როგორ შევქმანთ და წარვადგინოთ სოციალური მედიის რეპორტი

მაისი 19, 2021

როგორ შევქმანთ და წარვადგინოთ სოციალური მედიის რეპორტი

კვლევები აჩვენებს, რომ მარკეტოლოგთა 50%-ს უჭირთ მონაცემების მართვა, რისთვისაც გამოსავალი სოციალური მედიის მოხსენებაშია

ციფრული მარკეტინგი უამრავ ინფორმაციას ინახავს, რისი მონიტორინგისთვის და ანალიზისთვისაც სოციალური მედია რეპორტინგის წარმოება საუკეთესო საშუალებაა. მისი საშუალებით შეგიძლიათ, შეაფასოთ თქვენი ძალისხმევა და გაზომოთ სოციალური მედია კამპანიის ROI (უკუგება ინვესტიციიდან).

კვლევები აჩვენებს, რომ მარკეტოლოგთა 50%-ს უჭირთ მონაცემების მართვა, რისთვისაც გამოსავალი სოციალური მედიის მოხსენებაშია.

სტატიაში გაეცნობით:

  • რა სახის მონაცემები უნდა შეიტანოთ სოციალური მედიის რეპორტში;
  • სად იპოვოთ მონაცემები;
  • როგორ წარმოადგინოთ მონაცემები დაინტერესებულ პირებთან ეფექტურად.

რას ეწოდება სოციალური მედია რეპორტინგი?

სოციალური მედიის რეპორტი არის დოკუმენტი, რომელიც აწარმოებს თქვენი სოციალური მედია აქტივობების შედეგების მონიტორინგს.

ეს შეიძლება იყოს ექსელში წარმოდგენილი რიცხვები ან შთამბეჭდავი პრეზენტაცია ანალიტიკური ხელსაწყოებით. ყველაფერი თქვენი მონაცემების მიზანზე და სამიზნე აუდიტორიაზეა დამოკიდებული.

თქვენ შესაძლოა, სხვადასხვა რეპორტის წარმოება დაგჭირდეთ განსხვავებული აუდიტორიებისა და მიზნებისთვის.

როგორ ვაწარმოოთ სოციალური მედია რეპორტინგი

სოციალური მედია რეპორტინგის შექმნამდე თქვენს თავს შემდეგი კითხვები დაუსვით:

ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია?

ეს დოკუმენტი თქვენი უფროსისთვის არის თუ მარკეტინგის გუნდისთვის?

კარგად გაიაზრეთ, თუ რა არის მნიშვნელოვანი თითოეული აუდიტორიისთვის, ნაცვლად ერთი ზოგადი დოკუმენტის შექმნისა. რაც უფრო ზედა საფეხურებზე ადიხართ, კომპანიის რეპორტიც მით უფრო ზუსტი და კონკრეტული უნდა იყოს.

რა ტიპის ინფორმაციაა ყველაზე რელევანტური მოცემულ კონტექსტში?

სოციალურ მედიას შეუძლია გაზარდოს ცნობადობა, გაყიდვები, ჩართულობა, ლიდები - ეს სია შესაძლოა კიდევ საკმაოდ გაგრძელდეს.

დარწმუნდით, რომ კონკრეტული მიზანი გაქვთ განსაზღვრული და ფოკუსირდით მის შესაბამის საზომებზე და რა თქმა უნდა, დაინტერესებულ მხარეებზეც იფიქრეთ. ნუ შეიტანთ რაიმე ისეთ ინფორმაციას, თუ არ ხართ დარწმუნებული მის სარგებლიანობაში.

რას უნდა შეიცავდეს თქვენი სოციალური მედიის რეპორტი?

თქვენი სოციალური მედია რეპორტი კარგად უნდა გამოიყურებოდეს და მარტივი აღსაქმელი იყოს. არ არის აუცილებელი, ზედმეტი დეტალებით გადატვირთოთ ის, მთავარია მონაცემებს მისცეთ საშუალება, თქვან მათი სათქმელი.

ჩვენ მცირე მონახაზი შევადგინეთ თქვენთვის, რომლის გამოყენებასაც შაბლონის სახით შეძლებთ.

შესავალი

დაიწყეთ სოციალური მედია რეპორტინგი მცირე შეჯამებით და მასში გაერთიანეთ:

  • ამოცანები
  • სტრატეგია
  • წარმატების საზომები

ასეთი სახის შინაარსი მიახვედრებს მის მკითხველებს, თუ რას უნდა მოელოდნენ რეპორტისგან.

წარმატების სურათი

წარმოადგინეთ თქვენი პერფორმანსის მცირე სურათი.

თქვენი რეპორტინგის ამოცანებიდან გამომდინარე, ის შეიძლება განმარტავდეს კონკრეტულ კამპანიას ან ყოველთვიურ, ყოველკვირეულ შედეგებს,

მაგალითად, შესაძლოა აქ წარმოადგინოთ:

  • ახალ გამომწერთა საერთო რიცხვი
  • საერთო ჩართულობის მაჩვენებლი
  • საიტის საერთო ტრაფიკი

ეს მხოლოდ მცირე მიმოხილვაა ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგებისა. შემდეგ სექციაში ამ ყველაფერზე დეტალურად ვისაუბრებთ.

