წამყვანი სოციალური მედიის სურათის ზომები 2021 წელს

აპრილი 22, 2021

წამყვანი სოციალური მედიის სურათის ზომები 2021 წელს

სოციალური მედიის სურათების ზომები გამუდმებით იცვლება.

სოციალური მედიის სურათების ზომები გამუდმებით იცვლება.

შესაძლოა, თქვენი გარეკანის ფოტო იდეალური ზომის იყოს, თუმცა მეორე დღეს შეიძლება შეიცვალოს სტანდარტული ზომები და ისიც აღარ იყოს გვერდის შესაფერისი.

მართალია, ოფიციალური ზომებისა და სტანდარტების შესახებ ინფორმაციის მოძებნა გაცილებით რთულია, ვიდრე რაიმე საზოგადო განხილვის ან პოლიტიკური დავის, თუმცა ეს ყველაფერი გაცილებით იოლი გახდება, თუ ამ სტატიას გაეცნობით.

სტატიაში იხილავთ უახლეს ინფორმაციას სხვადასხვა სოციალური არხის სურათების ზომების შესახებ 2021 წლისთვის

რეკომენდაცია: იმისათვის, რომ ყველა სოციალურ არხში თქვენი პროფილის ფოტო გამოჩნდეს მაღალი ხარისხით, ეცადეთ შექმნათ ქვემოთ მითითებული ზომების პროპორციულად რამდენჯერმე დიდი ზომის ფოტოები (მაგალითად, facebook - ის პროფილის ფოტოს ზომა გახლავთ 170x170 პიქსელი, ანუ ის ფეისბუქზე გამოჩნდება სწორედ ამ ზომით. თუმცა უმჯობესი იქნება, თუ ფოტოს შექმნის დროს გამოიყენებთ პირობითად 2000x2000 პიქსელს)

 

რატომ არის მნიშვნელოვანი სოციალური მედიისთვის სურათის ზუსტი ზომის განსაზღვრა?

როდესაც საქმე იდეალურ ვიზუალურ კონტენტს ეხება, სიზუსტე ბევრ ასპექტშია აუცილებელი.

საჭიროა დარწმუნდეთ, რომ თქვენი სურათები არ ეწინააღმდეგება საავტორო უფლებების (copyright) წესებს. თუ უნიკალური სურათები არ გაქვთ, მაშინ სხვადასხვა წყაროდან შეგიძლიათ მაღალი ხარისხის სურათები მოიძიოთ და შემდეგ მათი მეშვეობით სოციალური მედიის დახვეწაზე იზრუნოთ.

ამასთან ერთად, აუცილებელია, რომ სოციალური მედიისთვის სურათების ზუსტი ზომებიც განსაზღვროთ. ამის სწორად გაკეთება კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან:

  • თავიდან აგარიდებთ სურათისა და პიქსელების გაწელვასა და უზუსტობას. ეს კი სურათს გაცილებით პროფესიონალურად წარმოაჩენს.
  • თქვენი სურათი ოპტიმიზირებული იქნება ყველა სოციალური არხისთვის. რაც გაზრდის მომხმარებელთა ჩართულობას.
  • იძლევა გარანტიას, რომ მომხმარებელი სრულ ფოტოს იხილავს. არასწორი ზომების გამოყენებისას შესაძლოა, კონტენტის ნაწილი დაიკარგოს.
  • სამომავლოდაც გაამყარებს კონტენტს. ამ ყველაფრის ზუსტად გაკეთება ბრენდის სამომავლო საქმიანობასაც გაამარტივებს.

სოციალური მედიი სურათების ზომები

მართალია, თითოეულ მათგანს უფრო დეტალურად განვიხილავთ, თუმცა სურათზე შეგიძლიათ იხილოთ ის ზომები და პლატფორმები, რომელსაც ალბათ, ყველაზე ხშირად ეძებთ.

ინსტაგრამის სურათის ზომები

ინსტაგრამს მხარდაჭერა როგორც ჰორიზონტალური, ასევე ვერტიკალური სურათებისთვისაც გააჩნია. აქ ასევე შეგიძლიათ კვადრატული სურათების გამოყენება, რომლითაც აუდიტორიამ გაიცნო ინსტაგრამის პლატფორმა.

