სოციალური მედია მარკეტინგი სილამაზისა და კოსმეტიკური ბრენდებისთვის

ივნისი 21, 2021

სოციალური მედია მარკეტინგი სილამაზისა და კოსმეტიკური ბრენდებისთვის

სოციალური მედია არის სივრცე, რომელიც კოსმეტიკური ბრენდებისთვის 2021 წელს უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი იქნება.

დაივიწყეთ ბეჭდური მედია და სატელევიზიო რეკლამები!

სოციალური მედია არის სივრცე, რომელიც კოსმეტიკური ბრენდებისთვის 2021 წელს უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი იქნება.

დღეს არსებული კოსმეტიკური ბრენდების უმეტესობაც სწორედ იუთუბ ინფლუენსერების გავლენით არის შექმნილი.

სილამაზის ბრენდებს არ შეუძლიათ სოციალური მედია სტრატეგიის გარეშე გადარჩენა, განსაკუთრებით 2021 წელს. ვინაიდან, ეს არის ადგილი, სადაც თქვენი აუდიტორია ყველაზე დიდ დროს ატარებს და პროდუქტებზე საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამს.

ამასთანავე, სოციალური მედია პლატფორმები საუკეთესო ადგილს წარმოადგენენ სურათებისა და ვიდეოებისთვის, რაც კოსმეტიკური ბრენდებისთვის უპირველესია.

უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ კონკურენცია ძალიან მაღალია.

ბრენდების უმრავლესობას, რომლებიც ახლა იდგამენ ფეხს ინდუსტრიაში, უკვე ჰყავთ ჩამოყალიბებული გამომწერების ბაზა. თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ მკაფიო სტრატეგია, აუდიტორიის განსაზღვრა, მიზნებისა და ამოცანების დასახვა თითოეული პლატფორმისთვის.

17 სტრატეგია, რჩევა და იდეა სილამაზისა და კოსმეტიკური ბრენდების სოციალური მედიისთვის 2021 წელს

სოციალური მედია სტრატეგიის შემუშავება სილამაზისა და კოსმეტიკის ბრენდებისთვის შესაძლოა დამაბნეველიც აღმოჩნდეს. საჭიროა, ასეთ ძლიერ კონკურენციაში გამორჩეულად წარსდგეთ, თუმცა აქაც საკმაო სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

კვლევები ამ სფეროში ყველაფერია. გამოიკვლიეთ თქვენი კონკურენტები, რა უკეთებიათ და რას აკეთებენ. გამოიკვლიეთ, რა გააკეთეს მათ არასწორად და რა უყვარს ხალხს მათში. საბოლოოდ კი დაგეგმეთ ზედმიწევნით და გამოიყენეთ ყველა შესაძლო პლატფორმა, რომელიც ამ პოცესში დაგეხმარებათ.

  1. მომხმარებლის მიერ წარმოებული კონტენტი

სოციალური მედია პლატფორმები სწორედაც რომ მომხმარებლის მიერ წარმოებული კონტენტისთვის არის შექმნილი. ეს არის მიზეზი, რატომაც პერსონალური გვერდები უფრო მაღალი ჩართულობით ხასიათდებიან, ვიდრე ბრენდების გვერდები.

გამოიკვლიეთ თქვენი ბრენდირებული ჰეშთეგები და მოძებნეთ ისინი სხვადასხვა პლატფორმებზე - იპოვეთ ადამიანები, რომლებიც თქვენს პროდუქტს იყენებენ. მიაწვდინეთ ხმა თქვენი ბრენდის საუკეთესო წარმომადგენლებს და ჰკითხეთ, შეგიძლიათ თუ არა მათ მიერ შექმნილი კონტენტის გადაზიარება თქვენს გვერდზე.

