როგორ მუშაობს Facebook ალგორითმი 2021 წელს

აპრილი 17, 2021

როგორ მუშაობს Facebook ალგორითმი 2021 წელს

2021 წელს Facebook ალგორითმი ოთხი ძირითადი სარეიტინგო ფაქტორისგან შედგება.

2021 წელს Facebook ალგორითმი ოთხი ძირითადი სარეიტინგო ფაქტორისგან შედგება. ესენია: პოპულარობა, კონტენტის ტიპი, ურთიერთობები და სიახლე.

მანამ, სანამ უშუალოდ ფეისბუქის ალგორითმზე გადავიდოდეთ, რამდენიმე სტატისტიკური მაჩვენებელიც მიმოვიხილოთ.

ორგანული რიჩი (მიღწევადობა) 2020 წლის ბოლოსთვის კვლავ დაღმასვლით ხასიათდებოდა. ფეისბუქის პოსტის ორგანული რიჩის მაჩვენებელი 5.2%-მდე დაეცა (2019 წლისთვის, ის 5.5%, ხოლო 2018 წელს კი 7.7% იყო).

ამავდროულად, ორგანული პოსტის ჩართულობის საშუალო მაჩვენებელი 0.25%-ს შადგენდა, რაც დღესდღეობით 0.08%-მდეა დაცემული. ეს ისეთ გვერდებს ეხება, რომელთა გამომწერთა რიცხვი 100 000-ს სცდება.

ასეთი რიცხვები შესაძლოა ბევრისთვის დამამშვიდებელიც კი იყოს, თუმცა ფეისბუქის ალგორითმი ბრენდირებული ორგანული კონტენტის მიმართ საკმაო სიმკაცრეს ინარჩუნებს.

ნებისმიერ ბრენდს და მის მარკეტინგულ სტრატეგიას სჭირდება როგორც ორგანული, ასევე გარეკლამებული კონტენტი, შესაბამისად დროა გავარკვიოთ, რა სჭირდება და რას მოითხოვს ჩვენგან ეს მისტიკური, კომპლექსური ტვინი, რომელსაც ფეისბუქის ალგორითმი ეწოდება.

საბედნიეროდ, ფეისბუქმა უამრავი ახალი ინფორმაცია გამოაქვეყნა მისი ალგორითმის შესახებ და ჩვენც ამ სტატიით უახლეს მასალებს გაგაცნობთ.

რას ეწოდება Facebook ალგორითმი?

ფეისბუქის ალგორითმი წყვეტს, თუ რომელი პოსტები გამოჩნდება მომხმარებლის „სიახლეების კედელზე“ და რა თანმიმდევრობით. ამ პროცესში მხოლოდ ერთი ალგორითმი არ არის ჩართული, არამედ ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა საშუალებები, რომლებიც ახდენენ იმის პროგნოზირებას, თუ რომელი მასალა იქნება მომხმარებლისთვის ყველაზე საინტერესო, გამოსადეგი და რელევანტური.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნაცვლად იმისა, რომ ფეისბუქმა ყველა ხელმისაწვდომი კონტენტი უბრალო ქრონოლოგიით დაალაგოს, ის აფასებს თითოეულ პოსტს, ანიჭებს მათ რეიტინგს და უსაბამებს თითოეული ადამიანის ინტერესებს. ეს პროცესი ხდება ყოველ ჯერზე, როდესაც მომხმარებელი ფეისბუქის გამოყენებას იწყებს.

მართალია, დეტალურად არ ვიცით, როგორ წყვეტს ფეისბუქის ალგორითმი, თუ რა წარუდგნიოს მომხმარებელს, თუმცა რაც დანამდვილებით ვიცით არის ის, რომ სხვა სოციალური მედია ალგორითმების მსგავსად, მის დანიშნულებასა და მიზანს ხალხის პლატფორმაზე დაყოვნება წარმოადგენს, რათა მათ გააგრძელონ „სქროლვა“ და უფრო მეტი რეკლამაც ნახონ.

რას ნიშნავს ეს ბრენდებისთვის? როდესაც საქმე ორგანული რიჩის მიღებას ეხება, ფეისბუქის ალგორითმი გასაჩუქრებთ თქვენ მიერ წარმოებული ისეთი კონტენტის გამოქვეყნებით, რომელიც მომხმარებელში მაღალ ჩართულობას იწვევს.

