რჩევები სასტუმროს სოციალური მედია მარკეტინგისთვის 2021 წელს

ივნისი 28, 2021

რჩევები სასტუმროს სოციალური მედია მარკეტინგისთვის 2021 წელს

უახლესი კვლევების თანახმად ნავარაუდებია, რომ სასტუმროს შემოსავლების 74% 2021 წელს, ონლაინ გაყიდვებიდან დაგენერირდება

უახლესი კვლევების თანახმად ნავარაუდებია, რომ სასტუმროს შემოსავლების 74% 2021 წელს, ონლაინ გაყიდვებიდან დაგენერირდება. ამ მაჩვენებლის ზრდა კი 2025 წლისთვის 78%-მდეა მოსალოდნელი. ამიტომ თუ ჯერ არ დაგიწყიათ, უკვე დროა მაქსიმალურად დატვირთოთ თქვენი სოციალური მედია არხები და მისი საშუალებით დამატებითი შემოსავლების წყარო გაიჩინოთ.

კოვიდ პანდემიიდან გამოწვეული ჩაკეტვის ფონზე, სოციალური მედია ერთადერთი გზა დარჩა აუდიტორიასთან საკომუნიკაციოდ. ასევე, სხვადასხვა პლატფორმები ხელს უწყობდნენ სასტუმროებისთვის საჭირო სივრცეების შექმნას ამ კრიზისის პერიოდში.

ყველას კარგად მოეხსენება, თუ რამხელა ზიანი მიაყენა პანდემიამ სხვადასხვა ბიზნესებს და მათ შორის გამონაკლისი არც სასტუმროები აღმოჩნდა. 2019 წელს სასტუმროს მომხმარებელთა რიცხვი 1,118 მილიონით გაიზარდა, მაგრამ 2020 წელს მომხმარებელთა რიცხვი ფაქტობრივად განახევრდა. თუმცა, Statista-ს მიხედვით, ეს რაოდენობა 2021 წლისათვის კვლავ გაიზრდება 845 მილიონამდე. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ ზრდის პროცესში იცოდეთ, როგორ დაამყაროთ მომხმარებელთან კომუნიკაცია და რა გზებით მოიზიდოთ ისინი.

გთავაზობთ რამდენიმე სასტუმროს მაგალითს მსოფლიოს გარშემო, რომლებმაც აითვისეს სოციალური მედია ტრენდები და რჩევები. დაათვალიერეთ მათი არხები და მოიფიქრეთ გზები, თუ როგორ შეძლებთ მათი წარმატება გაიმეოროთ.

2021 წელი ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს და საშუალებას გვაძლევს, სასტუმროები განსხვავებული გზებით და უნივერსალური სახით წარმოვადგინოთ ონლაინ ბაზარზე. ამიტომ გთავაზობთ ხუთ არსებით სოციალურ მედია რჩევას, რომლებიც თქვენი წარმატების გაზრდაში დაგეხმარებათ.

  1. იყავით პერსონალური

ვაქცინები უკვე მზად არის და ხალხსაც შედარებით თავისუფლად შეუძლია მოგზაურობის დაწყება. ამ პერიოდში კი ბევრი პოტენციური მომხმარებელი ონლაინ სივრცეშია და ეძებს ადგილებს, სადაც თავისუფალ დროს გაატარებს. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მათ წინაშე თავდაჯერებულად წარსდგეთ და მათთვის მისაღები გზებით დაუკავშირდეთ.

მაგალითად: პლატფორმები, როგორიც არის ინსტაგრამი, ფეისბუქი და ლინკდინი გვთავაზობენ სივრცეებს „სთორისთვის“, სადაც შეგიძლიათ თქვენი „კულისებს მიღმა“ ოპერაციები აჩვენოთ მომხმარებელს, შესთავაზოთ მათ ტურები, მოუყვეთ კოვიდ 19-ისგან დაცვის პროტოკოლების შესახებ ან პერსონალისა და მომხმარებლების ურთიერთობის შესახებ.

2021 წლის პროგრესთან ერთად, ძალიან პოპულარული გახდება ირიბი სახის სარეკლამო ტექნიკები. ეს შეიძლება იყოს პოპულარულ ტრენდებში ჩართულობა ან გამოწვევების მიღება.