მაგალითად, შესთავაზეთ მომხმარებლებს უფასო ჩანთა საჩუქრად, ნაცვლად მათი კონტენტისა. ადამიანები კარგად ხვდებიან იმას, რომ მათი კონტენტის გამოყენება თქვენი გაყიდვების გასაზრდელად გსურთ, ამიტომ საკმაოდ მიზანშეწონილი იქნება, თუ მათ სანაცვლოდ რაიმეს შესთავაზებთ.

Glossier აფასებს მომხმარებლის მიერ წარმოებულ კონტენტს. ეს ბუნებრივი ფოტოც ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ არის მოწოდებული. იპოვეთ ისეთი მომხმარებელი და კონტენტი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს ბრენდსა და მესიჯს.


  1. ორიენტირდით სუფთა ინგრედიენტებზე

ადამიანები დღეს ყველაზე მეტად აქცევენ ყურადღებას თუ რა პროდუქტებს იყენებენ სახისა და სხეულისთვის. ამიტომ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ინსტაგრამზე ჰეშთეგს „#cleanbeauty” 3.5 მილიონზე მეტი პოსტი შეიცავს.

ამიტომ უნდა აჩვენებდნენ სილამაზისა და კოსმეტიკის ბრენდები საკუთარ მომხმარებლებს, თუ რა სახის სუფთა და ორგანულ ინგრედიენტებს იყენებენ საკუთარ პროდუქტებში.

შექმენით ინფოგრაფიკები, სადაც აუხსნით მომხმარებელს რა თვისებები აქვს სხვადასხვა ინგრედიენტებს, როგორიც არის ჰიალურონის მჟავა, ვიტამინი C და ვიტამინი A. მიეცით ხალხს საშუალება, თავად დაგეგმონ საკუთარი რუტინა - აუხსენით მათ, რომელი ინგრედიენტების გამოყენება არ შეიძლება კომბინირებულად ან რუჯთან ერთად.

მაგალითად, ეს ბრენდი ქმნის პოსტს, რომელიც მომხმარებლებს იმ ყვავილების შესახებ აწვდის ინფორმაციას, რომელსაც ინგრედიენტის სახით იყენებს.

  1. გააზიარეთ მარტივი ვიდეო ტუტორიალები

ტიკტოკისა და ინსტაგრამის მსგავსი სოციალური მედია პლატფორმები იდეალურ სივრცეს წარმოადგენენ გამოსადეგი, მოკლე ვიდეოების გასავრცელებლად.

გამოიკვლიეთ ეს პლატფორმები მაქსიმალურად, რათა მიაკვლიოთ იმ უცნაურ და საინტერესო გზებს, რომლითაც ადამიანები თქვენს პროდუქციას იყენებენ. მაგალითად, თითოეულმა ინფლუენსერმა იცის, რომ ჰელოუინი საუკეთესო დროა მათი კრეატიულობის წარმოსაჩენად.

გამოიყენეთ მაკიაჟის ხრიკები, როგორიც არის სახის კონტური, პიგმენტური მაკიაჟი - ყველაფერი, რის მოსინჯვასაც მომხმარებელი ეცდება. შექმენით სხვადასხვა ტუტორიალები განსხვავებული აუდიტორიებისთვის.

ინსტაგრამის ანგარიში - glambaddiies აზიარებს მხოლოდ მომხმარებლის მიერ წარმოებულ ტუტორიალებს, რომლებიც ძირითადად ფერადკანიანი ქალბატონების მიერ იქმნება.

  1. ყველას უყვარს შეჯიბრები და კონკურსები

სოციალურ მედიაში ყველაზე ხშირად საჩუქრები კონკურსებისა და შეჯიბრების საშუალებით სწორედ სილამაზისა და კოსმეტიკური ბრენდების მიერ თამაშდება.

პირველ რიგში, კონკურსები თქვენი გვერდის ჩართულობას ზრდის, რაც მომხმარებლების მიერ კომენტარების დატოვებით, მონიშვნებით და გაზიარებებით არის გამოწვეული. სხვადასხვა ტიპის კონკურსის ფარგლებში შეგიძლიათ, მომხმარებელს სთხოვოთ გვერდის გამოწერა, მეილის დატოვება ან სხვაგვარი ინფორმაციის შეგროვება.