მოკლე ისტორია ფეისბუქ ალგორითმის შესახებ

ფეისბუქის ალგორითმი სტატიკური არ არის, დეველოპერები მას მუდმივად ცვლიან და ავითარებენ.

მისი პროგნოზების გასაკეთებლად, ის უამრავ ინფორმაციასა და მონაცემს იყენებს, რომელიც ცნობილია, როგორც სარეიტინგო სიგნალი. წლების განმავლობაში ხდებოდა ამ სარეიტინგო სიგნალების დამატება, ამოკლება და მათი მნიშვნელობის, პრიორიტეტების კორექტირება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2003 – 2009

ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ Facebook 2004 წელს დაარსდა და უმრავლესობამ, შესაძლოა მისი ისტორიაც კარგად იცით.

ზოგიერთი წყაროს მიხედვით:

  • ფეისბუქის “newsfeed” 2006 წელს ვიხილეთ პირველად.
  • მოწონების ღილაკი კი 2007 წელს დაინერგა.
  • 2009 წელს ფეისბუქმა მისი პირველი ალგორითმი გამოუშვა, რომელიც პოსტების რიგითობით დალაგებას უზრუნველყოფდა (მოწონებების მიხედვით).

2015

2015 წლამდე ფეისბუქისთვის დრომ სკამაოდ სწრაფად გაირბინა. თუმცა, ამ წლიდან კომპანიამ უფრო მეტად დაიწყო მომხმარებელთა გამოცდილებისა და კმაყოფილების დაფასება და დაიწყო ისეთი გვერდების რეიტინგების ჩამოქვეითება, რომლებიც დიდი რაოდენობით აწარმოებდნენ დუბლირებულ კონტენტ მასალას (რეკლამის იდენტური ორგანული პოსტი).

ასევე 2015 წელს, ფეისბუქმა მომხმარებელს საშუალება მისცა, გამოეყენებინა „See first” ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც ისინი მათი საყვარელი გვერდის კონტენტს ან სულაც საკუთარი მეგობრის სიახლეებს პირველს იხილავდნენ.

2016

2016 წელს ფეისბუქმა სარეიტინგო სიგნალებში „დახარჯული დრო“ დაამატა. ეს ფუნქცია ზომავდა პოსტის ღირებულებას იმის მიხედვით, თუ რა დროით გამოიწვია მან მომხმარებლის დაყოვნება პლატფორმაზე, მიუხედავად იმისა, გააზიარა მან ეს პოსტი, მოიწონა თუ არა.

ასევე პრიორიტეტული გახდა Live ვიდეოები, ვინაიდან ის რეგულარულ ვიდეოსთან შედარებით, ყურების სამჯერ ხანგრძლივი დროით ხასიათდებოდა.

2017

ეს იყო წელი, როდესაც ფეისბუქმა რეაქციები დაამატა და მისი მნიშვნელობაც გაზარდა (მაგალითად, გულის არ ბრაზიანი სახის "emojy").

ასევე, დამატებითი სარეიტინგო სიგნალი იქნა დამატებული ვიდეოსთვისაც - დასრულების კოეფიციენტი. ვიდეოები, რომელსაც მომხმარებელი სრულად უყურებს, უფრო მაღალ რეტინგებს იმსახურებს.

2018

2018 წლის იანვარში, მარკ ცუკერბერგმა დაანონსა, რომ პრიორიტეტი ისეთ კონტენტს მიენიჭებოდა, რომელიც მომხმარებლის ჩართულობასა და დაინტერესებას უფრო იწვევდა. (ეს გარკვეულწილად ფეისბუქის ნეგატიური გავლენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც მოჰყვა.) არსებული ცვლილებები ხარისხიანი კონტენტის პოპულარიზაციას ემსახურებოდა.