ეს ყველაფერი მართალია, ბრენდების შესაძლებლობებს განავრცობს, თუმცა ყველა ზომისთვის ზუსტი პარამეტრების მოძიებაც შესაძლოა რთული აღმოჩნდეს. ამიტომ, მიჰყევით ჩვენს გზამკვლევს და დარწმუნდით, რომ სათანადო ზომებს იყენებთ.

ინსტაგრამის პროფილის სურათის ზომა: 320 x 320 პიქსელი

ინსტაგრამის პროფილის სურათები 320 x 320 პიქსელით განისაზღვრება, ამიტომ დარწმუნდით, რომ უფრო დიდ ან პატარა ზომის სუათს არ იყენებთ.

მიუხედავად იმისა, რომ ზომები აშკარად კვადრატის შესაბამისია, სურათი მაინც წრიულ ფორმატშია წარმოდგენილი. დარწმუნდით, რომ თითოეული ელემენტი, რომლის წარმოჩენაც გსურთ ცენტრშია და არ მოიჭრება.

ინსტაგრამის სურათის ზომები სიახლის კედლისთვის (feed):

  • ჰორიზონტალური: 1080 x 566 პიქსელი
  • პორტრეტი: 1080 x 566 პიქსელი
  • კვადრატი: 1080 x 566 პიქსელი
  • რეკომენდებული თანაფარდობა: 91:1 და 4:5
  • სურათის რეკომენდებული ზომა: სიგანე -1080 პიქსელი , სიმაღლე - 566-1350 პიქსელი.

რჩევები:

  • თუ გსურთ, თქვენი სურათი იდეალურად გამოიყურებოდეს, ატვირთეთ 1080 პიქსელის სიგანის სურათი.
  • როდესაც 1080 პიქსელზე მეტი სიგანის სურათს გააზიარებთ, ინსტაგრამი მას კვლავ 1080-მდე დაიყვანს.
  • 320-ზე მაღალი რეზოლუციის სურათსაც ინსტაგრამი კვლავ 320-ზე დააბრუნებს.
  • თუ თქვენი სურათი 320-1080 პიქსელამდეა, მაშინ ინსტაგრამი ფოტოს საწყის რეზოლუციას შეინარჩუნებს, მანამ, სანამ თანაფარდობა 1,91:1 და 4:5-ს შორის არის.
  • თუ თქვენ მიერ ატვირთული ფოტო განსახვავებული თანაფარდობის იყო, ინსტაგრამი მას კვლავ სტანდარტულ თანაფარდობამდე მოჭრის.

ინსტაგრამის სურათის ზომები შემცირებული გამოსახულებისთვის (thumbnail)

  • განთავსების ზომა: 161 x 161 პიქსელი
  • რეკომენდებული ატვირთვის ზომა: 1080 პიქსელი

რჩევა: გახსოვდეთ, რომ ინსტაგრამი ინახავს ისეთ შემცირებულ გამოსახულებებს, რომლებიც 1080 x 1080 ზომისაა.

ინსტაგრამის სთორის სურათების ზომა: 1080 x 1920 პიქსელი

რჩევები:

  • 9:16 თანაფარდობა.
  • უფრო მცირე ზომის სურათის ატვირთვისას, თქვენი სთორი არ გამოჩნდება ტელეფონის სრულ ეკრანზე
  • თუ ამ თანაფარდობას არ გამოიყენებთ, მაშინ სთორი შესაძლოა უცნაურად მოიჭრას, მიახლოვდეს და შავი სივრცეებიც გაუჩნდეს.
  • ინსტაგრამის Reels სწორედ ამავე ზომებს იყენებს.

ინსტაგრამის კარუსელის ზომები:

  • ჰორიზონტალური: 1080 x 566 პიქსელი
  • პორტრეტი: 1080 x 1350 პიქსელი
  • კვადრატი: 1080 x 1080 პიქსელი
  • რეკომენდებული თანაფარდობა: ჰორიზონტალური - 1,91:1, კვადრატი - 1:1, ვერტიკალური 4:5
  • სურათის რეკომენდებული ზომა: 1080 პიქსელის სიგანე, სიმაღლე 566-1350 პიქსელს შორის.

