Instagram Live Analytics: რომელ საზომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება კონტენტის გაუმჯობესებისთვის?

ივნისი 25, 2021

Instagram Live Analytics: რომელ საზომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება კონტენტის გაუმჯობესებისთვის?

ყველა თანხმდება იმ ფაქტზე, რომ Instagram Live გასული წლის განმავლობაში საოცრად ტრენდული და პოპულარული იყო

ყველა თანხმდება იმ ფაქტზე, რომ Instagram Live გასული წლის განმავლობაში საოცრად ტრენდული და პოპულარული იყო. ამ ეტაპზეც კი ძალიან ბევრი ბრენდი შეიძლება ფიქრობდეს, თუ რამდენად საჭიროა ის მისი ბიზნესისთვის. თუმცა ამაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის საკითხია, თუ რამდენად შეუძლია ბრენდს მისი ლაივ ვიდეოების მონიტორინგი და ანალიზი.

საბედნიეროდ, ინსტაგრამი საკუთარ მომხმარებელს უკვე სთავაზობს ლაივ ვიდეოების ანალიტიკას, მას შემდეგ, რაც 2021 წლის მაისში კომპანიამ საკუთარი ანალიტიკური მახასიათებლებისა და შესაძლებლობების გაძლიერება დაიწყო. მაისის განახლების შემდეგ, ინსტაგრამზე უკვე ხელმისაწვდომი გახდა Instagram Live და Instagram Reels ანალიტიკა.

სტატიაში გაეცნობით:

  • რას წარმოადგენს Instagram Live - ის ანალიტიკა
  • როგორ ნახოთ ინსტაგრამ ლაივების ანალიტიკა
  • ინსტაგრამის ლაივ ვიდეოების ახალ საზომებს
  • 5 რჩევას, თუ როგორ გადაიტანოთ ეს რიცხვები თქვენი ლაივ ვიდეოების სტრატეგიაში

რას წარმოადგენს Instagram Live ანალიტიკა?

Instagram Live ანალიტიკა არის მონიტორინგის, ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის პროცესი ინსტაგრამის ლაივ ვიდეოსა და სტრიმებისთვის.

ლაივ ვორქშოპები, დისკუსიები და კითხვა-პასუხის სესიებიც დამატებით შესანიშნავი საშუალებაა ინსტაგრამ ლაივებისთვის. მაგრამ იმისათვის, რომ გაიგოთ რამდენად ეფექტურია ეს ყველაფერი თქვენი სოციალური მედია სტრატეგიისთვის, აუცილებლად გჭირდებათ მათი შედეგების შეფასება და ანალიზი.

2021 წლის მაისში ინსტაგრამმა საკუთარ ბლოგზე განაცხადა, რომ მათ ახარებდათ ის ფაქტი, რომ მომხმარებელმა და სოციუმმა მიიღო კონტენტის ეს ფორმები (ლაივები და რილსები) და მათში დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ამიტომ გადაწყვიტეს ბიზნესებსა და კრეატორებს დახმარებოდნენ საკუთარი კონტენტის მონიტორინგსა და ანალიზში.

სწორედ ამიტომ განაახლა ინსტაგრამმა Instagram Insights - აპლიკაციაში ჩაშენებული ანალიტიკური ხელსაწყო, რომელიც უკვე ლაივ ანალიტიკასაც შეიცავს.

ამ ინფორმაციის ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან:

  • მონაცემების ანალიზი კრეატორებს ეხმარება უკეთ გაიგონ, როგორ მუშაობს მათი კონტენტი, რა მოსწონთ მათ მომხმარებლებს, რა არ მოსწონთ და რა იწვევს ყველაზე მეტ ჩართულობას.
  • ინსტაგრამის საზომების მონიტორინგი სოციალური მედიის პროფესიონალებს ეხმარება გააუმჯობესონ და დახვეწონ მათი სტრატეგია.
  • პერფორმანსის შეფასება მარკეტოლოგებს ეხმარება უკეთ განსაზღვრონ და შეაფასონ ახალი კრეატიული კონტენტის წარმატება.
  • მონაცემბზე დაყრდნობით მიღებულ გადაწყვეტილებებს საგრძნობლად შეუძლია გაზარდოს ბრენდის ცნობადობა და სიძლიერე.