ბრენდებისთვის ეს ცვლილება გარკვეულ უსიამოვნებასაც იწვევდა, ვინაიდან ახლა უფრო მეტი წონა მეგობრების, ოჯახის წევრებისა და ფეისბუქ ჯგუფების კონტენტს მიენიჭებოდა, ვიდრე ორგანიზაციებისა და ბიზნესების ორგანულ პოსტებს. ამიტომ, ბრენდებს სჭირდებოდათ უფრო ხარისხიანი და მაღალი ჩართულობის მქონე კონტენტი ეწარმოებინათ, რათა მეტი კომენტარები, რეაქციები და გაზიარებები მიეღოთ.

2019

2019 წელს პრიორიტებები მაღალ ხარისხიანი და უნიკალური ვიდეოებისკენ გადაიხარა, რომლებიც მომხმარებელს 1 წუთზე დიდ ხანს აყოვნებდნენ,  განსაკუთრებით იმ ვიდეოებისკენ, რომლებსაც მომხმარებელი 3 წუთზე მეტს უთმობდა.

ამავდროულად, ფეისბუქი არც კრიტიკას ასცდენია. მას ორი რამის გამო უპირისპირდებოდნენ. პირველ რიგში, კრიტიკოსებს არ მოსწონდათ ის, რომ 2018 წლის ალგორითმის ცვლილების შემდეგ, ფეისბუქზე მარტივად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, ხდებოდა პოლიტიკური პოლარიზაცია და ამგვარი კონტენტი სრულიად ფარგლებსაც სცდებოდა. მეორეს მხრივ, კრიტიკას იმსახურებდა ფეისბუქის ტექნიკები და პერსონალურ მონაცემთა ის ოდენობა, რომელსაც ფეისბუქი ალგორითმის „გამოსაკვებად“ იყენებდა.

2020

Facebook აცხადებდა, რომ ის საკუთარ მომხმარებელს ეხმარებოდა, გაეაზრებინა ალგორითმის მუშაობის პრინციპები და ის, თუ როგორ შეიძლებოდა ალგორითმისთვის უკუკავშირის მიწოდება. მიუხედავად ამისა, ხალხს ძალიან აწუხებდა მათი პირადი სივრცის დარღვევა და ბევრისათვის, „რელევანტური“ რეკლამები არც თუ ისე რელევანტურად ითვლებოდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„ახლა, როდესაც რეკლამის დამალვას უთითებ, ერთ-ერთ მიზეზიდ შეიძლება მივუთითოთ: „ძალიან ბევრი იცის“

ამავდროულად, 2020 წელს ფეისბუქმა დაანონსა ალგორითმის განახლება, რომელიც „ფეიკ ნიუსების“ აღმოფხვრაზე იქნებოდა პასუხისმგებელი და შეეცდებოდა, სიახლეები მათი სანდოობისა და ხარისხის მიხედვით გავრცელებულიყო.

როგორ მუშაობს ალგორითმი 2021 წელს?

2021 წელს ფეისბუქმა მისი ალგორითმის შესახებ ახალი დეტალები გაამჟღავნა.

როგორ მუშაობს ფეისბუქ ალგორითმი?

  1. პირველ რიგში, ფეისბუქი ეძებს ყველა ხელმისაწვდომ პოსტს სოციალურ ქსელში და აფასებს მათ სარეიტინგო სიგნალების მიხედვით, როგორიც არის პოსტის კატეგორია, რელევანტურობა და ა.შ.
  2. შემდეგ, ის უგულვებელყოფს იმ პოსტებს, რომლებიც სავარუდოდ მომხმარებელს არ დააინტერესებს (მისი ინტერესებისა და ქცევების შესწავლის შედეგად). ასევე გამოყოფს იმ ინფორმაციას, რომლის ხილვაც მას არ ენდომება (სატყუარა, დეზინფორმაცია).
  3. შემდეგ, ის ატარებს დარჩენილი პოსტების უფრო „დეტალურ შესწავლას“, აფასებს მათ პერსონალურად (მაგალითად: შანსი იმისა, რომ ნიკამ სასწავლო ვიდეოს უყუროს საკუთარი ჭადრაკის ჯგუფიდან, 20%-ია, ხოლო შანსი იმისა, რომ მოიწონოს მისი დის ლეკვის სურათი, 95%) და ალაგებს რეიტინგის მიხედვით.
  4. საბოლოოდ კი ალგორითმი ზრუნავს სხვადასხვა მედია საშუალებების წარმოდგენაზე, რათა პროცესი მომხმარებლისთვის უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდეს.