IGTV ზომები

  • 1080 x 1920 პიქსელი
  • თანაფარდობა - 9:16
  • გარეკანის ფოტო: 420 x 654 პიქსელი

ინსტაგრამის სარეკლამო სურათის ზომები:

  • ჰორიზონტალური: 1080 x 566 პიქსელი
  • კვადრატი: 1080 x 1080 პიქსელი
  • მინიმალური სიგანე: 320 პიქსელი
  • მაქსიმალური სიგანე: 1080 პიქსელი
  • თანაფარდობა: 1,91:1 შუალედში და 4:5 შუალედში

რჩევები:

  • გახსოვდეთ: ინსტაგრამის რეკლამებს, რომლებიც მომხმარებელთა კედელზე ჩნდება, არ შეიძლება ჰქონდეს 30 ჰეშთეგზე მეტი.
  • ასევე არსებობს რეკომენდაციები სიმბოლოების შესახებ, რომელიც მთავარ ტექსტსა და სათაურში უნდა იყოს.

ინსტაგრამის სურათის ზომები სთორის რეკლამისთვის: 1080  x 1920 პიქსელი

რჩევები:

  • ინსტაგრამი გვირჩევს, რომ რეკლამაში სურათის ზედა და ქვედა მხარის 14% ტექსტისა და ლოგოსგან გავათავისუფლოთ.
  • 2020 წლის სექტემბრიდან, ფეისბუქი და ინსტაგრამი რეკლამებს აღარ უარყოფს, თუ ტექსტი სარეკლამო სივრცის 20%-ს მოიცავს.

 

ტვიტერის სურათის ზომები:

 

ტვიტები, რომლებიც სურათებს შეიცავენ, გაცილებით მეტ კლიკებსა და მოწონებას იღებენ, ვიდრე სურათის გარეშე. რეალურად, ვიზუალური კონტენტის შემცველი ტვიტები სამჯერ მეტ მოწონებასა და ჩართულობას იწვევენ.

შესაბამისად, ტვიტერისთვის სწორი სურათებისა და მიმზიდველი ვიზუალური კონტენტის შექმნა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი კი ტვიტერის სურათების ზომებთანაა დაკავშირებული.

ტვიტერის სურათის ზომები პროფილის ფოტოსთვის: 400 x 400

  • სურათის მინიმალური ზომა: 200 x 200 პიქსელი
  • მაქსიმალური მოცულობა: 2MB

ტვიტერის სურათის ზომები სათაურის ფოტოსთვის: 1500 x 500 პიქსელი

  • უმჯობესია, თუ სურათისთვის მაქსიმალურ ზომას გამოიყენებთ.
  • სათაურის ფოტოები იჭრება 3:1 თანაფარდობით.
  • გაითვალისწინეთ, რომ სათაურის სურათის ზომები შესაძლოა მონიტორისა და ბრაუზერის მიხედვითაც შეიცვალოს.

ტვიტერის სურათის ზომები სტრიმის ფოტოებისთვის: 1600 x 900 პიქსელი

  • მინიმალური ზომა: 600 x 355 პიქსელი
  • რეკომენდებული თანაფარდობა: 2:1 ან 1:1 დესკტოპისთვის, 16:9 მობილურისთვის
  • მხარდაჭერილი ფორმატები: GIF, JPG, PNG
  • მაქსიმალური მოცულობა: ფოტოებისა და გიფებისთვის მაქსიმუმ 5MB მობილურზე. დესკტოპებისთვის 15MB.

ტვიტერის ბარათის სურათის ზომები:

ტვიტერი აღიქვამს, როდესაც სურათი ბმულს შეიცავს. შემდეგ ტვიტერის ალგორითმი ამ ვებ-გვერდზე გადადის და მას ამოწმებს.

  • მინიმალური ზომა: 120 x 120 პიქსელი
  • მხარდაჭერილი ფორმატი: GIF, JPG, PNG
  • მაქიმალური მოცულობა: 1MB

რჩევები:

  • თქვენ შეგიძლიათ, მოსინჯოთ როგორ გამოიყურება ტვიტერის ბარათი.
  • ტვიტერის ბარათების დიდი არჩევანი არსებობს, ასევე მათი ზომებისაც.