სთხოვეთ გამარჯვებულ მომხმარებლებს მათი ვიდეოებისა და სურათების გადაზიარება საჩუქრის გახსნის და თქვენი პროდუქციის მოხმარების პროცესში. პროდუქტის მიხედვით შესაძლოა, მათ ტუტორიალ ვიდეოს ჩაწერაც სთხოვოთ. ეს მომხმარებლის მიერ წარმოებულ კონტენტსაც შემატებს თქვენს გვერდს.

ასეთი კონკურსების წყალობით შესაძლოა, სრულიად ახალი ინფლუენსერიც კი მოიძიოთ - სულ მცირე თქვენი აუდიტორიის შესახებ მაინც შეიტყობთ უფრო მეტს.

უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ყოველთვის გაანახლოთ თქვენი პოსტი და შექმნათ ახალი პოსტი გამარჯვებულის გამოსაცხადებლად. მაგალითად ისე, როგორც ამას Clove + Hallow ბრენდი აკეთებს მისი სანდოობის გასაზრდელად.

  1. გამოიყენეთ უშუალო სასაუბრო ტონი

კანის მოვლის საშუალებების მწარმოებელმა კომპანიამ Hulu, შექმნა რეკლამა, რომლისთვისაც მსახიობი დაიქირავა ფრანგული აქცენტით. ვიდეოში მსახიობი ექიმის როლს თამაშობს, რომელიც მომხმარებელს უხსნის, თუ როგორ მუშაობს სხვადასხვა ინგრედიენტი ერთად. ასეთი ტიპის რეკლამა 90-იან წლებში უკეთ იმუშავებდა, თუმცა დღეს არა.

დღეს მომხმარებლებს უფრო ჰუმანური და უშუალო მიდგომა სჭირდებათ. შესაძლოა, ზოგიერთი დემოგრაფიული ჯგუფი ამ რეკლამის მიმართ დადებითად განწყობილიყო, თუმცა ეს ჯგუფი ახალგაზრდების ჯგუფი ნამდვილად არ იქნებოდა.

უმჯობესი იქნება, თუ თქვენი სამიზნე აუდიტორიიდან რომელიმე ადამიანს ამოარჩევთ, შექმნით სარეკლამო ტექსტს და გამოიყენებთ მას სოციალურ მედიაში, როგორც ბრენდის ამბასადორს. ისინი უკეთ მიხვდებიან როგორი ტიპის მესიჯებია ეფექტური და როგორი არა.

არ მოგერიდოთ რელევანტური ხუმრობების შემოტანაც თქვენს გვერდზე.

  1. მიმები ყოველთვის ეფექტურია, როდესაც იცით, როგორ გამოიყენოთ ისინი

მიმების გამოყენებისას აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ ის დროული და რელევანტურია. მათი დატვირთვა შესაძლოა, დღიდან დღემდე საგრძნობლად შეიცვალოს. მას შემდეგ, რაც თქვენი სოციალური მედია ჯგუფის წევრები აღმოაჩენენ ტრენდულ ფორმატს, გაუჩნდებათ იდეა და დაიწყებენ მიმის შექმნას.

მიმები არანაკლებ რელევანტური იქნება 2021 წელს კოსმეტიკური და სილამაზის ბრენდებისთვის, მაგრამ ნუ მიმართავთ მათ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ტრენდულია.

Urban Decay აცნობიერებს, რომ მათი პროდუქტი „Naked 3” საუკეთესოდ გაყიდვადი ნეიტრალური პალეტია, ამიტომ მათი მიმი სრულიად რელევანტურია.

  1. ვიზუალურად სტიმულირებადი სურათები

ძალიან ბევრი ადამიანი მაკიაჟს ხელოვნებად და საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებად აღიქვამს. ამიტომ ეცადეთ, თქვენი სოციალური მედია გრაფიკები და კონტენტ მასალები წარმოაჩენდეს ხელოვნებას და პიროვნულ მახასიათებლებს ბრენდს მიღმა.