 

როგორ ვნახოთ ინსტაგრამ ლაივების ანალიტიკა

ამ დროისთვის Instagram Insights მხოლოდ ბიზნეს და პროფესიონალური ანგარიშებისთვის არის ხელმისაწვდომი. საწმუხაროდ პერსონალურ გვერდებს მასზე წვდომა არ აქვთ.

თუმცა, ბიზნეს ანგარიშზე გადართვა საკმაოდ მარტივია. საჭიროა გადახვიდეთ თქვენი პროფილის პარამეტრებში.

შემდეგ კი გადადით „Account” სექციაში.

აქედან კი შეგიძლიათ მონიშნოთ Switch to Professional Account”

პროფესიონალურ ანგარიშზე გადართვის შემდეგ კი შეგიძლიათ “Insights” სექციაში გადახვიდეთ თქვენი მონაცემების სანახავად.

ინსტაგრამის ანალიტიკის უახლესი განახლება შეიცავს უფრო ჩაშლილ ინფორმაციას პლატფორმაზე რიჩების(მიღწევადობა) შესახებ. ახლა, როდესაც “Accounts Reached” დააწვებით, დაინახავთ, რომ აქ ლაივ ანალიტიკაც შესულია.

როგორც ინსტაგრამი აცხადებს, ეს ყველაფერი გამჭირვალობას ემსახურება - რათა ყველამ შეძლოს და ნახოს, თუ როგორი ტიპის ანგარიშებს უკავშირდება კომპანია და კონტენტის რომელი ფორმატია ყველაზე ეფექტური მიღწევადობის გასაზრდელად.

ინსტაგრამის ლაივ ანალიტიკის სანახავად ალტერნატიული გზაც არსებობს:

  1. დაიწყეთ ინსტაგრამ ლაივ ვიდეოს ჩაწერა.
  2. ვიდეოს დამთავრებისას დააწექით „View Insights”.
  3. აქ ნახავთ თქვენი ვიდეოს ყველანაირ ანალიტიკურ მონაცემს.

ინსტაგრამ ლაივის მონაცემები უკვე ხელმისაწვდომია იმ ვიდეოებისთვის, რომლებიც 24 მაისიდან იქნა გაშვებული. პლატფორმა უფრო მეტ ცვლილებებსაც გვიმზადებს.

 

Instagram Live შეფასების საზომები

ინსტაგრამის ანალიტიკური მონაცემები ახლა უკვე მოიცავს საზომებს როგორც მიღწევადობის, ასევე ჩართულობის შესაფასებლადაც.

Reach (მიღწევადობა)

რიჩი წარმოადგენს საერთო რაოდენობას ინსტაგრამის იმ მომხმარებლებისთვის, რომლებმაც ნახეს ჩვენი ვიდეო ინსტაგრამის ლაივ სესიაზე.

ერთდროული მნახველების რაოდენობა

ერთდროული მნახველების საზომი ბრენდებს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი მნახველი ჰყავდა მის ვიდეოს კონკრეტულ მომენტში. ეს რიცხვი შეიძლება შეიცვალოს მნახველების გასვლასა და შემოერთებასთან ერთად.

ის გვიჩვენებს, თუ რამდენი ადამიანი უყურებდა ჩვენს ვიდეოს ყველაზე გადატვირთულ მომენტში.

კომენტარები

სახელიდან გამომდინარე მარტივია მივხვდეთ რას მოიცავს ის. ეს საზომი გვიჩვენებს თუ რამდენი კომენტარი მიიღო ლაივ ვიდეომ საერთო ჯამში.

