს საზომები გვეუბნება, თუ რამდენმა უნიკალურმა მომხმარებელმა ნახა ჩვენი ვიდეო.
  • ჩართვები - ეს არის რიცხვი, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენჯერ მოხდა ვიდეოს ჩართვა (გაშვება). ის შეიძლება, რიჩის ოდენობაზე მეტი იყოს, რადგან ერთსა და იმავე მომხმარებელს შეუძლია ვიდეოს რამდენჯერმე უყუროს, რისი მაგალითიც მოცემული ვიდეოც შეიძლება იყოს:

ჩართულობის საზომები

ჩართულობის საზომი შეიძლება იყოს:

  • მოწონება
  • კომენტარი
  • შენახვა
  • გაზიარება

როგორ გავეცნოთ Reels Insights-ს?

Instagram Insights-ის სანახავად გახსენით აპლიკაცია და თქვენი პროფილის სექციიდან დააჭირეთ „Insights”.

გახსოვდეთ, რომ ეს ფუნქციონალი მხოლოდ ბიზნეს ანგარიშებისთვის არის ხელმისაწვდომი. თუმცა ნუ ინერვიულებთ, ბიზნეს ანგარიშზე გადართვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ - ეს უბრალოდ რამდენიმე წუთს წაიღებს.

ამის შემდეგ გადადით „Accounts Reached” სექციის მიმოხილვაზე.

 

რილსების ანალიტიკა ახლა უკვე შესულია ამ გრაფაში. ეს განახლება მიზნად ისახავდა, ინსტაგრამის მომხმარებლებს უკეთესად გაეანალიზებინათ, როგორ მუშაობდა რილსი და როგორ ეხმარებოდა ის ბიზნესს.

იმისათვის, რომ მხოლოდ კონკრეტულად Reels-ების ანალიტიკას გაეცნოთ, მონაცემების მიმოხილვის სექციიდან გადადით Reels-ზე და შემდეგ მონიშნეთ თქვენი რილსების ოდენობის გასწვრივ არსებული ისარი. სწორედ აქ ნახავთ ყოვლეგვარ მონაცემს, რომელიც რილსებს უკავშირდება.

კონკრეტული ვიდეოს პერფორმანსის შესაფასებლად გახსენით თქვენთვის სასურველი რილსი პროფილიდან და შემდეგ მონიშნეთ ეკრანის ქვედა მხარეს არსებული სამი წერტილი. ამის შემდეგ კი გახსენით Insights.

როგორ გამოვიყენოთ ანალიტიკური მონაცემები უკეთესი რილსების შესაქმნელად?

ახლა, როდესაც უკვე იცით თუ სად იპოვოთ რილსების ანალიტიკა და რატომ გჭირდებათ მისი მონიტორინგი, დროა ეს ყველაფერი ბრენდის სასარგებლოდ გამოიყენოთ.

გთავაზობთ ოთხ რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ რილსების ანალიტიკა უკეთესი კონტენტის შესაქმნელად გამოიყენოთ.

რჩევა #1: სცადეთ რილსების განსხვავებული სტილი

კარგი რილსის გადასაღებად საჭიროა, ძალიან ბევრ ვიდეოს უყუროთ, ვიდეოებს, რომლებსაც სხვები იღებენ. ეს დაგეხმარეათ, რომ მუდმივად იცოდეთ, რა არის ტრენდული და როგორი სტილით გჭირდებათ მუშაობა.

შეიძლება თქვენ კონკრეტული სტილი მოგეწონოთ, თუმცა ის თქვენს აუდიტორიას არ შეესაბამებოდეს.

საუკეთესო გზა რილსის ოპტიმალური სტილის, ფილტრისა და ეფექტის მოსაძებნად ექპსერიმენტებშია და ახლა, როდესაც უკვე ანალიტიკურ მონაცემებზეც გაქვთ წვდომა, გაცილებით უკეთესი შედეგების მიღწევაც შეგიძლიათ.

აქამდე რილსების ეფექტურობის განსაზღვრა მხოლოდ მოწონებებისა და კომენტარების საფუძველზე შეგეძლოთ, თუმცა ეს დრო წარსულს ჩაბარდა. შეიძლება, ერთი შეხედვით ბევრი კომენტარი კარგად მოგეჩვენოთ, მაგრამ ყველა კომენტარი პოზიტიური როდია.

ჩართულობის ორი ახალი საზომის დახმარებით, თქვენ გეცოდინებათ, რომელი რილსი მუშაობს ეფექტურად და რომელი იმსახურებს მოწონებას აუდიტორიაში. ამაზე გაზიარებებისა და შენახვის რაოდენობები მიგანიშნებთ (მოწონებასა და კომენტარებთან ერთად).

რჩევა #2: მოსინჯეთ Reels-ების სხვადასხვა ხანგრძლივობა

ინსტაგრამი ამჟამად მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შექმნას 15 და 30 წამიანი რილსები, თუმცა ზოგიერთ ანგარიშს საშუალება აქვს 1 წუთიანი რილსიც გადაიღოს.

განსხვავებული ეფექტებისა და ტრენდების მოსინჯვასთან ერთად, სავსებით რეკომენდებულია მათი ხანგრძლივობების გატესტვაც.

რჩევა #3: განსხვავებული აუდიო მასალა

ინსტაგრამი აუდიო კონტენტის დამატების არა ერთ საშუალებას იძლევა. თქვენ შეგიძლიათ:

  • გამოიყენოთ ორიგინალი ხმა თქვენი ვიდეოდან
  • დაამატოთ ხმოვანი ეფექტები ვიდეოს
  • გამოიყენოთ ტექსტის აუდიო მასალად გარდამქმნელი ხელსაწყო
  • გამოიყენოთ შენახული აუდიო მასალა - მაგალითად, სიმღერები და მელოდიები.

მაგალითად, როგორც ამას mcdonalds იყენებს საკუთარ ვიდეოში.

როგორიც არ უნდა იყოს თქვენი არჩევანი, სცადეთ ვიდეოს ტექსტური მასალაც დაუმატოთ, რათა ის ყველასათვის მისაღები იყოს.

რჩევა #4: სცადეთ განსხვავებული დროები და დღეები დასაპოსტად

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. დახვეწილი რილსების ანალიტიკა გეხმარებათ, ისეთი დღეები და დროები გამოყოთ, როდესაც თქვენს ვიდეოებს მაქსიმალური ნახვა და ჩართულობა აქვს.

იდეა საკმაოდ მარტივია - სცადეთ რილსები დღის სხვადასხვა მონაკვეთებში დაპოსტოთ და დააკვირდეთ შედეგებს. ამგვარად, თქვენი აუდიტორიისთვის ყველაზე მისაღებ დროს იპოვით და თავიდან აირიდებთ თქვენი საუკეთესო ვიდეოს დაპოსტვას ისეთ დროს, როდესაც თქვენი აუდიტორია ონლაინ სივრცეში არ იმყოფება.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

35 გზა ინსტაგრამ გამომწერების მოსაზიდად

როგორ გამოვიყენოთ TikTok ბიზნესისთვის

ინსტაგრამის ალგორითმი 2021 წელს: როგორ გავხადოთ პოსტები მეტად თვალსაჩინო