34 აკრძალული პროდუქტი, რომელსაც ფეისბუქზე ვერ გაარეკლამებთ

ივნისი 05, 2021

34 აკრძალული პროდუქტი, რომელსაც ფეისბუქზე ვერ გაარეკლამებთ

გაეცანით კატეგორიათა სიას, სადაც შეიტყობთ აკრძალული პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ.

მართალია Facebook-ზე უამრავ ბიზნესს შეუძლია განათავსოს სასურველი რეკლამები, თუმცა რეალურად არსებობს რამდენიმე კატეგორია პროდუქტებისა თუ მომსახურების, რომელთა რეკლამის განთავსებასაც Facebook საკუთარ პლატფორმაზე კრძალავს. მანამ, სანამ თქვენი ბიზნესის გასარეკლამებლად ფეისბუქის რეკლამების გამოყენებას გადაწყვეტდეთ, გაეცანით ამ კატეგორიათა სიას, სადაც შეიტყობთ აკრძალული პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ.

  1. თამბაქოს პროდუქტები

გასაკვირი არ არის, რომ ფეისბუქი კრძალავს თამბაქოსა და თამბაქოსთან ასოცირებული პროდუქტების გარეკლამებას. მათ შორის:

  • სიგარეტი
  • სიგარა
  • საღეჭი თამბაქო
  • ჩიბუხი
  • ჩილიმი
  • სახვევი ქაღალდები
  • სიგარეტის ჩამნაცვლებელი პროდუქტები
  • ელექტრო სიგარეტი

მიუხედავად ამისა, ფეისბუქზე შესაძლებელია ისეთი ბლოგებისა და ჯგუფების რეკლამირება, რომლებიც თამბაქოს თემატიკას ეხებიან. თამბაქოსთან დაკავშირებული სხვა რეკლამებიც დაშვებულია, მათ შორის ანტი-მოხმარების კამპანიები, ელექტრონული წიგნები, საკონსულტაციო სერვისები მწეველთათვის და რეაბილიტაციის პროგრამები.

  1. იარაღი და ფეთქებადი საშუალებები

ფეისბუქზე დაუშვებელია იარაღების გარეკლამება და მათ შორის:

  • ცეცხლსასროლი იარაღი
  • ტყვია-წამალი
  • Paintball იარაღები
  • BB იარაღები
  • ფეიერვერკი
  • ასაფეთქებელი საშუალებები
  • დანები
  • ელექტრო შოკები
  • თავდაცვითი საშუალებები

თუ თქვენი რეკლამები დაკავშირებულია ისეთ ლენდინგ გვერდებთან, საიდანაც მომხმარებელს იარაღის შეძენა შეუძლია, მაშინ ეს რეკლამები ფეისბუქის მიერ „გაწითლდება“.

იარაღების სურათები დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევში, თუ ის არ არის პირდაპირ მიმართული ადამიანისთვის საჩვენებლად. რეკლამები, რომლებიც ბლოგებსა და ჯგუფებს არეკლამებს იარაღის შესახებ, ასევე დასაშვებია.

  1. დამამცირებელი, პოლიტიკური და რელიგიური კონტენტი

ფეისბუქი კრძალავს ისეთ რეკლამებს, რომლებიც მომხმარებლებისთვის დამამცირებელი შეიძლება იყოს. კონკრეტულად კი კომპანია კრძალავს რეკლამებს, რომლებიც ეხება:

  • რასა
  • სქესი
  • ეროვნულობა
  • რელიგიური კუთვნილება
  • ოჯახური მდგომარეობა
  • სექსუალური ორიენტაცია
  • გენდერული იდენტობა
  • ენა
  1. სათვალთვალო მოწყობილობები

ჯეიმს ბონდი შესაძლოა მსოფლიოს ყველაზე ცნობილი აგენტი იყოს, თუმცა მის ახალ იდეას სათვალთავლო მაღაზიის შესახებ პოტენციალი ნამდვილად არ აქვს. ფეისბუქზე დაუშვებელია სათვალთვალო კამერების, მობილურის ტრეკერების და მსგავსი პროდუქტების რეკლამირება. თუმცა, შესაძლებელია კერძო დეტექტიური მომსახურების რეკლამები დაშვებულ იქნას.

  1. ყალბი საქონელი

კვლევა აჩვენებს, რომ ძვირადღირებული პროდუქტების რეკლამების 25% ფეისბუქიდან მომხმარებელს ამისამართებს ისეთ გვერდებზე, სადაც ყალბი და ფალსიფიცირებული პროდუქტები იყიდება. ფეისბუქმა ამის შესახებ ძალიან მტკიცე პოზიცია დაიჭირა და დაბლოკავს ყველა რეკლამას, რომელიც ამ კატეგორიაში მოექცევა.