მონაცემთა მონიტორინგი

ეს ნაწილი მთლიანად რიცხვებს ეხება. დასაწყისისთვის, კარგი იქნება წარსული შედეგების წარმოდგენა.

თუ კამპანიის ანგარიშს აკეთებთ, მაშინ გადახედეთ მსგავს კამპანიებს, რომლებიც აქამდე განახორციელეთ და შეადარეთ შედეგები.

თუ რეგულარულ ანგარიშს აწარმოებთ ყოველთვიური ან ყოველკვიერული შედეგებისთვის, მაშინ წინა რამდენიმე კვირის ან თვის მონაცემები გამოიყენეთ შესადარებლად. ეს დაგეხმარებათ მიმდინარე ტენდენციების დანახვაში. ასევე შეგიძლიათ, ეს შედეგები შეადაროთ წინა წლის ამავე პერიოდს სეზონური ტენდენციების აღმოსაჩენად.

რაც შეეხება კონკრეტულ მონაცემებს, რომლებსაც სოციალურ მედია რეპორტში შეიტანთ, დამოკიდებულია თქვენს მიზნებზე, ამოცანებზე და წარმატების საზომებზე. წარმოგიდგენთ რამდენიმე გავრცელებულ სტატისტიკურ მონაცემს:

  • პოსტების რაოდენობა
  • ახალ გამომწერთა რაოდენობა
  • მოწონებების რიცხვი
  • პოსტების რიჩი
  • კომენტარების რაოდენობა
  • გაზიარებები
  • გვერდის ნახვები
  • კლიკები ბმულზე
  • “Story” ნახვების რიცხვი
  • ვიდეო ნახვები
  • საუკეთესო პოსტები

დამატებით, შესაძლოა, ეს საერთო მაჩვენებლებიც გამოიყენოთ:

  • გენერირებული ლიდების ოდენობა
  • კონვერსიის მაჩვენებელი
  • საერთო შემოსავლები
  • საერთო სარეკლამო ხარჯი
  • სოციალური დამოკიდებულება

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ უფრო მეტი ინფორმაციაც შეიტანოთ, თუ თვლით, რომ ის რელევანტური იქნება ამ შემთხვევისთვის.

სხვა გამორჩეული შედეგები

ზოგჯერ კამპანიის შედეგების წარმოსაჩენად მხოლოდ რიცხვები არ კმარა. შესაძლოა რომელიმე სოციალურ მედია ინფლუენსერთან დაამყარეთ პირველად კავშირი ან რაიმე მომხიბვლელი განხილვა დაიწერა თქვენ შესახებ, რომლის გამოყენებასაც სამომავლო კამპანიებში შეძლებთ.

შემოინახეთ ადგილი თქვენს ანგარიშში ასეთი ინფორმაციისთვისაც.

ანალიზი

ეს არის ნაწილი, სადაც უკვე თქვენ მიერ წარმოდგენილი რიცხვებისა და მონაცემების რეალურ და საფუძვლიან ანალიზს იწყებთ.

მაგალითად, უბრალოდ ჩართულობის რიცხვების წარმოდგენის ნაცვლად, შესაძლოა გაანალიზოთ ჩართულობა თითოეული პოსტისთვის ან ცალკეული გამომწერისთვის. ასეთი ანალიზი დაგეხმარებათ გაიგოთ, რა სახის კონტენტი მუშაობს ყველაზე ეფექტურად თქვენი აუდიტორიისთვის.

ასევე, ნაცვლად ტრაფიკის ზოგადი რიცხვის წარმოდგენისა, უმჯობესია, გაანალიზოთ თუ ვებ-გვერდის ტრაფიკის რა ნაწილი მოდის კონკრეტული სოციალური მედია კამპანიიდან.

არ დაგავიწყდეთ, რომ მეტი კონტრასტისთვის თქვენი შედეგები განვლილ კამპანიებს ან თუ ხელი მიგიწვდებათ, კონკურენტების კამპანიებსაც შეადაროთ.

თუკი შეძლებთ, დაადგინეთ, როგორ და რატომ მიიღეთ ასეთი შედეგები. ფაქტები საინტერესოა, მაგრამ მათ უკან მდგარი მიზეზები კიდევ უფრო. სწორედ ეს მიზეზებია, რაც დაგეხმარებათ სამომავლოდ დახვეწოთ თქვენი კამპანიები.

შეჯამება

დაასრულეთ თქვენი რეპორტინგი იმის შეჯამებით, რაც ისწავლეთ. შეიტანეთ მასში ნაწილი, რომელიც ხაზს გაუსვამს, თუ როგორ გამოიყენებთ ამ გაკვეთილებს სამომავლო სტრატეგიის შემუშავებისას.