ინსტაგრამის სთორი ეხმარება მნახველს, გაეცნოს პერსონალს, იგრძნოს თავი უფრო კომფორტულად, რაც ზრდის იმის შანსებს, რომ მომხმარებელმა თქვენთან გადაწყვიტოს დასვენება. ამისათვის დაგჭირდებათ მათთან კომუნიკაცია, ბრენდის შესახებ მათთვის უცნობი დეტალების გაცნობა და ჩართულობის ამაღლება ვიდეოსა და სურათების მეშვეობით.

საბოლოოდ თქვენი მიზანი მაინც მათი მოზიდვაა. ამიტომ, კარგი იქნება თუ მათ ჯერ საკუთარ თავს გააცნობთ. საკუთარ თავში კი იგულისხმება სრულიად პერსონალი, მომხმარებლები, მეგობრები და თქვენი კორპორაციული სახე.

შექმენით სიღრმისეული ურთიერთობები თქვენს კომპანიასთან.

  1. იკითხეთ მოსაზრება

როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სანდო ტექნიკა, თქვენს აუდიტორიასთან დასაკავშირებლად მათი მოსაზრების კითხვა თქვენი „to-do“ ლისტის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს.

შესაძლოა ბევრი ფიქრობდეს, რომ სასტუმროსთვის მხოლოდ სურათების გაზიარებაც საკმარისია, მაგრამ უფრო მეტი კადრების ჩვენება მომხმარებლისთვის - მაგალითად, რამდენი სახალისო აქტივობა ელოდება თქვენთან, გაცილებით ბევრს ნიშნავს. თქვენ უნდა ჰკითხოთ საკუთარ აუდიტორიას, რისი ნახვა სურთ, როგორი მოლოდინები აქვთ და მისცეთ მათ მცირედი ავტონომია.

მარტივი მაგალითი: ატვირთეთ ინსტაგრამის სთორი, სადაც თქვენი მენეჯერი მნახველებს შეეკითხება, თუ რომელი კერძის დამატებას ისურვებდნენ ისინი 2021 წლის მენიუში. აქედან უამრავ პასუხს მიიღებთ და თქვენს სასარგებლოდაც გამოიყენებთ ამ ინფორმაციას. აარჩიეთ გამორჩეული კერძები და შემდგომ დააკვირდით მომხმარებელთა სახეებს, როდესაც მიხვდებიან, რომ თქვენთვის ყველა მათგანის აზრი მნიშვნელოვანია მიუხედავად იმისა, დაჯავშნეს თქვენთან ადგილი თუ არა.

ინსტაგრამის სთორებს უბრალოდ არ ვახსენებთ. Oberlo-ს კვლევების თანახმად, სოციალური მედია კამპანიების წარმატება ბიზნესებისთვის 73% შემთხვევაში სწორედ ინსტაგრამიდან მოდის. თუმცა, სხვა პლატფორმებიც - ფეისბუქი, ტიკტოკი, ტვიტერი და იუთუბიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. აქ შეგიძლიათ, მომხმარებელს ჰკითხოთ პლაჟები უფრო მოეწონათ თუ ტბები, თევზაობა თუ პატარა ტურები, რესტორანი თუ მინი ბარი და ა.შ.

სამიზნე აუდიტორიის დიალოგში ჩასართავად არაერთი მეთოდი არსებობს. მათ შორის ინსტაგრამის სთორისთან ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ:

  • „Ask Me Anything” ფუნქცია
  • დიახ/არა პოლები
  • შეიტანოთ “Test Your Knowledge” თამაშები
  • მოიწვიოთ მნახველები ინტერვიუზე
  • წაიყვანოთ მნახველები ლაივ ტურზე
  • გააზიარებინოთ მათ საკუთარი აზრი
  • ჩაერთოთ ისეთ გამოწვევაში, რომელიც ყოველ მომდევნო მნახველზე გადადის.
  1. გათამაშებები

არსებობს ორი ბაზარი, რომელზე გასვლაც გათამაშებებისა და უფასო პროდუქტის/მომსახურების მიღების შესაძლებლობის გაცემით შეგიძლიათ: მომხმარებლები, რომელთა ხარჯებიც დაეცა ეკონომიკური კლიმატის გამო და ბაზარი, სადაც მომხმარებლებს გამოუჩნდათ თავისუფალი დრო და ფიქრობენ სად გაატარონ ეს დრო.