ტვიტერის სურათის ზომა „Fleets”-ისთვის: 1080 x 1920 პიქსელი

ამ ეტაპისთვის, Fleets მხოლოდ მობილურისთვის არის განკუთვნილი.

ტვიტერის სურათის ზომები რეკლამისთვის:

  • ცალკეული და რამდენიმე სურათის შემცველი ტვიტები: მინიმალური ზომა: 600 x 335 პიქსელი, მაგრამ სჯობს უფრო დიდი სურათები გამოიყენოთ.
  • ვებ-გვერდის ბარათის სურათი: 800 x 418 პიქსელი 1:91:1, ხოლო 800 x 800 1:1 თანაფარდობისთვის. მაქსიმალური მოცულობა 20MB
  • აპლიკაციის ბარათის სურათი: 800 x 800 პიქსელი 1:1, ხოლო 800 x 41 1,91:1 თანაფარდობისთვის. მაქსიმალური მოცულობა 3MB
  • კარუსელები: 800 x 800 პიქსელი 1:1, ხოლო 800 x 41 1,91:1 თანაფარდობისთვის. მაქსიმალური მოცულობა 20MB (2-6 სურათისთვის)
  • პირდაპირი შეტყობინების ბარათი: 800 x 418 პიქსელი 1,91:1 თანაფარდობისთვის. მაქსიმალური ზომა: 3MB
  • დიალოგის ბარათი: 800 x 418 პიქსელი 1,91:1 თანაფარდობისთვის. მაქსიმალური ზომა 3MB

 

ფეისბუქის სურათის ზომები

ფეისბუქი მისი პლატფორმის დიზაინსა და სურათების განზომილებების მუდმივად ანახლებს. საუკეთესო საშუალება თქვენი პოზიციების გასამყარებლად არის მაღალი ხარისხის სურათების ატვირთვა და მათთვის სწორი ზომების შერჩევა.

ფეიბსუქის სურათის ზომები პროფილის ფოტოსთვის: 170 x 170 პიქსელი

დესკტოპზე თქვენი პროფილის ფოტო 170:170 პიქსელის ზომაზე განთავსდება, თუმცა სმარტფონებზე მისი ზომა 128:128 პიქსელი იქნება.

ფეისბუქის სურათის ზომები გარეკანის ფოტოსთვის: 851 x 315 პიქსელი

  • დესკტოპის განთავსების ზომა: 820 x 312 პიქსელი
  • სმარტფონების ზომა: 640 x 360 პიქსელი
  • მინიმალური ზომა: 400 x 150 პიქსელი
  • იდეალური ფაილის მოცულობა: 100KB-ზე ნაკლები

რჩევები:

  • გაუგებრობები რომ აირიდოთ თავიდან, ატვირთეთ JPG ან PNG ფორმატის ფაილები.
  • გამოიყენეთ რეკომენდებული პიქსელის ზომები
  • პროფილის და გარეკანის ფოტოები, ლოგოთი ან ტექსტით, უკეთსია, თუ PNG ფორმატში იქნება.
  • ნუ გაამოძრავებთ გარეკანის ფოტოს ატვირთვის შემდეგ.

ფეისბუქის სურათის ზომები პოსტებისთვის

ფეისბუქი ავტომატურად ასწორებს ფოტოების ფორმატს და აკორექტირებს ზომებს 500 პიქსელზე, ხოლო თანაფარდობას 1,91:1-ზე.

ატვირთვის ნელი სიჩქარისა და პისქელაციის თავიდან ასაცილებლად გახსოვდეთ:

  • რეკომენდებული ზომა: 1200 x 630 პიქსელი
  • მინიმალური ზომა: 600 x 315 პიქსელი

რჩევები:

  • თუ ფეისბუქის პოსტისთვის 2-10 სურათს ტვირთავთ კარუსელისთვის, გამოიყენეთ სურათის ზომისთვის 1200 x 1200 პიქსელი.
  • თანაფარდობა 1:1

ფეისბუქის სურათის ზომები ივენთის გარეკანის ფოტოსთვის: 1200 x 628 პიქსელი

  • თანაფროდბა - 2:1
  • ივენთის გარეკანის ფოტოს ატვირთვის შემდეგ მისი გადაკეთება არ შეიძლება.

