როგორ გადავურჩეთ iOS 14-ის განახლებას?

აპრილი 19, 2021

როგორ გადავურჩეთ iOS 14-ის განახლებას?

მართალია, ცვლილებები უკვე კარს მოგვადგა, თუმცა ეს დასასრული ნამდვილად არ არის.

"ყველაფერი ქაოსში ექცევა, თუმცა ქაოსშიც არსებობს შესაძლებლობა“.

სწორედ ასე მიიჩნევს მარკეტოლოგების უმრავლესობა IOS 14-ის განახლების შედეგებს. Apple მომხმარებლისგან იღებს ნებართვას, რომ აპლიკაციებმა მათი მონაცემები დაამუშავონ - და მარკეტოლოგებსაც მოუწევთ ამ ფაქტთან შეგუება.

მართალია, ცვლილებები უკვე კარს მოგვადგა, თუმცა ეს დასასრული ნამდვილად არ არის.

სტატიაში თქვენ იხილავთ 5 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ iOS 14 განახლების შედეგებს გადაურჩეთ და მუშაობა კვლავ ეფექტურად განაგრძოთ.

რას გვთავაზობს iOS 14-ის განახლების ცვლილება

ზაფხულიდან iOS მომხმარებლები უკვე მიიღებენ შეტყობინებას საკუთარ სმარტფონზე, სადაც შეეძლებათ, აირჩიონ - გამოიყენოს თუ არა აპლიკაციამ მათი მონაცემები.

მომხმარებლებს შეეძლებათ, გააკონტროლონ მათი მონაცემების გამოყენება სხვადასხვა აპლიკაციებისა თუ ვებ-გვერდების მასშტაბით. ეს ძირითადად თარგეთირებასა და რეთარგეთირებას ეხება.

ყველაფერი მაინც მონაცემებს უკავშირდება. Facebook-ის მიერ მონაცემთა შეგროვება მესამე პირად განიხილება. ვინაიდან, მომხმარებელი და სხვა რომელიმე კომპანია პირველ და მეორე პირებს წარმოადგენენ, ამ შემთხვევაში ფეისბუქი ფაქტობრივად თამაშგარე მდგომარეობაში რჩება. ტექნიკურად, ფეისბუქს არ აქვს წვდომა მომხმარებელთან ან პირობით კომპანიასთან, რაც ნიშნავს, რომ ამ მომხმარებლის მონაცემების შეგროვება მას არ სჭიდება. ისინი ამას წლების განმავლობაში აკეთებდნენ, თუმცა ახალი სისტემური განახლების შედეგ, Apple-ის მომხმარებლებს შეუძლიათ ამ პროცესს გამოეთიშონ.

მომხმარებლების თარგეთირება, რომლებიც ამ პროცესს გამოეთიშებიან, მაინც შესაძლებელია. სწორედ აქ ერთვება პირველი პირის მონაცემები. კომპანიას კვლავ შეუძლია, მომხმარებლის მონაცემების შეგროვება გაყიდვებიდან (რომელიც ფეისბუქზე დაიწყო).

თუ კომპანიას მონაცემების დამუშავების (tracking) საკუთარი სისტემა გააჩნია, მაშინ მათ iOS მომხმარებლების მონაცემთა შეგროვებაც შეეძლებათ.

ახლა კი 5 სტრატეგიის დროც მოვიდა.

#1: შექმენით ლენდინგ გვერდი თქვენი პროდუქტისთვის

დავაზუსტოთ - თქვენ არ ანაცვლებთ პროდუქტის გვერდს ლენდინგ გვერდით, უბრალოდ მომხმარებლებისთვის ცალკეულ ლენდინგ გვერდს ქმნით. ეს ლენდინგ გვერდი თქვენთვის იმუშავებს, როგორც მეილების მიღების წყარო. ლენდინგზე მომხმარებელს მათი მეილის ნაცვლად შესთავაზებთ წვოდმას თქვენს ფასდაკლებებზე.

ლენდინგ გვერდის გარეკლამება კი საძიებო სისტემებში, ინსტაგრამზე და ფეისბუქზეც შეგეძლებათ.