სოციალური მედია რეპორტინგის მაგალითი

ჩვენ ვეცადეთ გარკვეული შაბლონი შეგვექმნა სოციალური მედია რეპორტინგისთვის, ინსტრუქცია, რომელსაც მიჰყვებოდით.

თუ საკუთარი რეპორტინგის შექმნას გადაწყვეტთ, რამდენიმე არჩევანის საშუალება გაქვთ.

თუ გსურთ, რომ მხოლოდ რიცხვებზე გააკეთოთ აქცენტი, შეგიძლიათ სოციალური მედიის რეპორტინგი Excel ან Google Docs-საც მოარგოთ. უფრო დეტალური ანალიზის შემთხვევაში კი გადაიტანეთ თქვენი მონაცემები დოკუმენტში და შემდეგ დახვეწილად წარადგინეთ ის პრეზენტაციის სახით.

გარდა ამისა, ონლაინ სივრცეში არსებობს არა ერთი საშუალება და კომპანია, რომელიც ამგვარი ანგარიშების წარმოებაში დაგეხმარებათ. 

სოციალური მედია რეპორტინგის ხელსაწყოები

ახლა, როდესაც უკვე იცით, რა ტიპის მონაცემები შეგაქვთ თქვენს სოციალურ მედია ანგარიშში, დროა გაიგოთ, სად შეიძლება მათი მოძიება.

Facebook Insights

გადადით თქვენს ფეისბუქ გვერდზე და მენიუს მარცხენა ნაწილიდან აირჩიეთ “Insights”. აქ ნახავთ ყოველგვარ ინფორმაციას თქვენი ძირითადი საზოების შესახებ.

ასევე შეგიძლიათ, აირჩიოთ სხვადასხვა სახის ინფორმაცია და იხილოთ დეტალური მონაცემები მოწონებების, რიჩის და გვერდზე არსებული აქტივობების შესახებ.

ამ ინფორმაციის ექსორტირება პირდაპირ შეგიძლიათ „Export Data” ღილაკის მეშვეობით, რომელიც ზედა მარჯვენა კუთხეში იქნება განთავსებული. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მონაცემები, მათი წარდგენის ფორმატი და გადაიტანეთ ისინი.

 

Instagram Insights

გახსენით თქვენი ინსტაგრამის რეპორტინგი მობილურ მოწყობილობაზე და აირჩიეთ “Insights” ღილაკი.

პირველივე გვერდზე ნახავთ მონაცემთა მიმოხილვას, მაგალითად რიჩს, ინტერაქციას და გამომწერთა საერთო რაოდენობას. აირჩიეთ ნებისმიერი მათგანი დეტალური ინფორმაციის სანახავად.

ინსტაგრამიდან მონაცემების ექსპორტირება შეუძლებელია, ამიტომ სასურველი ინფორმაციის გადატანა თქვენით მოგიწევთ სოციალური მედიის რეპორტში.

გაითვალისწინეთ, რომ ინსტაგრამის „Insight”-ები მხოლოდ პროფესიონალური ანგარიშებისთვის არის ხელმისაწვდომი.

 

LinkedIn Analytics

გახსენით თქვენი კომპანიის გვერდი და აირჩიეთ ანალიტიკის გრაფა, შემდეგ გადადით მნახველებზე, განახლებებზე ან გამომწერებზე.

აქ მოიძიებთ ისეთ ინფორმაციას, როგორიც არის გვერდის ნახვები, გამოხმაურებები, ჩართულობის მაჩვენებელი და ახალ გამომწერთა რაოდენობა.

ლინკდინის ანალიტიკა უნიკალურ და საინტერესო ფუნქციონალსაც გვთავაზობს. თუ ბოლომდე ჩამოუყვებით გამომწერთა სექციას, ნახავთ, თუ როგორ შეედრებით ამ მაჩვენებლით თქვენს კონკურენტ კომპანიებს.

ლინკდინიდან შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი მონაცემების ექსპორტირება - „Export” ღილაკის საშუალებით.

TikTok Analytics

იმისათვის, რომ ტიკტოკის ანალიტიკის ხელსაწყოზე მიიღოთ წვდომა, საჭიროა ტიკტოკის პრო ანგარიში. მას შემდეგ, რაც ამ ანგარიშზე გადაერთვებით, შეგიძლიათ, გახსნათ ტიკტოკის დესკტოპ ვერსია.

მიიტანეთ კურსორი თქვენი პროფილის ფოტოსთან და დააწექით ანალიტიკის ნახვას. აქ მიიღებთ წვდომას საერთო საზომებზე როგორც ზოგად, ასევე დეტალურ განხილვას თითოეული ვიდეოსთვის.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

რა არის Facebook Pixel და როგორ ჩავაშენოთ ის ჩვენს ვებ-გვერდზე

როგორ მოვიპოვოთ Facebook-ზე მეტი ლიდი და რა შეცდომებს უნდა ავარიდოთ თავი

სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხური

 

ეფილიეიტ მარკეტინგი