მაღალხარისხიანი სურათები და ვიდეოები ნამდვილად იმსახურებს სოლიდურ ინვესტიციას კოსმეტიკური და სილამაზის ბრენდებისთვის.

თქვენ გჭირდებათ ისეთი კონტენტი, რომელიც მომენტალურად მიიქცევს მომხმარებლის ყურადღებას ფერადი პალიტრით, ვარიაციული ტექსტურითა და მიმზიდველი კომპოზიციებით.

MAC Cosmetics ნამდვილად იდეალური მაგალითია კომპანიისა, რომელმაც ძალიან კარგად იცის მიმზიდველი ვიზუალების ფასი - და როგორ შექმნას ის.

  1. გამოკვეთეთ პერსონალიზებული პროდუქტები და შეფუთვები

დღესდღეობით პერსონიფიკაცია უმნიშვნელოვანესია. სილამაზისა და კოსმეტიკის ბრენდებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ, შესთავაზონ მომხმარებელს პერსონალიზებული პროდუქცია.

ბევრი კომპანია აძლევს მომხმარებელს საშუალებას, შექმნან მათზე მორგებული, უნიკალური პროდუქცია მათთვის სასურველი ფერებითა და მახასიათებლებით.

მაგალითად, Curology აძლევს მომხმარებელს საშუალებას, შექმნან საკუთარი პროდუქტის ფორმულა, რომელიც მათი კანის მოვლის რუტინაზე იქნება დაფუძნებული და შესაბამის მიზნებს მოემსახურება.

ColourPop არანაკლებ გამორჩეულია ამ მხრივ. მის მომხმარებელს შეუძლია შექმნას საკუთარი პალიტრა თვალის ჩრდილებისთვის. ამასთანავე, ისინი მუდმივად მოუწოდებენ ამ მომხმარებლებს საკუთარი დიზაინების გადაზიარებისკენ.

  1. იცნობდეთ თქვენს დემოგრაფიას

სილამაზისა და კოსმეტიკის ბრენდებს, რომლებიც სოციალურ მედიაში ყველასგან გამორჩეულები არიან, ერთი რამ აქვთ საერთო: მათ ესმით საკუთარი აუდიტორიის. მათ გააზრებული აქვთ საკუთარი სამიზნე აუდიტორიის დემოგრაფიული მახასიათებლები, ინტერესები და ფასეულობები.

მათზე მკაფიო წარმოდგენა დაგეხმარებათ განსაზღვროთ, შეიტანოთ თუ არა იუმორი თქვენს მესიჯებში და ზოგადად როგორი ტიპის კონტენტი აწარმოოთ.

Benefit Cosmetics წარმოადგენს იუმორით სავსე ბრენდის აშკარა მაგალითს, რომელიც არც ერთი მიმდინარე ტრენდის გაშარჟებას ერიდება. მათი ერთ-ერთი უახლესი პოსტი სახალისო ვიდეოა, რომელიც ნასას მიერ კოსმონავტი ქალბატონისთვის 100 ტამპონის გადაცემას ეხმაურება.

  1. გაავრცელეთ ავთენტური შეფასებები

რატომ უნდა ელოდოთ იმას, თუ როდის ნახავს მომხმარებელი თქვენ შესახებ დაწერილ მიმოხილვას ან შეფასებას?

სოციალური მედია მათ გასავრცელებლად საუკეთესო სივრცეა. ამგვარი შეფასებები შეგიძლიათ მიმებადაც კი აქციოდ, ან უბრალოდ გრაფიკულად გამოსახოთ.

მართალია, მიმოხილვებისა და შეფასებების წარმოჩენა შესანიშნავია, მაგრამ რეალურად რაც ყურადღებას იქცევს მომხმარებელში, არის სახალისო და უნიკალური შეფასება.