მას შემდეგ, რაც მომხმარებელი დაგიკავშირდებათ, ის თქვენი პროდუქტის ლენდინგ გვერდზე გადამისამართდება, სადაც უკვე თქვენი პროდუქციის შეძენა შეეძლებათ. თუ ისინი არ შეიძენენ პროდუქციას, მაშინ ელექტრონული ფოსტის ძაბრში ჩაეშვებიან. თუ პროდუქტს შეიძენენ, უკვე შეძლებთ სიცოცხლისუნარიანობის ღირებულებისთვის, მათი მონაცემების შეგროვება დაიწყოთ.

მომხმარებელთა სიცოცხლისუნარიანობის ღირებულება (LTV) წარმოადგენს საშუალო თანხას, რომელსაც თქვენი თითოეული მომხმარებლისგან იღებთ. თქვენს მომხმარებლებზე ამგვარი მონაცემების შეგროვებით, შეგეძლებათ იცოდეთ, თუ რა სახის შემოსავლებს უნდა მოელოდეთ მათგან.

#2 გამოიყენეთ იმეილ ავტომატიზაცია ლიდების დახურვისთვის

მას შემდეგ, რაც მომხმარებლის მეილს მოიპოვებთ, გაყიდვების დასახურად იმეილ ავტომატიზაციას გამოიყენებთ. ვინაიდან, მათი რეთარგეთირებისთვის ფეისბქუზე ვეღარ იქნებით დამოკიდებული, იმეილი თქვენი ყველაზე დამხმარე ხელსაწყო იქნება. ის არც ისე რთულია, უბრალოდ საჭიროა, რომ ეფექტურად გქონდეთ აწყობილი გაყიდვების ძაბრი, სადაც ადამიანები საჭირო შეტყობინებებს მიიღებენ იმეილის საშუალებით.

ნაცვლად იმისა, რომ თქვენი რეკლამა რაც შეიძლება მეტ ადამიანს წარუდგინოთ და იმედი იქონიოთ, რომ პირველი, მეორე ან მესამე ნახვის შემდეგ უკვე მომხმარებლებად იქცევიან, შეგიძლიათ ისინი მეილის საშუალებით ეტაპობრივად, სწორი მიმართულებით წაიყვანოთ.

#3: გამოიყენეთ ადამიანებზე დაფუძნებული ლიდების გენერირება ფეისბუზე

ამ ეტაპისთვის, თქვენი მარკეტინგული ძაბრი შემდეგნაირად გამოიყურება:

სარეკლამო ტექსტი და რეკლამა -> ლენდინგ გვერდი -> პროდუქტის შეთავაზება -> იმეილ ძაბრი

ფეისბუქის შიგნით ლიდების გენერაციის სამ სარეკლამო წყობას გამოიყენებთ:

  1. მსგავსი აუდიტორიები
  2. ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ კონკურენტის გვერდი
  3. მოსწონთ პროდუქტის კატეგორია/ინტერესები

არ დაგავიწყდეთ, რომ სარეკლამო აუდიტორიებიდან გამორიცხოთ ყველა მიმდინარე მომხმარებელი არსებული იმეილ სიიდან. ნამდვილად არ გჭირდებათ იმ მომხმარებლებზე დახარჯოთ ფული, რომლებმაც თქვენი პროდუქტი უკვე შეიძინეს.

#4: გამოიყენეთ ლიდების გენერირება Google-ში

ფეისბუქი უფრო ხშირად გამოიყენება, ვინაიდან თარგეთირება უფრო მარტივი გასაგებია, თუმცა Google-საც არანაკლები შესაძლებლობები გააჩნია. Google-ის შიგნით, შემდეგი აუდიტორიების თარგეთირებას მიმართეთ:

იდეები: მიწვდით პოტენციურ მომხმარებლებს მაშინ, როდესაც აქტიურები არიან, რაიმეს ეძებენ ან ადარებენ სხვადასხვა ბრენდის პროდუქციას. იდეების საშუალებით შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ ისეთ მომხმარებლებს, რომლებიც ყველაზე მეტად იქნებიან დაინტერესებულნი თქვენი შეთავაზებით. ამისათვის სპეციფიკურ სეგმენტებს გამოიყენებთ, რომლებსაც კონკრეტული ტიპის ქცევა ან მსყიდველობით მახასიათებლები აკავშირებთ.