გაზიარება

საზომი გვიჩვენებს, თუ რამდენმა მომხმარებელმა გააზიარა თქვენი ლაივ ვიდეო, იქნება ეს მათ სთორზე თუ პირადად სხვა მომხმარებელთან გაზიარება.

 

5 რჩევა თუ როგორ გამოვიყენოთ ლაივ ანალიტიკა ჩვენს სტრატეგიაში

ინსტაგრამის ლაივ ვიდეობის რჩევების შესწავლა, რა თქმა უნდა, შესანიშნავი იქნება და ძალიან წაადგება თქვენს ბიზნესს. თუმცა, ანალიტიკის შემოწმება მაინც დაგჭირდებათ.

უკვე არსებულ კამპანიას აანლიზებთ თუ რაიმე ახალი წამოწყების შეფასება გსურთ, შემდეგ ნაწილში გაიგებთ, თუ როგორ შეიძლება ლაივ ანალიტიკის დახმარებით თქვენი ვიდეო კონტენტი უკეთესი გახადოთ და მათზე ჩართულობაც გაზარდოთ.

რჩევა #1: მოსინჯეთ ლაივ ვიდეოები სხვადასხვა დროს

თუ თქვენი ბიზნეს სტრატეგიის მიხედვით ლაივ ვიდეო ჩართვების გაკეთება კონკრეტულ დროს გიწევთ, თანაც ყოველთვის ერთსა და იმავე დღეს, მაშინ შესაძლოა მცირედი ცვლილებები თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდეს.

მაგალითად, თუ ლაივ ვიდეოებს ყოველ ოთხშაბათს, დილით აზიარებთ, სცადეთ მისი გაშვება ხუთშაბათს საღამოს. შემდეგ მიმართეთ თქვენს ლაივ ანალიტიკას და გაეცანით მნახველთა რაოდენობას, ჩართულობას და შეაფასეთ ეს მონაცემები წინა დროსთან შედარებით.

მთავარია განაგრძოთ და სხვადასხვა დროები მუდმივად მოსინჯოთ, რათა ანალიტიკის მეშვეობით თქვენი ბრენდისთვის ოპტიმალურ დროს მიაკვლიოთ. ამგვარად, თქვენი სამომავლო ვიდეოები მაქსიმალურად მორგებული იქნება სამიზნე აუდიტორიაზე.

რჩევა #2: მოსინჯეთ ლაივ ვიდეოების განსხვავებული ხანგრძლივობები

ყოველთვის 10 წუთიან ლაივ სესიებს უშვებთ? თუ სულ მცირე ერთი საათი მაინც გრძელდება ისინი? ახლა სწორედაც რომ ექსპერიმენტების დროა.

ნუ შეუშინდებით სტანდარტულთან შედარებით უფრო მოკლე ან ხანგრძლივი ვიდეოების ჩაწერას. უბრალოდ სცადეთ და შემდეგ გამოიყენეთ ინსტაგრამის ანალიტიკა იმის სანახავად, ახდენს თუ არა ვიდეოს ხანგრძლივობის ცვლილება გავლენას თქვენს შედეგებზე. შემდეგ კი განსაზღვრეთ, სასარგებლოა თუ არა ეს ცვლილებები თქვენთვის.

რჩევა #3: სცადეთ კონტენტის სხვადასხვა ტიპები

ანალიტიკური მონაცემების არსებობის წყალობით თქვენ არ გიწევთ მუდმივად შეჩერდეთ იმაზე, რაც უსაფრთხო და სტაბილურია. შეგიძლიათ განსხვავებული კონტენტიც მოსინჯოთ.

მაგალითად, მუსიკოსი Andrew Bird იყენებს ინსტაგრამის ლაივ ვიდეოებს, რათა მისი პერფორმანსი საკუთარ აუდიტორიას გაუზიაროს.