ამგვარად, როგორ გავიგოთ, რა ფაქტორები მოქმედებს ამა თუ იმ პოსტის სათავეში განთავსებაზე? კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია თავად მომხმარებელზე.

ფეისბუქი ათასობით სარეიტინგო სიგნალს იყენებს, დაწყებული მომხმარებლის ინტერნეტის სიჩქარით, დამთავრებული ისეთი კონტენტით, რომელსაც ის დიდი ალბათობით მოიწონებს ან გადააზიარებს.

და მაინც, წლების განმავლობაში ფეისბუქი მუდმივად ასახელებდა ოთხ ძირითად სარეიტინგო სიგნალს, რომელიც ყველაზე დიდ როლს თამაშობდა კონტენტის შეფასებაში.

 

ფეისბუქ ალგორითმის 4 მთავარი სარეიტინგო სიგნალი:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • ურთიერთობა: არის თუ არა ეს პოსტი იმ ადამიანის, ბიზნესის და ცნობილი სახისგან, რომელსაც მომხმარებელი ხშირად ეხმაურება?
  • კონტენტის ტიპი: რომელ მედია საშუალებას იყენებს პოსტი და რომელი ტიპი იწვევს უფრო მეტად მომხმარებლის ჩართულობას?
  • პოპულარობა: როგორ ეხმაურებიან პოსტს ის ადამიანები, რომლებმაც ის უკვე იხილეს?
  • სიახლე: რამდენად ახალია პოსტი? შედარებით ახალი პოსტები უფრო მაღალ რეიტინგს იმსახურებენ.

რა თქმა უნდა, სარეიტინგო სიგნალების უმრავლესობა მოითხოვს მომხმარებელთა ქცევასა და ინტერესებზე დაკვირვებას. სწორედ აქ ჩნდება კონფიდენციალურობასა და პერსონალიზაციას შორის გამართული დებატები.

საბოლოოდ, 2021 წელს ფეისბუქი განაგრძობს, გახდეს მაქსიმალურად გამჭირვალე მომხმარებელთა ინფორმაციის გამოყენების შესახებ. მაგალითად, არსებობს „Access Your information” ფუნქცია, რომელიც მომხმარებელს ეხმარება გაიგოს, თუ რატომ ნახულობს კონკრეტული კომპანიის რეკლამას.

ამგვარი დებატები კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება, თუმცა ამ ეტაპზე, უმჯობესია ის განვიხილოთ, თუ როგორ შეუძლიათ ბრენდებს მოერგონ ფეისბუქის ალგორითმს და მოახდინონ მათი ორგანული ძიების ოპტიმიზაცია.

11 რჩევა ფეისბუქის ალგორითმთან მუშაობისას

გამოეხმაურეთ თქვენს აუდიტორიას

კრიტიკულად მნიშვნელოვანია მომხმარებელთან ურთიერთობისა და კავშირის ჩამოყალიბება.

რატომ? იმიტომ, რომ ალგორითმი პრიორიტეტებს ისეთი გვერდების პოსტებს ანიჭებს, რომელთანაც შეხება მომხმარებელს წარსულშიც ჰქონდა. შესაბამისად, გამოხმაურებისა და კომენტარების პასუხის ტექნიკა ძალიან მნიშვნელოვანია, იქნება ეს მესენჯერი თუ უბრალოდ კომენტარები.

თუ მომხმარებელმა დაუთმო დრო ბრენდთან საუბარს, ნუ დაკარგავთ ამგვარ შესაძლებლობას. აგრძნობინეთ მათ, რომ ზრუნავთ, გააღიმეთ, შთააგონეთ, რათა შემდგომ მან საკუთარ მეგობრებთანაც დაიწყოს თქვენს შესახებ საუბარი.

უბიძგეთ მომხმარებლებს გამოეხმაურონ ერთმანეთს

ეს რჩევა თავად ფეისბუქისგან მომდინარეობს. როგორც ჩანს, პოსტები, რომლებიც მომხმარებლებს შორის დიალოგს იწვევს, ალგორითმისთვის უფრო დადებითად აღიქმება და მაღალ რეიტინგსაც იღებს.