ფეისბუქის სურათის ზომები პანორამისა და 360 გრადუსიანი სურათებისთვის:

  • მინიმალური ზომა: ფეისბუქის ინფორმაციის მიხედვით, ნებისმიერი განზომილებისთვის ზომა უნდა შეადგენდეს 30,000 პიქსელს, მაქსიმუმ 135,000,000 პიქსელს.
  • თანაფარდობის კოეფიციენტი: 2:1

რჩევები:

  • ფაილის ზომები ამ ფორმატის სურათისთვის შესაძლოა იყოს მაქსიმუმ 45MB JPEG ფორმატისთვის, ხოლო 60MB PNG ფორმატისთვის.
  • ფეისბუქის 360 გრადუსიანი ფოტოებისთვის გვირჩევს JPEG ფორმატის გამოყენებას და მაქსიმალურ მოცულობას - 30MB

ფეისბუქის სურათის ზომები ფეისბუქის სთორისთვის: 1080 x 1920 პიქსელი

რჩევები:

  • ფეისბუქის სთორი სმარტფონის სრულ ეკრანს მოიცავს, რაც 9:16 თანაფარდობის ტოლფასია.
  • ნუ აირჩევთ სურათს, რომლის სიგანეც 500 პიქსელზე ნაკლებია.
  • ისეთი სთორებისთვის, რომლებიც ტექსტს შეიცავს, ეცადეთ ზედა და ქვედა ნაწილის 14% ცარიელი დატოვოთ. ამგვარად არ დაიფარება CTA ღილაკები თქვენი ბრენდის პროფილის ფოტოთი ან ღილაკით.

ფეისბუქის სარეკლამო ზომები:

  • სიახლეების კედლის რეკლამები: 1080 x 1080 პიქსელი. მინიმალური ზომა 600 x 600 პიქსელი. თანაფარდობა 1,91:1 ან 1:1. მაქსიმალური ზომა 30MB
  • მარჯვენა სვეტის რეკლამა: სულ მცირე 1080 x 1080 პიქსელი. მინიმალური ზომა 254 x 133 პიქსელი. თანაფარდობა 1:1
  • საძიებო რეკლამა: სულ მცირე 1080 x 1080 პიქსელი. მინიმალური ზომა 600 x 600. თანაფარდობა 1,91:1 ან 1:1.
  • დასპონსორებული მესიჯები: 1080:1080 პიქსელი. თანაფარდობა 1,91:1-დან 1:1-მდე.
  • მესენჯერის რეკლამები: სულ მიცრე 1080 x 1080 პიქსელი. თანაფარდოა 1:1. მინიმალური ზომა 254 x 133 პიქსელი.
  • მესენჯერის სთორი: თანაფარდობა 9:16. სულ მცირე 1080:1080 პიქსელი. მინიმალური სიგანე 500 პიქსელი.

 

LinkedIn სურათის ზომები

თუ ლინკდინის პლატფორმას ხშირად სტუმობთ, შეამჩნევდით, რომ ისეთი პოსტები, რომლებიც სურათებსაც შეიცავენ ან სხვა სახის ვიზუალურ კონტენტს, გაცილებით მეტ კომენტარსა და გაზიარებას იმსახურებენ.

სურათების ატვირთვა საკმაოდ ეფექტურია, თუმცა არც მათი ზომების სიზუსტე უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან. ასევე, სანამ საბოლოო პოსტს გამოაქვეყნებდეთ, აუცილებლად შეამოწმეთ ის სხვადასხვა მოწყობილობებზე.

LinkedIn სურათის ზომები პროფილის ფოტოსთვის: სულ მცირე 400 x 400 პიქსელი

  • ლინკდინს შეუძლია მაქსიმუმ 7680 x 4320 პიქსელის ზომის სურათის განთავსება
  • მოცულობა შესაძლოა იყოს მაქსიმუმ 8MB. ამიტომ ატვირთეთ რაც შეიძლება დიდი ფოტო.