  1. ყალბი დოკუმენტები

ფეისბუქი არ უშვებს ისეთი ყალბი დოკუმენტების რეკლამირებას, როგორიც შეიძლება იყოს ხარისხის სერთიფიკატები, პასპორტები ან საიმიგრაციო საბუთები.

  1. ზრდასრულთა პროდუქტები და მომსახურებები

ზოგადი წესის თანახმად, ფეისბუქზე იკრძალება ზედმეტად სექსუალური ან პორნოგრაფიული მასალების გავრცელება. ასევე არსებობს გარკვეული შეზღუდვები იმის შესახებ, თუ სხეულის რა მოცულობა იქნება გამოჩენილი რეკლამაში.  მაგალითად, ფეიბსუქი არ უშვებს რეკლამას, სადაც ქალბატონი მხოლოდ ბიკინის ატარებს ან მხოლოდ ქვედაბოლო აცვია და ხელები მკერდზე აქვს აფარებული.

  1. პენი აუქციონები

პენი აუქციონები მომხმარებელს იტყუებს და აფიქრებინებს, რომ მათ შეუძლიათ ძვირადღირებული ნივთები - iPad-ები, დიზაინერის ხელჩანთები და სხვა ელექტროტექნიკა გაცილებით იაფად შეიძინონ. რასაც კომპანიები არ ამჟღავნებენ არის ის, რომ მომხმარებლები ფსონებს რეალურად იხდიან, თუმცა პროდუქტს საბოლოოდ მხოლოდ ერთი ადამიანი იღებს (მაქსიმალური ფსონის განმთავსებელი).

  1. ალკოჰოლი

მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლი დაშვებულია, ადგილობრივ კანონებს მაინც უნდა გადაავლოთ თვალი. მაგალითად, ამერიკაში სასმელი დაშვებულია 21 წლიდან, ხოლო დიდ ბრიტანეთში კი 18 წლიდან. დამატებით შესაძლოა ზოგიერთი ქვეყანა სრულად კრძალავდეს ალკოჰოლური სასმელების რეკლამირებას.

  1. სხეულის ორგანოები

ვინაიდან, სხეულის ნაწილების გაყიდვა არალეგალურია, ფეისბუქზეც მათი გავრცელება დაუშვებელია.

  1. კანაფი

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ზოიგერთ შტატში კანაფი ლეგალურია, ფეისბუქზე მისი გავრცელება აკრძალულია. ეს ასევე მოიცავს მასთან ასოცირებული მატერიალების გარეკლამებასაც.

  1. დაწყვილება/პაემანი

მართალია პლატფომაზე დაწყვილების რეკლამები დაშვებულია, თუმცა ედვერთაიზერები აუცილებლად უნდა გაეცნონ ფეისბუქის განაწესს და დარწმუნდნენ, რომ რაიმე წესს არ ეწინააღმდეგებიან. ასევე მათი რეკლამა წინასწარ უნდა დადასტურდეს ფეისბუქის მიერ.

  1. ნარკოტიკული ტესტები და სერვისები

ისეთი სახის მომსახურება, რომელიც ნარკოტიკული ტესტების გაკეთებას მოიცავს, ასევე აკრძალულია.

  1. პირბადე/სახის ნიღაბი

COVID 19-ის გამო სახის ნიღაბზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. თუმცა, ასეთმა მოთხოვნამ ფასებით მანიპულაციაც გამოიწვია. შედეგად, სახის ნიღბები, რომლებიც ცხვირსა და პირს იცავს, გარკვეული შეზღუდვებით არის დაშვებული. მაგალითად, დაშვებულია ბამბისგან დამზადებული ნიღბები და არა სამედიცინო ხარისხის. რეკლამები ასევე არ უნდა შეიცავდეს ყალბ ინფორმაციას ან რაიმე სახის დაპირებებს კოვიდ პანდემიის შესახებ.

  1. ყალბ გამომწერთა სერვისები

კომპანიები, რომლებიც გამომწერების ყიდვას სთავაზობენ მომხმარებლებს ან ჩართულობისა და ვებ ტრაფიკის ამაღლებას, პლატფორმიდან იშლებიან.

  1. აზარტული თამაშები

ფეისბუქზე მხოლოდ რამდენიმე სახის აზარტული თამაშია დაშვებულია. მაგალითად, რეკლამები კაზინოს შესახებ დაშვებულია, მაგრამ აკრძალულია ონლაინ გემბლინგი.