მოძებნეთ ისეთი მომხმარებლები, რომლებიც თქვენ შესახებ სახალისოდ საუბრობენ, თუმცა დადებითად. ადამიანებს სურთ, მოისმინონ სანდო, სახალისო და სარკასტული ინფორმაცია.

  1. ითანამშრომლეთ ინფლუენსერებთან

ინფლუენსერების უამრავი კატეგორია არსებობს. არ არის აუცილებელი, მხოლოდ კარდაშიანის დონის ინფლუენსერებთან დაიჭიროთ საქმე. რეალურად, მაკრო და მეგა ინფლუენსერებთან მუშაობა ყოველთვის ყველაზე ეფექტური გამოსავალი ნამდვილად არ არის, რადგან მათი აუდიტორია არც თუ ისე შეეფერება თქვენსას. ამასთანავე, ადამიანები ისედაც მიიჩნევენ ასეთ ინფლუენსერებს ბრენდებად, ამიტომ ადამიანურ შტრიხებს ადვილად კარგავთ.

ნაცვლად ამისა, მოძებნეთ უფრო მცირე ინფლუენსერები, რომელთა აუდიტორიაც მაღალი ჩარტულობით ხასიათდება და რა თქმა უნდა, თქვენსას შეეფერება.

სცადეთ ისეთი ჰეშთეგების გამოკვლევა, რომლებიც მიგიყვანთ „კანის მოვლაზე დამოკიდებულთა“ ჯგუფებამდე, რათა იპოვოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, უკვე იყენებდნენ თქვენს პროდუქციას. ნახეთ, აქვთ თუ არა მათ ინსტაგრამ ან იუთუბ არხები, სადაც თქვენი ბრენდის გარეკლამებას შეძლებენ.

მაგალითად, Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა შექმნა სრული სია იმ საშუალებებისა, რომელსაც ის კანის მოვლისათვის იყენებს და ეს პლატფორმაზე განათავსა ამ საკითხით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იარაღი შეიძლება იყოს პლატფორმა ბრენდებისათვის.

  1. ითანამშრომლეთ სხვა ბრენდებთან

სამიზნე აუდიტორიის გაცნობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მარკეტინგული თანამშრომლობა კანის მოვლის საშუალებებსა და მაკიაჟის ბრენდებს შორის შესაძლოა, საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდეს.

კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ Reddit იდეალური ადგილია იმ პროდუქტების აღმოსაჩენად, რომლებსაც თქვენი აუდიტორია იყენებს. ზოგეირთი პოსტისთვის აუცილებელია, რომ მომხმარებელმა სრული სია წარმოადგინოს პროდუქტებისა, რომლებსაც მისი მაკიაჟის ვიდეოში ან ფოტოში იყენებს.

ამ ინდუსტრიის ინფლუენსერები მუდმივად ნიშნავენ თითოეულ ბრენდს საკუთარ ფოტოში. შეამოწმეთ ეს თეგები და ნახეთ, რომელ ბრენდებთან შეგიძლიათ ითანამშრომლოთ.

შესაძლებლობები უსაზღვროა.

თუ თქვენ თვალის ჩრდილების მწარმოებელი ხართ, მაშინ მოძებნეთ კონსილერის ბრენდები, რომლებთან თანამშრომლობასაც შეძლებთ. შეგიძლიათ ინფლუენსერებსაც მიმართოთ და სთხოვოთ, პარტნიორის პროდუქტი თქვენს პროდუქტთან ერთად გამოიყენონ და პოსტში ეს ბრენდიც მონიშნონ.

პარტნიორობის დროს მთავარი რელევანტურობაა. მოძებნეთ ისეთი ბრენდები, რომლებთანაც საერთო გაქვთ, საერთო აუდიტორია გყავთ ან საერთო ინტერესებით გამოირჩევით.