Pandemic Pregnancy კი ექსპერტებს იწვევს საკუთარ კითხვა-პასუხის სესიაზე მომხმარებელთა დასაკვალიანებლად.

რაც შეეხებათ ინფლუენსერებს, ისინი ლაივ ვიდეოებს მომხმარებლისთვის ტუტორიალების შესათავაზებლად იყენებენ.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის შეამოწმოთ თქვენი ანალიტიკა. განსაკუთრებით მაშინ, თუ ვიდეოში რაიმეს ცვლით. ამ პროცესში კი სასურველია შეადაროთ განსხვავებული კონტენტის ჩართულობა და რიჩი.

პროცესში შესაძლოა ისიც გააანალიზოთ, რომ განსხვავებული კონტენტის მოსინჯვა თქვენს ბრენდს ახალ აუდიტორიებთან დაკავშირებაშიც ეხმარება, ზრდის ჩართულობას და ამასთანავე ბრენდის ცნობადობასაც.

რჩევა #4: სწრაფად გამოეხმაურეთ კომენტარებს

თუ ინსტაგრამ ლაივის ბოლო ვიდეოს ანალიტიკას ამოწმებთ და ხედავთ, რომ შეიძლება ვიდეოს ჩართულობა უფრო მაღალი იყოს, მაშინ ეს ნიშანია იმის, რომ აუდიტორიასთან დაკავშირება უფრო მეტად და უფრო აქტიურად გჭირდებათ (ლაივების დროს).

ჩართეთ ამ პროცესში თქვენი სოციალური მედიის გუნდიც. თუ ერთ-ერთი წევრი ვიდეოს გადაღებით არის დაკავებული ან კითხვა-პასუხის რეჟიმშია ჩართული, დარწმუნდით, რომ მეორე წევრი კომენტარების მონიტორინგით არის დაკავებული და სწრაფად პასუხობს მომხმარებელთა კითხვებს. ძირითადად, სწორედ კომენტარები გიჩვენებთ თუ რამდენად ჩართულია თქვენი აუდიტორია და რამდენად მოსწონთ მათ თქვენს მიერ შეთავაზებული კონტენტი.

რჩევა #5: გამოსცადეთ ინსტაგრამ ლაივის ფუნქციონალი

თუ ეს თქვენი ბრენდის შესაფერისია, მაშინ შეგიძლიათ ინსტაგრამის უნიკალური მახასიათებლებიც გამოიყენოთ ჩართულობის ასამაღლებლად. ლაივ ანალიტიკა კი გეტყვით, რამდენად მოეწონა თქვენს აუდიტორიას ეს მახასიათებლები.

მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ:

  • მოიწვიოთ სტუმრები ლაივ სესიის მსვლელობისას.
  • შეცვალოთ კამერის მოდიფიკაცია. თუ ძირითადად „selfie” კამერას იყენებთ, ახლა სტანდარტული მოდიფიკაციით სცადეთ ვიდეოს გადაღება.
  • გააზიარეთ ფოტო ან ვიდეო თქვენი ალბომიდან ლაივ აუდიტორიასთან.
  • თუ თქვენი ბრენდისთვის რელევანტური იქნება, გამოიყენეთ სახის ფილტრებიც.

ეს ის საწყისებია, რომლის ცოდნაც თქვენი ბრენდისთვის დასაწყისისთვის სრულიად საკმარისი იქნება, რათა ინსტაგრამ ლაივ ანალიტიკის მეშვეობით მისი გაძლიერება შეძლოთ. ახლა კი დროა საქმეს შეუდგეთ!

 

ასევე დაგაინტერესებთ:

35 გზა ინსტაგრამ გამომწერების მოსაზიდად

ინსტაგრამის ალგორითმი 2021 წელს: როგორ გავხადოთ პოსტები მეტად თვალსაჩინო

როგორ მოვიპოვოთ Instagram ვერიფიკაცია - 6 მარტივი გზა

 

 

 

ეფილიეიტ მარკეტინგი