ეს კი ნიშნავს, რომ რაც უფრო მეტ დიალოგსა და ჩართულობას იწვევს პოსტი, მით უფრო მაღალ რიჩსაც აღწევს.

ალგორითმი აფასებს იმ კონტენტს, რომლის გაზიარებაც ადამიანებს სურთ.

მეტი ყურადღება დაუთმეთ ემოციებს და არა მოწონებებს

ბოლო წლების განმავლობაში, ალგორითმი უფრო მეტ მნიშვნელობას რეაქციებს ანიჭებს. ამიტომაც სცადეთ, თქვენმა პოსტებმა უფრო მეტად სიყვარულის, ზრუნვის, სიცილის, მოწყენილობის ან სიბრაზის ემოციები გამოიწვიოს.

თუ ჯერ არ იცით, რა გამოიწვევს ყველაზე მეტ ემოციას თქვენს აუდიტორიაში, შეგიძლიათ სოციალური მედია სენტიმენტი - ადამიანების დამოკიდებულება ბრენდის მიმართ შეისწავლოთ.

დაპოსტეთ, როდესაც თქვენი აუდიტორია აქტიურია

შესაძლოა, ეს ძალიან ბევრჯერ მოგისმენიათ, თუმცა ამას კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რადგან ამას ფეისბუქიც განაგრძობს.

უახლესი პოსტები სიახლეების სათავეში ექცევა!

რა თქმა უნდა, თუ მომხმარებელი რომელიმე პოსტს გამოტოვებს, ყველაფერი დაკარგული არ არის. კვლავ არსებობს იმის შანსი, რომ მომხმარებელი ამ პოსტს შემდეგი შემოსვლისას იხილავს: გამორჩენილი პოსტები ალგორითმის არსენალში ცალკე გროვდება.

საუკეთსო გზა პოსტების ეფექტურად გამოქვეყნებისთვის არის მისი დაგეგმარება, სოციალური მედია კალენდრის შედგენა.

Facebook Story

ფეისბუქის სთორის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ის სიახლეების კედლის ნაწილი სულაც არ არის. ისინი მის თავშია მოქცეული და მას არც ალგორითმი აკონტროლებს. ფეისბუქის მონაცემებზე დაყრდნობით, ისინი არა ნაკლებ ეფექტურია ტრაფიკის მოსაზიდად: მომხმარებელთა 58% აღნიშნავს, რომ ბრენდების გვერდს მას შემდეგ ეწვივნენ, რაც მათი “Story” იხილეს.

როგორი სახის სთორი უნდა გამოვაქვეყნოთ? ფეისბუქის კვლევის თანახმად, ადამიანებს შემდეგი სახის სთორების ნახვა სურთ:

  • 52%-ს სურს მარტივად გასაგები სთორის ნახვა
  • 50%-ს სურს ახალი პროდუქტის ნახვა
  • 46%-ს კი რჩევის მიღება

ფეისბუქის ჯგუფები

ფეისბუქის ბრენდირებული ჯგუფის მართვის დადებითი მხარე არის ის, რომ ყველაფერთან ერთად, ის მომხმარებელთან დაკავშირების დამატებით არხებს ხსნის.

გარდა ამისა, მშვენიერი შესაძლებლობაა სამიზნე აუდიტორიისთვის სიახლის მისაწოდებლად. ფეისბუქის ალგორითმიც მეტად პრიორიტეტულად მიიჩნევს ჯგუფიდან გაზიარებულ კონტენტს.

მიმართეთ Live ვიდეოებს

2020 წელს, პანდემიის პირობებში უამრავი ადამიანი დარჩა სახლში „გამოკეტილი“ და მაგალითად, ამერიკის მასშტაბით ლაივ ვიდეოების რიცხვმა 50%-ით მოიმატა.

ვინაიდან, ასეთი ვიდეობი 6-ჯერ მეტ ჩართულობას იმსახურებენ, ვიდრე რეგულარული ვიდეოები, ალგორითმისთვის ის ძალიან, ძალიან მიმზიდველია. იმის გათვალისწინებით, რომ ვირტუალური ღონისძიებები ჯერ არსად წასვლას არ აპირებს, Live ვიდეო შესაძლოა ბრენდებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება გახდეს.