პროფილის გარეკანის ფოტო: 1584 x 396 პიქსელი

  • თანაფარდობა: 4:1

რჩევები:

  • დარწმუნდით, რომ სურათის მოცულობა 8MB-ზე დაბალია.
  • გარეკანის ფოტოები სხვადასხვაგვარად იჭრება დესკტოპსა და მობილურ ტელეფონზე. სანამ ფოტოს ატვირთვას დაასრულებდეთ, შეამოწმეთ ის სხვადასხვა მოწყობილობებზე.

ლინკდინის სურათის ზომები კომპანიის გვერდებისთვის:

  • კომპანიის ლოგოს ზომა: 300 x 300 პიქსელი
  • გარეკანის სურათის ზომა: 1128 x 191 პიქსელი
  • კვადრატული ლოგო: სულ მცირე 60 x 60 პიქსელი

რჩევები

  • სურათის ატვირთვისას დარწმუნდით, რომ ის PNG ან JPG ფორმატშია
  • გამოიყენეთ 1,91:1 თანაფარდობა
  • 1200 x 628 პიქსელის ზომა იდეალურია
  • ლინკდინის სურათების ეს ზომები ასევე მიესადაგება LinkedIn Showcase გვერდებსაც.

ლინკდინის სურათის ზომები ბლოგ პოსტის სურათებისთვის: 1200 x 627 პიქსელი

ლინკდინის Story-ის სურათის ზომა:

  • თანაფარდობა: 9:15
  • რეზოლუცია 1080 x 1920 პიქსელი
  • ფაილის ფორმატი: JPEG და PNG

რჩევები:

  • თითოეული სთორიდან ცალკეული პოსტის შენახვა გამოქვეყნებიდან 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ.
  • სთორის გაზიარება შესაძლებელია ლინკდინის შეტყობინებების მეშვეობითაც.

 

YouTube სურათის ზომები

იუთუბის პროფილის ფოტოს ზომები: 800 x 800 პიქსელი

რჩევები:

  • დარწმუნდით, რომ ფოტოს ფოკუსი ცენტრშია გასწორებული.
  • ფაილის ფორმატი უნდა იყოს JPEG, GIF, BMP, PNG. ანიმაციური GIF არ იმუშავებს.
  • ფოტოს რენდერი 98:98 პიქსელზე მოხდება

იუთუბის ბანერის სურათი: 2048 x 1152 პიქსელი (სულ მცირე)

  • თანაფარდობა: 16:9
  • მინიმალური სიცრცე ტექსტისა და ლოგოსთვის, მოჭრის გარეშე: 1235 x 338 პიქსელი
  • მაქსიმალური ფაილის ზომა: 6MB

იუთუბის ვიდეოს ზომა: 1280 x 720 პიქსელი

რჩევები:

  • YouTube-ის რეკომენდაციით, ვიდეოები, რომლებიც გაყიდვაზეა ორიენტირებული, სასურველია იყოს: 1920 x 1080 პიქსელზე მეტი.
  • 1280 x 720 პიქსელი იუთუბის HD სტანდარტების მოთხოვნაა.
  • თანაფარდობის კოეფიციენტი 16:9.

 

TikTok სურათის ზომები

ტიკტოკის პროფილის ფოტო: 20 x 20 პიქსელი

  • 20 x 20 პიქსელი მინიმალური ზომაა, ამიტომ ეცადეთ უფრო დიდი სურათები ატვრითოთ.

ტიკტოკის ვიდეოს ზომა: 1080 x 1920

  • იდეალური თანაფარდობა ტიკტოკისთვის 1:1 ან 9:16.

 

ახლა უკვე თამამად და დანამდვილებით შეგიძლიათ განსაზღვროთ ზომები თქვენი სოციალური მედია არხებისთვის, რადგან ბევრი ფიქრი აღარ გჭირდებათ. გამოიყენეთ ჩვენი გზამკვლევი, მიჰყევით რჩევებს და შეუნარჩუნეთ სოციალურ მედიას შთამბეჭდაობა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ გავზარდოთ გაყიდვები სოციალური მედიის დახმარებით

ინსტაგრამის დასპონსორებული პოსტები: ყველაფერი, რაც ამის შესახებ უნდა იცოდეთ

ფეისბუქის სარეკლამო კამპანიის სტრუქტურა 2021 წლისთვის - გზამკვლევი