  1. გამოიყენეთ ნიშური ჰეშთეგები

ყველას კარგად მოეხსენება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის ბრენდირებული ჰეშთეგები 2021 წელს და გამონაკლისს არც სილამაზისა და კოსმეტიკური ბრენდები წარმოადგენენ.

ნიშური ჰეშთეგები დღეს სწორედ ის შესაძლებლობაა, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ, თქვენი მესიჯი ფართო აუდიტორიაზე გაავრცელოთ.

იფიქრეთ თქვენს აუდიტორიაზე და პოსტის თემატიკაზე სასურველი ჰეშთეგების შერჩევისას. CLOVE + HALLOW იყენებს ჰეშთეგებს, რომლებიც მწვანე სილამაზის, ვეგანიზმისა და ჯანსაღი ინგრედიენტების გარშემო ერთიანდებიან.

ყველაფერი თქვენს აუდიტორიაზეა დამოკიდებული. დაათვალიერეთ თქვენი პოსტის კომენტარები და შეამოწმეთ თქვენი გამომწერების პოსტებიც.

BH Cosmetics იყენებს ისეთ რელევანტურ ჰეშთეგებს, როგორიც არიც #WeekendVibes, რათა საკუთარ პოსტებს მცირედი პიროვნული მახასიათებლები შესძინოს და გაზარდოს პოსტის რიჩი (მიღწევადობა).

  1. თანმიმდევრულობა

სოციალურ მედიაში თანმიმდევრულობა და პირველადი სახის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია.

მომხმარებლები მხოლოდ მაშინ გენდობიან, თუ ისინი თქვენი ბრენდის ხმას იცნობენ. გადაწყვიტეთ, როგორი იქნება თქვენი ბრენდის ხმა, ტონი - იქნება ეს ტრენდული, თანამედროვე, თბილი, მსუბუქი თუ პროფესიონალური და შეინარჩუნეთ ის მუდმივად.

შექმენით გარკვეული ნიმუში თქვენი პოსტებისა - წესები, სტრუქტურა, რომელსაც ის მიჰყვება განურჩევლად იმისა, თუ ვისი შექმნილია ეს პოსტი.

თანმიმდევრულობა თქვენს კონტენტსაც უნდა ეხებოდეს. თუ ტუტორიალების გაზიარებას დაიწყებთ, ადამიანები თქვენგან უფრო მეტ ტუტორიალს მოითხოვენ. შეინარჩუნეთ ერთი და იგივე ფერთა პალიტრა თქვენი პოსტებისა და ფოტოებისთვის.

მაგალითად, ზემოთ აღნიშნული Benefit Cosmetics - ის აშკარა ხელწერა მათი ვარდისფერი თემაა.

  1. შემატეთ ღირებულება თქვენი კონტენტით

არავის სურს საკუთარი ინსტაგრამის გახსნა უამრავი რეკლამის სანახავად. საუკეთესო კონტენტი, რომლის სანახავადაც მომხმარებელი მზადაა არის ის, რომელიც მათთვის ღირებულ ინფორმაციას შეიცავს.

თუ თქვენ არ შეგიძლიათ სარეკლამო პოსტების გარდა სხვა თემატიკის მოფიქრება, მაშინ ამგვარად ბევრ მომხმარებელს ვერ დააინტერესებთ. სწორედ ამიტომ ვახსენეთ იუმორი და სხვადასხვა ტიპის ტუტორიალები.

დაათვალიერეთ სხვადასხვა პლატფორმები შთაგონებისთვის. ყოველთვის აცნობეთ მომხმარებლებს თქვენი ახალი პროდუქციისა და შეთავაზებების შესახებ. მიაწოდეთ მათ რჩევები.

CLOVE + HALLOW-ს ინსტაგრამის სთორების სრული წყობა გააჩნია, რომელიც რჩევებისა და ხრიკებისთვისაა მიძღვნილი - და ისინი საკმაოდ გამოსადეგია. მაგალითად, პირველი რჩევა ხალხს ასწავლის, თუ როგორ აირიდონ თავიდან შეცდომები კონსილერის დატანისას:

Reddit-სა და სხვა პლატფორმებზეც უამრავი ადამიანი შეგხვდებათ ისეთი, ვისაც მსგავსი პრობლემები აერთიანებთ. ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა თქვენი კონტენტის შექმნისას.