გამოკითხულთა 56% აფიქსირებს, რომ მათ სურთ, ბიზნესებმა ხელი შეუწყონ იმ ადამიანებს, რომლებიც კოვიდ 19-ის გავლენამ ძალიან დაჩრდილა და როგორც სასტუმროს, თქვენ მათთვის ძალიან ბევრი რამის შეთავაზება შეგიძლიათ. შეგიძლიათ, რამდენიმე გამარჯვებულს უბრალოდ თქვენი სასაჩუქრე პაკეტი გაუგზავნოთ.

ასევე ძალიან მარტივია, მათ უფასო ქეშბექების ან საკომისიოს გარეშე გაუქმების სერვისი შესთავაზოთ. ხალხი ახლა უფრო მეტად ენდობა ისეთ სასტუმროებს, რომლებიც მათ პანდემიის გათვალისწინებით გარკვეულ მოქნილობას და შეღავათებს სთავაზობენ.

  1. სიმარტივე

ადამიანებს უყვართ სიმარტივე. ამიტომ მომხმარებლისთვის ბარიერების შემცირება იმ გზაზე, რომელსაც ის თქვენთან მოსასვლელად გადის, იდეალური დასაწყისია.

ნაცვლად იმ პროცესისა, სადაც მომხმარებელი ჯერ თქვენს რეკლამას ხედავს, შემდეგ გადადის ვებ-გვერდზე მის დასათვალიერებლად, რათა მისთვის შესაფერისი შეთავაზება მოძებნოს, შემდეგ გადავიდეს ჩექაუთზე და დაამატოს საბანკო მონაცემები, იფიქრეთ ისეთ სოციალურ მედია აქტივობებზე, რომელიც მომხმარებელს შეთავაზებიდან პირდაპირ ჩექაუთამდე მიიყვანს.

როგორც სასტუმროს მფლობელი, უნდა დარწმუნდეთ, რომ მომხმარებელი რეკლამის ნახვის შემდეგ პირდაპირ ჯავშნის გაკეთებას იწყებს. პოტენციურ მომხმარებელს ყოველთვის გაახარებს იმის ცოდნა, რომ ის სხვა ადამიანებთან შედარებით გაცილებით წინაა და მისთვის იდეალურ თარიღებს უკვე არჩევს ჯავშნისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სეზონურ დღესასწაულებს ეხება.

  1. გამოიყენეთ რამდენიმე არხი

მოსაზრება კვერცხების ერთ კალათაში გადანაწილების შესახებ არანაკლებ ვრცელდება სოციალურ მედიაშიც. თქვენ შეგიძლიათ, ისეთი ბიზნეს პროფილი შექმნათ სასტუმროსთვის, რომლითაც სხვადასხვა პლატფორმებზე წარსდგებით (იქ, სადაც თქვენი აუდიტორიაა).

მომხმარებელთა 35% მოელის, რომ იგივე მომსახურებას სხვა პლატფორმებზეც იპოვის, მომხმარებელთ 87% მიიჩნევს, რომ ბიზნესებს მარტივი სოციალური მედია გამოცდილება უნდა გააჩნდეთ და რაც ყველაზე მთავარია, ბიზნესთა 91% გაზრდილ მაჩვენებელს აფიქსირებს მომხმარებელთა შენარჩუნების კუთხით - მას შემდეგ, რაც მათ სხვადასხვა პლატფორმები გააერთიანეს საკუთარ კამპანიებში.

მთავარი აქ მომხმარებელზე ორიენტირებულობაა. გონივრული გადაწყვეტილება იქნება, თუ ამ ხუთი პლატფორმიდან რამდენიმეს შეარჩევდეთ: Facebook, Instagram, Twitter, TikTok, YouTube.

საბოლოოდ, თქვენი არჩევანი მაინც სამიზნე აუდიტორიაზე იქნება დამოკიდებული. მაგალითად, 2020 წლის სტატისტიკებით, მილენიალების თაობა უფრო მეტად ტიკტოკს იყენებდა. თუმცა, ფეისბუქი დღეს მაინც ყველაზე პოპულარული პლატფომაა, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ, რაც მისი ქონის აუცილებლობას აჩენს სასტუმროებისთვის, რომლებსაც სურთ მომხმარებელს სხვადასხვა დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით მისწვდეს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ციფრული მარკეტინგი ტურისტული ბიზნესებისთვის

ციფრული მარკეტინგის 11 სტრატეგია სასტუმროებისთვის

სმს მარკეტინგი

ეფილიეიტ მარკეტინგი