მოძებნეთ ადამიანებზე დაფუძნებული თარგეთირება: შექმენით პერსონალიზებული აუდიტორია თქვენს კამპანიებში კონკრეტული საკვანძო სიტყვების, ბმულებისა და აპლიკაციების მეშვეობით, რომლებიც პროდუქტთან ან მომსახურებასთან არიან დაკავშირებულნი. Google Ads რეკლამას ისეთ ადამიანებს წარუდგენს, ვისაც პროდუქტის შეძენის ინტერესი გააჩნია.

კატეგორიული ძიება: ადამიანებს შეგიძლიათ, მათი ინტერესების, ცხოვრებისეული სტილისა და ქცევების მიხედვით დაუკავშირდეთ. ასეთი აუდიტორიები კონკრეტული საკითხის მიმართ მწვავე ინტერესით ხასიათდებიან, რაც მარკეტოლოგებს საშუალებას აძლევს, მიწვდნენ ისეთ ხალხს, ვისთვისაც მათი პროდუქტი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება.

Google ლიდების ფორმა: საშუალებას გვაძლევს, ლიდები Google-სა და YouTube-ის შიგნითაც მოვიპოვოთ და მუშაობს ისე, როგორც ფეისბუქის ლიდების რეკლამა. მთავარია, მიღებული ლიდები თქვენს CRM (მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის) პლატფორმაში გადაიტანოთ. ამის განხორციელება არა ერთი საშუალებით შეიძლება, მათ შორის Zapier.

YouTube TrueView: საშუალებას გვაძლევს, CTA ღილაკის დახმარებით, რომელიც ჩვენს ვიდეოში იქნება განთავსებული, მომხმარებელი პირდაპირ ლენდინგ გვერდზე გადავამისამართოთ. ეს ხელს უწყობს ლიდების გენერირების სტრატეგიას და ამ ლიდებს პირდაპირ იმეილის ძაბრში ათავსებს.

#5: გაზომეთ ROI (უკუგება ინვესტიციაზე), რათა გამოავლინოთ გამარჯვებული კამპანიები და გააუქმოთ არაეფექტურები

ამას შესაძლოა უკვე აკეთებთ მიმდინარე რეკლამების ფარგლებში, თუმცა ახლა დროა ეს ახალ აუდიტორიებზეც გაავრცელოთ. აუცილებლად აწარმოეთ მონაცემთა მონიტორინგი, რათა დარწმუნდეთ, რომ ბიუჯეტს საუკეთესო აუდიტორიაზე და რაც მთავარია, ეფექტურად ხარჯავთ.

მონაცემები და მარკეტინგი საუკეთესო მეგობრები არიან. მათ აქვთ გარკვეული განსხვავებები, თუმცა ერთმანეთს იდეალურად ეწყობიან. მათი სწორი გამოყენება დაგეხმარებათ სწორედ iOS 14-ის განახლებას გადაურჩეთ და საკუთარი პოზიციების სიმყარეც შეინარჩუნოთ.

აღნიშნული განახლება 2021 წლის ზაფხულშია ჩანიშნული. ლოდინის პროცესში კი შეგვიძლია, ძალიან ბევრი რამისთვის მოვემზადოთ, ვინაიდან ამან შესაძლოა მარკეტინგული სივრცე საგრძნობლად შეცვალოს.

მოცემული სტრატეგიებით შეგიძლიათ, საკუთარი თავი და კომპანია ამ განახლებისთვის შეამზადოთ. გახსოვდეთ, რომ მესამე პირის მონაცემებია ის, რომლის თარგეთირებაც ამ განახლებით ხდება. თუკი მხოლოდ ფეისბუქის მონაცემთა შეგროვებაზე არ ხართ დამოკიდებული, მაშინ შედარებით მარტივად დაძლევთ ამ განახლებით გამოწვეული უსიამოვნებებს.

მართალია ამ განახლებას ქაოსი შემოაქვს ბაზარზე, თუმცა ამასთან ერთად გარკვეულ შესაძლებლობებსაც იძლევა. როგორც მარკეტერმა, ან ბიზნესის მფლობელმა უნდა გადაწყვიტოთ, რომელ მხარეს აირჩევთ. 

შეგიძლიათ დაელოდოთ ქაოსს და სრულად გაეხვეთ მასში ან მოემზადოთ მისთვის და მისი მოტანილი ახალი გამოწვევებისთვის.

 

ასევე დაგაინტერესბთ:

Facebook Analytics ფუნქციონირებას წყვეტს

Apple iOS 14-ის გავლენა Facebook რეკლამაზე