  1. კრეატიული სთორები

“Story” ძალიან ღირებული აქტივია ბრენდებისთვის, ვინაიდან ის გეუბნებათ, თუ ვინ ნახულობს თქვენს კონტენტს. გარდა ამისა, სთორების რეგულარული შეთავაზება თქვენი კონტენტის რეიტინგსაც ამაღლებს და სიახლეების სათავეშიც უფრო მეტად მოხვდებით.

ჩვენ მიერ უკვე არაერთხელ ნახსენებ ბრენდს CLOVE + HALLOW, სპეციალურად აქვს შენახულები სთორები, რომლებიც უშუალოდ ფერთა კონცენტრაციებს ეხება.

ამგვარი სთორები არა მხოლოდ მომხმარებლისთვის არის ღირებული, არამედ ის ინფორმაციას გაწვდით იმის შესახებ, რომ ვიღაც ყიდვის პროცესშია ჩართული. თუ ვინმე თქვენს ფერთა კონცენტრაციას ნახავს, მაშინ ის დიდი ალბათობით რაიმე პროდუქტის შეძენასაც აპირებს.

ასევე გამორჩეული შეთავაზება აქვს Benefit Cosmetics-ს საკუთარი მომხმარებლისთვის. ისინი მათ სთავაზობენ, რომ ვირტუალურად მოისინჯონ ბრენდის პროდუქცია.

  1. შექმენით კონტენტი განსხვავებული აუდიტორიისთვის განსხვავებულ პლატფორმებზე

დაფიქრდით, ვინ არის თქვენი გამომწერი თითოეულ პლატფორმაზე. Facebook მაგალითად, მეტწილად ასაკოვან დემოგრაფიას მოიცავს, ამიტომ სავარაუდოდ მათ თქვენგან გამაახალგაზრდავებელი ტუტორიალები უფრო გამოადგებათ.

ტიკტოკზე, რომლის მომხმარებლებიც ძირითადად თინეიჯერები და მოზარდები არიან, საკმაოდ განსხვავებული კონტენტის წარმოება დაგჭირდებათ.

გარდა ამისა, ურიგო არ იქნება, თუ სხვადასხვა პლატფორმებზეც გადაზიარებთ ერთსა და იმავე კონტენტს. მაგალითად, შეგიძლიათ თქვენი ინსტაგრამის “Reels” ან “Story” შეინახოთ და შემდეგ ის ფეისბუქზე ატვირთოთ. მოსინჯეთ სხვადასხვა ტიპის კონტენტი და მაქსიმალურად ეცადეთ ისეთის გაზიარებას, რომელიც ყველაზე მაღალი ჩართულობის გამომწვევია.

ადამიანები, რომლებიც სილამაზისა და კოსმეტიკურ პროდუქტებს იყენებენ, დაიღალნენ სტერეოტიპებსა და ჩარჩოებში მოქცევით. მათ სურთ ისეთი სოციალური მედია კონტენტი, რომელიც მათთვის სანდო და ღირებული იქნება. მათ ისეთი ადამიანებისგან სურთ ამ კონტენტის მიღება, ვისაც მათი ესმით. ამიტომ თქვენი სოციალური მედია გუნდი მუდმივად უნდა აკვირდებოდეს სამიზნე აუდიტორიის დემოგრაფიას, რათა ყოველთვის რელევანტური კონტენტის წარმოება შეეძლოთ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

35 გზა ინსტაგრამ გამომწერების მოსაზიდად

ტოპ 10 ციფრული მარკეტინგული სტრატეგია სილამაზის სალონისთვის

როგორ გამოვიყენოთ TikTok ბიზნესისთვის