media-4

სოციალური მედია მარკეტინგის 15 მნიშვნელოვანი ტერმინი

  • 11 თებ 2021
  • სოციალური მედია
სოციალური მედია მარკეტინგის 15 მნიშვნელოვანი ტერმინი

სოციალური მედია თქვენი ბიზნესის პოპულარიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ იცით რას წარმოადგენს ყველა ეს აბრევიატურა - CPI, CPM, CPC, PCP? ყველა ეს აკრონიმი შეიძლება ცოტათი დამაბნეველი მოგეჩვენოთ, მაგრამ არ იღელვოთ, შევეცდებით, ისინი თქვენთვის მარტივად გასაგები გავხადოთ.

Affinities

ემოციური კავშირი ბრენდსა და მომხმარებლებს შორის. სოციალური მედიის მონიტორინგის ინსტრუმენტთა საშუალებით ისინი მარკეტოლოგებს თავიანთი მომხმარებლების აზრების, გრძნობებისა და უპირატესობების შესახებ უქმნიან წარმოდგენას.  

ქლიქბეითი (clickbait)

ქლიქბეითი არის კონტენტის ტიპი, რომლის მთავარი მიზანი მომხმარებლის ყურადღების მიქცევა და მათი წახალისებაა კონკრეტულ ბმულზე გადასვლისთვის 

კონვერტაციის მაჩვენებელი (conversion rate)

იმ ადამიანების პროცენტული წილი, რომლებმაც შეასრულეს სასურველი მოქმედება (დაკლიკეს ბმულზე, შეავსეს ფორმა და ა.შ) გაყოფილი იმ ადამიანთა საერთო რაოდენობაზე, რომლებზეც მოხდა მარკეტინგული სტრატეგიის რეალიზება.

Cost-Per-Click (CPC ანუ Pay-Per-Click or PPC)

Cost-Per-Click  არის თანხის ის რაოდენობა, რომელსაც რეკლამის განმთავსებელი იხდის ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმე დააკლიკებს მათ სოციალურ რეკლამაზე. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ადამიანი ხედავს ამას, რეკლამის განმთავსებელი იხდის მხოლოდ რეალურ კლიკში.

Cost-Per-Impression (CPI ანუ Cost-Per-Thousand or CPM)

Cost-per-impression

არის თანხა, რომელსაც რეკლამის განმთავსებელი იხდის მის სოციალური რეკლამის 1,000-ჯერ გამოჩენისთვის

ქრაუდსორსინგი (Crowdsourcing)

ქრაუდსორსინგი არის ხალხისგან აქტივობების, დაფინანსების ან იდეების მიღების პროცესი ონლაინ რეჟიმში.  ქრაუდსორსინგის შესანიშნავი მაგალითია ვიკიპედია.

ციფრულ მედიაში ქრაუდსორსინგი თქვენი მიმდევრების გამოკვლევის შესანიშნავი გზაა. მაგალითად, შეგიძლიათ გამოკითხოთ ისინი Facebook-ის საშუალებით, რათა განსაზღვროთ რა ტიპის კონტენტს ისურვებდნენ ისინი, რაც დაგეხმარებათ თქვენი ვებგვერდისათვის იდეების გენერირებაში.

ჩართულობის მაჩვენებელი (Engagement Rate)

ეს არის ამ ჩამონათვალში სოციალურ მედიასთან დაკავშირებული ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტერმინი. ჩართულობა არის თქვენი კონტენტისადმი ხალხის დაინტერესების ყველაზე თვალსაჩინო მაჩვენებელი. ის გამოიხატება მოწონებების, კომენტარებისა თუ გაზიარებების რაოდენობის მიხედვით წარმოებულ კონტენტზე. 

Impressions

Impressions არის თქვენი კონტენტის ჩვენებების რაოდენობა. მაგალითად: Facebook-ზე, Impressions ასახავს, იმას თუ რამდენჯერ გამოჩნდა თქვენი რეკლამა/პოსტი მომხმარებლების სიახლეების ფიდში.

ინფლუენსერი

ინფლუენსერი არის ადამიანი, ვისაც აქვს საკმარისი ავტორიტეტი, ცოდნა და გავლენა იმისთვის, რომ ადამიანებს ყიდვის გადაწყვეტილებისკენ უბიძგოს. 

რემარკეტინგი

რემარკეტინგი არის მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს კონტენტის პრომოციას იმ ადამიანებზე, რომლებმაც უკვე გამოხატეს რაიმე სახის ინტერაქცია არსებულ რეკლამაზე თუ ვებ-გვერდზე. 

სოციუმის მოსმენა - Social Listening

სოციუმის მოსმენა არის ციფრული მარკეტინგის ტერმინი, რომელიც ეხმარება ბიზნესს გააცნობიეროს, თუ რას ამბობენ მომხმარებლები მისი პროდუქტებისა თუ მომსახურების შესახებ, რათა უშუალოდ მოხდეს აუდიტორიის პრობლემების მოგვარება. კომპანიებს ასევე შეუძლიათ, გამოიყენონ სოციალური დაკვირვება, რათა ამოიცნონ თავიანთი პოტენციური კლიენტების საჭიროებები და დაეხმარონ მათ.

სოციალური გაყიდვა

სოციალური გაყიდვა გულისხმობს ბრენდის შესაძლებლობას, ჩართოს პოტენციური მომხმარებლები სოციალურ ქსელში კითხვებზე პასუხის გაცემით ან ინფორმაციული კონტენტის მიწოდებით. 

სამიზნე აუდიტორიაზე გასვლა

სამიზნე აუდიტორიაზე გასვლა არის იმის განსაზღვრა, თუ ვისი მიმართულებით აპირებთ მარკეტინგული სტრატეგიების განხორციელებას, სოციალური მედიის პლატფორმებში ჩაშენებული სამიზნე ინსტრუმენტების საშუალებით. როგორც Facebook, ასევე LinkedIn გთავაზობთ დეტალურ ინსტრუმენტებს, რომელთა მეშვეობითაც შეგიძლიათ გაფილტროთ მომხმარებლები და იპოვოთ ზუსტად ის აუდიტორია, რომელიც გჭირდებათ.

ვირუსული გავრცელება

ვირუსული გავრცელება გულისხმობს კონტენტის გარკვეული ნაწილის მრავალჯერ გაზიარებას, მისი ინფორმაციული თუ გასართობი შინაარსის გამო. თუ თქვენი კონტენტი (სურათი, ვიდეო, სტატია და ა.შ) ვირუსულად ვრცელდება, ეს ნიშნავს, რომ მას ბევრად მეტი ადამიანი ნახავს და დიდ გავლენას მოახდენს ბრენდის ცნობიერებაზე, კონვერტაციაზე და ა.შ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

საუკეთესო დრო სოციალურ მედიაში დასაპოსტად

სოციალური მედია სტრატეგიის 8 საფეხური

როგორ შევქმნათ სოციალური მედია მარკეტინგის სტრატეგია