გახდით მომხმარებლის რჩეული

იცოდით, რომ ფეისბუქის თითოეულ მომხმარებელს 30 თავისუფალი ადგილი აქვს რჩეული გვერდებისა და ადამიანებისთვის? სწორედ ეს 30 ადგილია გარანტი ალგორითმის გულის მოსაგებად.

ამ ფუნქციით ფეისბუქი ადამიანებს უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს აკონტროლონ ის, თუ რას ნახავენ პირველად სიახლეებში.

იმისათვის, რომ ადამიანებმა საკუთარ რჩეულთა სიაში შეგიყვანონ, საჭიროა არა მხოლოდ გასართობი კონტენტი გქონდეთ, არამედ ის, რაც ხალხს ნამდვილად სჭირდება და ნამდვილად მნიშვნელოვანია მათთვის.

შექმენით გრძელი ვიდეო, რომლის ყურებაც მომხმარებელს მოუნდება

როდესაც საქმე ვიდეოებს ეხება, ყურების დრო და დასრულების მაჩვენებელი სარეიტინგო სიგნალების ორ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენენ. ეს არის მანიშნებელი იმისა, თუ რამდენად მოეწონა მომხმარებელს აღნიშნული ვიდეო.

რაც უფრო დიდი ხნით შეძლებთ მომხმარებელთა დაინტერესებას, მით უფრო მაღალი რეიტინგი ექნება ვიდეოს ალგორითმისთვის.

2019 წლიდან ფეისბუქი ვიდეოებისთვის შემდეგ სარეიტინგო სიგნალებსაც გამოყოფს:

  • ლოიალურობა და განზრახულობა: ვიდეოები, რომლებსაც მომხმარებელი ეძებს ან მის სანახავად ბრუნდება.
  • ვიდეოს სიდიდე და ნახვის ხანგრძლივობა: ვიდეოები, რომლებსაც მომხმარებელი 1-3 წუთის განმავლობაში უყურებს.
  • ორიგინალურობა: ვიდეოები, რომლებიც არ არის გადმოღებული სხვა წყაროდან.

ამ ყველაფერს შემდეგ ფაქტორამდე მივყავართ:

ნუ გაავრცელებთ დეზინფორმაციასა და „სატყუარებს“

არ გააკეთოთ ეს!!! ნუ გამოიყენებთ ჩამოთვლილ მეთოდებს, თორემ ალგორითმის სიმპათიას ნამდვილად დაკარგავთ:

  • საიტის ბმულები, რომლებიც მოპარულ კონტენტს იყენებენ.
  • კონტენტი, რომელიც წესით აკრძალული უნდა იყოს, თუმცა რაღაც მიზეზების გამო ჯერ არ არის.
  • დეზინფორმაცია და ცრუ სიახლეები.
  • რჩევები ჯანმრთელობისათვის საზიანო ინფორმაციით.
  • მანიპულაციური ან გაყალბებული ვიდეოები.

დაიხმარეთ თქვენი ერთგული მომხმარებლები რიჩის გასაზრდელად

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ თქვენს თანამშრომლებს უფრო მეტი სანდოობა და ავტორიტეტი გააჩნიათ ფეისბუქის ალგორითმისთვის, ვიდრე თავად თქვენი ბრენდის გვერდს. ეს იმიტომ, რომ მათი სანდოობა და ავტორიტეტი უფრო მაღალია მათ მეგობრებთან და გამომწერებთან.

დამატებით, ისინი უფრო ახლოდან იცნობენ თქვენს ბრენდს, შესაბამისად, მათ ბევრი საინტერესო და საზრიანი ინფორმაციის გავრცელება შეუძლიათ, ვიდრე მაგალითად თქვენს ქოფირაითერს.

არსებობს ისეთი საშუალებებიც, რომლებიც თქვენი კონტენტის გავრცელებისას თქვენი დასაქმებულების პოტენციურ რიჩს ითვლიან.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ მოვიპოვოთ Facebook ვერიფიკაციის ნიშანი

ინსტაგრამის ალგორითმი 2021 წელს: როგორ გავხადოთ პოსტები მეტად თვალსაჩინო

სოციალური მედიის 5 ტიპი: დადებითი და უარყოფითი მხარეები