  1. ჰაკერული მომსახურება

რა თქმა უნდა, დაუშვებელია ფეისბქუზე ჰაკერული მომსახურებების ან პროგრამების გავრცელება.

  1. ავტომობილის მოდიფიკაციის არალეგალური პროდუქტები

ასეთი პროდუქტები ფეისბუქზე აკრძალულია. მათ შორის არის ხუთი ყველაზე გავრცელებული პროდუქტი:

  • რადარების დეტექტორი
  • ხმის ჩამხშობი
  • მანქანის ქვევით არსებული ნეონური განათებები
  • გადაკეთებული ფარები და უკანა შუქები
  • ძალიან დაბურული ელფერი
  1. ლოტო

ფეისბუქზე ლოტოს გარეკლამებაც დაუშვებელია, თუმცა არ იკრძალება ისეთი ლოტოების გარეკლამება, რომლებიც სახელმწიფოს მიერ იმართება.

  1. ქსელური მარკეტინგი

რეკლამები ქსელური მარკეტინგული კომპანიების ან პირამიდული სქმებისთვის ასევე იკრძალება ფეისბუქზე.

  1. ურეცეპტო მედიკამენტები

ურეცეპტო მედიკამენტები დაშვებულია, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით.

  1. მოკლევადიანი სესხები

ფეისბუქზე დაუშვებელია მოკლევადიანი სესხების გარეკლამება, მათ შორის საგირაო ობლიგაციების და სახელფასო ავანსების.

  1. პირადი სესხი

ასევე დაუშვებელია პირადი სესხების განთავსება ფეისბუქის პლატფორმაზე.

  1. ონლაინ ფარმაცია

ონლაინ ფარმაციისთვის რეკლამა დაშვებულია, თუმცა ის აკრძალულია ფარმაცევტული მედიკამენტებისთვის.

  1. პოლიტიკა

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური რეკლამების დადასტურება ფეისბუქისგან არის საჭირო, ისინი ძირითადად მაინც დაშვებულია ფეისბუქზე თუ რაიმე კანონმდებლობას არ არღვევენ.

  1. რეკრეაციული მედიკამენტები
  1. რეცეპტით გამოშვებული წამლები

ასევე აკრძალულია ფეისქუქზე იმ წამლების გარეკლამება, რომლებსაც რეცეპტი სჭირდებათ.

  1. რეაბილიტაცია

რეკლამები სარეაბილიტაციო ცენტრებისთვის დაშვებულია, თუმცა გარკვეული შეზღდუდვებით (იგულისხმება ალკოჰოლსა თუ სხვა საშუალებებზე დამოკიდებულება).

  1. რეპროდუქციული ჯანმრთელობა

რეპროდუქციული ჯანმრთელობის გამავრცელებელი რეკლამები კონკრეტული შეზღუდვებით არის დაშვებული.

  1. სათვალთვალო და ვირუსული მოწყობილობები

სათვალთვალო მოწყობილობებისა (კამერები, მობილურის ტრექერები) და კომპიუტერული ვირუსების გარეკლამება, რა თქმა უნდა, დაუშვებელია.

  1. სააბონენტო მომსახურება

სააბონენტო მომსახურებები დაუშვებელია, თუ შემდეგ მახასიათებლებს მოიცავს:

  • უარყოფითი ფუნქციები
  • ავტომატური განახლება
  • კონვერსიის გადასახადი
  1. არაავტორიზებული მიმღებები

არაავტორიზებული სატელევიზიო მიმღებების გარეკლამებას ფეისბუქი ასევე კრძალავს.

  1. საფრთხის შემცველი დანამატები

საფრთხის შემცველი დანამატების, როგორიც შეიძლება იყოს სტერიოდები, ხიტოზანი, კომფრეი, ეფედრა, დეჰიდროეპიანდროსტერონი და ადამიანების ზრდის ჰორმონების გარეკლამება ფეისბუქზე დაუშვებელია.

  1. კრიპტოვალუტა

ფეისბუქი ავტომატურად კრძალავს ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების ან მასთან ასოცირებული რეკლამების გავრცელებას. ეს შეიძლება მოიცავდეს:

  • ბინარულ შეთავაზებებს
  • Coin-ების საწყის შეთავაზებებს
  • სავაჭრო კონტრაქტებს

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ გადავურჩეთ iOS 14-ის განახლებას?

როგორ მუშაობს Facebook ალგორითმი 2021 წელს

Facebook Analytics ფუნქციონირებას წყვეტს

ეფილიეიტ მარკეტინგი